წმინდა მოწამე აპოსტოლოს კონსტანტინოპოლელი (+1686-1689) - 16 (29) აგვისტო
წმინდა მოწამე აპოსტოლოს კონსტანტინოპოლელი (+1686-1689) - 16 (29) აგვისტო
ხსენების დღეებია 16 აგვისტო - გარდაცვალება (ბერძნული), 3 ნოემბერი -მისი წმინდა ნაწილების გადასვენება კონსტანტინოპოლიდან აიოს-ლავრენტიოსში 1796 წელს (ბერძნული).

წარმოშობით იყო სოფელ აიოს-ლავრენტიოსიდან, რომელიც მდებარეობს პილიონის მთაზე, თესალიაში, საბერძნეთში. მამამისს ერქვა კოსტას სტამატიუ, დედას კი - მელო. 1682 წელს მისი მშობლები გარდაიცვალნენ და ჭაბუკი გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, სადაც სამუშაო იშოვა ტავერნაში.

ამასობაში, მის თანამემამულეებს აიოს-ლავრენტიოსში უზომოდ მაღალი, უსამართლო გადასახადები დაუწეს და მათ მიერ არჩეული კომიტეტი 1686 წელს გაემგზავრა კონსტანტინოპოლში თურქ მოხელესთან, რომელიც პასუხისმგებელი იყო დაბეგვრაზე. მათ გადასახადების გარკვეულ შემცირებას მიაღწიეს და შინ დაბრუნდნენ. თუმცა, ადგილობრივმა მხედარმთავარმა არ ცნო მათ მიერ ჩამოტანილი დოკუმენტები, უწოდა მათ ყალბი და დელეგაციის სამი წევრი, რომლებიც დედაქალაქში იყვნენ ნამყოფნი, დაიჭირა, შეკრა როგორც დამნაშავეები და პირადად წაიყვანა ქალაქში, სადაც მიაღწია მათ დაპატიმრებას.

ეს, რომ შეიტყო აპოსტოლი, რომელიც უკვე ოთხი წელი ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში და კარგად იცოდა თურქული ენა, გამოესარჩლა თავის თანასოფლელებს. იგი მივიდა მხედარმთავართან და გადაჭრით და თამამად ამხილა იგი სიცრუეში. ამან თურქი გააბრაზა და მან ბრძანა ჭაბუკი ჯაჭვებით შეეკრათ და ოთხი წელი ციხეში ჰყოლოდათ - ზუსტად იმდენი ხანი, რამდენიც ის მშობლიურ სოფელს იყო მოწყვეტილი. ამავე დროს, შემდგომი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, მან გადაწყვიტა გაეთავისუფლებინა ოთხი მისი თანამემამულე. და აქ ერთ-ერთმა მათგანმა, ჩხუბისთავმა მოხუცმა, ცილი დასწამა აპოსტოლს, დაადანაშაულა რა იგი ხელისუფლების წინააღმდეგ წაქეზებაში. ამიტომ, ოთხივეს გათავისუფლების შემდეგ, ვოევოდამ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და ბრძანა ჭაბუკი სიკვდილამდე ეწამებინა.

მას ყოველდღიურად უწევდნენ საშინლად აწამებდნენ. ერთხელ აპოსტოლმა მოახერხა ერთი ფეხის ჯაჭვებიდან გათავისუფლება და სცადა გაქცევა, თუმცა ჯაჭვების ჟღარუნმა გასცა იგი და დაიჭირეს. განრისხებულმა მხედარმთავარმა დაიწყო წმინდანის ცემა ცულით, და მან უთხრა: "რატომ მცემ ასე უგულოდ? იმიტომ ხომ არა, რომ მე, ქრისტიანი, უკეთესი და პატიოსანი ვარ წინადაცვეთილებზე - შენზე და შენს მსახურებზე?" მაშინ მხედარმთავარმა ბრძანა ჭაბუკი ძალით წინადაეცვითათ. მაგრამ ამის შემდეგაც აპოსტოლი დარჩა მტკიცე და იმეორებდა: "მე ქრისტიანი ვარ და არასოდეს უარვყოფ ჩემს წმინდა რწმენას".

მას დაათრევდნენ მოსამართლიდან მოსამართლემდე, ცდილობდნენ მის ცდუნებას დიდების და სიმდიდრის დაპირებით, სთავაზობდნენ ფუფუნებით სავსე სასახლეს და თვით ოქროს ცხენსაც კი. მაგრამ წმინდანი პასუხობდა: "გიმეორებთ: მე ქრისტიანი ვარ, და რა სიკვდილსაც არ უნდა მომისჯიდეთ, ჩემი ქრისტეს მადლით მას სიხარულით მივიღებ".

ნაწამები და ცილისწამებული, ისლამიდან განდგომის ცრუ ბრალდებით, აპოსტოლი სიკვდილით დასაჯეს. 19 წლის მოწამეს თავი მოჰკვეთეს ენი-ჯამის კიბეებზე. ეს მოხდა 1686 წლის 16 აგვისტოს. მისი ნეშტი ჩააგდეს ოქროს რქის ყურეში, ხოლო თავი გაგზავნეს სასახლეში წმინდანის სიკვდილის დასადასტურებლად. შემდგომში ქრისტიანებმა მოახერხეს მისი წამოღება და ეს სიწმინდე დაასვენეს დიდმოწამე დიმიტრის ტაძარში ტატაულაში.

თაყვანისცემა და სასწაულები

1797 წლის 3 ნოემბერს წმინდა აპოსტოლის თანამემამულემ, სელევკიის მიტროპოლიტმა დოსითეოსმა ჩამოიტანა მოწამის პატიოსანი თავი მის სამშობლოში - სოფელ აიოს-ლავრენტიოსში, სადაც ის განისვენებდა წმინდა ათანასეს ეკლესიაში. 1805 წელს რელიქვია გადაასვენეს პირველ ტაძარში, რომელიც მიძღვნილი იყო წმინდა აპოსტოლისადმი და აშენებული იყო იმ ადგილას, სადაც ოდესღაც მისი სახლი მდებარეობდა. მას შემდეგ მისი ხსენება განსაკუთრებით პატივცემულია რეგიონში და მთელ მაგნესიაში.

პილიონზე არსებობს წმინდა აპოსტოლისადმი მიძღვნილი ტაძარი. ასევე არის სამლოცველო, მისი სახელით დარქმეული, ქალაქ ვოლოსში.

2007 წელს ეპისკოპოსმა დამასკინმა მოყვა სასწაულზე, რომელიც მოხდა მოწამე აპოსტოლის შუამდგომლობით. ცოტა ხნით ადრე ჩრდილოეთ საბერძნეთიდან მასწავლებელთა წყვილი ჩამოვიდა ვოლოსში. ცოლი ბევრჯერ ფეხმძიმდებოდა, მაგრამ მეშვიდე თვეზე მუცელი ეშლებოდა. მაშინ ღვთისმოსავმა მასწავლებელმა, ბინის მეპატრონემ, სადაც ისინი ცხოვრობდნენ, ურჩია ბავშვი წმინდა აპოსტოლისთვის მიეძღვნათ. მეუღლეებმა უპასუხეს, რომ "არ სჯეროდათ ასეთი რამეების", და მაშინ მეპატრონემ თავად გადაწყვიტა აღთქმის დადება, იმ პირობით, რომ ბავშვს მონათლავდნენ წმინდანის ტაძარში, მისცემდნენ მის სახელს, ხოლო ის გახდებოდა ნათლია. მშობლები დათანხმდნენ და ამჯერად ბავშვი დაიბადა. წყვილის ერთ-ერთმა ნაცნობმა დაჟინებით მოითხოვა, რომ ნათლია მამა ყოფილიყო, მაგრამ ნათლობამდე ერთი კვირით ადრე ის დაეცა და ორივე ხელი მოიტეხა. ასე შესრულდა აღთქმა: ბიჭი მონათლეს პილიონის ეკლესიაში, წმინდა აპოსტოლის სახელით, ხოლო ნათლია გახდა ღვთისმოსავი მასწავლებელი.

.................................

33 პალესტინელი მოწამე - 16 (29) აგვისტო

მათ ქრისტეს სიყვარულისთვის მახვილით თავები მოჰკვეთეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat