წმ. ოსვალდ ნორთუმბრიელი, მეფე და მოწამე
წმ. ოსვალდ ნორთუმბრიელი, მეფე და მოწამე
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი (დაახ. 955 - დაახ. 1020). ელფრიკი ახალგაზრდობაში სწავლობდა ცნობილ ვინჩესტერის მონასტერში წმ. ეთელვოლდის, ვინჩესტერის ეპისკოპოსის († 984; ხსენების დღე 1/14 აგვისტო) ხელმძღვანელობით. უკვე იქ ახალგაზრდა ელფრიკი გამოირჩეოდა როგორც მეცნიერი. 987 წლიდან ელფრიკმა დაიწყო სწავლება მონაზვნებისთვის დორსეტის საგრაფოში (ამჟამად სოფ. სერნ-აბაში) ახლად დაარსებულ სერნის მონასტერში. ასწავლიდა მონაზვნებს ლათინურ ენას, გრამატიკასა და სხვა დისციპლინებს. 1005 წელს ელფრიკი დანიშნეს ოქსფორდშირის (ამჟამინდელ) ქალაქ ეინნშემის მონასტრის პირველ იღუმენად, სადაც იგი აღესრულა კიდეც. ელფრიკი ცნობილია ძველ ბრიტანულ ენაზე სახარების და სხვა ძველაღთქმისეული წიგნების თარგმნით, ასევე ლათინური გრამატიკის ძველ ბრიტულ ენაზე გადმოღებით. იგი არის მრავალი წერილობითი ნაშრომის ავტორი: ქადაგებების, წმინდანთა ცხოვრებისა და ბიბლიის კომენტარების. ცხოვრების უმეტეს ნაწილი, მათ შორის ადრეული ბრიტანელი წმინდანების ცხოვრება, ელფრიკმა დაწერა 996–997 წლებში. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაწერა ქადაგების სახით წმ. ოსვალდის ცხოვრება.

წმინდა მოწამე ოსვალდის, ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის, ცხოვრება

იმ დროის შემდეგ, როდესაც წმინდა ავგუსტინი მოვიდა ინგლისში, ნორთუმბრიელთა ქვეყანაში ცხოვრობდა დიდებული მეფე სახელად ოსვალდი, რომელსაც ღმერთისადმი ძლიერი რწმენა ჰქონდა. ახალგაზრდობაში ოსვალდმა დატოვა თავისი მეგობრები და ოჯახი და გაემგზავრა შოტლანდიაში[1]. მალე მან და მასთან ერთად მოსულებმა ნათელი იღეს. დაახლოებით იმავე დროს ოსვალდის ბიძა, მეფე ედვინი, რომელიც ნორთუმბრიელებს მართავდა და ასევე ღმერთს სწამდა, მოკლა კადვალონმა, ბრიტთა მეფემ [2]. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კადვალონმა სიცოცხლე წაართვა ასევე ედვინის ორ მემკვიდრესაც. მეფის მკვლელობის შემდეგ კადვალონმა დაიწყო ნორთუმბრიის მცხოვრებთა უწყალოდ ხოცვა-ჟლეტა, ყოველგვარი საშუალებით მათი შევიწროება და წამება, სანამ ნეტარი ოსვალდი მის უღმრთო საქმეებს არ შეაჩერებდა.

ოსვალდი თავისი მცირე არმიით გაემართა ნორთუმბრიაში, რათა გაბედულად შებრძოლებოდა კადვალონს. რწმენა აძლიერებდა, ხოლო ქრისტე ამზადებდა მტრებთან შესახვედრად. ბრძოლის დაწყებამდე ოსვალდმა საჩქაროთ აღმართა ჯვარი ღვთის სახელით. მან უთხრა თავის ხალხს: "დავეცეთ ჯვარს წინ და ვილოცოთ ყოვლისშემძლის წინაშე, ვთხოვოთ მას გვიხსნას ამა ამპარტავანი მოწინააღმდეგისაგან, რომელსაც ჩვენი სიკვდილი სურს. უფალმა იცის, რომ ჩვენ პატიოსნად ვებრძვით ამ სასტიკ მეფეს ჩვენი ხალხის გადასარჩენად". და ოსვალდი სხვებთან ერთად გლოცვით დაემხო ჯვრის წინ.

მეორე დილას ისინი შეებრძოლნენ და გაიმარჯვეს. ოსვალდის რწმენით,ყოვლისშემძლე ღმერთმა მათ გამარჯვება უბოძა. მათ დაიმორჩილეს თავიანთი მოწინააღმდეგე - ამპარტავანი კადვალონი, მისი უსასრული ჯარით, რომელიც ფიქრობდა, რომ მის არმიას ვერავინ გაუძლებდა. გადაწყვიტეს ოსვალდის მიერ დადგმული ჯვარი იმავე ადგილას დარჩენილიყო, რათა მის წინ შესაძლებელი ყოფილიყო ლოცვა. ისე როგორც მოგვითხრობს პატივცემული ბედა, ამ ჯვრიდან განკურნება მიიღო მრავალმა სნეულმა ადამიანმა და თვით მსხვილფეხა რქოსანმა პირუტყვმაც კი. ერთმა კაცი გაცურდა ყინულზე, დაეცა და ხელი მოიტეხა. იმ დღიდან იგი საწოლში იწვა და საშინლად იტანჯებოდა ტკივილისაგან, სანამ ვიღაცამ ოსვალდის ჯვრიდან ხავსი არ აიღო და სახლში არ მიუტანა. იმავე ღამეს ძილში ავადმყოფი სრულიად განიკურნა. ადგილი, სადაც ოსვალდმა დაამარცხა სასტიკი კადვალონი, ეწოდება ჰავენფილდი ("ცის ველი"), რომელიც მდებარეობს რომაელთა მიერ აგებული გრძელი კედლის მახლობლად[3]. შემდგომ იქ ააშენეს ცნობილი ეკლესია ზეცაში მყოფი ღვთის საქებრად.

როგორც კი ოსვალდი გახდა მეფე, მან გადაწყვიტა ხელი შეეწყო ღვთის ნების შესრულებისათვის - მიეზიდა თავისი ხალხი ცოცხალი ღვთის რწმენისკენ. ამიტომ მან შოტლანდიაში, სადაც უკვე იყო ქრისტეს რწმენა, ხალხი მიავლინა და ითხოვა მისთვის მისიონერი გაეგზავნათ, რომელიც მის ხალხს ქრისტესთან მიიყვანდა. ნეტარი ოსვალდის თხოვნა შესრულდა, და ნორთუმბრიაში დაუყოვნებლივ გაგზავნეს პატივცემული ეპისკოპოსი სახელად აიდანი[4]. აიდანი ცნობილი იყო თავისი სამაგალითო მონაზვნური ცხოვრებით: მან მიატოვა ამქვეყნიური ზრუნვა და გულის სიღრმიდან მხოლოდ ღვთის ნების შესრულება ისურვა. რაც არ უნდა მიეღო საჩუქრად მეფისა და მისი კარის ხალხისგან, იმწამსვე გულითადი სიკეთით გაუნაწილებდა ხოლმე გლახაკებსა და გაჭირვებულებს.

მეფე ოსვალდმა გაიხარა აიდანის ჩამოსვლით და დიდი პატივით შეხვდა, რამეთუ ხედავდა მასში ჭეშმარიტ კურთხევას თავისი ხალხისთვის, რადგანაც მისი მეშვეობით ხალხი უნდა დაბრუნებოდა რწმენას ჭეშმარიტი ღმერთისადმი. ღვთისმოშიში მეფე გახდა აიდანის თარჯიმანი, უთარგმნიდა თავის ენაზე თავის მრჩევლებს იმას, რასაც ქადაგებდა ეპისკოპოსი, რამეთუ ოსვალდი სრულყოფილად ფლობდა ირლანდიურ ენას, ხოლო აიდანმა ჯერ კიდევ საკმარისად კარგად არ იცოდა ნორთუმბრიული დიალექტი.

ეპისკოპოსმა აიდანმა მთელ ნორთუმბრიაში იქადაგა წმინდა რწმენა და ნათლისღება, მიიყვანა ხალხი ქრისტეს ჭეშმარიტ რწმენამდე და გაამაგრა ქადაგება თავისი ცხოვრების მაგალითით. მას უყვარდა მარხვა-მოღვაწეობა და წმინდა წიგნების კითხვა. ეპისკოპოსს ხალისით მიჰყავდა თანამგზავრად ახალგაზრდა განათლებული ხალხი, და მისი ყოველი თანმხლები, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, ყოველთვის სწავლობდნენ წმინდა წერილის კითხვას ან ზეპირად დაისწავლიდნენ ფსალმუნებს. აიდანი თითქმის არასოდეს არ ჯდებოდა ცხენზე, არამედ ამჯობინებდა ქვეით სიარულს. ცხოვრობდა სათნოებით სავსე ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრებით, მაგრამ ამასთანავე ცხოვრობდა ხალხს შორის.

იმივე დროს მეფე ოსვალდი კიდევ უფრო მტკიცდებოდა სიკეთესა და სიმდაბლეში. იყო დიდსულოვანი ყველა თავის საქმეში, დიდი გულმოდგინებით აფუძნებდა მრავალ მონასტერსა და ტაძარს მთელ სამეფოში, რომელსაც მართავდა. ერთხელ მოხდა ისე, რომ ოსვალდი და აიდანი წმინდა აღდგომის დღესასწაულზე ისხდნენ მაგიდასთან. მსახურებმა შეიტანეს სამეფო საჭმელი დიდ ვერცხლის თეფშით. იმავ წამს შემოვიდა მსახური, რომელსაც გლახაკებისთვის მოწყალების გაცემა ჰქონდა დაკისრებული, და მოახსენა მეფეს, რომ ქუჩაში დიდძალი გლახაკი იყო შეკრებილი ქვეყნის ყოველი კუთხიდან, რათა ეთხოვათ მეფისაგან ქველმოქმედება. მაშინ მეფემ დაუყოვნებლივ ბრძანა ყველა მისი საჭმელი მშიერთათვის დაერიგებინათ, ხოლო ვერცხლის თეფში გაეტეხათ ნაჭრებად და ვერცხლი გაენაწილებინათ გაჭირვებულთათვის. ბრძანება მაშინვე აღსრულდა. ნეტარმა ეპისკოპოსმა აიდანმა გაიხარა სულით და, ასწია ოსვალდის მარჯვენა ხელი, შეჰღაღადა: "იყოს შენი მარჯვენა უხრწნელი სამარადისოდ!" და აიდანის წინასწარმეტყველება აღსრულდა: მეფე ოსვალდის მარჯვენა სრულებით არ შეხებია ხრწნა დღემდე.

იმ დროს ოსვალდის სამეფო თანდათან იზრდებოდა, და უკვე ოთხმა ხალხმა აღიარა იგი თავის მეფედ: პიქტებმა, ბრიტებმა[5], შოტლანდიელებმა და ანგლებმა.ყოვლისშემძლე ღმერთმა გააერთიანა ეს ხალხი ოსვალდის სათნოებათა გამო, რამეთუ იგი ყოველთვის ადიდებდა უფალს. იორკში ოსვალდმა დაასრულა დიდებული იორკ-მინსტრის[6] მონასტრის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც მის ნათესავ ედვინს დაეწყო ადრე. მეფე იღვწოდა ზეცის სასუფევლისთვის მუდმივი ლოცვის მეშვეობით[7], სრულიად არ ზრუნავდა ამქვეყნად დროებითი დიდების მოპოვებაზე, რომლისადმიც ძალზედ მცირე სიყვარული ჰქონდა. ოსვალდი ხშირად რჩებოდა საცისკრო მსახურების შემდეგ ლოცვად, იდგა მარტო ეკლესიაში[8] თავისთვის გარიჟრაჟზე, აღავლენდა ლოცვებს მთელი გულმოდგინებით. სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის ევედრებოდა ღმერთს აღმართული ხელებით.

იმ ხანებში რომიდან დასავლელ საქსთა მეფესთან ჩამოვიდა ეპისკოპოსი სახელად ბირინუსი[9]. იმ მეფეს ერქვა კინეგილსი, და ის ჯერ კიდევ წარმართი იყო. წარმართული იყო მაშინ მთელი დასავლელ საქსთა სამეფო. ბირინუსი, რომელიც ჩამოვიდა რომიდან რომის პაპის სურვილით, აღუთქვა მას, რომ მოშურნედ შეასრულებდა ღვთის ნებას, და ღვთის სიტყვასა და ჭეშმარიტ რწმენას იქადაგებდა შორეულ მიწებზე. მან მოიარა იმ დროს კიდევ წარმართული სამეფო - უესექსი და მოაქცია იქ ჭეშმარიტი ღვთის რწმენაზე მეფე კინეგილსი, ხოლო მასთან ერთად მთელი მისი ხალხი.

ნორთუმბრიის მართველი ოსვალდი მაშინ გაემგზავრა უესექსში და გახდა მეფე კინეგილსის მიმრქმელი მის ნათლობისას, გაიხარა მისი ქრისტეს რწმენისადმი მოქცევით. მეფეებმა კინეგილსმა და ოსვალდმა ბირინუსს აჩუქეს საეპისკოპოსო საყდრად ქალაქი დორჩესტერი. ბირინუსი მსახურობდა ამ ქალაქში მრავალი წლის განმავლობაში, ემსახურებოდა ღმერთს და ასწავლიდა ხალხს რწმენას, სანამ მისი ნეტარი აღსასრულის ჟამი არ დადგა. მისი მიწიური ნაშთები დაკრძალეს იმავე ქალაქში, ხოლო გვიანდელ პერიოდში ეპისკოპოსმა ჰედამ[10] გადმოასვენა ისინი ვინჩესტერში და მოათავსა დიდი პატივით ოლდ-მინსტრის საკათედრო ტაძარში, სადაც მათ პატივს სცემენ დღემდე.

მეფე ოსვალდი დიდებულად მართავდა თავის სამეფოს ღვთის დიდი რწმენით, ყველა საქმეში ადიდებდა უფალს, სანამ მას, თავისი ხალხის დამცველს, წარმართები არ მოკლავდნენ. ეს მოხდა მისი მეფობის მეცხრე წელს, როდესაც მეფე 38 წლის იყო. ეს კი ასე მოხდა. პენდამ, მერსიის წარმართმა მეფემ, ომი გამოუცხადა მას. მანამდე იგივე პენდა დაეხმარა წარმართ მეფე კადვალონს ოსვალდის ნათესავის, მეფე ედვინის მოკვლაში. პენდამ არაფერი იცოდა ქრისტეს შესახებ და მისი ხალხიდან მაშინ არავინ იყო განათლებული წმინდა ნათლობით. ისინი შეიკრიბნენ ბრძოლაში მაზერფილდთან[11]. ბრძოლა გაგრძელდა მანამ, სანამ ყველა ქრისტიანი არ დაეცა ბრძოლაში. და აი, წარმართები მიუახლოვდნენ ოსვალდს. ოსვალდმა გაიგო, რომ მისი აღსასრული ახლოს იყო. მან ილოცა თავისი მომაკვდავი მეომრებისთვის, მიანდო მათი სულები და საკუთარი თავი ღმერთს. მიწაზე დაცემისას ოსვალდმა უკანასკნელად წარმოთქვა: "უფალო, შეიწყალე ჩვენი სულები!" შემდეგ მეფემ სული განუტევა. წარმართმა მეფემ დაუყოვნებლივ უბრძანა თავის ხალხს მოეკვეთათ ოსვალდის თავი და მარჯვენა ხელი და როგორც ნადავლი ბოძზე დაეკიდათ.

მეფე ოსვალდის მკვლელობის შემდეგ ნორთუმბრიის სამეფოს ტახტზე მეფე ოსვიუ ავიდა. თავის არმიასთან ერთად ოსვიუ მივიდა იმ ადგილას, სადაც ბოძზე იყო დაკიდული მისი ძმის მოკვეთილი თავი. მან მოწიწებით ჩამოხსნა ოსვალდის თავი და წაიღო ის, ასევე მისი მარჯვენაც ლინდისფარნის კუნძულის ეკლესიაში. და ახდა ეპისკოპოს აიდანის წინასწარმეტყველური სიტყვები იმის შესახებ, რომ ოსვალდის მარჯვენა უხრწნელი დარჩებოდა. მალე ოსვალდის უხრწნელი მარჯვენა პატივით მოათავსეს ვერცხლის ლარნაკში წმინდა პეტრეს საზღვაო ქალაქ ბამბურგის [12] საკათედრო ტაძარში. ის იქ არის დღემდე და დღემდე არ შეჰხებია ხრწნილება. მოგვიანებით ოსვიუს ერთ-ერთი ქალიშვილი მერსიის [13] დედოფალი გახდა. მან ითხოვა კურთხევა წაეღო ოსვალდის ნაწილები და მოეთავსებინა თავის საყვარელ მონასტერში ქალაქ ბარდნიში, ლინდსის პროვინციაში. მაგრამ ამ მონასტრის ბერები ცდუნებაში ჩავარდნენ და არ სურდათ მეფის ნაწილების მიღება თავიანთ სავანეში. მათ მხოლოდ კარავი დადგეს ზემოდან წმინდა ნაწილების კატაფალკზე. მაშინ უფალმა ყველას გაუმხილა ოსვალდის დიდი სიწმინდე: ღამით ზეციური სინათლე შეავსო აავსო კარავი და ამ სინათლის მაღალი სვეტი, მზის სხივის მსგავსი, აღიმართა მის ზემოთ თვით ზეცამდე. ეს სვეტი ჩანდა გათენებამდე და ამ პროვინციის ყველა მცხოვრები ხედავდა მას და უკვირდა. ბერები კი, უკვე დარწმუნებულნი ოსვალდის სიწმინდეში, შეშინდნენ და დილით დაიწყეს გულმოდგინედ ლოცვა და პატიების თხოვნა წმინდანისგან, რომლის ნაწილებიც მანამდე არ სურდათ მიეღოთ და ეპატივათ. მათ მოწიწებით განბანეს წმინდანის ძვლები და პატივით მოათავსეს ისინი მონასტრის ეკლესიის ლარნაკში.

წმინდა ოსვალდის ლოცვებით მრავალმა ავადმყოფმა მიიღო განკურნება სხვადასხვა სენისგან. წყალი, რომლითაც ბერებმა განბანეს წმინდა მეფის ნაწილები, მიწაზე დაიღვარა და მოგვიანებით იმ მიწისგანაც მრავალმა ავადმყოფმა მიიღო განკურნება. იმ ადგილის მტვერით ეშმაკეულები თავისუფლდებოდნენ დემონებისგან. ხალხი იღებდა მიწას იქიდანაც, სადაც ოსვალდი დაეცა, ბრძოლაში მოკლული, ხსნიდნენ მას წყალში და აძლევდნენ ავადმყოფებს - და ისინი მაშინვე იღებდნენ განკურნებას.

ერთხელ ვიღაც მგზავრი ცხენით მიდიოდა მეფე ოსვალდის დაღუპვის ადგილის მახლობლად. უცებ ცხენი ავად გაუხდა: მიწაზე დაეცა და კრუნჩხვებში მინდორზე გორავდა. ასე მიგორდა იმ ადგილამდე, სადაც ბრძოლაში დაეცა მეფე ოსვალდი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. როგორც კი ცხენი წმინდა ადგილს შეეხო, მაშინვე განიკურნა და ფეხზე დადგა სრულიად ჯანმრთელი, თავისი პატრონის სასიხარულოდ. და იმ კაცმა შეძლო გზის გაგრძელება. ის ჩავიდა იქ, საითაც მიემართებოდა და შეიტყო, რომ აქ ცხოვრობდა ვიღაც გოგონა, რომელიც მრავალი წელი იტანჯებოდა დამბლით. მან უამბო მას, რაც გზაში მის ცხენს შეემთხვა და დაუყოვნებლივ წაიყვანა ის მეფე ოსვალდის დაღუპვის ადგილას. იქ გოგონა მაშინვე ჩაეძინა, მაგრამ მალე გამოეღვიძა უკვე სრულიად ჯანმრთელს და მძიმე სენისგან განთავისუფლებულს. მან თავზე დაიფარა [14] და, ბედნიერი, ფეხით წავიდა სახლში, რაც მანამდე არ შეეძლო.

სხვა დროს სხვა მგზავრი მიდიოდა ცხენით იმავე ადგილის გვერდით. მან აიღო ქსოვილის ნაჭერი, შეკრა მასში ცოტაოდენი მიწა წმინდა ადგილიდან და გზა განაგრძო. ბოლოს ჩავიდა სოფელში, სადაც ერთ-ერთ სახლში მას დღესასწაულზე ელოდნენ. კაცმა ჩამოკიდა ბოღჩა წმინდა ადგილის მიწით, სახლის ახლოს ერთ-ერთ ბოძზე და წავიდა სხვებთან ერთად გასართობად. ცეცხლი სახლის შუაგულში დიდ კერაში ისე ძლიერ აგიზგიზდა, რომ ყველა მხარეს ნაპერწკლები გაფრინდა. ერთ-ერთი მათგანი სახურავზე მოხვდა - და მაშინვე დაიწყო ხანძარი: მთელი სახლი უცებ ცეცხლმა მოიცვა. შეშინებული ხალხი სახლიდან გარეთ გამოვარდა. მთელი სახლი დაიწვა და მხოლოდ ბოძი, რომელზეც წმინდა მიწიანი ბოღჩა ეკიდა, დარჩა მთელი და უვნებელი. და ხალხი განცვიფრდა ოსვალდის სიწმინდით, რადგან ცეცხლმა ვერ გაბედა ამ ხის ბოძის შეხება. მოგვიანებით მრავალმა სხვა ადამიანმა იპოვა ის წმინდა ადგილი და იქ მიიღეს განკურნება ავადმყოფობებისგან, ზოგიერთები კი თავიანთი ახლობლების განკურნებას ითხოვდნენ და იღებდნენ ნათხოვს.

წმინდა ოსვალდის დიდება გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც: ირლანდიაში და ფრანკთა მიწაზე [15]. აი, რა ისტორია გვიამბო ვიღაც მღვდელმა ერთი კაცის შესახებ.

ირლანდიაში ცხოვრობდა ერთი სწავლული კაცი, რომელიც არ ინტერესდებოდა ქრისტიანული მოძღვრებით და არ ზრუნავდა თავის მარადიულ ხსნაზე და შემოქმედის მცნებების აღსრულებაზე. ამის ნაცვლად მან გაატარა ცხოვრება უქმ საქმეებში, სანამ ერთხელ ისე მძიმედ არ დაავადდა, რომ მალე უკვე სიკვდილის სარეცელზე იწვა. მან მოიხმო მღვდელი (რომელმაც მოგვიანებით გვიამბო ეს ისტორია) და მწუხარებით უთხრა მას: "მე ვკვდები ბოროტი სიკვდილით და ჩემი უსამართლო საქმეებისთვის სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოვხვდები. მაგრამ მე მინდა გამოვისყიდო ჩემი ცოდვები. ნეტავ თუ შევძლებდი ცოცხლად დარჩენას, მივმართავდი ღმერთს, შევცვლიდი ჩემს ცხოვრებას, დავიწყებდი ცხოვრებას ღვთის ნებით და კეთილი საქმეების კეთებას. ვიცი, რომ არ ვიმსახურებ იმას, რომ ჩემი დღეები გაგრძელდეს. მაგრამ ნეტავ თუ მოიძებნებოდა რომელიმე წმინდანი, რომელიც გახდებოდა ჩემი შუამდგომელი ქრისტე მაცხოვრის წინაშე! ჩვენ გვიამბეს, რომ თქვენს ქვეყანაში გაბრწყინდა წმინდა მეფე სახელად ოსვალდი. გემუდარები, თუ გაქვს რაიმე რელიქვია ამ წმინდანისა, მომეცი მე." და მღვდელმა უპასუხა მას: "მე მაქვს ნაწილი ხის ბოძისა, რომელზეც მიბმული იყო წმინდა ოსვალდის მოკვეთილი თავი, და თუ გულწრფელად გწამს, მალე განიკურნები." მღვდელმა შეიბრალა ავადმყოფი, ცოტა მოატეხა ნაწილი ამ სიწმინდისგან, ჩადო ის წყალში და მისცა ავადმყოფს დასალევად ეს წყალი. ავადმყოფმა მართლაც მალე მიიღო განკურნება და მას შემდეგ მრავალი წელი იცხოვრა. იგი მთელი გულით მიუბრუნდა ღმერთს და სიცოცხლის ბოლომდე აკეთებდა კეთილ საქმეებს. სადაც არ უნდა გამოჩენილიყო, ყველგან ყვებოდა მასთან მომხდარი სასწაულის შესახებ. ამიტომ არავინ უნდა უარყოს აღთქმები, ნებაყოფლობით მიცემული უფლისადმი ავადმყოფობის დროს, რადგან, თუ ის შემდგომში უარყოფს ამ აღთქმებს, დაეცემა ღვთის თვალში.

ნეტარი ბედა წერდა თავის წიგნში: არავინ უნდა გაუკვირდეს, რომ წმინდა მეფე ოსვალდს შეუძლია განკურნების სასწაულების მოხდენა, რადგან ის ახლა სამოთხის სავანეში იმყოფება. და დაიმსახურა ეს იმიტომ, რომ თავისი მიწიერი ცხოვრების დროს ყოველთვის ეხმარებოდა ღარიბებსა და სუსტებს და კვებავდა გაჭირვებულებს. ახლა კი მან თავისი მოწყალებისთვის დაიმსახურა მარადიული დიდება უფალ ყოვლისმპყრობელთან ერთად ზეცაში.

მოგვიანებით, როდესაც მომავალი წმინდანი კუტბერტი ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, ერთხელ ღამით მან დაინახა, როგორ მიჰყავდათ ღვთის ანგელოზებს წმინდა ეპისკოპოს აიდანის ნეტარი სული ზეცაში, მარადიულ სიხარულში, რომელიც მან დაიმსახურა თავისი მიწიერი ცხოვრებისთვის.

მრავალი წლის შემდეგ წმინდა ოსვალდის ნაწილები გადაიტანეს ქალაქ გლოსტერში[16], მერსიის სამეფოში. და იქ უფალმა ღმერთმა აღასრულა თავისი წმინდა რჩეულის მეშვეობით ბევრი სასწაული.

ამისთვის შეჰფერის დიდება ღმერთს ყოვლისმპყრობელს, მეფობს რა ზეცაში, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

იღუმენი ელფრიკ ეინშემელი

წინასიტყვაობა და თარგმანი ძველი ინგლისურიდან თანამედროვე ინგლისურზე დეკანოზ ანდრეი ფილიპსისა

Orthodox England. . ტომი 14. № 1.

შენიშვნები

[1] აიონას კუნძულზე, სადაც 563 წლიდან დაწყებული, წმინდა კოლუმბა აიონელის მიერ დაარსებული ირლანდიული მისია განანათლებდა პიქტებს (შოტლანდიის მკვიდრ კელტ მოსახლეობას) და ირლანდიელ მოსახლეებს, რომლებიც იქ ადრე გადასახლდნენ.

[2] წმინდა მეფე ედვინი დაიღუპა 633 წელს.

[3] იგულისხმება ადრიანეს კედელი.

[4] წმინდა აიდან ლინდისფარნელი, სასწაულთმოქმედი († 651). წმინდა აიდანისა და ოსვალდის მიერ დაარსებული მონასტერი ლინდისფარნის კუნძულზე გახდა ნორთუმბრიის სამეფოს სულიერი ცენტრი.

[5] ბრიტები ეწოდებოდათ კელტურ ხალხს, რომელიც ანგლო-საქსურ დაპყრობამდე ცხოვრობდა დღევანდელი ინგლისისა და უელსის ტერიტორიაზე. ბრიტების შთამომავლები არიან დღევანდელი უელსელები, ასევე კორნუოლისა და კამბრიის (ჩრდილო-დასავლეთი ინგლისი) მცხოვრებნი.

[6] სიტყვით "minster" მაშინ აღნიშნავდნენ სამონასტრო ეკლესიას. ეს სიტყვა წარმოდგება სიტყვიდან "მონასტერი". ინგლისში ითვლება 30-ზე მეტი ქალაქი, რომელთა სახელწოდებაში შედის ფუძე - minster, მაგალითად ვესტმინსტერი ("მონასტერი დასავლეთში"), კიდერმინსტერი, ლემინსტერი, აპმინსტერი.

[7] აშკარაა, რომ განუწყვეტელი ლოცვა მას ასწავლეს ახალგაზრდობის წლებში აიონას კუნძულის ბერებმა.

[8] აღსანიშნავია, რომ ის სწორედ იდგა ლოცვისას, რასაც ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი აკეთებს დღემდე.

[9] წმინდა ბირინიუსი, დორჩესტერ-თემზაზეს ეპისკოპოსი და უესექსის მოციქული, სავარაუდოდ, იყო გერმანული ხალხის ლანგობარდების წარმომადგენელი, რომელიც ცხოვრობდა ჩრდილოეთ იტალიაში. ის გარდაიცვალა დაახლოებით 650 წელს.

[10] იგულისხმება წმინდა ჰედა უინჩესტერელი († 705).

[11] დაბა მაზერფილდი მდებარეობდა მერსიის სამეფოში, ანუ დღევანდელი მიდლენდსის რაიონის ტერიტორიაზე. დღეს ეს არის ქალაქი ოსვესტრი (შროპშირის საგრაფო), რომლის სახელწოდებაც ნიშნავს "ოსვალდის ხე", ანუ "ოსვალდის ჯვარი". ამ ქალაქში შემორჩენილია წმინდა ოსვალდის სახელობის ეკლესია, რომელიც თარიღდება 640 წლით. ამ ეკლესიის კოშკი ადრენორმანულია და თარიღდება 1085 წლით.

[12] ბამბურგი იყო სამეფო ციხესიმაგრე წმინდა ლინდისფარნის კუნძულის პირდაპირ - წმინდა აიდანის "სულიერი ციხესიმაგრის" პირდაპირ. ლინდისფარნს უწოდებდნენ "ინგლისურ თებაიდას".

[13] იგულისხმება წმინდა დედოფალი და მოწამე ოსტრიდ მერსიელი († 697), წმინდა მეფე მერსიელი ეთელრედ I-ის მეუღლე. მეფე ეთელრედი მართავდა მერსიას 675-დან 704 წლამდე, შემდეგ კი უარი თქვა ტახტზე და გახდა ბერი (მოგვიანებით - წინამძღვარი) ბარდნის მონასტერში ლინკოლნშირის საგრაფოში. ისიც შერაცხულია წმინდანთა დასში, ისევე როგორც მისი მეუღლე. ორივეს ნაწილები დაცული იყო ამ მონასტერში. ოსტრიდმა ბრძანა წმინდა ოსვალდის ნაწილების გადატანა ბარდნიში დაახლოებით 679 წელს. 869 წელს ეს მონასტერი გაძარცვეს ვიკინგებმა, ხოლო 1087 წელს ამ ადგილზე გაჩნდა კათოლიკური ბენედიქტური მონასტერი. 1537 წელს მონასტერი ჰენრი VIII-ის ბრძანებით დაანგრიეს, ხოლო მისი ექვსი მკვიდრი სიკვდილით დასაჯეს. დღეს სოფელ ბარდნიში შემორჩენილია მხოლოდ ამ მონასტრის ნანგრევების ნაშთები (კერძოდ, სვეტის საძირკველი და ნავის ფრაგმენტები).

[14] იმ დროს ქალები იფარავდნენ თავს სიმდაბლის ნიშნად, რასაც მართლმადიდებელი ქალები დღესაც აკეთებენ.

[15] იგულისხმება გერმანია.

[16] ვიკინგების მიერ მერსიაზე თავდასხმების დროს, წმინდა ოსვალდის ნაწილი რელიქვიები მერსიელმა ეთელფლედამ 909 წელს გადაიტანა გლოსტერშირის საგრაფოს ქალაქ გლოსტერის წმინდა პეტრეს მონასტერში. ამის შემდეგ გლოსტერის მონასტრის ზეციურ მფარველად იქცა თავად წმინდა ოსვალდი. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს მონასტერი კვლავ წმინდა პეტრეს სახელზე იქნა კურთხეული. არც თუ ისე დიდი ხნის წინ გლოსტერში აღმოჩენილ იქნა IX საუკუნის წმინდა ოსვალდის საქსონური ჯვარი. რეფორმაციის დროს, ჰენრი VIII-ის დროს, გლოსტერის მონასტერი გაუქმდა, მაგრამ საკათედრო ტაძრის შენარჩუნება გადაწყდა სამეფო ოჯახთან მისი კავშირების გამო. დღემდე შემორჩენილი კაპიტულის დარბაზი და ბერების საცხოვრებელი სათავსოები გლოსტერის უძვირფასეს ძველ ძეგლებს წარმოადგენენ (ეს ალბათ ერთადერთი ადგილია ინგლისში, სადაც კარგად არის შემორჩენილი ძველი სამონასტრო ნაგებობები). ნიშები, რომლებშიც მოთავსებული იყო ბერების საკითხავი ან საწერი ხის მაგიდები, იკავებს ერთ ნაწილს, ხოლო მეორე ნაწილში განთავსებულია ადგილები, სადაც ბერები ინახავდნენ პირსახოცებს, იბანდნენ პირსა და ხელებს ახლომდებარე სამონასტრო სატრაპეზოში საკვების მიღებამდე. ყველაფერი ეს მორთულია განსაკუთრებული სილამაზის ნერვიურებით, რომლებიც დამახასიათებელია გოთიკის "პერპენდიკულარული სტილისთვის" (გოთიკის ამ წმინდა ინგლისურმა სახესხვაობამ სწორედ გლოსტერიდან დაიწყო გავრცელება). დაახლოებით იმავე X საუკუნეში მეფე ოსვალდის პატიოსანი თავი გადატანილ იქნა ლინდისფარნის კუნძულიდან ქალაქ დარემის საკათედრო ტაძარში, სადაც დიდხანს ინახებოდა ერთ საწმინდარში წმინდა კუტბერტის ნაწილებთან ერთად. სხვათა შორის, ამ მიზეზით წმინდა კუტბერტს ხატებზე ხშირად გამოსახავენ როგორც ეპისკოპოსს, რომელიც ხელში იჭერს წმინდა ოსვალდის თავს ორი გვირგვინით (ორი გვირგვინი იმიტომ, რომ ოსვალდი სიცოცხლეში იყო მიწიერი მეფე, ხოლო სიკვდილის შემდეგ მიიღო წამების გვირგვინი). ცნობილია ასევე, რომ VIII საუკუნეში წმინდანმა ვილიბრორდმა და სხვა მისიონერებმა გაავრცელეს წმინდა ოსვალდის თაყვანისცემა ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში, სადაც სხვადასხვა მონასტრებსა და საკათედრო ტაძრებში ინახებოდა მეფე-წამებულის ოსვალდის ნაწილები (ასეთ ადგილებს მიეკუთვნება ტრირი, ტეგერნზეე, პრიუფენინგი რეგენსბურგთან ახლოს, ვატინგენი, საურისი). შუა საუკუნეებში წმინდა ოსვალდის ერთი ხელი ინახებოდა კემბრიჯშირის საგრაფოს ქალაქ პიტერბოროს საკათედრო ტაძარში, სადაც კათოლიკური ეკლესია დღემდე ამ წმინდანის სახელზეა ნაკურთხი. ამბობდნენ, რომ წმინდა ოსვალდის ნაწილების ნაწილი ასევე გადატანილ იქნა ელიში და რომ ირლანდიაშიც კი იმყოფებოდა მასთან დაკავშირებული რელიქვიები. წმინდა ვილიბრორდი მოწმობდა, რომ ფრიზიასა და ირლანდიაში წმინდა ოსვალდის ნაწილებისგან სასწაულები ხდებოდა. წმინდა ოსვალდის ნაწილების მცირე ნაწილი იმყოფებოდა აგრეთვე წმინდა ვინოკის მონასტერში ქალაქ ბერგში, ფლანდრიაში (ამჟამად საფრანგეთი), მაგრამ ის მონასტერი მოგვიანებით პროტესტანტებმა გაანადგურეს, ხოლო ნაწილები დაწვეს 1558 წელს. ითვლებოდა, რომ ამ მეფის ნაწილები ინახებოდა გერმანიის ძალიან ბევრ ეკლესიასა და მონასტერში. დღეს წმინდა ოსვალდის ნაწილების ნაწილი, შესაძლოა, იმყოფება გერმანულ ქალაქ ჰილდესჰაიმში.

წმინდა ოსვალდს დღემდე სცემენ თაყვანს მთელ ინგლისში (სადაც 70 ძველი ტაძარი იყო ნაკურთხი მის საპატივცემულოდ) და მის ფარგლებს გარეთაც: გერმანიაში (სადაც არანაკლებ 20 ტაძარია ნაკურთხი მის საპატივცემულოდ), საფრანგეთში, ჩრდილოეთ იტალიაში. უძველესი დროიდან წმინდა მეფის თაყვანისცემა გავრცელდა ასევე ირლანდიაში, შოტლანდიაში, პორტუგალიაში, ბოჰემიაში, ჰოლანდიაში, ავსტრიაში და შვეიცარიაში.

დღემდე საქსონური ეკლესიები ოსვესტრიში, შროპშირის საგრაფოში (წმინდა ოსვალდის მოკვდინების ადგილზე) და ჰევენფილდის დასახლებაში ჰექსემთან ახლოს, ნორთუმბერლენდის საგრაფოში (წმინდა ოსვალდის წარმართებზე გამარჯვების ადგილი) მომლოცველობის ადგილებს წარმოადგენენ. ორივე მათგანი ნაკურთხია წმინდა მეფის სახელზე. საინტერესოა, რომ სახელწოდება ოსვესტრი ნიშნავს "ოსვალდის ხეს": ლეგენდის თანახმად, მეფის დაღუპვის შემდეგ მისმა ერთგულმა შინაურმა ყორანმა, რომელიც მუდამ თან დაჰყვებოდა, აიღო ოსვალდის ერთი ხელი და ჩამოკიდა იქვე მდგარ ხეზე - და ის მარადმწვანე გახდა. როდესაც ყორანმა ხელი მიწაზე დააგდო, იმ ადგილზე მაშინვე ამოხეთქა წყარომ, რომელსაც სამკურნალო ძალა ჰქონდა.

რიგი დასახლებული პუნქტები ინგლისში დასახელებულია წმინდა ოსვალდის პატივსაცემად, მაგალითად ოსვალდტვისტლი ლანკაშირში. წმინდა ოსვალდის სახელზე ნაკურთხი იყო მნიშვნელოვანი ეკლესიები შემდეგ ინგლისურ დასახლებულ პუნქტებში: ჰექსემი, კარლაილი, ბარდნი, პადლსვორთი, ვინვიკი და მრავალი სხვა. მნიშვნელოვანი სამლოცველოები ან ეკლესიების ნაწილები წმინდა ოსვალდის სახელზე მდებარეობდა ისეთ ევროპულ ქალაქებში, როგორიცაა პრაღა, ბამბერგი და რეგენსბურგი. მას ყოველთვის ახსოვდნენ და უყვარდათ, როგორც ინგლისის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული გმირი. მას აღფრთოვანებით იხსენებდნენ მისი სიმამაცისა და სამხედრო ხელოვნების, დიდსულოვნებისა და ღვთისმოსაობის გამო, იმის გამო, რომ მან თავისი სიცოცხლე გაწირა ქრისტეს რწმენისა და მშობლიური სამეფოსთვის. წმინდა ოსვალდი ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ძველი ევროპელი წმინდანია. რიგ ევროპულ ქვეყნებში მონათვლისას "ოსვალდი" დღემდე გავრცელებული სახელია.

წმინდა მოწამე ოსვალდისთვის შედგენილი იქნა მართლმადიდებლური წირვა ინგლისურ ენაზე: http://orthodoxengland.org.uk/servoswa.htm. .

სტატიის წყარო: Святой Освальд Нортумбрийский, король и мученик

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უდიდესი საუფლო დღესასწაული ნათლისღება ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი გამორჩეული დღეა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat