მღდელმოწამე გიორგი ნეაპოლელი (+1797) - 03 (16) ნოემბერი
15.11.2021
წმინდა გიორგი ნეაპოლის ეპარქიაში მღვდლად XVIII საუკუნეში მსახურობდა,
მრავალფერთა სათნოებათა მიერ განშვენებული, განსაკუთრებული სიყვარულით და ანგელოზებრივი სიწმინდით საღმრთო ლიტურგიას აღავლენდა ხოლმე.
1797 წელს, ბერძნული აჯანყების შემდგომ, როდესაც გულმოსული თურქები დაუნდობლად დაერივნენ ქრისტიანებს, მამა გიორგის სამსახურად სოფელ მალაკოპში იმ მღვდლის ნაცვლად მოუწოდეს, თურქთაგან შეშინებულმა იქაურობა რომ მიატოვა.
გზად რამდენიმე თურქი მწყემსი შემოხვდა, რომელთაც ჯერ გაძარცვეს, შემდეგ შეურაცხყვეს, ბოლოს კი თავი წარკვეთეს.
ნეტარი მამა ხშირად ეცხადებოდა ხოლმე ადგილობრივ ქრისტიანებს, მის წმინდა ნაწილთაგან კი, მორწმუნეთა სანუგეშოდ და განსამტკიცებლად, უამრავი სასწაული აღსრულდა.
.....
ტროპარი:
მოწამეთა შენთა, უფალო, ღუაწლსა შინა თუისსა გჳრგჳნი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ, ღმრთისა ჩუენისა, რამე¬თუ აქუნდა მათ შენმიერი ძალი, და მძლავრი დაამხუვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.