ეს მაღალღირსი მამა მეჩვიდმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა, წარმოშობით - რუსი გახლდათ, მაგრამ ბავშვობაში ყირიმელმა თათრებმა გაიტაცეს და ასე აღმოჩნდა კონსტანტინოპოლს.
გარკვეული ხნის შემდგომ ერთმა ქრისტიანმა გამოისყიდა, სრულ ასაკს მიღწეულმა რუს ქალწულზე იქორწინა და მანამ ტკბებოდა ოჯახური სიმყუდროვით, სანამ ერთ დღეს მოულოდნელად ეპილეფსიამ არ შეუტია.
შეწუხებულმა ახლობლებმა, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წაიყვანეს, სადაც მრავალი მისი მსგავსი იკურნებოდა. გზად თურქნი შემოეყარნენ, რომელთაც გონარეული პავლე არწმუნებდა, - ალაჰსა ვესავო...
წავიდნენ თურქები და თავიანთ ვეზირს მოახსენეს: - ერთ ჩვენიანს ქრისტიანები თავიანთ სალოცავში ძალით მიათრევდნენო.
როდესაც ხსენებულ ტაძარში თურქები "თავისიანის" გამოსასარჩლებლად მივიდნენ, პავლეს საღი აზრი დაუბრუნდა და მსაჯულს მშვიდად აუწყა, - მუჰამედის მოთაყვანე არასოდეს ვყოფილვარ, უგონოდ მყოფს, ეპილეფსიის შემოტევისას აღმომხდაო, თუმცა, თურქებმა არ დაუჯერეს და სიკვდილით დაემუქრნენ.
ამ ყოფაში იყვნენ, პავლეს ზურგს უკან მდგომი მეუღლე რწმენაში რომ განამტკიცებდა და ეტყოდა: - რაც უნდა მოგკერძონ, ქრისტე არ უარყო და სიკვდილსაც ნუ დაერიდებიო, რამაც ვეზირი უარესად გააცოფა და ქალის სვეტზე მიბმა და გაროზგვა ბრძანა, ხოლო როდესაც პავლემ სამგზის დაამოწმა: - ქრისტიანი ვარ და ჩემს რწმენაზე უარის თქმას არ ვაპირებო, თავი იქვე წარჰკვეთა.
ეს 1683 წლის 3 აპრილს, ვნების პარასკევს აღსრულდა.
წმინდა მოწამე პავლე, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი