წმინდა მოწამე ნიკოლოზ მეცოველი, ტრიკალელი (+ 1617) – 16 (29) მაისი.
წმინდა მოწამე ნიკოლოზ მეცოველი, ტრიკალელი (+ 1617) – 16 (29) მაისი.
ხსენების დღე 16 მაისი (კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის, ანტიოქიის, რუმინეთის, სერბეთის, საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ), 17 მაისი (კონსტანტინოპოლის, საბერძნეთის, ანტიოქიის), ასევე კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალ მოწამეთა კრებულში (საბერძნეთი)

დაიბადა XVI საუკუნის მეორე ნახევარში თესალიის პატარა ქალაქ მეცოვოში (ბერძ. Μέτσοβο) ღვთისმოსავ ქრისტიანთა ოჯახში.

ახალგაზრდობაში გაემგზავრა ტრიკალაში, სადაც დაიქირავა ერთმა მეპურემ და დიდხანს მუშაობდა მასთან. ერთხელ თურქებმა ეშმაკობით, დაპირებებით, მუქარითა და ცილისწამებით აიძულეს ქრისტეზე უარი ეთქვა. მალე, თავისი ცოდვის გაცნობიერების შემდეგ, ნიკოლოზი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ დაიწყო ქრისტიანული ცხოვრება.

მრავალი წლის შემდეგ ნიკოლოზი თანამემამულეებთან ერთად გაემგზავრა ტრიკალაში ფისიანი შეშის პარტიის გასაყიდად. იქ იგი იცნო თურქმა დალაქმა, მეპურის მეზობელმა, რომელთანაც ოდესღაც მუშაობდა ნიკოლოზი. დალაქმა ნიკოლოზს საყელოში სწვდა და დაიწყო ყვირილი, ადანაშაულებდა რა მას იმაში, რომ მუსლიმანიდან კვლავ ქრისტიანი გახდა. წმინდანი შეშინდა და თურქს თავისი საქონელი მისცა, სთხოვდა არავისთვის გაემხილა მისი საიდუმლო. თურქი დათანხმდა, მაგრამ თავისი დუმილისთვის ნიკოლოზისგან დაპირება აიღო, რომ ყოველწლიურად, მთელი ცხოვრების მანძილზე, მიაწვდიდა შეშას. და წმინდანი მართლაც აკეთებდა ამას მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ ერთხელ მოინანია სიმხდალე, ჩათვალა რა თავისი ქცევა უარყოფის ტოლფასად, და გადაწყვიტა აღარ მიეცა თურქისთვის შეშა, არამედ აღიარა ქრისტე და, თუ საჭირო გახდებოდა, ევნო მისთვის, რათა გამოესყიდა თავისი ცოდვა.

ნიკოლოზი მივიდა მოძღვართან, მოინანია და გაუზიარა თავისი განზრახვა, რომ ქრისტეს რწმენისთვის წამება სურდა. მღვდელმა დაუწყო გადარწმუნება, ეშინოდა, რომ ნიკოლოზი ვერ გაუძლებდა წამებას და მეორედ უარყოფდა ქრისტეს. მაგრამ ის არწმუნებდა, რომ მთლიანად ღვთის ნებას ენდობოდა და საბოლოოდ მიიღო კურთხევა.

როდესაც ნიკოლოზი ჩავიდა ტრიკალაში, თურქი დალაქი, წმინდანის დანახვისას, ყელში სწვდა და დაუწყო ხრჩობა, ეუბნებოდა: "გიაურო, სად არის ჩემი შეშა?" რაზეც მან უპასუხა: "არაფერი არ მმართებს შენთვის". ამ სიტყვებმა დალაქი გააცოფა, მან მაშინვე ყვირილი მორთო და სხვა თურქებს დაუძახა. ნიკოლოზი დააკავეს და, ხელკვრით და ცემით, მიიყვანეს სასამართლოში. მოსამართლის კითხვაზე წმინდანმა თქვა: "ქრისტიანად დავიბადე, ქრისტიანად ვცხოვრობ, ქრისტიანად მინდა მოვკვდე და არ უარვყოფ ქრისტეს, რა წამებასაც არ უნდა შემამთხვიოთ".

მოსამართლემ დაიწყო ქება-დიდებითა და მუქარით წმინდანის დარწმუნება. მაგრამ როცა დაინახა, რომ ყველა მისი მცდელობა ამაო იყო, ბრძანა დიდხანს ეცემათ ნიკოლოზი, რის შემდეგაც საპყრობილეში ჩაეკეტათ. აქ იგი მრავალი დღის განმავლობაში იტანჯებოდა შიმშილითა და წყურვილით, მაგრამ ყოველივე ამას მოწამე იტანდა დიდი სიხარულითა და სიმამაცით. როდესაც ნიკოლოზი კვლავ მიიყვანეს მოსამართლესთან, მან კვლავ აღიარა ქრისტე. მაშინ მოსამართლემ ბრძანა ბაზრის მოედანზე დიდი კოცონი გაეჩაღებინათ და იქ ჩაეგდოთ წმინდანი. ბრძანება მაშინვე შესრულდა. ეს მოხდა 1617 წლის 17 მაისს.

ღამით ადგილობრივი ქრისტიანი მეთუნე მივიდა მოედანზე იმედით, რომ იპოვიდა წმინდანის ნაწილების რაიმე ნაწილს. თუმცა, როგორც წესი იყო, სიკვდილით დასჯის ადგილი ერთი დღე-ღამის განმავლობაში დაცვის ქვეშ უნდა ყოფილიყო. მეთუნემ მოახერხა მცველების მოქრთამვა და მათ მისცეს წმინდანის თავი. მეთუნე მაშინვე წავიდა სახლში და, არავისთვის არაფერი უთქვამს, კედელში ნიშა გააკეთა, იქ დადო თავი და კვლავ შელესა თიხით.

წლები გავიდა. ის მეთუნე გარდაიცვალა და მისი სახლი სხვა კაცმა იყიდა. წმინდანის წამებრივი აღსასრულის წლისთავზე ახალმა მეპატრონემ დაინახა სინათლე, რომელიც კედლიდან გამოდიოდა. ადამიანი გაოცებული იყო. და სიზმარში მას გამოეცხადა, რომ აქ დამალულია წამებულ ნიკოლოზის პატიოსანი თავი. სახლის მეპატრონემ დაუყოვნებლივ გახსნა კედელი და იპოვა წმინდა ნაწილები. საკუთარ თავს უუღირსად მიიჩნევდა რა ასეთი დიდი სიწმინდე თავის სახლში ჰქონოდა, მან წაიღო იგი წმინდა ვარლაამის მონასტერში მეტეორაში, სადაც ის დღემდე იმყოფება და განაგრძობს მრავალრიცხოვანი სასწაულების აღსრულებას.

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა მოწამე ნიკოლოზ მეძობოსელი (+1617) - 16 (29) მაისი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.12.2024
წმ. ედუარდი, ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული ინგლისელი წმინდანი, იყო წმინდა მართლმორწმუნე ედგარ მშვიდობისმყოფელის, ინგლისის მეფის და დედოფალ ეთელფლედას ძე,
25.12.2024
დღეს ინგლისის ყველაზე ცნობილი მფარველი წმინდანია დიდმოწამე წმ. გიორგი ძლევამოსილი. თუმცა, ქვეყანას ასევე ჰყავს თავისი მკვიდრი მფარველი წმინდანი - ედმუნდ მოწამე,
25.12.2024
წწმინდა ედმუნდი დაიბადა 841 წელს მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. ბავშვობიდანვე შეიცნო ლოცვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ზეპირად ისწავლა ყველა ფსალმუნი.
24.12.2024
სამწუხაროდ, წმ. კენელმის, დასავლეთ ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე თაყვანისცემული წმინდანის ადრეული, ორიგინალური ცხოვრება არ შემორჩენილა, თუმცა არსებობს მრავალი გვიანი შუასაუკუნეების გადმოცემა მასზე.
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უდიდესი საუფლო დღესასწაული ნათლისღება ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი გამორჩეული დღეა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat