ღირსმოწამე მაკარი თესალონიკელი (+დაახლ. 1523/1527) - 14 (27) სექტემბერი
ღირსმოწამე მაკარი თესალონიკელი (+დაახლ. 1523/1527) - 14 (27) სექტემბერი
წმინდა მაკარი მოწაფე გახლდათ წმინდა ნიფონტე II კონსტანტინოპოლის პატრიარქისა და მასთან ერთად მივიდა ათონზე, ვათოპედის მონასტერში XVI საუკუნეში. მისი წარმოშობის შესახებ ცნობები არ შემონახულა. მხოლოდ ის ვიცით, რომ პატრიარქის მოწაფე გახლდათ და მოწამებრივად აღესრულა. ის მობაძავი იყო მისი ღვაწლისა და ანგელოზებრივი ცხოვრებისა. მიხედავად ამისა მას სურვილი გაუჩნდა სიცოცხლე მოწამებრივად დაესრულებინა. მან ვერ შეძლო თავისი იდუმალი სურვილების დაფარვა და პატრიარქს გაანდო, რომელი საპატრიარქო ტახდიდან მეორედ გაძევების შემდეგ ვათოპედის მონასტერში იყო დაყუდებული. წმინდა ნიფონტმა მას მოუსმინა და სული წმიდით განჭვრიტა, რომ ამაში იყო ღვთის ნება და მშვიდად უთხრა: "ღმერთი შეგეწიოს შვილო მოწამებრივ გზაზე; შენს სურვილს უფალი აღასრულებს თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით და მოწამებრივ გვირგვინს გიბოძებს". პატრიარქმა სულიერი შვილი დალოცა, ჯვარი გამოსახა, ეამბორა და მშვიდობით გაუშვა. წმინდა მაკარმა მთაწმინდა დატოვა და თესალონიკში ჩავიდა. ხელსაყრელი დრო ნახა, მოედანზე შეკრებილ მუსლიმანებთან მივიდა და მათ იესო ქრისტე უქადაგა. თურქები გააოცა და გააცოფა ბერის კადნიერებამ. ეცნენ, ჯერ ჯოხებით ცემეს, მერე ხანჯლები გაუყარეს, სისხლი წყაროსავით წამოუვიდა წმინდანს. მერე კი საპყრობილეში ჩააგდეს. მეორე დღეს გამოიყვანეს და მისი ისლამზე მოქცევა სცადეს. რაზეც წმინდა მაკარმა უთხრა: "ჰოი, ნეტავ შეიცნოთ სიმართლე და ჭეშმარიტება ჩვენი ქრისტიანული რწმენისა, დაუტევოთ თქვენი მცდარი სარწმუნოება და მოინათლოთ წმინდა სამების სახელზე". როგორც კი ეს წარმოთქვა, თურქები ეცნენ, ჯერ ხანჯლები გაუყარეს, ხოლო მერე ღირს მაკარს პატიოსნი თავი მოჰკვეთეს. აი ასე მოწამებრივად აღესრულა ღირსი მაკარი, რომლის სიკვდილიც სული¬წმიდის მიერ იხილა წმინდა ნიფონტმა, მან თავის მოწაფეს უთხრა: იცოდე, შვილო, შენი სულიერი ძმა მაკარი დღეს მოწამებრივად აღესრულა და ზეცაში აღვიდა და იქ უფალში ხარობს".

ღირსი მაკარი ევნო 1527 წლის 14 სექტემბერს. სხვადასხვა წყარო წმინდა მაკარის გარდაცვალების სხვადასხვა წელს ასახელებს, მათ შორის 1522, 1523, 1527 წლებს.

წმინდა მაკარი არ უნდა აგვერიოს მოწამე მაკარში, რომელიც ეწამა თესალონიკში იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს (284-305) აბუნდანტიუსთან და სხვებთან ერთად (ბერძნული ხსენების დღე 27 თებერვალი)

ხსენების დღე 14 სექტემბერი (ბერძნ., ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია, რუმ., მოლდ.), ათონელ წმინდა მამათა კრებულში, ვატოპედის და დიონისოს წმინდანთა კრებულში (ბერძნ.) და ახალმოწამეთა კრებულში, რომლებიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ეწამნენ (ბერძნ.)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat