წმინდა ნიკიტა დაიბადა 1777 წელს. მისი მამა, კუნძულ ნისიროსელი დიდგვაროვანი, სამართალში იქნა მიცემული და მან ქრისტე უარყო თავისი სიცოცხლის გადასარჩენად.
თურქებმა მისი ცოლ-შვილიც აიძულეს მუსლიმანები გამხდარიყვნენ. წმინდა ნიკიტა მაშინ ჯერ კიდევ პატარა იყო და ვერ გაიგო, რა მოხდა. მას მუჰამედი ერქვა და დიდ ინტერესს იჩენდა რელიგიის მიმართ. ერთხელ სხვა ბიჭთან ჩხუბის დროს, მისმა დედამ ისეთი სიტყვებით გალანძღა, რომლითაც თურქები ქრისტიანებს ხშირად ამცირებენ. ამ სიტყვებმა მუჰამედს გული ძალიან ატკინა და მან დედას დაჟინებით გამოკითხა და გაიგო, რომ სინამდვილეში მისი სახელი ნიკიტაა და ოჯახი ადრე ქრისტიანობას აღიარებდა.
სინდისის კარნახით, მან დატოვა ოჯახი და კუნძულ ქიოსზე, ნეა მონის მონასტერში მივიდა. აქ მან წინამძღვარს ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა სულის გადასარჩენად, ხოლო წინამძღვარმა იგი წმინდა მაკარი კორინთელთან გააგზავნა, რომელიც მაშინ იმავე მონასტერში ცხოვრობდა. წმინდანმა მიიღო ნიკიტას აღსარება და მირონცხების საიდუმლოთი იგი ეკლესიის წიაღში დააბრუნა. ნიკიტა რამდენიმე ხანს დარჩა მონასტერში, ღვთისმოსაობისადმი ისეთ მოშურნეობას იჩენდა, რომ ზოგიერთს ისგონებადაქვეითებული ეგონა.
უფრო მკაცრი ცხოვრების მოსურნე, წმინდა ნიკიტა იმ გამოქვაბულში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ადრე მონასტრის წმინდა დამაარსებლები ცხოვრობდნენ. მან უთხრა განდეგილ ანთიმოზს, რომ მოწამეობრივი სიკვდილი სურდა. მონასტერში დაბრუნების შემდეგ, ნიკიტამ მამებს სთხოვა, მიეცათ ნება ამ განზრახვის შესასრულებლად. მათ ღვთისმშობლის პარაკლისი გადაიხადეს და ნიკიტა მოწამეობრივი ღვაწლისთვის აკურთხეს.
მაშინ ნიკიტა ქიოსის დედაქალაქში წავიდა. აქ ის მყისვე დააკავეს გადასახადის გადახდის მოთხოვნით, რომელიც ქრისტიანებს გადაადგილებისთვის ეკისრებოდათ. ვიდრე სხვა დამრღვევებს შეკრებდნენ, რათა ყველანი ერთად ციხეში წაეყვანათ, ნიკიტა ყავახანის წინ დასვეს და დარაჯი დაუდგინეს. აქ იგი ერთმა ნაცნობმა მღვდელმა, მამა დანიელმა შენიშნა და მუჰამედი უწოდა. მან იკითხა, რატომ დააკავეს მუსლიმი და რად აიძულბენ ქრისტიანული გადასახადის გადახდას. დარაჯებმაც, რომლებსაც ეს ყმაწვილი ჰყავდათ მინდობილი, გაიგონეს, რომ დაპატიმრებული მართლაც ქრისტიანად იხსენიებდა თავს, და მყისვე მიიყვანეს ის აღასთან.
ნიკიტამ მისი წინაშე უშიშრად აღიარა თავისი ქრისტიეს რწმენაზე დაბრუნება. მას ათი დღის განმავლობაში აწამებდნენ, და ყოველ ჯერზე, როცა ციხეში აბრუნებდნენ, თავს არიდებდა საკვების მიღებას, სხვა პატიმრებს კი ეუბნებოდა: "მე სხვა საზრდოთი ვიკვებები, რომელიც თქვენ არ იცით და ვხარობ იმ სიხარულით, რომელსაც თქვენ ვერ განიცდით." წმინდა ნიკიტა შემდეგ საჯინიბოში შეაგდეს, რათა ცხენებს გაეთელათ, მაგრამ ღვთის წყალობით უვნებელი დარჩა, ხოლო როდესაც ბნელ საკანში გამოამწყვდიეს, ის ზეციური ნათლით გაბრწყინდა. ამ სატანჯველების შემდეგ წმინდა ნიკიტა მოსაკლავად მიუგდეს გაშმაგებულ ბრბოს, რომელმაც იგი ქალაქის გარეუბნამდე, ივერიის მონასტრის მეტოქიონამდე მიიყვანა. უკანასკნელად სცადეს მისი ისლამზე მოქცევა, რაზეც წმინდანმა უპასუხა: "მე ქრისტიანი ვარ, ნიკიტა მქვია და ნიკიტადვე მსურს მოვკვდე!"იგი მრავალჯერ დააყენეს მუხლებზე, როგორც სიკვდილის წინ, თავის მოკვეთისას იცოდნენ ხოლმე, იმ იმედით, რომ ნიკიტა შეშინდებოდა და გადაიფიქრებდა საკუთარ გადაწყვეტილებას, მაგრამ მოწამე ყვიროდა: "რატომ აგვიანებთ? სასწრაფოდ მომკალით და მე წავალ და სამოთხის ნეტარებით დავტკბები!" ციხის მცველმა კრემლისმა მახვილი აიღო და რამდენჯერმე ჩასცა კეფაზე წმინდა ნიკიტას, რათა მისთვის ტანჯვა გაეძლიერებინა. ასე დაიდგა მოწამის გვირგვინი ქრისტეს დიდებულმა მსახურმა 1792 წლის 21 ივნისს, მაშინ ის 15 წლის იყო.
ბრმებს, რომლებმაც წმინდა ნიკიტას სისხლი იცხეს, მყისვე თვალის ჩინი დაუბრუნდათ. თურქებმა მოწამის სილით დაფარეს, რათა ქრისტიანებს არ დარჩენოდა, მაგრამ იგი მაინც უბიწო და ლამაზი დარჩა, როგორც ყვავილი. მაშინ კი კი წმინდანის სხეული ზღვაში ჩააგდეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი