წმინდა მოწამე კენელმი მერსიელი (+ დაახლ. 821) - ხსენების დღე 17/30 ივლისი
წმინდა მოწამე კენელმი მერსიელი (+ დაახლ. 821) - ხსენების დღე 17/30 ივლისი
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე. ყველა მათგანი ასახავს ინგლისელი ხალხის ღრმა სიყვარულს ამ წმინდა უფლისწულისა და მოწამისადმი, რომლის ნაწილებიდანაც საუკუნეების განმავლობაში მრავალი სასწაული აღსრულებულა. მეთორმეტე საუკუნის ისტორიკოსის, უილიამ მალმსბერიელის ცნობით, იმ დროს წმ. კენელმის სამლოცველო გლოსტერშირის ქალაქ უინჩკომბში უფრო მეტ მომლოცველს იზიდავდა ინგლისიდან და საზღვარგარეთიდან, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი სხვა სამლოცველო.

ადრეული წყაროების თანახმად, კენელმი (კინეჰელმი), ძველი და ძლიერი ინგლისური სამეფოს - მერსიის უფლისწული, სავარაუდოდ დაიბადა 786 წელს და იყო ღვთისმოსავი მეფე კოენვულფ მერსიელის ძე, რომელიც მეფობდა 796-დან 821 წლამდე. კოენვულფის კეთილ საქმეთა შორის იყო მონასტრის დაარსება 789 წელს უინჩკომბში, მერსიის დედაქალაქში. ორი ყველაზე სანდო ვერსიის თანახმად, ახალგაზრდა უფლისწული ან მოკლეს 811 წელს მერსიის სამეფო კარის მოღალატეებმა, რომლებიც უკანონოდ ცდილობდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას, ან დაეცა წარმართებთან ბრძოლაში მარჩესში (სასაზღვრო ზონა ინგლისსა და უელსს შორის). უფლისწული კენელმის სახელი გვხვდება იმ პერიოდის მრავალ გადარჩენილ ოფიციალურ დოკუმენტში, ქარტიასა და წერილში. მაგრამ მისი სახელი ქრება ყველა დოკუმენტიდან 811 წლის შემდეგ, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ეწამა იმ წელს.

თუმცა, გვიანი შუასაუკუნეების სახალხო გადმოცემები და წმ. კენელმის ცხოვრების ვერსიები მრავლადაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი არ არის სანდო, ისინი მისი თაყვანისცემის განუყოფელი ნაწილია. ისეთი ავტორები, როგორებიც არიან უილიამ მალმსბერიელი, ფლორენს უორსესტერელი, მეთიუ პარისი სენტ-ოლბანსიდან და რიჩარდ სირენსესტერელი წერდნენ წმ. კენელმზე. მათი ვერსიების თანახმად, წმ. კენელმი, რომელსაც ისინი ვნებულად მოიხსენიებდნენ, ეწამა 819 ან 821 წელს. ამ ჰაგიოგრაფთა უმეტესობა ამტკიცებს, რომ კენელმი არა მხოლოდ უფლისწული იყო, არამედ - მოკლე ხნით - მეფეც, მამამისის კოენვულფის გარდაცვალების შემდეგ; კენელმი მაშინ 7 ან 9 წლის ბიჭი იყო. კენელმს ჰყავდა ორი უფროსი და: ბურგენჰილდა, რომელსაც იგი მთელი გულით უყვარდა, და შურიანი, ძალაუფლების მოყვარული კვენდრიდა, რომელსაც სურდა თავისი ძმისგან განთავისუფლება. ჯერ მას შხამი მისცა, მაგრამ უფალმა დაიცვა ბიჭი. შემდეგ კვენდრიდამ თავის საყვარელს ასკობერტს, წმ. კენელმის აღმზრდელს, დაავალა უმწეო უფლისწულის მკვლელობა. ასკობერტს შემთხვევა მიეცა ნადირობის დროს.

წამების წინა დღეს კენელმმა სიზმარი ნახა, რომ მაღალ ხეზე აძვრა, რომელიც ძალიან ნათელი იყო, მოჩუქურთმებული ყვავილებითა და კაშკაშა ფერების ნაყოფით - და მზემდე მიაღწია. მწვერვალიდან მან დაინახა მერსია: სამეფოს სამი მეოთხედი თაყვანს სცემდა მას როგორც მეფეს, ხოლო ერთი მეოთხედი უარს ამბობდა და დაიწყო ხის მოჭრა ცულებით. როცა ხე დაეცა, მოზარდი ჩიტად გადაიქცა და მაღლა ცაში აფრინდა, განიცდიდა რა ზეციურ ნეტარებას. ბიჭმა თავისი სიზმარი უამბო თავის მოხუც და ბრძენ ძიძას ვოლველინს. ამ უკანასკნელმა მწარედ იტირა, გააცნობიერა რა, რომ ბიჭი მალე უნდა წამებულიყო და რომ უსამართლო ხალხს უნდა ჩაეგდო ხელში ძალაუფლება სამეფოში. მაგრამ ამავე დროს გაიხარა, რადგან კენელმი წმინდანთა შორის უნდა დამკვიდრებულიყო.

ამგვარად, ასკობერტი და კენელმი სანადიროდ წავიდნენ ვუსტერშირის ტყეებში. გარკვეული დროის შემდეგ ბიჭი დაიღალა და დასასვენებლად ხის ქვეშ მოწვა. ამ შესაძლებლობით ისარგებლა ასკობერტმა, თავი მოჰკვეთა მას და მისი სხეული სასწრაფოდ ამოთხრილ ორმოში დამარხა. ბოროტმა კაცმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ტახტი თავისუფალი იყო. დედოფლად გახდომის შემდეგ კვენდრიდამ ძალაუფლება გაიზიარა ასკობერტთან და ორივე მათგანი ცნობილი იყო თავიანთი სისასტიკითა და ძალადობით მთელ ქვეყანაში. ერთი ვერსიით კენელმი თავი მოჰკვეთეს ვუსტერშირის ტყეებში, ხოლო მეორე ვერსიით ეს მოხდა ჩრდილოეთ ვუსტერშირის მშვენიერ კლენტის გორაკებზე, ბირმინგემის სამხრეთით. ეს ადგილი ცნობილი იყო როგორც კენელმსტოუ - წმ. კენელმის სახელის მიხედვით, მაგრამ შემდგომში მას რომსლი ეწოდა.

ამასობაში, მოკლული კენელმის სული თეთრი მტრედის სახით გაფრინდა რომის პაპთან და საკურთხეველზე გრაგნილი დააგდო. გრაგნილში ნათქვამი იყო, რომ ახალგაზრდა უფლისწული კენელმ მერსიელი ვერაგულად მოკლეს და მითითებული იყო ადგილი, სადაც მისი ნაწილები იყო დამალული. პაპმა სასწაულის შესახებ აცნობა კენტერბერის მთავარეპისკოპოს უილფრედს, და ლიჩფილდის ეპისკოპოსის მეთაურობით პროცესია, მრავალი მღვდლითა და ბერით, გაემართა იმ ადგილისკენ. ნაწილები იმავე დღეს აღმოაჩინეს. ზეციური შუქის სვეტი ჩანდა კენელმის წამების ადგილზე მის ნაწილთა აღმოჩენამდე და დიდხანს შემდეგაც, და როგორც კი ისინი იპოვეს, იქ მიწიდან წმინდა წყლის ნაკადი ამოხეთქა. მრავალი საუკუნის განმავლობაში ამ წყაროსთან განკურნების სასწაულები ხდებოდა.

მალე იმ ადგილას სამლოცველო აღმართეს და წმ. კენელმს მიუძღვნეს. გადაწყდა წმ. კენელმის ნაწილების გადასვენება უინჩკომბში, სამეფოს დედაქალაქში. მღვდელთა პროცესია რამდენჯერმე შეჩერდა უინჩკომბისკენ მიმავალ გზაზე, და ყოველ გაჩერებაზე მაშინვე წმინდა წყლის ნაკადები ჩნდებოდა. ერთი მათგანი ამოხეთქა სუთელიში უინჩკომბის მახლობლად - ეს წმინდა წყარო დღემდე შემორჩა. როდესაც ნაწილები უინჩკომბს მიუახლოვდა, ყველა ადგილობრივი ეკლესიის ზარები თავისით აწკრიალდა. როდესაც ნაწილები საზეიმოდ დაასვენეს უინჩკომბის მონასტერში, მრავალი ბრმა, ყრუ და მუნჯი მოაწყდა მას და ყველა განიკურნა. კვენდრიდა, რომელიც ცდილობდა კენელმის სახელისა და ხსოვნის აღმოფხვრას მერსიიდან, მალე მოკლეს ასკობერტთან ერთად და მათი სხეულები თხრილში გადაყარეს (სხვა გადმოცემის თანახმად, მან მოინანია და სიცოცხლე მონასტერში დაასრულა).

რაც არ უნდა გვიამბონ კენელმის წამების ამ გვიანდელმა შუასაუკუნეობრივმა ვერსიებმა და ლეგენდებმა, მისი როგორც წმინდანის თაყვანისცემის ისტორია სრულიად ავთენტურია. მეცხრე საუკუნიდან მოყოლებული საუკუნეების განმავლობაში, მონასტერი უინჩკომბში (ერთ-ერთი უდიდესი ინგლისში), ისევე როგორც ეკლესია წმინდა წყაროთი რომსლიში იყო წმ. კენელმის თაყვანისცემის დიდი ადგილები, და ათასობით მომლოცველი - უბრალო ხალხი, ფერმერები, ვაჭრები, სტუმრები საზღვარგარეთიდან, ცნობილი სასულიერო პირები (როგორიც იყვნენ თომას ბეკეტი და ჯონ ჰენრი ნიუმენი) და მეფეებიც კი მოდიოდნენ მათთან სალოცავად და განსაკურნებლად, შუამდგომლობის სათხოვნელად.

მონასტერი ნაწილობრივ დაანგრიეს ვიკინგებმა, მაგრამ მოგვიანებით სრულად აღადგინა წმინდა ეპისკოპოსმა ოსვალდ ვუსტერელმა მეათე საუკუნის მეორე ნახევარში. ამ ეპისკოპოსმა ასევე გაავრცელა წმ. კენელმის თაყვანისცემა საფრანგეთში. უინჩკომბის მონასტერი ცნობილი იყო როგორც სწავლების ცენტრი; რომსლის ეკლესიასთან ერთად ორივე იღებდა მდიდრულ შეწირულობებს გულუხვი ქველმოქმედებისგან. რომსლიში ყოველწლიურად იმართებოდა წმ. კენელმის ცნობილი დღესასწაული ჰენრი III-ის ბრძანებით და იმ დღეს ადგილობრივი მოსახლეობა არ მუშაობდა. ჯეფრი ჩოსერმა თავისი "კენტერბერიული მოთხრობების" ერთ-ერთი ნაწილი მიუძღვნა წმ. კენელმს; წმინდანი უყვარდათ, უმღეროდნენ და გამოსახავდნენ გამოჩენილი ინგლისელი პოეტები და მხატვრები.

1539 წელს უინჩკომბის მონასტერი ტრაგიკულად დაშალა ჰენრი VIII-მ და მალე მისი შენობების უმეტესობა დაინგრა, კენელმის ბრწყინვალე სამლოცველო განადგურდა. მაგრამ წმ. კენელმის ხალხური თაყვანისცემა გადაურჩა ბარბაროსულ რეფორმაციას და ეს საოცარი წმინდანი დღესაც არ არის დავიწყებული. ახლა მას თაყვანს სცემენ მართლმადიდებლები, კათოლიკეები და ანგლიკანები. ლამაზ პატარა სოფელ რომსლის, მშვენიერი კლენტის გორაკების მახლობლად, აქვს წმ. კენელმის შუასაუკუნეობრივი ეკლესია, აგებული წითელი ქვიშაქვისგან, რომელიც დგას ზუსტად მისი წამების ადგილზე. მას კვლავ სტუმრობენ მომლოცველები, წმ. კენელმის წყარო ეკლესიის მახლობლადაა და იქვეა ორი პატარა წყაროც, სავარაუდოდ ასევე წმინდანთან დაკავშირებული.

მომხიბვლელი, მშვიდი ქალაქი უინჩკომბი მდებარეობს დიდი ქალაქ ჩელტენჰემიდან არც თუ ისე შორს და განთავსებულია კოტსუოლდსში, რომელიც ცნობილია როგორც "ინგლისის გული" თავისი ძველი ცხოვრებით, ცოცხალი უძველესი ტრადიციებით, მრავალი სახლით აგებული ადგილობრივი ოქროსფერ-ყვითელი ქვისგან და "მატყლის" ეკლესიებით. კოტსუოლდსი განსაკუთრებით უყვარდათ ისეთ დიდ კომპოზიტორებს, როგორებიც იყვნენ რ. ვოან უილიამსი, გ. ფინზი, გ. ჰოლსტი, ჰ. ჰაუელსი, პოეტები, მოგზაურები და არქიტექტორები.

უინჩკომბის მონასტრიდან მხოლოდ რამდენიმე ნანგრევი გადარჩა, მაგრამ ქალაქს რამდენიმე ძველი სამრევლო ეკლესია აქვს; მათგან ერთ-ერთი, წმ. პეტრეს ეკლესია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 1815 წელს ყოფილი სააბატოს ტერიტორიაზე მიწაში ორი საქსონური ქვის კუბო აღმოაჩინეს. ერთ-ერთში ბიჭის ან ახალგაზრდა კაცის ჩონჩხი და თავის ქალა იპოვეს. ზოგიერთი არქეოლოგის ვარაუდით, ეს შეიძლება ყოფილიყო კენელმის ნაწილები, ამგვარად დამალული რეფორმაციის დროს განადგურებისგან. ორივე ეს კუბო დღემდე ინახება წმ. პეტრეს ეკლესიაში. ეს ეკლესია ნამდვილი მარგალიტია და მიუხედავად იმისა, რომ აქ წირვა-ლოცვა რეგულარულად არ აღესრულება, მომლოცველები მაინც სტუმრობენ მას. წმ. კენელმის კიდევ ერთი წმინდა წყარო არის მეზობელ სუთელიში, მშვენიერი სუთელის ციხე-სიმაგრის მახლობლად, რომლის სამლოცველოშიც დაკრძალულია ჰენრი VIII-ის ქვრივი კეთრინ პარი.

წმ. კენელმი გამოსახულია დასავლეთ ინგლისის ეკლესიების მრავალ ვიტრაჟში. წმ. კენელმისადმი მიძღვნილი ეკლესიები გვხვდება სოფლებში საპერტონი და ოლდერლი გლოსტერშირში, ენსტოუნი და მინსტერ ლოველი ოქსფორდშირში, კლიფტონ-აპონ-ტემი და აპტონ სნოდსბერი ვუსტერშირში და სტენბრიჯი დორსეტში. ღვთისმშობელი წმ. კენელმთან ერთად არიან კათოლიკური ეკლესიების მფარველები ქალაქებში ჰეილსოუენი უესტ-მიდლენდსში და სტოუ-ონ-ზე-უოლდი გლოსტერშირში. ანტიოქიის მართლმადიდებლური სამრევლო გრიმსბიში, ლინკოლნშირში, მიძღვნილია წმ. მარინასა და წმ. კენელმისადმი. არის ორი სამომლოცველო მარშრუტი, რომლებიც აკავშირებს რომსლის უინჩკომბთან, რეგულარულად გამოყენებული მოყვარული მომლოცველების მიერ უფლისწულის ხსოვნის პატივსაცემად. მათ ეწოდებათ "წმ. კენელმის ბილიკი" და "წმ. კენელმის გზა". ორივე მათგანი გადის ვუსტერშირისა და გლოსტერშირის უაღრესად მშვენიერ მხარეში, გაივლის წმინდანის თაყვანისცემასთან დაკავშირებულ ადგილებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რამ ვიცით წმ. კენელმის ცხოვრების შესახებ, ეჭვგარეშეა, რომ ეს წმინდანი, სავსე ღვთის მადლით, ზეცაშია, რომ ის სულიერად იმყოფება ყველა წმინდა ადგილას, რომელიც მასთანაა დაკავშირებული, და რომ ის შუამდგომლობს ყველა ჩვენგანისთვის.

წმინდა უფლისწულო კენელმ, ევედრე ღმერთს ჩვენთვის!


სტატიის წყარო: Saint Kenelm of Mercia, Prince and Passion-Bearer
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat