ერისკაცობაში ჰასანი ერქვა, დაიბადა კონიცაში, ალბანეთში, მუსლიმი ალბანელების ოჯახში. აღიზარდა მუსლიმურ რწმენაში. მამამისი იყო შეიხი - სუფიების თემის სულიერი მოძღვარი.
ოცი წლის ასაკში შევიდა სუფიების ორდენში. იგი გაემგზავრა ქალაქ ვრახორიში, ეტოლიაში, სადაც ფაშა იყო მისი მამის მეგობარი - ჰაზნატარ იუსუფ არაბი. აქ, ფაშას რეზიდენციაში, იგი თავაზიანად მიიღეს. შედარებით მოკლე დროში მან გაიარა მისტიკური სრულყოფილების სულიერი საფეხურების უმეტესი ნაწილი, რომლებიც დადგენილია სუფიურ მოძრაობაში.
მას მოუწია მონაწილეობა მიეღო ომში რუსეთთან, საბრძოლო მოქმედებებში იონიის კუნძულების რეგიონში. ომში იგი გაეცნო მართლმადიდებლობას და სახლში დაბრუნდა მტკიცედ დარწმუნებული ქრისტეს რწმენის ჭეშმარიტებაში, უარი თქვა ისლამსა და სუფიზმზე. რადგან არავის სურდა მისი მონათვლა თურქების შიშით, იგი გაემგზავრა მეზობელ კუნძულებზე, სადაც მოინათლა იოანეს სახელით.
მატერიკზე დაბრუნების შემდეგ, დასახლდა მართლმადიდებლურ სოფელში, დაქორწინდა მართლმადიდებელ გოგონაზე და შედიოდა მუსლიმი ყაჩაღებისგან თავდაცვის რაზმში. მამამ, როცა ეს შეიტყო, გაუგზავნა მას ორი სუფი, რათა ისლამში დაებრუნებინათ, მაგრამ ისინი მარცხით დაბრუნდნენ. "ნუ იფიქრებთ, რომ მე კვლავ ბრმად ყოფნა მომინდება," უპასუხა მან მათ.
მაშინ წმინდანი დაასმინეს. იგი დააპატიმრეს და თურქულ სასამართლოში წარადგინეს. მოსამართლის - ჰაზნატარის მემკვიდრის - წინაშე იგი განაგრძობდა ჭეშმარიტი რწმენის გულწრფელად აღიარებას, იტანდა წამებასა და ცემას, სანამ არ მოკვეთეს თავი 1814 წლის 23 სექტემბერს. სიკვდილის წინ წმინდა იოანემ შესძახა: "მომიხსენე მე, უფალო, შენს სასუფეველში!"
1974 წლის 4 იანვარს (ახ. სტ.) აღმოჩენილ იქნა მოწამის წმინდა ნაწილები.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი