წმინდა მოციქული აკვილა, სამოცდაათთაგანი (I) - 14 ივლისი (27 ივლისი)
წმინდა მოციქული აკვილა, სამოცდაათთაგანი (I) - 14 ივლისი (27 ივლისი)
წმინდა მოციქული აკვილა წმინდა პავლე მოციქულის მოწაფე იყო და მანვე დაადგინა იგი ეპისკოპოსად.

იგი წარმოშობით პონტოელი ებრაელი გახლდათ და ქრისტიანობაზე მოქცევამდე, ცოლთან, პრისკილასთან ერთად, იტალიაში ცხოვრობდა; როცა კეისარმა კლავდიუსმა ებრაელები რომიდან გაასახლა, აკვილა და მისი მეუღლე კორინთოში ჩავიდნენ.

რა იყო გასახლების მიზეზი? როცა რომში სახარების ქადაგება დაიწყო, იმპერიის დედაქალაქში წმინდა პეტრე მოციქული ჩამოვიდა და იქ მყოფმა მრავალმა ებრაელმა ქრისტე იწამა, მაგრამ ბევრმა არ მიიღო; ამიტომაც მათ შორის დიდი დავა-კამათი ატყდა: ერთნი ქრისტეს ჭეშმარიტ მესიად აღიარებდნენ, ხოლო მეორენი -ლანძღავდნენ. ურწმუნო ებრაელები (ანუ ვინც ქრისტე არ იწამა) ისევე როგორც იერუსალიმში, აქაც აღდგნენ ქრისტეს მორწმუნეების წინააღმდეგ, მიიმხრეს ელინები და საერთო ძალით დევნა დაუწყეს. ის ელინები, რომელთაც ქრისტე იწამეს, იცავდნენ ერთმორწმუნე ებრაელებს ჰურიათაგან და მათ შორის დიდი მტრობა ჩამოვარდა. ეს ამბავი კეისარ კლავდიუსის ყურამდე მივიდა. რადგანაც მორწმუნეები უფალ იესო ქრისტეს ღვთის ძეს და ისრაელის მეუფეს ეძახდნენ, კეისარს ეშინოდა, რომ ხალხში მღელვარება არ მომხდარიყო და გამოჩენილიყო ახალი მეფე, რომელსაც მისთვის ხელისუფლების წართმევა ენდომებოდა. ამიტომაც ყველა ებრაელს, ქრისტეს მორწმუნესა თუ ურწმუნოს რომიდან წასვლა უბრძანა და მთელ იტალიაში გადაასახლა. მათი გასახლების სხვა მიზეზიც არსებობდა: ურწმუნო ურიებმა იუდაიზმზე მოაქციეს კლავდიუსის ცოლი აგრიპინა.

მოკლედ, წმინდა აკვილა მეუღლესთან ერთად კორინთოში დასახლდა და კარვების კეთებით ირჩენდა თავს. ამ დროს ათენიდან კორინთოში ჩავიდა წმინდა პავლე მოციქული, რომელიც წარმართთა შორის ქადაგებდა სახარებას. წმინდა პავლემ აკვილა და პრისკილა გაიცნო და მათთან გაჩერდა: "რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა" -ანუ კარვების დამზადებით ირჩენდნენ თავს (საქმე; 18,3). წმინდა პავლემ მათ ქრისტეს რწმენა უქადაგა, მოაქცია და მონათლა ისინი. წმინდა პავლე წელიწად-ნახევარი ცხოვრობდა და ქადაგებდა კორინთოში და მრავალი იუდეველი და წარმართი ქრისტეს მოწაფე გახადა, შემდეგ კი სირიაში წავიდა; თავის მასწავლებელს და ცხონების მიზეზს თან გაჰყვა აკვილა და პრისკილა, რომლებიც ძალზე მიეჯაჭვნენ მას სულიერი სიყვარულით. მათთან და სხვა მოწაფეებთან ერთად წმინდა პავლე მოციქული ეფესოს ნავსადგურს მიადგა. შემდეგ კი წმინდა პავლემ პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში ჩასვლა მოისურვა და დაჰპირდა ახლობლებს, რომ ეფესოში დაბრუნდებოდა, იგი წმინდა ქალაქში გაემგზავრა, ხოლო ეფესელთა შორის ქრისტეს რწმენის ქადაგება აკვილას და პრისკილას დაავალა.

პავლეს წასვლის შემდეგ ეფესოში ჩავიდა "ჰურიაჲ ვინმე, აპოლოს სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით". სულით მდუღარე და "სიტყუა-მეცნიერი" მქადაგებელი შესაკრებელსა შორის "ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი".აკვილამ და პრისკილამ მოისმინეს აპოლოს თამამი ქადაგება, და სახლში მიიწვიეს: "მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ" (საქმე; 18, 24-27). ამის მერე წმინდა პავლე იერუსალიმიდან ეფესოში დაბრუნდა და იქიდან გაუგზავნა თავისი პირველი ეპისტოლე ქრისტეს მორწმუნე კორინთელებს, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაასრულა: "გიკითხვენ თქუენ ფრიად უფლისა მიერ აკჳლა და პრისკილა თანა-მკჳდრითურთ მათით კრებულით" (1 კორ. 16,19).

მას მერე, რაც კლავდიუს კეისარი მოკვდა, ებრაელებს კვლავ დართეს რომში ცხოვრების ნება და იტალიაში გაფანტული ებრაელები შინ დაბრუნდნენ, ცხადია, წმინდა აკვილა და პრისკილაც. როცა პავლე მოციქული კორინთოში დაბრუნდა და იქიდან ეპისტოლე გამოუგზავნა რომაელ ქრისტიანებს, მას არ გამორჩენია თავისი ერთგული მოწაფეები და თბილად მოიკითხა ისინი: "კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკვილას, თანა-შემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა -იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულნი მათნი" (რომ. 16,3-5).

რომში წმინდა აკვილა დიდხანს არ დარჩენილა და ცოლთან ერთად კვლავ ასიაში გაემგზავრა. პავლე მოციქულმა იგი ასიის ეპისკოპოსად დაადგინა. ეფესოში ღვაწლში ეხმარებოდა წმინდა პავლე მოციქულის მოწაფეს, წმინდა ტიმოთე მოციქულს. შემდგომში, როცა იერუსალიმელი ჰურიების მიერ გამოძევებული წმინდა პავლე მოციქული ბორკილდადებული რომში ჩაიყვანეს და აქედან მისწერა თავისი მეორე ეპისტოლე ეფესოში მყოფ წმინდა ტიმოთეს, მან კვლავ გაიხსენა თავისი საყვარელი მოწაფეები: "კითხვაჲ არქუ პრისკილას და აკჳლას" (2 ტიმ. 4:13).

წმინდა აკვილამ იქადაგა ასიაში, აქაიასა და ჰერაკლია¬ში; მის მოციქულებრივ ღვაწლში დაუცხრომლად შეეწეოდა წმინდა პრისკილაც. მრავალი ადამიანი მოაქციეს ქრისტეს რწმენაზე, დაანგრიეს კერპები, ააგეს ეკლესიები და იქ მღვდლები დაადგინეს.

ურწმუნო ადამიანებმა ქრისტეს ერთგული მსახურები წამებით მოკლეს. წმინდა აკვილასა და პრისკილას უხრწნელი ნაწილების უმეტესობა რომში წმინდა პრისკეს ტაძარშია დასვენებული.

კონდაკი

ვითარცა რა მზე დიდი, მოგიგო შენ ეკლესიამან, დიდებულო აკვილა, და ბრწყინვალებითა მოძუღურებისა შენისათა განათლდებიან სარწმუნოებით პატივისმცემელნი შენნი, უფლისა მოციქულო.

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა მოციქული აკვილა და მისი მეუღლე პრისკილა (I) - 13 (26) თებერვალი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat