დაიბადა ფილადელფიაში ქრისტიანულ ოჯახში. სრულწლოვანების მიღწევისას, მან დატოვა თავისი სამშობლო და დასახლდა კარაჩასუში - ილიოპოლის ეპარქიის ერთ-ერთ ადგილზე.
აქ მან მიიღო ისლამი, მაგრამ შემდგომში მოინანია, გაემგზავრა წმინდა ათონის მთაზე, სადაც მოინანია და დაკისრებული ეპიტიმიის შემდეგ მირონცხებით დაბრუნდა ეკლესიაში.
დიდხანს იღვაწა ათონზე, თუმცა მის სულს არასდროს ჰქონია სრული სიმშვიდე. ნეტარი ვერ პოულობდა ვერანაირ სხვა საშუალებას ქრისტესგან უარყოფის გამოსასწორებლად, გარდა ქრისტეს რწმენის აღიარებისა იმათ წინაშე, ვის წინაშეც უარყო იგი, და ბოლოს აღეგზნო მტკიცე სურვილით მოწამეობრივი აღსასრულისკენ. თავისი განზრახვის შესახებ აცნობა მოძღვარს და ზოგიერთ სხვა სულიერ მამას და მათი თანხმობის მოპოვების შემდეგ, მან გაანაწილა ყველაფერი, რაც ჰქონდა, მამებზე მოწყალების სახით, სთხოვდა რა მათ ლოცვებს, რომლებიც ასე საჭირო იყო მისთვის მომავალი დიდი ღვაწლისთვის და, დატოვა რა წმინდა მთა, ჩავიდა კარაჩასუში.
თურქებმა, დაინახეს რა ის აქ, იცნეს და მაშინვე შეიპყრეს, მიიყვანეს მოსამართლესთან, სადაც დაამოწმეს, რომ ამ ადამიანმა ამა და ამ დროს უარყო ქრისტე და გახდა თურქი, ახლა კი, აქ გამოჩნდა და ქრისტიანულ სამოსში მოსილი დადის. მოსამართლის წინაშე წმინდანმა დაადასტურა ბრალმდებელთა სიტყვები, აღიარა თავი ქრისტიანად და უარი თქვა თავისი რწმენის უარყოფაზე. ის ჩასვეს საპყრობილეში, სადაც რვა დღის განმავლობაში თურქები სასტიკად აწამებდნენ წმინდანს: მათ გაუჭიმეს ფეხები ხის მორში იმდენად, რომ ე.წ. საზარდულები თითქმის არ გაუხევდა, შემდეგ მოიტანეს ლითონის, ძლიერ გახურებული ჯამი და დაადგეს თავზე, როგორც სკუფია; შემდეგ შემოახვიეს თოკი თავზე და ისე ძლიერ მოუჭირეს, რომ თვალის კაკლები თავიანთი ადგილებიდან გამოუვიდა. მაგრამ ქრისტეს მამაცი მეომარი განაგრძობდა ქრისტეს აღიარებას. მაშინ მოსამართლემ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
1794 წლის 2 ოქტომბერს მოწამეს თავი მოჰკვეთეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი