ქრისტიანი ახალგაზრდები - წმინდა გაბრიელი და კირმიდოლი განათლებული და კეთილშობილი წარმომავლობისა იყვნენ.
ისინი XVII საუკუნეში ეგვიპტეს ქალაქ ქაიროში ცხოვრობდნენ. მათ მეზობლად მეჩეთი იყო. მეზობლებს შურდათ, რომ ახალგაზრდები ერთგულნი იყვნენ მამათა რწმენისა და ცილი დასწამეს, მეჩეთის გალავანი არაწმინდებით დასვარესო. გაბრიელი და კირმიდოლი შეიპყრეს და ამირას წარუდგინეს. ამირამ მათ რწმენის შეცვლა მოსთხოვა. უარი მიიღო. მაშინ მეომრები ეცნენ და ფეხებით შედგნენ, წმინდა გაბრიელს თავი მოჰკვეთეს, წმინდა კირმიდოლს კი დანა გაუყარეს მკერდში, ჯერ კიდევ სუნთქავდა, როცა ქვებით თავი გაუჩეჩქვეს. წმინდანთა სხეული ქალაქგარეთ დაწვეს, ფერფლი ქარს გაატანეს. გადარჩა მხოლოდ წმინდა გაბრიელის თავი, რომელიც ერთმა ჯარისკაცმა დამალა და მერე ქრისტიანებს მიჰყიდა. მათ კი წმინდა ალექსანდრიის პატრიარქ იოაკიმე I-ს მიართვეს. პატრიარქმა სიწმინდე კიდობანში ჩაასვენა და დიდი ზეიმით გადაასვენა ქაიროს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში. წმინდა გაბრიელი და წმინდა კირმიდოლი 1522 წელს აწამეს.
მოწამეების გაბრიელისა და კირმიდოლის მსახურების ხელნაწერი ინახება კაიროს საპატრიარქო ბიბლიოთეკაში (Cod.. 379).
მათ მოიხსენიებს საბერძნეთის ეკლესია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი