თბილისის მოციქულთა თავთა წმ.პეტრე-პავლეს ეკლესია
თბილისის მოციქულთა თავთა წმ.პეტრე-პავლეს ეკლესია
მისამართი: ავლაბარი, წმ. პეტრე-პავლეს სასაფლაო.

ისტორია: გადმოცემის თანახმად, ტაძარი მოცემულ ტერიტორიაზე წინასწარმეტყველების საფუძველზე აიგო. თავდაპირველი ხის ეკლესია მოგვიანებით აგურის ბაზილიკამ შეცვალა. იგი აშენებულია მართლმორწმუნე ცოლ-ქმრის მაისურაძეების მიერ, რომელნიც ტაძარში არიან დაკრკძალულნი. ათიოდე წლის წინ იატაკის გამოცვლის დროს ფილაქანზე მიაკვლიეს წარწერას. სავარაუდოდ, ეს არის ტაძრის აგების ან განახლების თარიღი - 1882 წ. იატაკის ქვეშ აღმოაჩინეს საკურთხეველი და ამბოინი. უბნის მხცოვანი მოსახლეობის მოწმობით, ათეიზმის ხანაში სარწმუნოების სასტიკი დევნის დროს, ამ მიწისქვეშა საკურთხეველში ფარულად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. ბოლო წლებში ტაძარი ორჯერ გაძარცვეს, წაიღეს უამრავი ხატი. მთავრობის აპარატისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ძალისხმევით, პირველი ძარცვის დროს წაღებული ხატების უმეტესობა დააბრუნეს, მაგრამ მეორედ გულგრილობა გამოიჩინეს. თუმცა, ღვთის რისხვამ არ დააყოვნა: ერთ-ერთი მძარცველი ერთი წლის შემდეგ აღესრულა, მეორე ციხეშია - სულიერი აშლილობის ზღვარზე მყოფი, მესამეს რვა თვის ბავშვი დაეღუპა, თავად კი საპყრობილეში მოხვდა.

ხატები: 90-იან წლებში ტაძარი ერთიანად მოიხატა მრევლის ერთ-ერთი წევრის ირაკლი ცინცაძის მიერ. ხატებიდან აღსანიშნავია მისი დაწერილი ღვთისმშობლის ხატი: "შენ ხარ ვენახი" (ხატი ამჟამად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია), რომელიც დღიდან კურთხევისა უამრავ სასწაულსა და კურნებას აღასრულებს. განსაკუთრებით პატივსაცემია ახლადშექმნილი ღვთისმშობლის ხატი "იღუმენია ათონისა", მაცხოვრის ხატი "სუთ ამისგან ყოველთა" - ქრისტეს ვნებისა და ევქარისტიის გამომხატველი (შექმნილია მე-19 საუკუნის რუმინული ხატის მიხედვით). საქართველოში სქიზმატური მოძრაობის აღზევების დროს შეიქმნა ხატი "საიდუმლო სახე ეკლესიისა", ვითარცა ტაძრის სამღვდელოებისა და მრევლის პოზიციის გამომხატველი სქიზმისა და ეკუმენიზმის მიმართ (ამოსავალია ათონის ერთ-ერთი მონასტრის კედლის მოხატულობა). ხატი "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ" დაიწერა დუჭეთის რაიონის სოფელ დავათის ღვთისმშობლის ტაძარში დაცულ ქვის სტელის მიხედვით. ახალი ხატებიდან აღსანიშნავია "ზეციურ მხედრობათა მთავარი მიქაელი - მფარველი მართლმადიდებლობისა", "წმ. იოანე ნათლისმცემელი" (საკურთხეველში).

გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი" № 27, 1999 წ.
წყარო http://www.orthodoxy.ge/
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat