დაიბადა 1774 წელს (სხვა მონაცემებით, 1754 წელს) სოფელ პინგეაში (თურქულად იაიაქოი) მაგნისიის მახლობლად (თანამედროვე მანისა, თურქეთი),
ჰაჯი-კანელის ოჯახში, რომელიც იყო თურქი აღას კარა-ოსმან-ოღლუს მიწებისა და ნახირის ზედამხედველი.
ნიკოლოზი დანიშნული იყო თავის მორწმუნე თანასოფლელზე. 22 წლის ასაკში, როდესაც აპირებდა მასზე დაქორწინებას, ის წავიდა ქალაქში ქორწინების ნებართვის მისაღებად, რომელიც დანიშნული იყო თომას კვირასზე.
როგორც გავლენიანი ადგილობრივი ბატონის სამსახურში მყოფმა პირმა, ნიკოლოზმა გაბედა და ჩაიცვა თურქული ფეხსაცმელი და წითელი ფესი, რომელთა ტარებაც თურქებს ქრისტიანებისთვის აკრძალული ჰქონდათ. როდესაც ის ქალაქის კარიბჭეში გადიოდა, მცველებმა, რომლებმაც მასში ქრისტიანი ამოიცნეს, შეიპყრეს და მოსამართლესთან მიიყვანეს. მან ჰკითხა ჭაბუკს, ნიშნავდა თუ არა მისი ჩაცმულობა ისლამის მიღების სურვილს. ნიკოლოზმა მამაცად უპასუხა, რომ არასდროს უარყოფდა თავის რწმენას, ხოლო თურქულ ტანსაცმელს აღას ნებართვით ატარებდა, რადგან მამამისი მის სამსახურში იმყოფებოდა. მაშინ მოსამართლემ ბრძანა წამებულის ჯოხებით ცემა, მაგრამ ჭაბუკი მტკიცედ იდგა თავის რწმენაზე. მოსამართლე კვლავ და კვლავ ამაოდ ცდილობდა ჭაბუკისგან უარყოფის მიღწევას - ვერც მლიქვნელობამ, ვერც დაპირებებმა, ვერც ახალმა წამებამ ვერ გატეხა წამებული. მეორე დაკითხვაზე მან განაცხადა: "ჩემს თვალწინ სიკვდილია და არ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც მაიძულებს უარვყო ჩემი რწმენა!" ის კვლავ გაროზგეს, და კიდევ ერთხელ ურტყეს მუცელზე, შემდეგ კი, უძლურ სიბრაზეში იმის გამო, რომ ვერ გატეხეს, ნახევრად მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც ის სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა, მადლობა შესწირა უფალს იმისთვის, რომ მას მიეცა საშუალება ეტანჯა ქრისტეს სახელისთვის. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ეს მოხდა 1796 წელს, სხვების მიხედვით - 1769 ან 1776 წელს.
ახალი წამებულის ცხოვრება შეტანილია წმინდა ნიკოდიმოს ათონელის "ახალ მარტიროლოგიაში", სადაც შეცდომით მითითებულია, რომ მისი სახელია გიორგი. იგივე შეცდომა წმინდანის სახელში გამეორდა პატრიარქ ალექსისა და კირილეს რედაქტორობით გამოცემულ მართლმადიდებლურ ენციკლოპედიაში (ტ. 11, გვ. 13). ბერძნულ კალენდარში წმინდანი მოხსენიებულია სახელით ნიკოლოზი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი