28 მაისს (10 ივნისს) ეკლესია პრუსიაში 1802 წელს ქრისტესთვის მოწამებრივად აღსრულებულ ზაქარიას იხსენიებს. წმინდა ზაქარია დაიბადა 1764 წელს.
მსახურობდა სასულიერო პირად ბითინიის მთებში. ღვინის განუსაზღვრელი სმა ჩვეულებად ექცა ზაქარიას. ერთხელ სიმთვრალეში უარყო ქრისტიანობა და მიიღო ისლამი. გამოფხიზლებული ზაქარია მიხვდა, რა საშინელებაც ჩაიდინა და კიდევ უფრო მიეძალა სმას.
ერთხელ მთვრალი ზაქარია ეჩხუბა ქვრივს, რომელსაც მისი ფული ემართა. მან დედაკაცს მსაჯულთან უჩივლა ვალის დაუბრუნებლობის გამო. ქალაქის მსაჯულმა არ მიიღო ზაქარიას საჩივარი იმის გამო, რომ ის გამუდმებული ღვინის სმით არღვევდა ისლამის კანონებს. სწორედ ამ დროს ზაქარიამ მსაჯულს განუცხადა, რომ მან უარყო ისლამი და ისევ თავის რწმენას, ქრისტიანობას დაუბრუნდა, შემდეგ მოიხადა მუსლიმური ჩალმა და ფეხით გათელა. ზაქარია შეიპყრეს და სიმთვრალეში დაადანაშაულეს.
საპატიმროში ზაქარია ცხარე ცრემლებით ტიროდა ცოდვების გამო და ითხოვდა ყველა ქრისტიანულ ტაძარში ელოცათ მისი სულისთვის. მეორე დღეს სამსჯავროზე წარმდგარი ზაქარია ხმამაღლა აცხადებდა, რომ აღარაფრის ფასად აღარ უარყოფდა ქრისტეს.
ზაქარია ისევ საპატიმროში დააბრუნეს. მან იგრძნო, რომ კვლავინდებურად მასთან ერთად იყო უფლის მადლი, რომელიც განდგომილს დაეკარგა. სიხარულით აივსო და ქრისტესთვის სისხლის დაღვრა სწყუროდა. ზაქარია სასტიკად სცემეს ბამბუკის ხელკეტებით, შემდეგ დააძრეს ფეხისა და ხელის ფრჩხილები. ზაქარიას არ სურდა მოუნანიებლად გასულიყო ამ ქვეყნიდან, საპატიმროში ფარულად მიუყვანეს ღვთისმსახური, რომელმაც აზიარა იგი.
კვლავ წარადგინეს სამსჯავროზე, იმ იმედით, რომ რწმენას უარყოფდა, მაგრამ ამაოდ. სასიკვდილო განაჩენის გამოტანის შემდეგ ცოტა ხნით ისევ საპატიმროში შეაბრუნეს, იმ იმედით, რომ დაფიქრდებოდა და გადაწყვეტილებას შეიცვლიდა. ზაქარია კიდევ უფრო მყარი იყო თავის გადაწყვეტილებაში. მან სასიკვდილო განაჩენის აღსრულების ადგილად, მშობლიური სახლი აირჩია. სიხარულით აღვსილი მივიდა იქ. ზაქარიას თავი მოჰკვეთეს, ის 38 წლისა აღესრულა მოწამებრივად.
მოსამართლის განაჩენის თანახმად, ზაქარიას ცხედარი სიკვდილით დასჯის ადგილზე სამი დღე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ღამით მისგან ისეთი კაშკაშა შუქი გამოდიოდა, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ თურქეთის ხელისუფლებას მისი დაკრძალვა სთხოვა. ამასობაში სომხური ოჯახიდან მუნჯმა ბავშვმა, რომელიც ზაქარიას სხეულს შეეხო, სასწაულებრივად დაიწყო ლაპარაკი. ქრისტიანებმა მოწამის პატიოსანი ნეშტი 500 გროშად იყიდეს და ქალაქგარეთ დაკრძალეს.
შემდგომში, პრუსიის მიტროპოლიტ ანთიმოზის ბრძანებით, ზაქარიას ნეშტი ფარულად გადაასვენეს დემირქაფის კვარტალში მდებარე წმინდა ტაქსიარქთა (მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელის მოხელეთა) ეკლესიაში.
"ახალ ლიმონარში" შეტანილი "ზაქარიას ცხოვრება" შეადგინა ქიოსელმა ბერმა ნიკიფორემ მის მიერ შეგროვებული თვითმხილველთა ცნობების საფუძველზე (მათ შორის მღვდელმონაზონი მაკარი ბურსელი და ზაქარიას ნათესავები). "ცხოვრებაში" ნათქვამია, რომ იგი სიკვდილით დასაჯეს 28 მაისს 38 წლის ასაკში, თუმცა წმინდა ნიკოდიმე წმინდა მთის "სინაქსარისტში", კ. დუკაკისის "დიდი სინაქსარისტი" და სხვა პუბლიკაციებში, წმინდა ზაქარიას მოწამეობრივი აღსასრულის დღედ 22 მაისია დასახელებული.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი