წმინდა მოწამე გიორგი დაიბადა 1798 წელს მთიან სოფელ რაფსანიში, ქალაქ ლარისასა და ოლიმპოს მთის მახლობლად თესალიაში, მდიდარი და წარჩინებულ ოჯახში.
მისი მშობლები იყვნენ ჰაჯი-ლასკარისი, ანასტასი ფსალტოსის ძე, და სმარაგდა, თეოდორე საკელარიდის ასული. მისი მასწავლებელი იყო რაფსანის სოფლის განათლებული მღვდელი კირ-ქრისტოდული კარაზისისი, რომელიც ცოლად ჰყავდა გიორგის და - მარია ა. ჰაჯილასკარი. კარგი განათლების მიღების შემდეგ, გიორგი მასწავლებელი გახდა მშობლიურ სოფელში.
მისი მოწამეობრივი სიკვდილის მიზეზი გახდა, ის რომ მისი მოწაფე ახალგაზრდა თურქი ქრისტიანად მოინათლა. მასწავლებლის დიდი მეცადინეობით და გავლენით, მასში სასიკეთო ცვლილებები მომწიფდა, რამაც ძალზე გააღიზიანა მისი მშობლები, გიორგის მიმართ სიძულვილით აღივსნენ და ადგილობრივ ფაშას (რომელიც თესალიის სასტიკ გამგებელს, ალი ფაშას ნათესავად ერგებოდა) მიჰგვარეს.
ნეტარი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს, გიორგიმ კი უშიშრად აღიარა, - ქრისტიანი ვარო!
მაშინ თურქებმა იგი გავარვარებულ აბანოში გამოკეტეს, თითები და სახსრები დაუმსხვრიეს, ტერფებზე ნალები დააჭედეს და ქუჩა-ქუჩა ატარეს, შემდეგ კი შიშველ სხეულზე გახურებული რკინა დაადეს.
როდესაც პროცესიამ ხიდი გადაკვეთა, უსჯულოებმა გიორგი ქვაბში შთააგდეს და ცეცხლი შეუგზნეს.
თუმცა, ღვთის წყალობით, იგი უვნებელი გადარჩა, რის გამოც თურქებმა სიკვდილით დასჯა განუწესეს.
1818 წლის 5 მარტს მოწამეს თავი წარკვეთეს. გიორგი მხოლოდ 20 წლის იყო.
მოწამე დაკრძალეს თირნავოსში, ხიდთან, თურქეთის ყაზარმებთან. პირველ ღამეს თურქებმა დაინახეს მოწამის საფლავიდან ცაში ამომავალი სინათლის სვეტი. ასე მოხდა მეორე ღამესაც. შეშინებულმა თურქებმა რაფსანიდან გიორგის ნათესავები მიიწვიეს წმინდანის ცხედრის წასაყვანად. ქრისტიანებმა მისი ნეშტი უდიდესი პატივით რაფსანში გადაასვენეს და იქ ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სიახლოვეს დაკრძალეს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი