იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
დაიბადა 1880 წელს ქალაქ არდატოვში გლეხის იოსეფ სულდინის ოჯახში.
1902 წელს დაამთავრა ციმბირის სასულიერო სემინარია და მღვდლად აკურთხეს.
1902 წლიდან მსახურობდა სოფლებში ტომიშევოში და ნ.ტომიშევოში, 1917 წლიდან კი მღვდლობდა მხოლოდ სოფ. ტომიშევოში.
1920 წლის მარტიდან მსახურობდა სიზრანის წმინდა ელიას ეკლესიაში.
1923 წლიდან მას რეგულარულად აპატიმრებდნენ:
დააპატიმრეს 1923 წელს, ჩაამწყვდიეს სიზრანის ციხეში და მალე გაათავისუფლეს.
დააპატიმრეს 1924 წელს, ბრალი წაუყენეს რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 172-ე მუხლით და იმყოფებოდა სიზრანის ციხეში. გუბერნიის სასამართლოს გამსვლელმა სხდომამ მალევე გაამართლა და გაათავისუფლა.
დააპატიმრეს 1925 წელს, ჩააგდეს სიზრანის ციხეში და მალე გაათავისუფლეს.
დააპატიმრეს 1926 წელს, დააკავეს სიზრანის ციხეში და მალე გაათავისუფლეს.
დააპატიმრეს 1928 წელს, ჩააგდეს სიზრანის ციხეში და მალე გაათავისუფლეს. მას როგორც მღვდელს ჩამოერთვა საარჩევნო ხმის უფლება.
დაპატიმრებებს შორის ის მსახურობდა იმავე სიზრანის წმინდა ილიას ეკლესიაში. 1930 წლის ნოემბერში ილიას ეკლესიის დახურვის შემდეგ იგი არსად მსახურობდა.
1930 წელს დააპატიმრეს და მალე გაათავისუფლეს.
1931 წელს დაპატიმრების დროს ის ქვრივი იყო და ჰყავდა 6 შვილი:
დააპატიმრეს 1931 წლის 21 თებერვალს, მას ბრალი წაუყენეს რსფსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-10, 58-11 მუხლებით "1931 წლის სამარას რეგიონის სასულიერო პირთა და საერო პირთა ჯგუფის საქმეში", ბრალდება ვკითხულობთ: "ანტისაბჭოთა მოღვაწეობა, საეკლესიო-მერკანტილურ-მონარქისტული კონტრრევოლუციური ორგანიზაციის "ჭეშმარიტნის" ხელმძღვანელი ბირთვის აქტიური წევრი, ტიხონოვიზმის ერთ-ერთი საყრდენი, საბჭოთა ძალაუფლებისა და მისი ყველა ზომების მგზნებარე მტერი". მან დანაშაული არ აღიარა.
მას 1931 წლის 21 თებერვლიდან მიესაჯა 3 წელი საკონცენტრაციო ბანაკებში ყოფნა.
1933 წელს სასჯელის მოხდის შემდეგ იგი კვლავ დააპატიმრეს და მიესაჯა სამწლიანი გადასახლება ჩრდილოეთის ტერიტორიაზე. გადასახლებიდან მამა იოანე ჩავიდა სამარაში: "ის ცხოვრობდა კუიბიშევში რაიმე კონკრეტულისაქმიანობის გარეშე".
1937 წლის 30 ნოემბერს კვლავ დააპატიმრეს. მთავარეპისკოპოსის ალექსანდრესთან (ტრაპიცინის) და სხვა სასულიერო პირებთან ერთად. მას "მიწისქვეშა კონტრრევოლუციურ საეკლესიო-სექტანტურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში" ადანაშაულებდნენ. მან დანაშაული არ აღიარა.
არც ეპისკოპოსმა ალექსანდრემ და არც გადასახლებიდან და საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაბრუნებულმა მღვდლებმა, რომლებიც მასთან ერთად დააკავეს, არ აღიარეს დანაშაული და უარყვეს ყველა ბრალდება. 1937 წლის 21 დეკემბერს შინსახკომის სამეულმა მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
1938 წლის 14 იანვარს მამა იოანე მთავარეპისკოპოსთან ერთად დახვრიტეს. მამა იოანე და სხვა სასულიერო პირები, დაკრძალეს კუიბიშევის საერთო საფლავში.
2000 წლის აგვისტოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებაზე იგი წმინდანად შერაცხეს რუსეთის სხვა წმინდა ახალმოწამეებთან და აღმსარებლებთან ერთად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი