წმინდა ახალმოწამე კონსტანტინე (+1800) - 14 (27) ნოემბერი
წმინდა ახალმოწამე კონსტანტინე (+1800) - 14 (27) ნოემბერი
წმინდა კონსტანტინე კუნძულ ჰიდრეაზე დაიბადა ღვთისმოსავ ქრისტიანთა ოჯახში.
თვრამეტი წლის იყო, როცა მან მშობლები დატოვა და საცხოვრებლად როდოსზე გადავიდა, სადაც კუნძულის მმართველს, ჰასანს დაუდგა მსახურად. ბატონმა ხან ალერსით ხან საჩუქრებით ჭაბუკი დაითანხმა და ქრისტეს რწმენაზე ათქმევინა უარი. ჭაბუკს ჰასანი უწოდეს, მმართველის სახლში დიდი თანამდებობა მიიღო და ყველა პატივს სცემდა. თუმცა ჭაბუკი გონს მოეგო, მიხვდა თავის დაცემას, და მეგობრებისგან მალულად დასტიროდა თავის ცოდვას. ამგვარ მდგომარეობაში მან სამი წელი დაჰყო. ბოლოს, როგორც იქნა, ხელსაყრელი დრო ნახა და მოძღვართან მივიდა და თავის სავალალო მდგომარეობაზე მოუყვა. მღვდელს ყმაწვილი შეებრალა, ურჩია, როდოსიდან შორს წასულიყო და სინანულით ემკურნალა საკუთარი სულისთვის. მაგრამ კონსტანტინემ სთხოვა როდოსში დარჩენის კურთხევა მიეცა, რათა ქრისტესთვის მოწამებრივი სიკვდილით გამოესყიდა უფლის ღალატი. მაგრამ მოძღვარმა გადააფიქრებინა, უთხრა, ეს მაშინ უნდა მოიმოქმედოს კაცმა, როცა ასაკის გამო ხასიათიც გაუმტკიცდება, მარხვით, ლოცვით, მღვიძარებით შეემზადება ამ დიდი ღვაწლისთვის და ბოლოს მაშინ უნდა გაბედოს მოწამეობა, თუკი ეს ღვთის ნება იქნებაო. შენ კიდევ ყმაწვილი ხარ, ვაითუ განსაცდელს ვერ გაუძლო და მეორედ უარყო ქრისტეო. კონსტანტინემ დაუჯერა მოძღვარს. წავიდა ჰასანის სახლში, მოაგროვა მთელი თავისი ქონება, გლახაკებს დაურიგა და რამდენიმე დღის შემდეგ ყირიმში წავიდა.
კონსტანტინემ ყირიმში სამი წელი დაჰყო. გულშემუსვრილი ინანიებდა ცოდვებს, მაგრამ სული ვერ დაიმშვიდა, სულ მუდამ ახსენდებოდა უფლის სიტყვები: ვინც მე უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ მას ზეციური მამის წინაშეო. კონსტანტინემ დატოვა ყირიმი და კონსტანტინოპოლში ჩავიდა. იქ ერთ გამოცდილ მოძღვარს გაანდო თავისი განზრახვა, რომ ქრისტეს ღალატისთვის ქრისტესთვის მოწამეობა სურდა. მოძღვარი ხედავდა რა მის სინორჩეს, ვერ გაბედა მოწამეობის ღვაწლისთვის ეკურთხებინა, სამაგიეროდ კონსტანტინოპოლის პატრიარქის გრიგოლის წინაშე წარადგინა, რომელსაც ყველაფერი მოუყვა ყმაწვილკაცის შესახებ და მისი განზრახვაც გააცნო.
პატრიარქმა დიდად გაიხარა, რომ ქრისტეს დაკარგული ცხვარი ფარას დაუბრუნდა. თუმცა კი გააფრთხილა რამდენად სახიფათო იყო მისი არჩეული გზა, ამიტომაც ურჩია, ჯერ ათონის მთაზე წასულიყო და იქ გამოცდილ მოსაგრეებთან ერთად სულიერად ეღვაწა. შემდეგ კი თუ მამები ჩათვლიდ¬ნენ, რომ დადგა ჟამი მისი მოწამებრივი სიკვდილისა, მაშინ უყოყმანოდ აესრულებინა თავისი განზრახვა.
პატრიარქთან საუბრის მერე კონსტანტინე ათონის მთაზე წავიდა და იქ ივერიის მონასტერში დასახლდა, სადაც სიყვარულით და მოშურნედ მორჩილებდა მამებს. ამასთან, ხშირად მიდიოდა პორტაიტისას ღვთისმშობლის ხატის წინაშე და ევედრებოდა, დაემშვიდებინა მისი გული, და ღირსი გაეხადა ქრისტესთვის სისხლის დათხევისა. ნათლისმცემლის სკიტის მოძღვარი იყო მღვდელმონაზონი სერგი. მანაც ურჩია, მოწამეობისგან თავი შეეკავებინა, რამეთუ წამების გარეშეც შესაძლებელია თავის ცხონება. მაგრამ კონსტანტინეს ვეღარავინ შეაჩერებდა. მან დატოვა მთაწმინდა და როდოსს მიაშურა. იქ ეზიარა უფლის სისხლსა და ხორცს, შემდეგ იქაურ მღვდელს გაესაუბრა. მანაც სცადა მისი შეჩერება. მაგრამ კონსტანტინეს მტკიცედ გადაეწყვიტა ქრისტეს¬თვის წამებულიყო. მან გულმხურვალედ ილოცა და თავისი ყოფილი ბატონის სახლში წავიდა. წარდგა ბატონ ჰასანის წინაშე და უთხრა: მე ის მსახური ვარ, სამი წლის წინ ალერსიანი, მზაკვრული სიტყვებით, რომ მოატყუე და დამარწმუნე მეღალატა ქრისტესთვის, რომელსაც ახლა ვაღიარებ, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს, ხოლო თქვენ ცრუ წინასწარმეტყველ მუჰამედს კი დავწყევლი, როგორც მატყუარას და ადამიანთა სულების დამღუპველს!
- უბედურო, მე შენ ჩემს მსახურად მაშინ გაღიარებ, თუ ბერის შავსა და გლოვის სამოსს გაიხდი. ხოლო მე ვუბრძანებ, ყველაზე ძვირფასი სამოსი ჩაგაცვან. ადრინდელზე მეტ პატივში მოგაგებ და სიმდიდრით აგავსებ.
- ბატონო, - უპასუხა ქრისტეს აღმსარებელმა, - პირიქით, მინდა დავუტევო შენი უწმინდური რწმენა; ყველა ბოროტება, რაც შენ გამიკეთე, როცა მაჰმადიანად მაქციე, რის შემდეგ დიდი ხანი სინდისი მამხილებდა და ვტიროდი დაცემას. ყველაფერ ამას გაპატიებ, თუკი ირწმუნებ იესო ქრისტეს ჭეშმა¬რიტ ღმერთად. ამგვარად, კეთილგონივრულად მოიქეცი და ნუ დაკარგავ დროს, რომ ქრისტეს რწმენაზე მოიქცე.
- საცოდავო,. ვინ გასწავლა ამგვარი სისულელეების თქმა? მინდოდა, რომ ბედს მეწიე, შემდგომში ჩემს ქალიშვილზე შენს დაქორწინებას ვაპირებდი, შენ კი არად ჩააგდე ჩემი ზრუნვა და ასეთ შეურაცხყოფას მაყენებ, - უთხრა ჰასანმა.
ამ დროს ჰასანის ერთმა მსახურმა კონსტანტინეს სილა გააწნა, წმინდანმა მადლობა შესწირა უფალს. ამის მერე კონსტანტინე ჰასანის ბრძანებით დილეგში ჩააგდეს და სამი დღის შემდეგ მიიყვანეს მმართველთან. მან მრისხანედ ჰკითხა:
- მზაკვარო და ბოროტო მონავ! თუ დაფიქრდი შენს კადნიერებაზე ჩემი ქრისტიანად მოქცევა რომ სცადე.
- ტყუილად მიბრაზდები, ბატონო: მე ჭეშმარიტებას გეუბნები და გირჩევ, ირწმუნო იესო ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი, რომელმაც შექმნა ყოველი ქმნილება, რომლის რწმენის გარეშეც შეუძლებელია ცათა სასუფეველში დამკვიდრება. თქვენი წინასწარმეტყველი კი მატყუარაა, თვითონ წარწყმდა და თავის მიმდევრებსაც წარწყმედისკენ მიათრევს. ამიტომაც გთხოვ განუდექი წყეულ მუჰამედს და ირწმუნე უფალი ჩვენი იესო ქრისტე, გახდი ქრისტიანი და დაიმკვიდრე ცათა სასუფეველი.
განრისხებულმა ჰასანმა მსახურებს უბრძანა:
- სცემეთ, თავიდან თმა დააგლიჯეთ, ფრჩხილები დააცალეთ, დაუფლითეთ სხეული, და ქვებით პირი შეუმუსრეთ, რათა იცოდეს, ხელისუფლებასთან როგორ ილაპარაკოს.
მხეცებივით ეცნენ წმინდა მოწამეს, თმა დააგლიჯეს, სახე შეუმუსრეს, სხეული დაუგლიჯეს. წმინდანი ყველაფერს დაითმენდა და უფალს მოუხმობდა: "მომიხსენე უფალო, სასუფეველსა შენსა". იმავე ღამეს მოწამეს თვით უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა და წყლულებისაგან განკურნა. მეორე დილით კონსტანტინეს თავზე თმა ხელ-ფეხზე კი ფრჩხილები ამოსულიყო. მეორე დღეს წამება გააგრძელეს, ჯოხებით ისე სცემეს, ხორცი სხეულიდან ნაფლეთებად სცვიოდა. ცოცხალ-მკვდარი მიწაზე უგონოდ დაეცა. ჯალათებმა წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს, იფიქრეს მოკვდაო. სამი დღის შემდეგ ჰასანმა მსახურებს უბრძანა, დილეგიდან მკვდრის გვამი მოისროლეთ, თორემ იქაურობა აყროლდებაო. მაგრამ როცა შიგნით შევიდნენ, ჯალათებს ქრისტეს მსახური ცოცხალი და საღსალამათი დახვდათ., სახე კი უბრწყინავდა. როცა ჰასანს ამის შესახებ მოახსენეს, გაოცებულმა ბრძანა მომიყვანეთო. და როცა წმინდა კონსტანტინე მიიყვანეს, კვლავ სცადა მისი მუსულმანობაზე მოქცევა, თან ათასნაირ სიმდიდრეს ჰპირდებოდა. წმინდანმა უთხრა:
- შენ თვითონ ნახე როგორ მაწამეს შენმა მსახურებმა, მაგრამ უფალი ჩემი იესო ქრისტე გამოცხადდა და გამკურნა. ამის მერე რამდენად გონივრული იქნება მას ვუღალატო და ვირწმუნო ცრუ მუჰამედის, რომელიც უზნეობის და სიბილწის მასწავლებელია.
ჰასანმა კონსტანტინე დილეგში ჩააგდო, და ხელ-ფეხზე მძიმე ჯაჭვები დაადო. მსახურებს კი უბრძანა სასწაულის შესახებ არაფერი ეთქვათ. მოწამემ სამი დღე გაატარა დილეგში, სადაც მასთან ერთად რვა ქრისტიანი და ოთხი თურქიც იყო ჩამწყვდეული. უფალმა ინება ენუგეშებინა მოწამე, განემტკიცებინა რწმენაში ქრისტიანები და შეერცხვინა ჯვრის მოწინააღმდეგენი. შუაღამეს ბრწყინვალე ნათელი დაადგა დილეგს. ტყვეებს ბორკილები დასცვივდათ და მათ მაშინვე ლოცვა დაიწყეს. შეშინებული თურქები მიწაზე დაემხვნენ. ამასობაში დარაჯებმაც მოირბინეს - ეგონათ, დილეგში ხანძარი გაჩნდაო და შიგნით შესულებმა ღვთის სასწაული იხილეს. მაშინვე ჰასანს შეატყობინეს. მან ქრისტიანები და თურქები გამოაშვებინა, თან სიკვდილის მუქა¬რით დააშინა, ღვთის სასწაულზე არაფერი ეთქვა. წმინდა კონსტანტინე საპყრობილეში დატოვეს. ჰასანის ბრძანებით ყოველდღიურად უნდა ეცემათ. მაგრამ როცა ერთხელ ერთი იმამი მის საცემრად გაიწია, ხელი ნახშირივით გაუშავდა და ამის შემდეგ სხვა თურქებმა მისი ცემა ვეღარ გაბედეს. ხუთი თვე იყო წმინდანი საპყრობილეში შიმშილსა და სიცივეში. უფლის ჩაგონებით ერთმა ქრისტიანმა წმინდანს წმინდა ზიარება შეუტანა და გააძლიერა მოწამე როგორც სულით, ისე სხეულით.
ჰასანი ვერ ბედავდა თვითნებურად სიკვდილით დაესაჯა ჰიდრეას მკვიდრი, რადგან ჰიდრეელებს დიდი გავლენა ჰქონდათ პორტაში, განსაკუთრებით არქიპელაგის ფაშას კაპიტანს. მან კაპიტან გიორგის წერილი მისწერა, რომელიც მაშინ ალექსანდრიაში იყო, მოუყვა კონსტანტინეს შესახებ და მისგან საბოლოო განაჩენს ელოდა. წმინდა კონსტანტინემ ეს რომ შეიტყო, მანაც წერილი გაუგზავნა გიორგის და უფლის სახელით დააფიცა, არ გაეთავისუფლებინა და ხელი არ შეეშალა მისი მოწამეობის ღვაწლისთვის, კაპიტანმა გიორგიმ კონსტანტინეს წერილი რომ მიიღო და დაინახა მისი მხურვალე სურვილი ქრისტესთვის მომკვდარიყო, ხელი აღარ შეუშალა - როდოსის მმართველს წერილი მისწერა, მაგ კაცს არ ვიცნობთ, და რაც გინდა ის უქენიო.
ჰასანმა წერილი რომ მიიღო, კიდევ ერთხელ მოსთხოვა მოწამეს ქრისტეზე უარი ეთქვა, ხოლო როცა მისი მტკიცე უარი მოისმინა, ბრძანა დილეგში ჩაგდოთ და იქ მოეშთოთ. 1800 წლის 14 ნოემბერს, ღამის 5 საათზე ქრისტეს მოწამე კონსტანტინეს წმინდა სული ზეციურ სასუფეველში გადასახლდა. ქრისტიანებმა მისი წმინდა სხეული დილეგიდან ვარუსიონში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში გადაასვენეს. მისი საფლავი უფალმა მაშინვე სასწაულებით განადიდა, სხვადასხვა სნეულებით დაავადებულნი ხელის შეხებით იკურნებოდნენ.
მალე დედამისმა შეიტყო, რომ მისი ვაჟის პატიოსანი სხეული როდოსში იყო დაკრძალული, და მისი სამშობლოში გადასვენება გადაწყვიტა, რაშიც ზემოთ ხსენებული კაპიტანი გიორგი დაეხმარა. უამრავი სასწაული აღესრულა წმინდა კონსტანტინეს გადასვენებისას და მრავალი ადამიანი განიკურნა მისი საფლავის თაყვანისცემისას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat