წმინდა დიმი (დიმიტრი) 1738 წელს ადრიანოპოლის სიახლოვეს იშვა, მებადური იყო და ერთ თურქს ემსახურებოდა.
ამ უკანასკნელმა, წმინდა დიმთან უთანხმოების შემდგომ, მსახურს ცილი დასწამა, თითქოს ისლამის მიღება სურდა და საამისო პირობაც მისცა.
სამსჯავროს წინაშე დიმმა ყოველივე უარყო, რის გამოც მრავალი ტანჯვა დაითმინა, თუმცა, ქრისტეს არ განუდგა.
წმინდა მოწამე დილეგში გამოამწყვდიეს. იქ ერთმა ღვთისმოყვარე კაცმა მიაკითხა კუნძულ ლესბოსიდან, სახელად - ნიკოლოზმა და თანადგომითა და სიტყვით განამხნევა.
სამგზის წარუდგინეს დიმი უსამართლო სასამართლოს და ვერ მოდრიკეს, რის შემდგომაც სიკვდილი მიუსაჯეს და 1763 წლის 10 აპრილს თავი წარჰკვეთეს.
ქრისტიანებმა მისი წმინდა სხეული თურქთაგან გამოისყიდეს და წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარში დამარხეს.
მოკლე ხანში იგი ქრისტიანთა საყვარელ ადგილად იქცა და მრავალმა მიიღო წმინდანის მეოხებით კურნება.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი