წმინდა ნიკოლოზი XVI საუკუნის II ნახევარში დაიბადა თესალონიკის ქალაქ მეძობოში. ახალგაზრდობაში ის ქალაქ ტრიკალეში მეფუნთუშეს ემსახურებოდა.
ერთხელ თურქმა მას ეშმაკობით აიძულა ქრისტეს რწმენაზე უარი ეთქვა. ნიკოლოზი მალე მიხვდა თავის შეცდომას, დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ ქრისტიანული ცხოვრება განაგრძო.
დიდი ხნის შემდეგ ტრიკალში გასაყიდად ჩაიტანა გაფისული ხის ღერები, ჩირაღდნებისთვის. ის ერთმა თურქმა დალაქმა იცნო და აუყვირდა, ისლამს რატომ უღალატეო. შეშინებულმა ნიკოლოზმა თურქს ჩირაღდნები აჩუქა - ეს სულ შენი იყოს და ყოველწლიურადაც მოგაწვდიო. მერე გადაწყვიტა, გამოსასყიდი აღარ გადაეხადა, მივიდა თავის მოძღვართან და განუცხადა, რომ ქრისტესთვის სიკვდილი ეწადა. მოძღვარი შეეწინააღმდეგა, უთხრა, ტკივილს ვერ გაუძლებ და ქრისტეს მეორედ გასცემო. მაგრამ ნიკოლოზმა დაარწმუნა, ყველაფერში ღვთის ნებას ვარ მინდობილიო და ბოლოს და ბოლოს, მოძღვარმა ტრიკალში წასვლის კურთხევა მისცა.
წმინდანი ჩავიდა ტრიკალში. თურქმა დალაქმა რომ დაინახა, გამოსასყიდის მიცემა მოსთხოვა. წმინდა ნიკოლოზმა უთხრა, შენი არაფერი მმართებსო. მაშინ თურქმა თანამოძმეებს დაუძახა, ნიკოლოზი შეიპყრეს და ყადისთან მიიყვანეს. მუსლიმთა მსაჯულმა ვერ შეძლო ქრისტიანის დარწმუნება, მაშინ ის სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმინდანი სიხარულით დაითმენდა მოწეულ განსაცდელს. მეორედ გაიყვანეს დასაკითხად. მან კვლავ მხნედ აღიარა ქრისტეს რწმენა. მაშინ მსაჯულის ბრძანებით, ბაზრის მოედანზე დიდი კოცონი გააჩაღეს და წმინდანი შიგ ჩააგდეს. წმინდა ნიკოლოზი მოწამებრივად აღესრულა 1617 წლის 17 მაისს.
...........................
წმინდა თომა იერუსალიმის პატრიარქი (+807-820 წლები) - 16 (29) მაისი
მას მხოლოდ იოანე-ზოსიმესეული კალენდარი (X ს.) მოიხსენიებს.
...........................
წმინდა მღვდელმოწამე პაპილინე - 16 (29) მაისი
მას ქრისტეს სიყვარულისთვის მახვილით თავი მოჰკვეთეს. წმინდა პაპილინეს ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი