ღირსმოწამე იაკობ (ერში - იოანე) ახალი, კასტორიელი და მისი ორი მოწაფე: იაკობ დიაკონი და დიონისე მონოზონი (+1519/1520) - 01 (14) ნოემბერი
ღირსმოწამე იაკობ (ერში - იოანე) ახალი, კასტორიელი და მისი ორი მოწაფე: იაკობ დიაკონი და დიონისე მონოზონი (+1519/1520) - 01 (14) ნოემბერი
ეს ღირსსაკვირველი მამა XV-XVI საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და ღარიბ და კეთილმორწმუნე კასტორიელთა ოჯახიდან გახლდათ.

ადრე დაობლებულმა იოანემ ცხვრები მოამრავლა და მოკლე ხანში დიდ სიმდიდრესაც ეწია, მაგრამ ოდეს ღვიძლი ძმა მისდამი შურით აღივსო, მთელი ფარა გადაულოცა, თავად კი - კონსტანტინოპოლს გადავიდა, სადაც ოტომანთა სასახლის ხორცით მომარაგებას მიჰყო ხელი.

ერთხელ ერთი თურქისგან შეიტყო, რომ მისი მეუღლე სნეულებისაგან წმინდა პატრიარქ ნიფონტეს (ხსენება 11 აგვისტოს) დაეხსნა, თუმცა, თანამემამულეთა ანგარიშსწორების შიშით თურქი ვერ მოინათლა.

ამ შემთხვევის შემდგომ იოანე კიდევ უფრო ჩაუღრმავდა რწმენის საიდუმლოს და თვით ზემოთ ნახსენებ პატრიარქ ნიფონტისგან დამოძღვრილმა, რაც ებადა, მოწყალებად გასცა და სიხარულით იტვირთა ჯვარი ქრისტესი, შემდეგ კი მთაწმინდას მიაშურა და დოქიარის მონასტერში შემონაზვნდა.

იქ სამი წელი უმკაცრეს ღვაწლში იცხოვრა, შემდეგ კი - ივერთა მონასტრის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დაქცეულ სკიტში დაფუძნდა.
6 წელიწადი ბოროტთან უმაგალითო ბრძოლაში გაატარა, რის ნაყოფადაც ზეგარდამო განსჯის ნიჭი მიიღო.

გარკვეული ხნის შემდგომ ერთი ახალგაზრდა მონაზონი, მარკიანე დაემოწაფა, რომელიც ნეტართან საღვთო ჩვენებამ მიიყვანა.

ღირსი მამა დღეში მცირეოდენ პურს სჯერდებოდა და გონებით და სულით ზეცად მყოფს ხშირად სრულებით ავიწყდებოდა მოკვდავი სხეულის საჭიროებანი.

მთელ ღამეს ლოცვაში განლევდა და ძალის მოსაკრებად მცირე ხანს თუ მოისვენებდა.

ერთხელ სულიერ შვილს უამბო, მრავალწლიანი ღვაწლის შემდგომ როგორ იგრძნო გულში მცირეოდენი ნუგეში, რომელიც განმრავლდა, მწველ მხურვალებად გარდაისახა და ნეტარს მოყვასისადმი სიყვარული და არამიწიერი სიხარული მოჰგვარა.

შემდეგ ეს მცხუნვარება ტკბილ სინათლედ იქცა, რომლის აღწერაც შეუძლებელია. ამ მადლმოსილმა ენერგიამ იაკობი ზეცად აღიტაცა, სადაც გამოუთქმელი ნათლით მოსილი ქრისტე იხილა.

ამიერიდან უფალმა სამუდამოდ დაივანა მის გულში, კაცთა შინაგანს ისე ჭვრეტდა, ვითარცა - ხილულ სამყაროს, ხოლო თუ ვინმე აღსარებისთვის მიაკითხავდა, სანამ ენას დაძრავდა, წინასწარ ეტყოდა ხოლმე, თუ რისი თქმა სურდათ, ან რა ცოდვებს მალავდნენ.

იაკობმა აღსარებათა მიღების უფლება ქალაქ იერისოვის მღვდელმთავრისგან ათონის მონაზონთა შუამდგომლობით მიიღო, რამეთუ სამღვდელო ხარისხს არ ფლობდა. მართალია, გაუნათლებელი გახლდათ, მაგრამ ღვთის მადლის მოქმედებით ურთულეს პრობლემათა მოგვარება შეეძლო.

აღმსარებელთ უდიდესი სიყვარულით ისტუმრებდა და თუ საჭირო იყო, უმკაცრესადაც ეპყრობოდა მავანთ, განსაკუთრებით სამღვდელო პირთ. ყოფილა შემთხვევა, ზოგი მათგანისთვის საღმრთო ლიტურგიის აღვლენაც აუკრძალავს.

მისმა ამგვარმა გავლენამ დიდად შეაწუხა თესალონიკელი მიტროპოლიტი მაკარი, ნეტარს ეწვია და მასთან საუბრის შემდგომ დარწმუნდა, თუ რაოდენი სულიერი ნიჭის და მადლის მფლობელი გახლდათ იაკობი, გამოთხოვებისას კი - მის წინაშე მიწას განერთხა.

ამ შემთხვევის შემდგომ, სხვა მამათა გასაძლიერებლად, მცონართა და ამპარტავანთა სამხილებლად მონასტრიდან მონასტერში იწყო სიარული.

ერთხელ, მოწაფესთან ერთად წირვას ესწრებოდა, საღვთო აღტაცებამ რომ შეიპყრო და წმინდა ძღვენთან უამრავი ანგელოზი იხილა, დიდი გამოსვლისას საღმრთო ნათელი წმინდა ძღვენს დაადგა, შემდგომ კი - მთელი ტაძარი მოიცვა.

ხოლო ოდეს მღვდელმა სიწმინდე ტრაპეზზე დააბრძანა, ნათელი თან გაჰყვა და წმინდა ტრაპეზი განაბრწყინა, მისი კურთხევისას კი იაკობმა თვით მაცხოვარი იხილა ყრმის სახით.

მოგვიანებით მოწაფეს გაუმხილა, რომ ამ თვალშეუდგამ ნათელში მწირველი მღვდელი, დაფარულ ცოდვათა გამო, მთლად შავად მოჩანდა.

ღირსი მამა ფრიად შეაწუხა დიდებამ და ათონს ექვს მოწაფესთან ერთად მიაშურა, რომელთა შორის გახლდათ წმინდა თეონი (ხსენება 4 აპრილს), მომავალი ეპისკოპოსი თესალონიკისა.

კვირაში 5 დღეს არაფერს იხმევდა და არც არავის დაელაპარაკებოდა, შაბათს და კვირას კი - მოწაფეებს ხვდებოდა, რომ წმინდა ზიარება ერთად მიეღოთ და ის საღმრთო ჩვენებანი გაემხილა, უფალმა კვირის მანძილზე რომ გარდამოუვლინა.

ზიარების შემდგომ ხშირად გონებით აღიტაცებოდა ზეცად და ამ მდგომარეობაში მრავალი საათის მანძილზე რჩებოდა.

გარკვეული ხნის შემდგომ გამოცხადებით ეუწყა, რომ ათონი უნდა დაეტევებინა და ეტოლიას წასულიყო.

იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სარწმუნო იყო ეს გამოცხადება, ათონის ყველაზე მაღალი მთის მწვერვალზე აღვიდა და მთელი ღამე მიწაზე გართხმულმა გაატარა.

ბოლოს და ბოლოს, ანგელოზი გამოეცხადა და სამი შავი პური გაუწოდა. იაკობი კი მიხვდა, რომ უფალი ტანჯვისა და მოწამებრივი აღსასრულისთვის უხმობდა.

მაშინ უდაბნო ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად დაუტევა და ჯერ ოლიმპთან მდებარე ქალაქ პეტრას მიადგა, რომელსაც გადაწვა უწინასწარმეტყველა, შემდეგ კი - მცირე ხნით მეტეორაზე გაჩერდა, სადაც იქაურ მამათა აღსარება მიიღო, ბოლოს კი - ნავპაქტის სიახლოვეს მდებარე სოფელ დერვეკისტის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მცირე მონასტერში დასახლდა, მის ჩასვლამდე სამი დღით ადრე კი იქაურებმა არაამქვეყნიური ნათელი იხილეს, იმ ადგილს რომ დასდგომოდა.

მალე მისი სენაკისკენ უამრავმა ადამიანმა იწყო დენა, რომელთაც ოქრონეტარი სიტყვით შეეწეოდა. მისმა ღვაწლმა უკიდურესად გააცოფა ბოროტი და მავანთა პირით ცილი დასწამა - ტრიკალელ თურქთა წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობსო!

ამ უწყებით გაცოფებულმა თურქმა მმართველმა მის შესაპყრობად უმალ მეომართა რაზმი აფრინა.

მათი მოახლოება გამოცხადებით ემცნო ნეტარს და მოწაფეებს მოუწოდა, სასწრაფოდ აღესრულებინათ საღმრთო ლიტურგია და ის იყო, ეზიარნენ, მეომრები ტაძარში შეცვივდნენ.

იაკობმა ისინი თავაზიანად მიიღო, ტრაპეზიც შესთავაზა, შემდეგ კი საკუთარი ნებით გაჰყვა. მას თან ორი მოწაფე ეახლა, - დიაკონი იაკობი და მონაზონი დიონისე, გზად კი ლოცვით ერთ-ერთი მეომარი განკურნა.

ტრიკალას რომ ჩააღწიეს, მაშინვე უხმეს დაკითხვაზე, თუმცა, ბრალად ვერაფერი წარუდგინეს. მაგრამ მმართველმა, იმედოვნებდა რა, რომ ქრისტიანთაგან მის გამოსასყიდად თანხას მიიღებდა, იაკობს მაინც საპყრობილეს უკრა თავი.

ორკვირიანი პყრობილობის ჟამს ნეტარი მოწაფეებს და ყველას, ვინაც სანუგეშოდ აკითხავდა, არწმუნებდა, - მოწამეობა ღვაწლთაგან აღმატებულიაო!
მოწაფეთა უკანასკნელად დამოძღვრის შემდგომ დიონისესა და იაკობთან ერთად ადრიანოპოლს, სულთნის სამსჯავროზე უხმეს, მაგრამ მანამდე თანმხლებმა ჯარისკაცებმა, თითქოს მარტვილთ განამტკიცებენო, სამივე დაუნდობლად გვემეს.

რამდენიმე დღის შემდგომ სულთანმა, რომელსაც იაკობის მრავალრიცხოვან სასწაულთა შესახებ ბევრი რამ სმენოდა, ნეტარს მომავლის წინასწარმეტყველება სთხოვა, პასუხად კი მიიღო, - მოკლე ხანში გარდაიცვლებიო, რამაც უსჯულო ისე გაამწარა, მათი უმოწყალოდ ტანჯვა ბრძანა.
გავიდა სამი დღე და ახალი დაკითხვის შემდგომ ჯალათებმა იაკობს ტყავი ქამრებად აათალეს, მისი მოწაფეები ხარის ძარღვებით გაამათრახეს, შემდგომ კი - ფეხები მოახერხეს, ჭრილობები გაუქლიბეს, ბოლოს კი - ცეცხლს მისცეს.

ჩვიდმეტი დღე შეუჩერებლად ტანჯავდნენ ჯალათნი მონაზვნებს, თუმცა, არათუ მოდრიკეს, სახიდან უჩვეულო ნათელი და სიხარულიც კი ვერ წაჰგვარეს, ბოლოს კი სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს.

განაჩენის აღსრულების დღეს ყველა გააოცა იაკობის სიმტკიცემ, რომელიც სამსჯავრომდე ხორცშემოძარცვული, გაწყალებული ფეხებით ვიდოდა, ჯალათს ლოცვისთვის დრო სთხოვა, ხელნი ზეცად აღაპყრო, ეკლესიისა და სამყაროსათვის მშვიდობა გამოსთხოვა და მოწამებრივი აღსასრულისთვის მადლობა შესწირა, შემდეგ მკერდზე ფარულად შენახული წმინდა ძღვენი თანამოძმეთ უწილადა, ეზიარა და სანამ მიწაზე დაეცემოდა, სული უფალს შეჰვედრა.


ეს ამბავი 1520 წელს მოხდა.
თურქებმა მარტვილთა სხეულები ერთად დაჰკიდეს, ქრისტიანებმა მათი გამოსყიდვა მოახერხეს და სოფელში გადააბრძანეს. წმინდა მარტვილთა ძვალთშესალაგს კვირადღეებსა და დღესასწაულებზე საკვირველი ნათელი დაადგებოდა ხოლმე.

მალე ნეტარი იაკობის მოწაფემ, წმინდა თეონმა, წმინდანის სხვა მოწაფეებითურთ წმინდა ნაწილნი ათონზე გადააბრძანა, სადაც ერთხანს სიმონპეტრას სავანეში იყო დასვენებული, ათონიდან წამოსვლის შემდგომ კი სხვა მოწაფეებმა თესალონიკის სიახლოვეს, წმინდა ანასტასიას სახელობის სავანეში გადააბრძანეს, სადაც დღემდე განისვენებენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat