კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებული
კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებული
კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებული, ბერძნული ტრადიციის მართლმადიდებელი ეკლესიების დღესასწაულია, აღინიშნება სულიწმიდის მოსვლის შემდეგ მესამე კვირას (ბერძნ.; რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია)

1453 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის (ამჟამად - სტამბოლი, თურქეთი) დაპყრობასა და 1922 წელს ოსმალეთის მონარქიის დაცემას შორის პერიოდში, სულთნის ქვეშევრდომ მიწებზე მართლმადიდებელმა ეკლესიამ წარმოაჩინა მრავალი ახალმოწამე, რომლებმაც ქრისტესთვის იწამეს. მათი საერთო თაყვანისცემა დაიწყო არა უგვიანეს XVIII საუკუნის ბოლოსი, როდესაც წმინდა ნიკოდიმოს ათონელმა შეადგინა ყველა იმ ახალმოწამის კრებულის მსახურება (88 სახელის ხსენებით), რომლებმაც იწამეს კონსტანტინოპოლის თურქების მიერ აღების შემდეგ. უკვე იმ ეპოქაში ახალი წმინდანების კატალოგები დგებოდა კონსტანტინოპოლის წმინდა მოწამე პატრიარქების კირილე VI-ისა და გრიგოლ V-ის ცოდნითა და უშუალო მონაწილეობით. თუმცა, რადგან კონსტანტინოპოლის პატრიარქების რეზიდენცია კვლავ სტამბოლში რჩება და თურქეთში ქრისტიანების მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული საპატრიარქოს ლოიალურობაზე თურქეთის მთავრობის მიმართ, ოსმალური უღლის ეპოქის ახალმოწამეთა საზეიმო საეკლესიო განდიდება დღემდე არ მომხდარა. ფაქტობრივად, ბერძნული ტრადიციის ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებში ამ კრებულის ხსენება აღინიშნება სულიწმიდის მოსვლის შემდეგ მესამე კვირას. კრებულში განდიდებულ წმინდანთა ჩამონათვალში მითითებულია:

1. წმ. მოწამეები რაფაელ არქიმანდრიტი და ნიკოლოზ იეროდიაკონი, წმ. მოწამე ირინე ქალწული, მამა მისი ვასილი, დედა მისი მარიამი, ბიძაშვილი ელენე (სუსანა) და თეოდორე მასწავლებელი (+ 1463, ხსენება 9 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის  სამშაბათს)

2. წმ. მოწამე ანდრია არგენტისი, ქიოსელი (+ 1465, ხსენება 29 მაისს)

3. წმ. მოწამე კოზმა (+ არა უგვიანეს 1481 წლისა)

4. წმ. მოწამე მიქაელ მავროიდი, ადრიანოპოლელი (+ 1490, ხსენება 17 თებერვალს)

5. წმ. მოწამე იოანე სერელი (+ XV საუკუნე, ხსენება 12 მაისს)

6. წმ. მღვდელმოწამე პეტრე ახალი, ტრაპიზონელი, მღვდელი (+ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მალევე)

7. წმ. მოწამე მაკარი თესალონიკელი (+ 1507, ხსენება 14 სექტემბერს)

8. წმ. მოწამე გიორგი სოფიელი ახალი, კრატოველი (+ 1515, ხსენება 11 თებერვალს, 26 მაისს)

9. წმ. მოწამე იოდასაფ ათონელი (+ 1516, ხსენება 26 ოქტომბერს)

10. წმ. მოწამეები იაკობ კასტორიელი და მისი მოწაფეები იაკობ იეროდიაკონი და დიონისე მონაზონი, ათონელები (+ 1520, ხსენება 1 ნოემბერს)

11. წმ. მოწამეები გაბრიელ და კირმიდოლ ეგვიპტელები (+ 1522, ხსენება 18 ოქტომბერს)

12. წმ. მოწამე იოანე იანინელი (+ 1526, ხსენება 18 აპრილს)

13. წმ. მოწამე მალაქია როდოსელი (+ 1534 წლის შემდეგ, ხსენება 29 სექტემბერს)

14. წმ. მოწამე მიქაელ აგრაფელი, თესალონიკელი (+ 1544, ხსენება 10 მარტს, 21 მარტს,ბრწყინვალე შვიდეულის  ხუთშაბათს)

15. წმ. მოწამე ნიკოდიმოს მეტეორელი (+ 1551, ხსენება 16 აგვისტოს)

16. წმ. მოწამე ნიკოლოზ ფსარიელი (+ 1554, ხსენება 14 თებერვალს)

17. წმ. მოწამე იოანე კულიკასი (ან კუზიკასი, +1564; ხსენება 8 აპრილს, 18 აპრილს)

18. წმ. მოწამე დიმიტრი ტორნარა (+ 1564, ხსენება 19 მარტს)

19. წმ. მოწამე დუკა მიტილინელი (+ 1564, ხსენება 24 აპრილს)

20. წმ. მოწამე კირილე ქილანდარელი, თესალონიკელი (+ 1566, ხსენება 6 ივლისს)

21. წმ. მოწამე დამიანე ფილოთეველი, კისავოსელი (+ 1568, ხსენება 14 თებერვალს, 23 თებერვალს)

22. წმ. მოწამე იოანე კალფა (+ 1575, ხსენება 26 თებერვალს)

23. წმ. მოწამე თეოფანე კონსტანტინოპოლელი (+ 1588, ხსენება 8 ივნისს)

24. წმ. მოწამე ფილოთეა ათენელი (+ 1589, ხსენება 19 თებერვალს)

25. წმ. მოწამე მაკარი ქიოსელი, ათონელი, პრუსელი (+ 1590, ხსენება 6 ოქტომბერს)

26. წმ. მღვდელმოწამე სერაფიმე, ფანარიის მთავარეპისკოპოსი (+ 1601, ხსენება 4 დეკემბერს, მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს)

27. წმ. მოწამე დიონისე ფილოსოფოსი (+ 1611, ხსენება 10 ოქტომბერს)

28. წმ. მოწამე ნიკოლოზ მეცოველი, ტრიკალელი (+ 1617, ხსენება 16,17 მაისს)

29. წმ. მოწამე აბაკუმ თესალონიკელი (+ 1628, ხსენება 6 აგვისტოს)

30. წმ. მოწამე თეოფილე ზაკინთელი (+ 1635, ხსენება 24 ივლისს)

31. წმ. მოწამე მარკოზ კრეტელი, სმირნელი (+ 1643, ხსენება 14 მაისს)

32. წმ. მოწამე იორდანე ტრაპიზონელი (+ 1650, ხსენება 2 თებერვალს)

33. წმ. მოწამე იოანე ფასელი (+ 1652, ხსენება 20 დეკემბერს)

34. წმ. მოწამე ათანასე მუნტანელი, სპარტელი (+ 1653, ხსენება 29 ოქტომბერს)

35. წმ. მოწამე სიმეონ ტრაპიზონელი (+ 1653, ხსენება 14 აგვისტოს)

36. წმ. მოწამე ანასტასი ნავპლიელი (+ 1655, ხსენება 1 თებერვალს)

37. წმ. მღვდელმოწამე პართენი III, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+ 1657, ხსენება 24 მარტს)

38. წმ. მოწამე დიმიტრი ფილადელფიელი (+ 1657, ხსენება 2 ივნისს)

39. წმ. მოწამე ნიკოლოზ კარამანი, სმირნელი (+ 1657, ხსენება 19 მარტს, 6 დეკემბერს)

40. წმ. მღვდელმოწამე გაბრიელ II, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+ 1659, ხსენება 3 დეკემბერს)

41. წმ. მღვდელმოწამე გაბრიელი, სერბეთის პატრიარქი (+ 1659, ხსენება 13 დეკემბერს)

42. წმ. მოწამე პარასკევა ტრაპიზონელი (+ 1659, ხსენება 1 მარტს)

43. წმ. მოწამე იოანე ვლახი (+ 1662/1665, ხსენება 12 მაისს)

44. წმ. მოწამე იოანე ნავკლირი (+ 1669, ხსენება 8 აპრილს)

45. წმ. მოწამე ათანასე ქიოსელი (+ 1670, ხსენება 24 ივლისს)

46. წმ. მოწამე ნიკოლოზ კარპენისიელი, მედუქნე (+ 1672, ხსენება 23 სექტემბერს)

47. წმ. მოწამე გაბრიელ კონსტანტინოპოლელი (+ 1676, ხსენება 2 თებერვალს)

48. წმ. მოწამე კვიპრიანე ახალი, ათონელი (+ 1679, ხსენება 5 ივლისს)

49. წმ. მოწამე ანგელოზი კონსტანტინოპოლელი (+ 1680, ხსენება 1 სექტემბერს)

50. წმ. მოწამე სტამატი ვოლოსელი (+ 1680, ხსენება 16 აგვისტოს)

51. წმ. მოწამე ტრიანდაფილე თესალონიკელი, ზაგორელი, კონსტანტინოპოლელი (+ 1680, ხსენება 8 აგვისტოს)

52. წმ. მოწამე დამასკინე ათონელი, ლავრელი, კონსტანტინოპოლელი (+ 1681, ხსენება 13 ნოემბერს)

53. წმ. მოწამე ახმეტ კალიგრაფი (+ 1682, ხსენება 3 მაისს, 24 დეკემბერს)

54. წმ. მოწამე პავლე რუსი (+ 1683, ხსენება 6 აპრილს)

55. წმ. მღვდელმოწამე ზაქარია კორინთელი, ეპისკოპოსი (+ 1684, ხსენება 30 მარტს)

56. წმ. მოწამე ილია (არდუნისი), ათონელი (+ 1686, ხსენება 31 იანვარს)

57. წმ. მოწამე იოსებ ალეპოელი (+ 1686, ხსენება 4 თებერვალს)

58. წმინდა მოწამე აპოსტოლოს კონსტანტინოპოლელი (+1686-1689, ხსენება 16 აგვისტოს)

59. წმ. მოწამე თეოდორე დარდანელელი (+ 1690, ხსენება 2 აგვისტოს)

60. წმ. მოწამე გიორგი მიტილენელი, პაზიანოსი (+ 1693, ხსენება 14 თებერვალს)

61. წმ. მოწამე რომანოზ კარპენისიელი (+ 1694, ხსენება 5 იანვარს, 16 თებერვალს)

62. წმ. მოწამე რომანოზ ლაკედემონელი (+ 1695, ხსენება 6 იანვარს)

63. წმ. მოწამე ათანასე ატალიელი (+ 1700, ხსენება 7 იანვარს)

64. წმ. მოწამეები კონსტანტინე ბრინკოვეანუ, ვალახეთის მთავარი, მისი ვაჟები კონსტანტინე, სტეფანე, რადუ და მატთე, და მისი მრჩეველი იანაკე ვეკერესკუ (+ 1714, ხსენება 21 მაისს, 16 აგვისტოს)

65. წმ. მოწამე ავქსენტი კონსტანტინოპოლელი (+ 1720, ხსენება 25 იანვარს)

66. წმ. მოწამე არგირა პრუსელი, კონსტანტინოპოლელი (+ 1721, ხსენება 5 აპრილს, 30 აპრილს)

67. წმ. მოწამე ნიკოდიმოს ალბანელი, ათონელი (+ 1722, ხსენება 11 ივლისს)

68. წმ. მოწამე საბა ნიგდელინი (+ 1726, ხსენება 12 ნოემბერს)

69. წმ. მოწამე პახომი რუსი, ათონელი (+ 1730, ხსენება 7 მაისს)

70. წმ. მოწამე ნიკოლოზ მარმარანელი (+ 1732, ხსენება 12 ნოემბერს)

71. წმ. მღვდელმოწამე ანასტასი იანინელი, გუნარელი, კონსტანტინოპოლელი (+ 1743, ხსენება 8 ივლისს)

72. წმ. მოწამე კონსტანტი რუსი (+ 1743, ხსენება 26 დეკემბერს)

73. წმ. მოწამე ქრისტოს მებაღე (+ 1748, ხსენება 12 თებერვალს)

74. წმ. მოწამე დიმი სმირნელი (+ 1763, ხსენება 10 აპრილს)

75. წმ. მოწამე ზაქარია პატრასელი (+ 1782, ხსენება 20 იანვარს)

76. წმ. მოწამე დიმიტრი გალატელი (+ 1784, ხსენება 27 იანვარს)

77. წმ. მოწამე იოანე ბულგარელი (+ 1784, ხსენება 5 მარტს)

78. წმ. მოწამე თეოდორე ჰაჯი მიტილენელი (+ 1784, ხსენება 30 იანვარს, 22 აგვისტოს)

79. სამი წმინდა ახალმოწამე ვრახორიელი (+ 1786) - ხსენება 29 სექტემბერს.

80. წმ. მოწამე მანუელ კრეტელი, უფროსი (+ 1792, ხსენება 15 მარტს)

81. წმ. მოწამე ნიკიტა ნისიროსელი (+ 1792, ხსენება 21 ივნისს)

82. წმ. მოწამე მირონ კრეტელი (+ 1793, ხსენება 20 მარტს)

83. წმ. მოწამე ალექსანდრე დერვიში, სმირნელი (+ 1794, ხსენება 26 მაისს)

84. წმ. მოწამე ანასტასი ბულგარელი, სტრუმიცელი, სალონიკელი (+ 1794, ხსენება 8 აგვისტოს, 29 აგვისტოს)

85. წმ. მოწამე გიორგი ფილადელფიელი (+ 1794, ხსენება 2 ოქტომბერს)

86. წმინდა დიმიტრი (მიტრა, +1794; ხსენება 28 მაისს)

87. წმ. მოწამე პოლიდორ კვიპროსელი, ახალ-ეფესელი (+ 1794, ხსენება 3 სექტემბერს)

88. წმ. დიდმოწამე ზლატა (ხრისა) მოგლენელი (+ 1795, ხსენება 13 ოქტომბერს, 18 ოქტომბერს)

89. წმ. მოწამე თეოდორე ბიზანტიელი, მიტილინელი (+ 1795, ხსენება 17 თებერვალს, 30 აპრილს)

90. წმ. მოწამე ნიკოლოზ მაგნისიელი (+ 1796, ხსენება 24 აპრილს)

91. წმ. მღვდელმოწამე გიორგი ნეაპოლელი (+ 1797, ხსენება 3 ნოემბერს)

92. წმ. მოწამე გიორგი (+ 1800, ხსენება 21 მარტს)

93. წმ. მოწამე კონსტანტინე იდრიელი, როდოსელი (+ 1800, ხსენება 14 ნოემბერს)

94. წმ. მოწამე გიორგი ახალეფესელი (+ 1801, ხსენება 5 აპრილს)

95. წმ. მოწამე მარკოზ სმირნელი (+ 1801, ხსენება 5 ივნისს)

96. წმ. მღვდელმოწამე ზაქარია პრუსელი (+ 1802, ხსენება 22 მაისს, 28 მაისს)

97. წმ. მოწამე ლუკა ოდრინელი, მიტილენელი, ათონელი (+ 1802, ხსენება 23 მარტს)

98.წმ. მოწამე დიმიტრი ქიოსელი (+ 1802, ხსენება 29 იანვარს)

99. წმ. მოწამე იოანე (ნანი) სმირნელი (+ 1802, ხსენება 29 მაისს)

100. წმ. მოწამე ლაზარე ბულგარელი (+ 1802, ხსენება 23 აპრილს)

101. წმ. მოწამე რაიკო-იოანე შუმენელი (+ 1802, ხსენება 14 იანვარს, 14 მაისს)

102. წმ. მოწამე დიმიტრი პელოპონესელი, ტრიპოლელი (+ 1803, ხსენება 14 აპრილს, 22 მაისს)

103. წმ. მოწამე ილარიონ კრეტელი, ათონელი (+ 1804, ხსენება 20 სექტემბერს)

104. წმ. მოწამე არგირ სალონიკელი (+ 1806, ხსენება 11 მაისს)

105. წმ. მოწამე გიორგი ქიოსელი, კიდონიელი (+ 1807, ხსენება 26 ნოემბერს)

106. წმ. მღვდელმოწამე ნიკიტა  ალბანელი (+ 1808; ხსენება 19 თებერვალს, 4 აპრილს)

107. წმ. მოწამე დიმიტრი სამარინელი, იანინელი (+ 1808, ხსენება 17 აგვისტოს)

108. წმ. მოწამე პროკოპი სმირნელი, ვარნელი, ათონელი (+ 1810, ხსენება 25 ივნისს)

109. წმ. მოწამე იოანე კრეტელი (+ 1811, ხსენება 15 სექტემბერს)

110. წმ. მოწამე გერასიმე ახალი, კარპენისიელი (+ 1812, ხსენება 3 ივლისს)

111. წმ. მოწამე დავით ათონელი, სალონიკელი (+ 1813, ხსენება 26 ივნისს)

112. წმ. მოწამე ანგელ ხიოსელი (+ 1813, ხსენება 3 დეკემბერს)

113. წმ. მოწამე ექვთიმე დიმიცანელი, ათონელი, კონსტანტინოპოლელი (+ 1814, ხსენება 1 მაისს, 22 მარტს)

114. წმ. მოწამე ეგნატე ბულგარელი, ათონელი, კონსტანტინოპოლელი (+ 1814, ხსენება 1 მაისს, 8 ოქტომბერს, 20 ოქტომბერს)

115. წმ. მოწამე იოანე ვრახორიელი (+ 1814, ხსენება 23 სექტემბერს, 23 დეკემბერს)

116. წმ. მოწამეები ანასტასი ასომატელი და დიმიტრი ლესვიელი, კასაბელები (+ 1816/1819, ხსენება 11 აგვისტოს)

117. წმ. მოწამე აკაკი ნეოხორიელი (+ 1816, ხსენება 1 მაისს)

118. წმ. მოწამე გედეონ ათონელი (+ 1818, ხსენება 30 დეკემბერს)

119. წმ. მოწამე გენადი დიონისიატელი (+ 1818, ხსენება 6 აპრილს)

120. წმ. მოწამე ონუფრი ქიოსელი (+ 1818, ხსენება 4 იანვარს)

121. წმ. მოწამე პავლე პელოპონესელი, ტრიპოლელი (+ 1818, ხსენება 22 მაისს)

122. წმ. მოწამე ქრისტეფორე ადრიანოპოლელი, ათონელი (+ 1818, ხსენება 16 აპრილს)

123. წმ. მოწამე გიორგი რაფსანელი (+ 1818, ხსენება 5 მარტს)

124. წმ. მოწამე აღათანგელ ესფიგმენელი (+ 1819, ხსენება 19 აპრილს)

125. წმ. მოწამე კონსტანტინე აგარიანელი, ათონელი (+ 1819, ხსენება 2 ივნისს)

126. წმ. მოწამე ნექტარი ვრიულელი, ათონელი (+ 1820, ხსენება 11 ივლისს)

127. წმ. მოწამე ტიმოთე ესფიგმენელი, ადრიანოპოლელი (+ 1820, ხსენება 29 ოქტომბერს)

128. წმ. მოწამე პანაგიოტ იერუსალიმელი (+ 1820, ხსენება 5 აპრილს)

129. წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ V (ანგელოპულოსი), კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+ 1821, ხსენება 10 აპრილს)

130. წმ. მოწამეები სტამატი, იოანე, ნიკოლოზ სპეციოტები (+ 1822, ხსენება 1 თებერვალს)

131. მ. მოწამე გიორგი ატალიელი (+ 1823, ხსენება 25 ივნისს)

132. წმ. მოწამეები ანგელისი, მანუელი, გიორგი და ნიკოლოზ რეფიმნელები, კრეტელები (+ 1824, ხსენება 28 ოქტომბერს)

133. წმ. მოწამე მარიამ მერამბელოელი (+ 1826, ხსენება 1 მაისს)

134. წმ. მოწამე ლამბროსი მაკრიელი (+ 1835, ხსენება 2 ივლისს)

135. წმ. მოწამეები მანუელი, თეოდორე, გიორგი, მიქაელი და გიორგი სამოთრაკიელები, მაკრიელები (+ 1835, ხსენება 6 აპრილს)

136. წმ. მოწამე გიორგი ახალი იანინელი (+ 1838, ხსენება 17 იანვარს, 26 ოქტომბერს)

137. წმ. მოწამე გიორგი კრეტელი, ალიკიანელი (+ 1867, ხსენება 7 თებერვალს)

.....................................

სტატიის წყარო:

Σύναξη των Αγίων Νεομαρτύρων των μετά την άλωση της Κωνσταντινουπόλεως μαρτυρησάντων

СОБОР НОВОМУЧЕНИКОВ, ПО ВЗЯТИИ КОНСТАНТИНОПОЛЯ ПОСТРАДАВШИХ


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat