ახალმოწამე გიორგი იანინელი - 17 (30) იანვარი
ახალმოწამე გიორგი იანინელი   -  17  (30)  იანვარი
"გახსოვდეს, რომ მართლმადიდებელი ხარ"
17 იანვარს, ძველი სტილით, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს წმინდა ახალმოწამე გიორგის. იგი 1808 წელს დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში და გაიზარდა ალი-ფაშას მმართველობის შფოთიან წლებში. მისი მშობლები, კონსტანტინე და ვასილიკა ადრე გარდაიცვალნენ და 8 წლის ყრმაზე ზრუნვა უფროსმა დებმა იკისრეს. როცა სოფელში ალბანელი დაქირავებულები შემოვიდნენ, მან დატოვა მშობლიური მხარე და თავის მფარველ თურქ ოფიცერს, ჰაჯი აფთულანს გაჰყვა მეჯინიბედ და მერე იანინაში დასახლდა. წასვლისას დებმა გააფრთხილეს: "გახსოვდეს, რომ მართლმადიდებელი ხარ". ბიჭმა ეს დაიმახსოვრა. თურქი მეგობრები "გიაურ (ურწმუნო) ჰასანს" ეძახდნენ. 15 წელი ემსახურა აფთულანს. მერე გადაწყვიტა, ცოლად შეერთო ადგილობრივი ქრისტიანი ქალიშვილი, ელენე. მაგრამ ნიშნობის დღეს ქუჩაში ხოჯამ გააჩერა და ჰკითხა, - ქრისტიანს ცოლად რატომ ირთავო. გიორგის თურქ ოფიცერთან მსახურებისას ადგილობრივ მოსახლეობასთან ნაკლებად ჰქონდა ურთიერთობა, მშვენივრად იცოდა თურქული, ბერძნული უჭირდა. ეტყობა, ამის გამო თურქები მას თავისიანად თვლიდნენ. გიორგიმ მიუგო, ქრისტიანი ვარო. ხოჯამ არ დაუჯერა.

გიორგი და ელენე წმინდა დიმიტრის ხსენების დღეს დაქორწინდნენ. ხოჯამ ყადისთან უჩივლა. დაიჭირეს გიორგი. სასამართლოში მშველელად თავისი ბატონი გამოუჩნდა. გიორგი გაათავისუფლეს.

მალე აფთულანი სხვაგან გაემგზავრა და გიორგიც თან გაჰყვა, ფეხმძიმე ცოლი კი ცოლეურებს ჩააბარა. შინ დეკემბერში დაბრუნდა, შვილის დაბადების წინ.

7 იანვარს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის კრების დღეს, გიორგიმ თავისი ვაჟი მონათლა წმინდა იოანეს სახელზე. დილით, გაღვიძების მერე, ჩვეულებრივი "წმიდაო ღმერთოს" ნაცვლად მხურვალედ იმეორებდა: "კურთხეულ იყავნ, უფალო". ოჯახის წევრები გაოცებულნი ეკითხებოდნენ, ასე რატომ ლოცულობო. შემდგომში იხსენებდნენ, რომ ის უჩვეულოდ იქცეოდა. ეცვა საუკეთესო ტანსაცმელი, დამშვიდობებისას ეამბორა ვაჟს, მერე ორ-სამჯერ კიდევ მობრუნდა, დიდხანს უყურა შვილს, აკოცა და ბაზარში წავიდა.

ბაზრის მოედანზე მას მიესალმა მუსლიმანებით გარშემორტყმული ხოჯა და ბრალი სარწმუნოების ღალატში დასდო. მსაჯულთან მიიყვანეს. გიორგიმ მას უთხრა, - შენ ხომ გაარკვიე, რომ ქრისტიანი ვარო. იმან - ახლა მეტი ხალხი გადანაშაულებსო. გიორგის ბატონი იანინაში არ იყო, მუსლიმანთა კანონებით კი არამაჰმადიანს მოწმედ სასამართლო არ მიიღებდა, ამიტომაც გიორგის ვერც ოჯახის წევრები დაეხმარნენ და ვერც ქრისტიანული თემი. გიორგის, როგორც გაქრისტიანებულ მუსლიმანს, ისე ასამართლებდნენ. ციხეში ხელისუფლება მისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვდა. ფეხებზე ხუნდები დაადეს, მკერდზე 70 კგ-იანი ქვის ფილა. მთელი ღამე მშვიდად ეძინა, უმტკივნეულოდ გაღვიძებულმა თქვა, ძილში ვიღაც თეთრსამოსიანი გამომეცხადა და მითხრა, - ნუ გეშინია, გიორგიო. სამჯერ გაიყვანეს დაკითხვაზე. ძველებურად იმეორებდა: მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარო... რამდენიმე დღე მისი ბედი პოლიტიკური და რელიგიური ბრძოლის საგნად იქცა. თურქები ურჩევდნენ: ისლამი მიიღე და თავს გადაირჩენო, ქრიტიანები კი მოუწოდებდნენ, - არ დაგვამცირო, არ გვიღალატო, არ დანებდეო. რამდენიმე მართლმადიდებელი ეპისკოპოსი ვეზირს ეახლა, გაათავისუფლეთო, მაგრამ უშედეგოდ.

1838 წლის 17 იანვარს, ორშაბათს, გიორგი დასასჯელად გაიყვანეს. ბოლოს კიდევ ჰკითხეს, ოდესმე თუ იყავი მუსლიმანიო. წმინდანმა ითხოვა, მარჯვენა ხელი გამიხსენითო. გაუხსნეს. წმინდანმა ჯვარი გამოისახა და ყველას შენდობა სთხოვა. გიორგი ჩამოახრჩვეს და სამი დღე ხეზე ეკიდა. როცა მისი სხეული გარდამოხსნეს, უამრავი ხალხი შეიკრიბა, მათ წმინდანის სამოსი გაინაწილეს, ცხედარი კი მღვდელმთავარს გადასცეს დასაკრძალად. ერთ მუსლიმან თურქ დედაკაცს ხვდა წმინდანის წინდა, რომელიც შეახო თავის დასნეულებულ ქალიშვილს. გოგონა განიკურნა.

წმინდა გიორგი წმინდანად შერაცხეს მოწამებრივი აღსასრულიდან ათი წლის მერე. იანინელები წმინდა გიორგის მიერ მოხდენილ მრავალ სასწაულს ჰყვებოდნენ. 1971 წლის 12/13 ოქტომბერს გაიხსნა მისი საფლავი და წმინდა მოწამის ნაწილები მის სახელზე აგებულ ტაძარში გადაასვენეს. გადასვენებაში მონაწილეობდა მთაწმინდელი ბერი, მამა მიტროფანე, რომელმაც შეადგინა წმინდა გიორგის მსახურება. ეპისკოპოსმა მას წმინდა გიორგის ნაწილი უძღვნა. მთაწმინდაზე იდღესასწაულეს წმინდა გიორგის ხსენება და წმინდა მოწამე მამა მიტროფანეს გამოეცხადა. მას მერე მისმა წმინდა ნაწილმა კეთილსურნელება გამოსცა.

წმინდა გიორგის ქვრივი მეორედ გათხოვდა და შვილები შეეძინა. წმინდა გიორგის ვაჟის, იოანეს ძე, გიორგი, ბერად შედგა. მეორე ვაჟი მიტილენეში გადასახლდა, 1934 წელს დაბრუნდა და პაპის სახლი ეპარქიას გადასცა, სადაც მუზეუმი-ეკვდერი მოეწყო, რომელიც დიდ სიწმინდედ ითვლება აქაური ქრისტიანებისთვის.
......................

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უდიდესი საუფლო დღესასწაული ნათლისღება ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი გამორჩეული დღეა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat