წმინდა მოწამე გიორგი დაიბადა 1846 წლის 24 მაისს კუნძულ კრეტაზე, ქალაქ კიდონიას მახლობლად სოფელ ალიკიანში,
მღვდელ ნიკოლოზ და ეკატერინე დევოლისების ოჯახში. ბავშვობიდანვე მიეჩვია, საღამოს, ყოველგვარი საქმის დასრულების შემდეგ, გვიან ღამემდე წმინდანთა ცხოვრებანი ეკითხა.
ერთხელაც, ერთ-ერთი დიდმოწამის ცხოვრების კითხვისას ხმამაღლა აღმოხდა:
- უფალო, მეც ღირსმყავ, შენთვის სისხლი გავიღო!
1866 წელს, ბერძენთა აჯანყებისას გიორგი სხვადასხვა პარტიზანული დაჯგუფებების მეკავშირე გახდა, ღალატის მსხვერპლი შეიქნა და სხვა თანამებრძოლებთან ერთად მტერს ხელში ჩაუვარდა.
თურქებმა დიდხანს ტანჯეს ისინი, შემდეგ კი - ერთურთის მიყოლებით გამოასალმეს სიცოცხლეს.
მისი რიგი რომ დადგა, ერთმა თურქთაგანმა, რომელიც გიორგისგან დიდად იყო დავალებული, თავის გადასარჩენად ისლამის მიღება შესთავაზა, წმინდანმა კი ღიმილით უთხრა, რომ სწორედ ასეთ აღსასრულს ევედრებოდა უფალს მრავალი წლის განმავლობაში...
გიორგიმ უხმოდ დაითმინა ტანჯვა, თან უფალს ჰმადლობდა და ადიდებდა. ჯალათებმა ჯერ ხელები დააჭრეს, შემდეგ - ყურები, ცხვირი, ფეხები, სასქესო ორგანოები, ენა, ქუსლები, ბოლოს - თვალები დათხარეს და თავი წარკვეთეს.
წმინდა გიორგის და სხვა ახალმოწამეთა ნაწილნი უსჯულოებმა უცნობ ადგილას გადაყარეს.
წმიდანის მარტვილობა ჰიმნოგრაფმა გერასიმე მიკრაიანანიტმა აღწერა.
შეგვეწიოს მათი მადლიანი ლოცვა!
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი