წმ. მოწამე დიონისე ფილოსოფოსი (+ 1611) - ხსენება 10 (23) ოქტომბერს.
წმ. მოწამე დიონისე ფილოსოფოსი (+ 1611) - ხსენება 10 (23) ოქტომბერს.
ღირსი მოწამე.დიონისე ფილოსოფოსი (ბერძნულად: Διονύσιος ὁ Φιλόσοφος; + 1611), ყოფილი ლარისის მიტროპოლიტი (1592 წლის ბოლოდან - 1593 წლის დასაწყისიდან 1601 წლის 15 მაისამდე), მეცნიერი, ბერძენი ხალხის თავისუფლებისთვის მებრძოლი, 1600-1601 და 1611 წლების ანტი-თურქული აჯანყებების წინამძღოლი, დაიბადა ქალაქ პარამითიას (თანამედროვე პარამითია, ეპირი, საბერძნეთი) მიდამოებში. წმინდა დიონისეს ცხოვრების ადრეული ეტაპის გარემოებები უცნობია. სავარაუდოდ, განათლება მიიღო ევროპაში, რის გამოც მას "ფილოსოფოსი" უწოდეს. სახელი "სკილოსოფოსი" (ბერძნულად: Σκυλόσοφος), რომლის პირველი მარცვალი მიანიშნებს ბერძნულ სიტყვაზე "ძაღლი" (σκύλος), გაჩნდა წმ. დიონისეს გარდაცვალების შემდეგ, მოიგონა მისმა მოწინააღმდეგემ დიონისე მაქსიმოსმა პელოპონესიდან.

ბერად აღიკვეცა წმ. დიმიტრი თესალონიკელის მონასტერში, თანამედროვე სოფელ დიხუნის მახლობლად. ასევე იყო ექიმი, პრაქტიკას ეწეოდა კონსტანტინოპოლში და თავის სამშობლოში.

დიონისე ფილოსოფოსი ახლოს იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქ იერემია II-სთან (ტრანოსი), მსახურობდა მასთან დიაკვნის ხარისხში და მონაწილეობდა დრამატულ მოვლენებში საპატრიარქოში, რამაც იერემიას გაძევება გამოიწვია. ამის შემდეგ დიონისემ დაიწყო ბრძოლა დიაკონ ნიკიფორესთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის პოსტისთვის. მათ შერიგებაში შუამავლად გამოვიდა ალექსანდრიის პატრიარქი მელეტი (პიგასი). საპატრიარქო ტახტზე დაბრუნების შემდეგ, იერემია II-მ ნიკიფორე დიდ პროტოსინკელოსად დანიშნა, ხოლო დიონისე - დიდ არქიდიაკვნად, შემდეგ კი ლარისის მიტროპოლიტად. ლარისის მცირე მოსახლეობის გამო, მიტროპოლიტის რეზიდენცია ტრიკალაში მდებარეობდა.

1600 წლის შემოდგომაზე დიონისე ფილოსოფოსმა აჯანყება წამოიწყო სულთან მეჰმედ III-ის წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო და ეწამა წმინდა მღვდელმოწამე სერაფიმე, ფანარიისა და ნეოხორიის ეპისკოპოსი. მოვლენები ვითარდებოდა აგრაფას მთიანი მასივის რაიონში. საპატრიარქომ დიონისეს ინიციატივა ეკლესიისთვის დამღუპველად გამოაცხადა და მალე მიტროპოლიტის ხარისხი ჩამოართვა.

აჯანყების დამარცხების შემდეგ დიონისე ფილოსოფოსი თურქების დევნას გაექცა ესპანეთში, შემდეგ კი იტალიაში, სადაც ახალი აჯანყების მზადება დაიწყო, რომელსაც შეუერთდა ჰერცოგი კარლ II, რომელმაც თავი ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე II პალეოლოგის (+ 1332) შთამომავლად გამოაცხადა. 1611 წელს დიონისე ფილოსოფოსი ჩავიდა ეპირში და თავის შტაბად აირჩია წმ. დიმიტრის მონასტერი, სადაც ოდესღაც აღიკვეცა. ის დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, აჯანყებულთა რაზმებს აყალიბებდა. იმავე წელს მის აჯანყებულებს სათავეში ჩაუდგა და ალყა შემოარტყა თურქული ადმინისტრაციის შენობას იანინაში, მაგრამ დამარცხდა. დიონისე დაიმალა გამოქვაბულში იანინას ტბის (თანამედროვე პამვოტიდა) კუნძულზე, მაგრამ ებრაელებმა თურქებთან გასცეს. მოწამემ მტკიცედ დაითმინა წამება და ქრისტიანად დარჩა. თურქებმა მას ცოცხლად გააძრეს ტყავი, გააკეთეს ფიტული და აჩვენებდნენ სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის კონსტანტინოპოლში, სადაც სულთანი შეაშინა ასეთმა სანახაობამ.

დიონისე ფილოსოფოსი მოწამედ ითვლება ეპირში. მისი ხსენების არარსებობა ბერძნულ სინაქსარებსა და ელადის ეკლესიის კალენდარში, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ სინოდმა, რომელიც მისი აჯანყებული საქმიანობის წინააღმდეგი იყო, მას ხარისხი ჩამოართვა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულდგმულებს, გვამხნევებს, ძალას გვმატებს, ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat