მღდელმოწამე გრიგოლ V, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (ანგელოპულოსი, +1821) - 10 (23) აპრილი
მღდელმოწამე გრიგოლ V, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (ანგელოპულოსი, +1821) - 10 (23) აპრილი
ეს ღვთისკაცი 1745 წელს პელოპონესზე ღარიბ ოჯახში დაიბადა, დაწყებითი განათლება მონაზონი ბიძისაგან მიიღო, შემდეგ კი სმირნის მახლობლად დასახლდა.

ბერად სტროფადის არქიპელაგის ერთ-ერთი კუნძულის მონასტერში აღიკვეცა, საღვთისმეტყველო განათლება კი კუნძულ პატმოსზე გაასრულა და კვლავ სმირნას დაუბრუნდა.

იქ მიტროპოლიტმა პროკოფიმ, რომელსაც გრიგოლი შვილივით უყვარდა, ხოლო როდესაც პროკოფი საპატრიარქო პატივით შეიმოსა, გრიგოლს სმირნის ეპოს¬კოპოსად დაასხა ხელი.

ოცდახუთი წლის მანძილზე სიბრძნით და მამობრივი სიყვარულით მართავდა ამ მდიდარი ქალაქის სამწყსოს და ეპარქიას წმინდა მღვდელმთავარი. მცირე აზიის ბერძნული კულტურის ცენტრს, მისი ძალისხმევით იქ მრავალი ტაძარი აღდგა, მრავალი სკოლა დაარსდა და უპოვართა დასახმარებლად მოხერხებული სისტემაც შეიქმნა.

1797 წელს გრიგოლი კონსტანტინოპოლის პატრიარქად აკურთხეს. იქაც მრავალი ქველი საქმე აღასრულა - საპატრიარქო პატივს ღირსება აღუდგინა, გამართა ტიპოგრაფია, რომლის წყალობითაც მშობლიურ ენაზე მრავალი წიგნი დაიბეჭდა, მკაცრად იცავდა საეკლესიო კანონებს და გამუდმებით ზრუნავდა სასულიერო პირთა ზნეობრივ სრულქმნილებაზე.

მისი პატრიარქობა მშფოთვარე წლებს დაემთხვა. ბერძენნი, რომელნიც ოთხი საუკუნის მანძილზე იტანჯებოდნენ თურქთა უღელქვეშ, საყოველთაო აჯანყებისთვის იწყებდნენ მზადებას.

გრიგოლი, გრძნობდა რა თავის დიდ პასუხისმგებლობას სამწყსოს წინაშე, ცდილობდა, ლოცვით, ქადაგებით და მამობრივი რჩევით შესწეოდა და თავისი ხალხის თვითშეგნებას იდუმალად განემტკიცებინა. მისი გაპატრიარქებიდან წელიწად-ნახევრის შემდგომ იმ მღვდელმთავრებმა, რომელნიც უღირს საქციელში ამხილა, წმინდა მამა სულთანთან დაასმინეს. ამ უკანასკნელმა გრიგოლი ჯერ ქალკიდიკზე გადაასახლა, შემდეგ ათონის ივერთა მონასტერში.

ათონზე ყოფნისას ღირსმა მამამ წმინდა მთის ყველა მონასტერი მოილოცა და იქაურ მამათათვის მონაზვნური ცხოვრების მაგალითად იქცა.

სწორედ მან აკურთხა ექვთიმე (ხსენება 22 მარტს) მოწამებრივი ღვაწლისთვის, ხოლო როდესაც აღათანგელოზის (ხსენება 19 აპრილს) ნებაყოფლობითი მოწამეობის შესახებ შეიტყო, ფრიად განიხარა.

1806 წელს, როდესაც კონსტანტინოპოლს დაუბრუნდა, იქაურებმა უდიდესი სიხარულით მიიღეს. თუმცა, 1808 წელს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ საიმპერატორო სკიპტრა სულთანმა მეჰმედ მეორემ იგდო ხელთ, ნეტარი მამა იძულებული შეიქნა, საპატრიარქო პატივზე უარი ეთქვა და კუნძულ პრინკიპოზე განმარტოებულიყო, საიდანაც მოკლე ხანში კვლავ წმინდა მთას დაუბრუნდა.

იქ კვლავ ჩაუღრმავდა წმინდა მამათა მემკვიდრეობას და ღვაწლი განიმრავლა.

1818 წელს გრიგოლს ფარული ორგანიზაციის, - "ფილიკიეთერიას" წევრები დაუკავშირდნენ, რომელნიც აჯანყებას ამზადებდნენ და დაქსაქსულ ბერძნულ ძალთა გაერთიანებას ცდილობდნენ.

წმინდა მამამ თანადგომა გამოუცხადა, მაგრამ რადგანაც მიიჩნევდა, რომ აჯანყება ნაადრევი იყო, მის თავკაცთ მოთმინებისკენ მოუწოდა.

გარკვეული ხნის შემდგომ იგი კვლავ დაუბრუნდა საპატრიარქო ტახტს და კვლავინდებურად შეუდგა ძველ ღვაწლს, პირველ რიგში კი, - სკოლები აღაშენა, რომ ბავშვებს ბერძნული განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

მისივე ძალისხმევით შეიქმნა "გულმოწყალების ფონდი", რომელიც შეძლებულ ბერძენთა შემოწირულობებით არსებობდა და უპოვართ შეეწეოდა.

1821 წლის 1-ელ თებერვალს დუნაის სათავადოებში ბერძენთა აჯანყება დაიწყო, თუმცა, მოუმზადებლობის გამო დღემოკლე აღმოჩნდა და კონსტანტინოპოლსა და ოსმანთა იმპერიის სხვა დიდ ქალაქებში სისხლიან რეპრესიებს დაუდო დასაბამი.

ამ საშინელ უსამართლობას მრავალი წარჩინებული ბერძენი შეეწირა, ოთხი ეპისკოპოსი დააპატიმრეს, ხოლო როდესაც ყოველ წარჩინებულ ბერძენს უხმეს, წმინდა გრიგოლი, განჭვრიტა რა ამ ფაქტის საშინელი შედეგები, მტარვალნი დაარწმუნა, - ეს ხალხი თქვენი ერთგულია და ამის გარანტი თავად გახლავართო!

ამ საქციელით უკმაყოფილო სულთანმა გრიგოლს მოსთხოვა, ამ ჯანყის თავკაცი, ალექსანდრე იფსილანტი, ეკლესიიდან განეკვეთა.

31 მაისს პელოპონესზე საყოველთაო აჯანყება დაიწყო. ვნების შვიდეულის ორშაბათს მრავალი წარჩინებული ბერძენი სიკვდილით დასაჯეს.

წმინდა პატრიარქმა, კარგად უწყოდა, თუ რა ელოდა, გაქცევაზე უარი განაცხადა: - სამწყსო როგორ მივატოვო? საპატრიარქო პატივი იმად შემიმოსავს, რომ ხალხს ვუწინამძღვრო... ჩემი სიკვდილი ჩემივე სიცოცხლეზე სასარგებლო იქნება, ამის წყალობით ბერძენნი განწირული სიმამაცით შეძლებენ ბრძოლას, ამას კი ხშირად მოაქვს გამარჯვება!

გაქცევას და თავის საქვეყნოდ შერცხვენას არ ვაპირებ, რომ ჩემს დანახვაზე ხალხმა არ თქვას: - "შეხედეთ, აი, მკვლელი - პატრიარქიო!"

10 აპრილს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, წმინდა მამამ მშვიდად აღასრულა საღვთო ლიტურგია, წირვის ბოლოს პელოპონესის აჯანყების შესახებ მოახსენეს, რის პასუხადაც ბრძანა:

- ამიერიდან, როგორც ყოველთვის, იყავნ ნება ღვთისა!

გავიდა რამდენიმე საათი და თურქმა იანიჩრებმა უხეშად გაიყვანეს ტაძრიდან და საპყრობილეს მისცეს.

დაკითხვისასაც და საზარელი წამებისასაც დუმილს ოდენ მაშინ არღვევდა, როდესაც მისგან რწმენის უარყოფას მოითხოვდნენ.

- ქრისტიანი პატრიარქი ქრისტიანად მოკვდება! - იყო პასუხი.

მოკლე ხანში კონსტანტინოპოლის პატრიარქად სხვა ადამიანი აღსაყდრდა, წმინდა გრიგოლის სხეული კი საპატრიარქოს შესასვლელთან ჩამოკიდეს.

ამ ამბის სახსოვრად ხსენებული კარი აღარასოდეს გაღებულა.

მოწამებრივი აღსასრულის წინ წმინდა მღვდელმთავარმა თვალნი ზეცად აღაპყრო და უფალს შეჰღაღადა:

- ხელთა შენთა შევავედრებ, უფალო, ჩემს სულს!

მის წმინდა სხეულს თურქნი და იუდეველნი გარდაცვალების შემდგომაც ქვებს ესროდნენ, მისი ჯალათი კი იქვე იჯდა და ყალიონს მშვიდად აბოლებდა.

სამი დღის განმავლობაში ეკიდა გარდაცვლილი პატრიარქის სხეული ქალაქში, შემდეგ იუდეველებმა რვაასი პიატრის საფასურად შეისყიდეს და ქალაქის ქუჩებში სიხარულით დაათრევდნენ, ბოლოს კი - ზღვას მისცეს.

იმ მძიმე ქვის მიუხედავად, რომელიც წმინდა პატრიარქს ყელზე ჰქონდა გამობმული, მისი სხეული მაინც ამოტივტივდა წყლის ზედაპირზე, რის შემდეგაც რუსულდროშიანმა ბერძნულმა ხომალდმა იპოვა, აღმოიყვანა და ოდესას გადააბრძანა.

სხეული თაყვანსაცემად რამდენიმე დღის მანძილზე იყო დასვენებული და ხრწნის არავითარი ნიშანი არ გასჩენია.

1871 წელს, ბერძნული აჯანყების 50 წლის თავზე, წმინდა გრიგოლის წმინდა ნაწილები ათენის საკათედრო ტაძარში დიდი პატივით გადააბრძანეს.

ხსენება 10 აპრილს, ოდესელ წმინდანთა, კონსტანტინოპოლელ წმინდანთა (ბერძნული), ახალმოწამეთა, კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ვნებულთა (ბერძ.), ათონის პატივცემულ მამა-კოლივადთა (ბერძ.), დოდეკანელ(ბერძ.) ტაძრებში. ), პატმოსელ (ბერძნული) წმინდანთა კრებებში და ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს (ბერძნულ.)

მეოხ გვეყოს მისი წმინდა ლოცვა!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat