წმ. მოწამეები იაკობ კასტორიელი და მისი მოწაფეები იაკობ ბერდიაკონი და დიონისე მონაზონი, ათონელები (+ 1520) - ხსენება 01 (14) ნოემბერს.
წმ. მოწამეები იაკობ კასტორიელი და მისი მოწაფეები იაკობ ბერდიაკონი და დიონისე მონაზონი, ათონელები (+ 1520) - ხსენება 01 (14) ნოემბერს.
ხსენების დღეები: 1 ნოემბერი (ბერძ., რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ), 2 ნოემბერი (ბერძ.,) 28 იანვარი (ბერძ.), ათონის ღირსთა კრებულში, ვატოპედის წმინდანთა კრებულში (ბერძ.), ეტოლიისა და აკარნანიის წმინდანთა კრებულში (ბერძ.) და კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებულში (ბერძ.)

ერისკაცობაში იოანე, დაიბადა კასტორიასთან (Καστοριᾶς, საბერძნეთი) ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში ღარიბ, ღვთისმოსავ ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ მარტინი და პარასკევა. ახალგაზრდობაში იოანე მწყემსავდა ფარებს და თანდათანობით შეიძინა საკუთარი ცხვრები. მის ძმას შეშურდა იოანეს წარმატება და ადგილობრივ თურქ ხელისუფლებას აცნობა, რომ თითქოს მან განძი იპოვა. იოანე იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური მხარე თურქების დევნის თავიდან ასაცილებლად. ის დასახლდა კონსტანტინოპოლში, დაიწყო სულთნის კარზე ცხვრის ხორცის მიწოდება და თანდათანობით გამდიდრდა.

ერთხელ, წარჩინებულ თურქთან სტუმრობისას, იოანემ მოისმინა მოთხრობა იმის შესახებ, თუ როგორ განკურნა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნიფონტ II-მ (1486-1489, 1497-1498) თურქის ეშმაკეული ცოლი, ამასთან თურქმა დაინახა, როგორ გაიხსნა სახარების კითხვის დროს ტაძრის გუმბათი და ღვთაებრივმა ნათელმა აავსო ეკლესია. ამის შემდეგ იოანემ გადაწყვიტა პატრიარქთან წასვლა სულიერი საუბრისთვის. პატრიარქ ნიფონტის გავლენით მან გაუნაწილა თავისი ქონება (300 ათასი გროსი) ღარიბებს, გაემგზავრა ათონზე და ბერად აღიკვეცა დოხიარის მონასტერში.

სამი წლის შემდეგ მან აღადგინა მიტოვებული წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტი, რომელიც ივერთა მონასტერს ეკუთვნოდა, და ექვსი წლის განმავლობაში იღვაწა იქ ბერდიდი ეგნატეს ხელმძღვანელობით. ეგნატეს გარდაცვალების შემდეგ იაკობი, ძველი მოღვაწეების მსგავსად, დაექვემდებარა ცდუნებებსა და დემონურ თავდასხმებს, რომლებისგანაც იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა იხსნა.

მკაცრი ასკეტური ცხოვრების წარმართვით, იაკობმა მიაღწია სრულყოფილებას სამონასტრო სათნოებებში. მან მიიღო წინასწარმეტყველებისა და სასწაულმოქმედების ნიჭი. გარდა ამისა, მას ღვთაებრივი გამოცხადებით ეჩვენა ხილვები სამოთხის სავანეებისა და ჯოჯოხეთის ტანჯვების შესახებ. თანდათანობით იაკობის გარშემო დაიწყო ძმობის შეკრება. მისი პირველი მოწაფე გახდა ბერი მარკიანე ვატოპედის მონასტრიდან. იაკობის ლოცვებით წმინდა იოანე ნათლისმცემლის სკიტში ამოხეთქა წყარომ, რომელსაც წმინდა იაკობის აგიასმა ეწოდა, ცარიელი ჭურჭელი ორჯერ აივსო ზეთით, გვალვის დროს წამოვიდა წვიმა. ვატოპედის მონასტერში მან განკურნა ეშმაკეული მორჩილი. ერთხელ იაკობი და მისი თანამგზავრი გზაში მოიცვა ნისლმა და სიბნელემ, ისე რომ უფსკრულში გადაჩეხვის საფრთხე ემუქრებოდათ. მას შემდეგ, რაც იაკობმა ილოცა, ნისლი გაიფანტა, გასასვლელი გაჩნდა იმ დრომდე, სანამ ისინი სენაკამდე არ მივიდნენ.

მეტი განმარტოების ძიებაში იაკობი ექვსი მოწაფით გაემართა ათონის ნახევარკუნძულის შიდა ნაწილში, სავარაუდოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიაში (ე.წ. პანაგიის კათიზმა), რომელიც აშენებული იყო ათონის მწვერვალისკენ მიმავალ გზაზე, სადაც იგი ატარებდა დუმილში კვირის ყველა დღეს, შაბათ-კვირის გარდა. ერთხელ გამოცხადებაში მოღვაწეს ეუწყა, რომ უნდა წასულიყო ეტოლიაში (რეგიონი ცენტრალურ საბერძნეთში). გზად იგი თავის მოწაფეებთან ერთად ჩერდებოდა პეტრაში (სადაც იწინასწარმეტყველა, რომ სამი დღის შემდეგ ქალაქში ხანძარი გაჩნდებოდა) და მეტეორას მონასტრებში. იქიდან იგი გაემგზავრა ნავპაკტოსში და დასახლდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში სოფელ ტრევეკისტასთან ახლოს (ახლანდელი ანალიპსი). მრავალი ხალხი მოდიოდა მიმდებარე სოფლებიდან ბერდიდთან კურთხევისა და დარიგებებისთვის, ავადმყოფები და ეშმაკეულები იკურნებოდნენ.

იაკობის სასწაულების შესახებ დიდებამ შური აღძრა აკაკიში, ნავპაკტოსისა და არტას მიტროპოლიტში, რომელმაც აცნობა თურქ ბეის - ქალაქ ტრიკალას მმართველს, რომ იაკობი თავის გარშემო კრებს მრავალ ქრისტიანს აჯანყებისთვის. მან გასცა ბრძანება დაეჭირათ ბერდიდი და მასთან მიეყვანათ. იაკობს წინასწარ ჰქონდა გაცხადებული მომავალი ტანჯვა, და ის არწმუნებდა მოწაფეებს მიეღოთ ტანჯვა ქრისტესთვის. დაპატიმრების დღეს უხუცესმა უბრძანა ჩვეულებრივზე ადრე ჩაეტარებინათ ლიტურგია და, როდესაც თურქებმა ალყა შემოარტყეს ტაძარს, უშიშრად გავიდა მათ შესახვედრად ორ მოწაფესთან - დიაკონ იაკობთან და ბერ დიონისესთან ერთად.

ხანგრძლივი დაკითხვების შემდეგ ტრიკალას ბეიმ, ვერ ნახა რა ბრალდების დადასტურება, გაგზავნა შეტყობინება სულთან სელიმ I-თან (1512-1520). 40 დღის განმავლობაში ის ინახავდა წმინდანებს საპყრობილეში, პასუხის მოლოდინში. ბერდიდმა იაკობმა პატიმრობიდან გაგზავნა წერილი მოწაფეებთან, დანიშნა რა თავის მემკვიდრედ წმინდა თეონა (შემდგომში თესალონიკის მიტროპოლიტი). ამასობაში სულთნისგან, რომელიც დიდიმოტიხონში (თრაკია) იმყოფებოდა, მოვიდა ბრძანება მიეყვანათ მასთან პატიმრები ბორკილებში.

სელიმმა აწამა მოწამეები, ცდილობდა რა გაეგო, რა მიზნით კრებდა იაკობი თავის გარშემო მრავალ ქრისტიანს. როდესაც სულთანი გადავიდა ადრიანოპოლში (ახლანდელი ედირნე, თურქეთი), იქ გადაიყვანეს იაკობიც მოწაფეებთან ერთად. სულთანმა გადასცა ისინი ორ ფაშას შემდგომი გამოძიებისთვის. მათ აცნობეს სულთანს, რომ ვერ შეძლეს ბრალდების დადასტურება, მაგრამ გაიგეს, რომ იაკობს აქვს წინასწარმეტყველების ნიჭი. სელიმმა მოიხმო უხუცესი და ჰკითხა, რამდენი წელი უწერია მას მართვა. როდესაც იაკობმა უპასუხა, რომ მას დარჩენილი ჰქონდა ცხრა თვე სიცოცხლე, სულთანი განრისხდა და წმინდანები უსასტიკეს წამებას მისცა. სურდა რა ეპოვა კეთილშობილური საბაბი მათი სიკვდილით დასჯისთვის, სელიმმა გაგზავნა იაკობთან ერთი ფაშა, რათა გაეგო მისი აზრი ისლამის შესახებ. იაკობმა ამხილა მუსულმანები, თქვა რა, რომ არავის ადამიანთაგან ისე არ გაუნაწყენებია ღმერთი, როგორც მუჰამედს. ამის შემდეგ სულთანმა უბრძანა იანიჩრებს გაეკეთებინათ ყველაფერი, რათა აიძულებინათ წმინდანები უარი ეთქვათ ქრისტეზე.

სულთან სელიმ I-მა, დაინახა რა დიაკონ იაკობის სილამაზე და კეთილშობილება, განსაკუთრებით აწამებდა მას, ცდილობდა რა აიძულებინა უარი ეთქვა ქრისტეზე. დიდიმოტიხონში წამების დროს, როდესაც წმინდანებს თავებზე ბინტებს უჭერდნენ, იაკობს თვალი ამოუვარდა.
იანიჩრები აწამებდნენ მათ 17 დღის განმავლობაში: მათრახებით სცემდნენ, ჭრილობებზე მარილს აყრიდნენ და უხეში ტილოებით ხეხავდნენ, კანიდან ღვედებს ჭრიდნენ, ფეხებს რკინის კაუჭებით გლეჯდნენ, ხოლო გვერდებს ცეცხლით წვავდნენ. წმინდანთა შეუდრეკელობის ხილვისას, სელიმმა მათი ჩამოხრჩობა ბრძანა. ეგზეკუციის ადგილზე ბერდიდი იაკობი თავად მივიდა, თუმცა წამებისგან ფეხებზე ძვლები გაშიშვლებოდა, ხოლო მისი მოწაფეები სრულიად დაუძლურებულები მიიყვანეს. იაკობმა ქება შეასხა უფალს და მშვიდად აღესრულა, ვიდრე ჯალათები სიკვდილით დასჯას შეუდგებოდნენ. თურქებმა ჩამოახრჩვეს მისი მოწაფეები და ჩამოკიდეს იაკობის უსიცოცხლო სხეული.

ღირსმოწამეთა სიკვდილით დასჯას ხშირად ათარიღებენ 1520 წლით, თუმცა ბერი გერასიმე მიკრაიანნიტი და ი. მ. პერანდონისი მოწამეობრივ აღსასრულს 1519 წელს მიაკუთვნებენ. იმის გათვალისწინებით, რომ სელიმ I 1520 წლის სექტემბერში გარდაიცვალა, ხოლო ღირსმოწამე იაკობმა მას სიკვდილი ცხრა თვით ადრე უწინასწარმეტყველა, ახალმოწამეთა სიკვდილით დასჯა 1519 წლის ბოლოს ან 1520 წლის დასაწყისში მოხდა.

ქრისტიანებმა გამოისყიდეს წმინდანთა სხეულები და წაიღეს სოფელ არვანიტოხორიონში (სხვა წყაროების მიხედვით, ალვანი ან ალვანიტოხორიონი) ადრიანოპოლთან ახლოს და დაკრძალეს ისინი სამ ცალკე აკლდამაში. ყოველ კვირას და დღესასწაულებზე ღირსმოწამეთა საფლავებიდან ნათელი გამოდიოდა. წმინდანთა მოწამეობრივი აღსასრულიდან მალევე მღვდელი ნიკოლოზი არტადან გაემგზავრა ძმის სანახავად, რომელიც დუნაიზე ცხოვრობდა. გზად, ადრიანოპოლში, მღვდლის ცხენი დაავადდა. მღვდელმა ნიკოლოზმა, რომელსაც სმენოდა ღირსმოწამე იაკობის მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ, მიმართა მას ლოცვით და ცხენი განიკურნა. მღვდელი წავიდა მოწამეთა დაკრძალვის ადგილას და უამბო არვანიტოხორიონის მცხოვრებლებს მომხდარის შესახებ. მისი დაჟინებული თხოვნით აკლდამები გახსნეს. წმინდა იაკობის ნაწილებიდან საოცარი სურნელება გამოდიოდა. მღვდელმა ნიკოლოზმა აიღო ღირსმოწამე იაკობის პატიოსანი თავი და მისი ნაწილების ნაწილი და წაიღო ისინი ღირსმოწამის მოწაფეებთან, რომლებიც ათონის სიმონოპეტრას მონასტერში მოღვაწეობდნენ. ნაწილებისგან განიკურნენ ეკონომოსი ნეოფიტე და მღვდელი კალისტე. მოწაფეებმა გაგზავნეს მღვდელ ნიკოლოზთან ერთად ადრიანოპოლში ერთ-ერთი ბერი, სახელად თეოფილე, და გადაიტანეს სიმონოპეტრაში ღირსმოწამეთა იაკობის, იაკობისა და დიონისეს დარჩენილი ნაწილები. შემდგომში იაკობ კოსტურსკის მოწაფეები გადასახლდნენ სოფელ გალატისტაში ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე და განაახლეს მიტოვებული დიდმოწამე ანასტასია განმათავისუფლებლის მონასტერი. ნაწილებისგან მომხდარმა სასწაულებმა იქ მოიზიდა ძმობის დიდი რაოდენობა - 150-მდე კაცი. ღირსმოწამე იაკობისადმი ლოცვით თესალონიკელი ფილიპე გადარჩა დახრჩობისგან ქარიშხლის დროს. განკურნებები ხდებოდა არა მხოლოდ წმინდა იაკობის ნაწილებისგან, არამედ მისი სამოსისგანაც (ისინი ამსუბუქებდნენ მძიმე მშობიარობას). დღესდღეობით ღირსმოწამე იაკობის ნაწილების ნაწილი ასევე ინახება დოხიარის მონასტერში.

ღირსმოწამე იაკობის ცხოვრება და მსახურება მისთვის დაწერა წმინდანის თანამედროვე თეოფანე თესალონიკელმა დიდმოწამე ანასტასია განმათავისუფლებლის მონასტრიდან და გამოცემულ იქნა დ. ლუკოპულოსის მიერ. შემოკლებული სახით ღირსმოწამე იაკობის ცხოვრება შეტანილ იქნა ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელის "ახალ მარტიროლოგიონში". გარდა ამისა, XVII საუკუნის ხელნაწერში Ath. Doch. 229 შემონახულია გამოუქვეყნებელი კანონი ღირსმოწამე იაკობის პატივსაცემად, შედგენილი ვინმე ნიფონტის მიერ.

აქვე წაიკითხეთ:


ღირსმოწამე იაკობ (ერში - იოანე) ახალი, კასტორიელი და მისი ორი მოწაფე: იაკობ დიაკონი და დიონისე მონოზონი (+1519/1520) - 01 (14) ნოემბერი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat