წმინდა დიდმოწამე ავქსენტი დაიბადა 1690 წელს ველასის ოლქში, ეპირში, ღვთისმოსავ ოჯახში.
ახალგაზრდობაში ის გაემგზავრა კონსტანტინოპოლში ხელობის დასაუფლებლად, თუმცა მერე მიატოვა თავისი საქმე და სულთნის ფლოტში დაქირავებულ მეზღვაურად მოეწყო. ერთ-ერთ დღესასწაულზე თურქმა მეზღვაურებმა ავქსენტის დასცინეს, რომ ის თითქმის მუსლიმი გახდა. ამ დაცინვამ ძალიან შეურაცხყო ავქსენტი, გამოიქცა თურქული გემიდან, დაბრუნდა კონსტანტინოპოლში და ერთ-ერთ თავადს მოჯამაგირედ დაუდგა.
ოცდაათი წლის ავქსენტი შეაწუხა გულწრფელმა სინანულმა. ახალგაზრდობაში დაშვებული შეცდომების გამო სურდა, მოწამებრივად დაესრულებინა სიცოცხლე. საამისოდ რომ მომზადებულიყო, ერთხანს ასკეტურადაც ცხოვრობდა. ერთ დღეს მივიდა პორტში, სადაც სულთნის გემი იდგა. თურქმა მეზღვაურებმა იცნეს, შეიპყრეს და სასამართლოზე წარადგინეს, როგორც გაქცეული მეზღვაური. მიუხედავად სასტიკი წამებისა, ავქსენტი თამამად აცხადებდა, რომ ის ქრისტიანი იყო და არასდროს დათმობდა ჭეშმარიტ რწმენას. რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ თურქებმა ავქსენტის თავი მოკვეთეს. ეს მოხდა 1720 წლის 25 იანვარს კონსტანტინოპოლში. წმინდანის თავი დღემდე ინახება ათონის ქსიროპოტამის მონასტერში.
...................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი