წმინდა გაბრიელი დაიბადა სერბეთში ახალ ვაროშთან მდებარე სოფელ შტიპკოვოში. იყო რაშკის მიტროპოლიტი.
1648 წელს სერბეთის პატრიარქი გახდა. ის სერბეთის ეკლესიას უმძიმეს თურქების ბატონობის დროს ხელმძღვანელობდა. ცალკე თურქების წინააღმდეგ უხდებოდა ბრძოლა, რომლებიც ძალადობდნენ და ეკლესიისგან დიდ გადასახადს ითხოვდნენ, ამას ემატებოდა ძლიერი კათოლიკური პროპაგანდა, რომელიც როგორც სერბეთში, ისე ბალკანელ ხალხში უნიის თესლს თესავდა. ის ბევრს მოგზაურობდა სერბეთში და თავისი ქადაგებით ეწინააღმდეგებოდა უნიას. პატრიარქი გაბრიელი რუსეთში გაემგზავრა და ესწრებოდა 1655 წლის მოსკოვის კრებას. ორი წელი იცხოვრა რუსეთში.
უკან დაბრუნებული თურქებმა ღალატში დაადანაშაულეს, ცილი დასწამა ზოგიერთმა იუდეველმა, რომლებიც გაბოროტებული იყვნენ თავიანთი თანატომელების ქრისტიანობაზე მოქცევით. სასამართლოზე წმინდა პატრიარქს განუცხადეს, რომ "სამშობლოს ღალატს" ისლამის მიღებით გამოისყიდდა, რაზეც პატრიარქმა კატეგორიული უარი განუცხადა. მაშინ ის ჯალათებს გადასცეს. წმინდანი დიდი სიხარულით დაითმენდა სატანჯველს და ბოლომდე ერთგული დარჩა ქრისტე ღმერთისა. რომ ვერ გატეხეს, ბოლოს, წმინდა პატრიარქ გაბრიელს თურქებმა სიკვდილი მიუსაჯეს და 1659 წელს ჩამოახრჩვეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი