ხსენების დღე 6 ივლისი (ბერძნ.) და ასევე კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებულში.
ერისკაცობაში კირიაკე, დაიბადა სულთან სულეიმან I დიდებულის მმართველობის დროს (1520-1566) თესალონიკის ზედა ქალაქში. მისი მამა პეიოსი წარმოშობით იყო პელაგონიიდან. ბავშვობაში კირიაკე ობლად დარჩა. მასზე ზრუნვა გადაეცა მის ორ ბიძას, რომელთაგან ერთ-ერთმა ისლამი მიიღო.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაჰმადიანმა ბიძამ მიაღწია ერთპიროვნულ მეურვეობას და ყმაწვილი თურქ თერძს მისცა შეგირდად.სახელოსნოს მფლობელის მხრიდან ზეწოლის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც კირიაკის გამაჰმადიანება სურდა, ქრისტიანი ბიძის რჩევით, ყმაწვილმა გაქცევა გადაწყვიტა. ქალაქში გამვლელ მთაწმინდელ ბერებს შეუერთდა და ათონში გაჰყვა.
ანგელოზებრივი სქემით ქილანდარის მონასტერში შეიმოსა, მაგრამ რამდენადაც ყმაწვილთა მონასტრებში ცხოვრება იქ იკრძალებოდა, სავანის მახლობლად გადაიყვანეს, სადაც შვიდ წელიწადს სრულად ჰმორჩილებდა წინამძღვარს.
რვა წლის შემდეგ, 1566 წელს, იგი გაგზავნეს თესალონიკში. იქ იპოვა თავისი ქრისტიანი ბიძა და ისაუბრა თავის ცხოვრებაზე. როდესაც კირილე ნავსადგურზე ბრუნდებოდა, შემთხვევით შეხვდა თავის მუსლიმ ბიძას. მან ის იცნო და ყვირილი მორთო. როდესაც თურქებმა კირილე შეიპყრეს, ბიძამ დაიწყო მტკიცება, რომ მისმა ძმისშვილმა ისლამი მიიღო, მაგრამ შემდეგ დაბრუნდა ქრისტიანობაში, რაც სიკვდილით ისჯებოდა. კირილე შეიპყრეს და მსაჯულს მიჰგვარეს.
უსჯულომ მისი გადმობირება ჯერ ტკბილი სიტყვით სცადა, თუმცა, ამაოდ. მაშინ განაჩენის გამოტანა მომდევნო დღისთვის გადაიდო და ყმაწვილი ციხეს მისცეს.
1566 წლის 6 ივლისს, მეორე დაკითხვისას კირილეს კოცონზე დაწვა მიუსაჯეს, კოცონი წმინდა კონსტანტინეს ტაძრის სიახლოვეს მდებარე იპოდრომზე განამზადეს.
ნეტარმა ხელნი ზეცად აღაპყრო და უფალს სთხოვა, მალე მიეღო მის წიაღში, მმართველმა კი კვლავ სცადა კირილეს ათასგვარი დაპირებით გადმობირება, თუმცა, კვლავ უშედეგოდ.
მაშინ მოწამე ცეცხლს მისცეს და იმდენი შეშა შეუგზნეს, მისი ძვალნიც კი ფერფლად იქცა.
1972 წელს მოციქულთასწორი კონსტანტინეს ეკლესიის ადგილზე ახალი ტაძრის მშენებლობისას აღმოჩენილი იქნა თიხის კუბო წმინდა მოწამე კირილეს დამწვარი ნაწილების ნაშთებით. ახალი ეკლესიის მარჯვენა ეკვდერი ეკურთხა წმინდა მოწამის სახელზე.
კირილეს წამების შესახებ თხრობა და მისადმი მიძღვნილი წირვა შემორჩენილია მხოლოდ ერთ ხელნაწერში - Ath. Dionys. 347.
წმინდანის საპატივცემულოდ წირვა შეადგინა ბერმა გერასიმე მიკრაიანნიტმა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი