მოციქულთა თავი წმინდა პეტრე - 29 (12.07) ივნისი
მოციქულთა თავი წმინდა პეტრე - 29 (12.07) ივნისი
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან (იოანე; 1,41-42).

ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: "შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი".

საკვირველი სახილველით შეძრულმა პეტრემ დიდი სულიერი ნათლის ფონზე ცხადად შეიგრძნო თავისი ბიწიერება და ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: "განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო". იესომ მიუგო: "ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე". ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მესიას (ლუკა; 5,1-11).

ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: "თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?" პეტრემ უპასუხა: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ". ამაზე უფალმა მიუგო: "ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მთ. 16,15-19) (ამ სიტყვებით "კლიტენი" და "შეკვრისა და გახსნის" უფლება მიენიჭა "თავკიდურ ლოდზე" - ქრისტეზე დაფუძნებულ ერთიან მსოფლიო ეკლესიას და არა ერთ ადამიანს). პეტრე, მისი ფიცხი ხასიათისა და დიდი მოშურნეობის გამო, ადამიანურ სისუსტეებსაც ხშირად ავლენდა ხოლმე.

უკანასკნელი პასექის დროს განკაცებულმა ღმერთმა მოწაფეებს ამცნო: "თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი". პეტრემ განაცხადა: "დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე". უფალმა მიუგო: "ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე" (მთ. 26,31-34).

ოცდაათ ვერცხლად გაყიდული უფალი, მართლაც, იმავე ღამეს შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და კაიაფას მიჰგვარეს. მოციქულები დაიფანტნენ. მხოლოდ პეტრე და იოანე შეჰყვნენ ქრისტეს მღვდელთმოძღვრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: "ესეცა მის თანა იყო", ის კი იფიცებოდა: "არა ვიცი კაცი იგი". როცა მესამეჯერ უარყო მაცხოვარი, "მეყსეულად. ქათამმან იყივლა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს". მოწაფეს მოაგონდა მოძღვრის სიტყვები, სინანულმა შეიპყრო, "განვიდა გარე და ტიროდა მწარედ". სინანულის ეს გრძნობა არ დასცხრომია პეტრეს სიკვდილის დღემდე.

უფალმა არ დააგდო საყვარელი მოწაფე - მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა თომასა და ნათანაელთან ერთად სათევზაოდ გასულ პეტრეს, და მიმართა: "სჳმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?" პეტრემ მიუგო: "ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ". "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი", - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმიდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა ამით მიანიშნა მოწაფეს, რომ პატიობდა სულმოკლეობას, სიტყვებით "დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი" კი იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, განსაკუთრებით სათნოჰყოფოდა უფალს და გამოესყიდა თავისი შეცოდება (იოანე 21, 1-23).

ამიერიდან პეტრე ღვთის სიტყვის მხურვალე მქადაგებელი და პირმეტყველ ცხოვართა ერთგული მწყემსი შეიქნა. სულთმოფენობის დღეს მისმა მადლმოსილმა სიტყვებმა სამი ათასი კაცი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე; იოპიაში უფალმა პეტრეს სასწაულებრივ მიანიშნა, რომ წარმართებსაც წმიდა-ჰყოფდა, რის შემდეგაც მოციქულმა კორნილიოს ასისთავის სახლში შეკრებილ უცხოტომელებს შორის იქადაგა, მათზე სულიწმიდის გადმოსვლის მოწმე შეიქნა და ნათლისღების მადლით განანათლა ღვთისგან შეწყნარებულები (საქმე 10,1-48). სხვადასხვა დროს პეტრე იმყოფებოდა: ანტიოქიაში, რომში, მცირე აზიის, ეგვიპტის, საბერძნეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის ქალაქებში იგი ყველგან ქრისტეს სწავლების მარცვლებს თესდა და აფუძნებდა ეკლესიებს. მის ქადაგებებს მრავალი სასწაული ახლდა თან: სნეულები პეტრეს ჩრდილითაც კი იკურნებოდნენ.

წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ქრისტიანებმა წინასწარ აუწყეს პეტრეს მოსალოდნელი საფრთხე და სთხოვეს, დაეტოვებინა რომი. ისიც დამორჩილდა მვედრებლებს, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე, "შემომავალი ჰრომედ". პეტრემ იკითხა: "აქ ვიდრე ხუალ, უფალო?" მაცხოვარმა მიუგო: "შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად". მოციქულს გაუკვირდა: "კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?" როცა გაოცებისგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად იმისა, რომ "მოწევნულ იყო ჟამი მისი" და უკანვე გაბრუნდა.

მტარვალებმა წმიდანს ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ ითხოვა: "ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრეთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაჲთა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა".

ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.

წმიდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში (მაშინ ძალზე გავრცელებული იყო საკუთარი საფლავების წინასწარ მოწყობის ტრადიცია) დაფლა.

პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.

"წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.

.......................................

აქვე წაიკითხეთ:

თაყვანისცემა პატიოსანთა ჯაჭვთა წმინდისა და ყოვლად ქებულისა პეტრესი - 16 (29 ) იანვარი

წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვები

29 იანვარს დედა ეკლესია წმინდა პეტრე მოციქულის ჯაჭვთა თაყვანისცემის დღესასწაულს აღნიშნავს

პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა სნეულთ

შეგვეწიოს წმინდა მოციქულთა მადლი!

შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი

პეტრე მოციქულის ჩრდილიც კი კურნავდა სნეულთ


.....................................

წმინდა პავლესთან ერთად:

დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრესი (+64) და პავლესი (+67) - 29 ივნისი (12 ივლისი)

პეტრე და პავლე - სარწმუნოების ორი ბოძი

მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლო?

მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლო?

პეტრე და პავლე - სარწმუნოების ორი ბოძი - ორი დიამეტრულად განსხვავებული ხასიათი

"პეტრეს თვით ქრისტემან უწოდა კლდე, პავლე იყო ზღვა სიყვარულისა"

მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლეს? - თავნი მოციქულნი - პეტრე და პავლე

წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელის (ქიქოძე) სიტყვა პეტრე-პავლობის დღესა

სულხან-საბა ორბელიანი - სწავლა წმიდათა მოციქულთა დღესასწაულისა.

პეტრეპავლობა - თავთა მოციქულთა თაყვანისცემის ადგილნი

ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი

ქუთაისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი

თბილისის მოციქულთა თავთა წმ.პეტრე-პავლეს ეკლესია

წმინდა გაბრიელ მცირე - შესხმა კგ (23), წმიდათა ღმრთივდიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ

დაუჯდომელი საგალობელი წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
10.10.2022
წმინდა მოციქული არისტარქოსი უფალი იესო ქრისტეს სამოცდაათი მოციქულიდან ერთ-ერთია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat