ბეთანიის მონასტერი
ბეთანიის მონასტერი
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სავანე. საკვირველი, სასწაულებრივი ადგილია ბეთანია! იგი თითქოს დროითა და სივრცითაც მოშორებია წარმავალ ცხოვრებას. აქ ჯერაც არ არის ელე-ქტრობა, რადიო, ტელევიზორი, წყალგაყვანილობაც კი. ყველაფერი ისეა, როგორც ათასი წლის წინათ როდესაც აქ პირველად ფუძნდებოდა მონასტერი.

უმძლავრესმა ქარიშხლებმა გადაუარა თავს ღვთის ამ სავანეს: სარწმუნოების უსასტიკესი დევნის 70-წლიან პერიოდში სწორედ მონასტრები განიცდიდნენ დევნა-შევიწროებას: ბერმონაზონთა უმრავლესობა დახვრიტეს, გადაასახლეს, ცოცხლად დარჩენილნი კი უმძიმეს შეჭირვებასა და შეურაცხყოფას ითმენდნენ.

მაგრამ უდიდესი განსაცდელის დროსაც ბეთანიის მონასტერი მდიდარი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობდა. აქ ძლიერად კაშკაშებდა ლოცვითი კანდელი - ორი ბრძენი სულიერი მოძღვარი - განუწყვეტლივ აღუვლენდა ღმერთს ლოცვა-ვედრებას. აქ არასოდეს შეწყვეტილა საღმრთო ლიტურგიის აღ-სრულება, ნათლობა, ჯვრისწერა, ღვთის სიტყვის ქადაგება.

ბეთანიის მონასტრის ისტორია საიდუმლოებით არის მოცული. უცნობია იმ მამათა სახელებიც, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში მოსაგრეობდნენ აქ.

მონასტრის ისტორიიდან

XI საუკუნეში სავანე უკვე არსებობდა, როგორც დიდი ფეოდალების - ორბელიანების განსასვენებელი.

ბეთანიის ტაძარი, სავარაუდოდ, XII საუკუნის მიწურულს - XIII საუკუნის პირველ წლებში აიგო, წმინდა კეთილმსახური მეფის, თამარის ზეობისას.

მის ადგილას უფრო ძველი და პატარა აგურის საყდარი იდგა, რომელიც X თუ XI საუკუნეს განეკუთვნებოდა.

გადმოცემით, წმინდა მეფე თამარი ხშირად ჩამოდიოდა ზაფხულობით ბეთანიაში, რათა სულიერად მოესვენა, განმარტოებულიყო და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მისცემოდა.

ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე დიდი ფრესკაა - მეფეთა პორტრეტები. სწორედ აქ არის წმინდა მეფე თამარის ფრესკა.

ტაძრის სამხრეთ კედელზე ბერის შესამოსლითა და ტაძრის მოდელით ხელში გამოხატულია ქტიტორის დიდი პორტრეტი - ეს არის სუმბატ მანდატურთუხუცესი და ამირსპასალარი. იგი სამეფო კარის სხვა დიდებულებთან ერთად აუჯანყდა მეფე გიორგი III-ს.

გადმოცემით, სიცოცხლის ბოლო წლები ყოფილმა დიდებულმა, აწ კი სიმდაბლით აღვსილმა ბერმა სიმონმა (სუმბატ ორბელიანი) საგვარეულო საძვალეში - კარიბჭის ქვეშ მოთავსებულ აკლდამაში გაატარა და აქვე აღესრულა კიდეც.

მონასტერში იმის კვალიცაა შემორჩენილი, რომ ბევრჯერ მისულა იგი სრული მივიწყებისა და გაქრობის პირას. დიდი ხნის მანძილზე იგი სრულიად მიტოვებული იყო.

XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიაში კვლავ მოვიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. არ ჰყოფნიდათ სახსარი და გზაზე დიდი ყულაბა დადგეს ასეთი წარწერით: "შეეწიეთ მონასტერს!" აი, ასე, ხელახლა ააშენეს ყოველივე, სავანემაც კვლავ დაიწყო აღორძინება.

როცა თავისთვის საცხოვრებელს აგებდნენ, კარიბჭის შორიახლოს ბერებმა დიდი სამარხი ნახეს - საერთო საფლავი, სადაც ერთად ეწყო ძვლები და თავის ქალები. მათგან ბევრს წმინდა ცვილისფერი ჰქონდა კვლავაც.

ეს კი, როგორც აღიარებულია, ამ ადამიანთა ცხოვრების სიწმინდეს მოწმობს. ჩვენთვის ცნობილი არ არის, ვინ არიან ეს ადამიანები, ალბათ, ცხოვრებისეულ შემთხვევითობას არ შეუკრებია ეს ნაწილები ერთ საფლავში. სწორედ მათ თავზე დგას წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის საყდარი.

აი, სულ ეს ვიცით სავანის ისტორიიდან. არსებობს კიდევ ერთი ძველი გარდამოცემა, თუ როგორ ააგეს ტაძარი საკუთრივ ამ ადგილას, მთის ძირში. ამბობენ, რომ თავდაპირველად მის აშენებას მდინარე სამადლოს მეორე მხარეს აპირებდნენ.

ეს საკმაოდ ლამაზი ადგილია, და ტაძარიც, აქ რომ აშენებულიყო, ყოველმხრივ გადახედავდა გარემოს, მაგრამ ასე როდი სჯიდა საღმრთო განგებულება! გადმოცემით, მშენებლებს უკვე სამშენებლო მასალებიც აუტანიათ იმ თხემზე, მაგრამ ერთ დილით აღმოაჩინეს, რომ სამშენებლო მასალები სადღაც გაქრა! დაიწყეს ძიება და ხეობის ფსკერზე ერთად დაწყობილი მთის პატარა ბექობზე პოვეს. ყველამ ერთხმად განადიდა ღმერთი და მონასტრის შენება ახალ, სასწაულით მითითებულ ადგილას დაიწყეს.

შესაძლოა, ღვთის განგებამ გაითვალისწინა მისი მომავალი მნიშნველობა, განსაკუთრებით, ჩვენი, ბოლო ჟამისათვის, როცა ბერმონაზვნებს ყველაზე მეტად შეჰფერით და ესაჭიროებათ განშორება ვნებებით შეპყრობილი ამა ქვეყნისაგან, მისი ამაოებისა და საცდურისაგან.

ტაძრის არქიტექტურა და მოხატულობა

ბეთანიის შესახებ თითქმის არაფერს მოგვითხრობენ ისტორიკოსები, დუმს მატიანეც, მაგრამ მის წარსულზე მეტყველებენ ტაძრის ძველი ფრესკები, ქვაში ამოკვეთილი ჩუქურთმები და წარწერები, არქიტექტურის მკაცრი ფორმები, ყოველ ნაბიჯზე აღმოჩენილი ძველ მკვიდრთა ნეშტნი.

ოდესღაც მონასტრის ვრცელი ტერიტორია მასიური გალავნით იყო შემოზღუდული, ტყეში ახლაც შეხვდებით ქვიტკირის ლოდებს. მაგრამ ამჟამად ძველი სავანიდან შემოგვრჩა მხოლოდ ღმრთისმშობლის შობის დიდი გუმბათიანი ეკლესია, კარიბჭითა და დიდებული მოხატულობით შემკული, აგრეთვე წმინდა დიდმოწამე გიორგის მცირე დარბა-ზული ეკლესია, აგებული 1196 წელს და კოშკის თაღოვანი შესასვლელი, რომლის ზედა სართულში, შესაძლოა, სამრეკლო იყო.

მთავარი ტაძარი წარმოადგენს ჯვარგუმბათოვან ნაგებობას, რომლის მრავალსარკმლიანი გუმბათი ეყრდნობა დასავლეთით ორ თავისუფლად მდგომ სვეტსა და საკურთხევლის შვერილ კედლებს.

გუმბათის სიმაღლე 27 მეტრია. ტაძრის მოხატულობა სანახევროდაა შემორჩენილი. მისი ზემოთა ნაწილი მთლიანად წაიშალა, ქვემოთ კი ფრესკები ადგილ-ადგილ არის შემონახული.

მხატვრობის სქემა XII საუკუნის ქართული ტაძრებისათვის სამკაოდ უჩვეულოა. ღმრთისმშობლის ეკლესიის საკურთხევლის კონქში უფრო ხშირად "ღმრთისმშობლის დიდებას" გამოსახავდნენ, ბეთანიაში კი "საყდარზე მჯდომი მაცხოვარი" იყო გამოსახული (შემორჩენილია მხოლოდ მისი ქვედა ნაწილი). მაცხოვრის ქვემოთ გამოსახულნი არიან წმინდა წინასწარმეტყველები, რაც ასევე უჩვეულოა იმ დროის მხატვრობისათვის.

მკვლევარნი ვარაუდობენ, რომ აბსიდის მოხატულობა უფრო ძველია, ვიდრე ტაძრის სხვა ფრესკები და შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ძველ ტაძარს, რომელიც XII საუკუნეში გადააკეთეს დიდ გუმბათოვან ეკლესიად, ისე, რომ საკურთხევლის ნაწილი და დასავლეთის კარიბჭე ხელუხლებლად დატოვეს.

ეტყობა, თავდაპირველი ტაძარი არ იყო ჯვარგუმბათოვანი და ალბათ X საუკუნეს განეკუთვნებოდა. შესაძლოა, უწინდელი ბეთანიის ტაძარი რომელიმე საუფლო დღესასწაულს ეძღვნებოდა. თუმცა ეს მხოლოდ ისტორიკოსთა ვარაუდია, სინამდვილეში კი, საიდუმლოებითაა მოცული: პირველად როდის დაარსდა აქ მონასტერი, ვინ ააგო და მოხატა ტაძარი, შემდეგში სუმბატის დროს როგორ გადააკეთეს, რა ვითარებაში დაასრულეს მისი მოხატვა თამარის დროს, რამდენმა თაობამ იღვაწა ამ მშვენიერი ქმნილების სრულყოფისათვის.

ოდესღაც ბეთანიის მოხატულობა არაჩვეულებრივად მდიდრული და მშვენიერი იყო - ფრესკების ყველა საღებავი ძალზე ძვირფასია, ფერები ცოცხალი და ღრმაა: მკვეთრი ალისფერი სინგური, ბევრია - იშვიათად მკვეთრი, ლამაზი, მუქილურჯი ფერის ლილა-ქვა (ამ ფერითაა შევსებული თითქმის ყველა ფრესკის ფონი ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში), აურიპიგმენტი, ჟანგმიწის მდიდრული ნაკრები, ოქრო - მეფეთა პორტრეტებზე.

საერთოდ, ღრმა, მრავალგვაროვან ფერთა დიდებული პალიტრაა. ოდესღაც აქ მხოლოდ ათორმეტი დღესასწაული კი არ იყო წარმოდგენილი, არამედ ზედმიწევნით იყო გამოსახული უფლის ვნებისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის დღესასწაულთა ციკლები.

სამხრეთის კედელზე შემორჩენილია წინასწარმეტყველთა გამოსახულებანი მათ მიერ წინასწარ უწყებულ პირველსახეებთან ერთად, რომლებიც სიმბოლურად ღვთისმშობელს გამოსახავენ.

ეს არის ყველაზე ადრეული განვრცობილი ციკლი, რომელიც დღეისათვის შემორჩენილი ცხრა გამოსახულებისაგან შედგება. სხვა ტაძრებში იგი მხოლოდ XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩნდება. შესანიშნავი და თავისებურად უნიკალურია მოცეკვავე დავითის გამოსახულება მკვეთრი სინგურის ფერის სამოსით, გვერდით სჯულის კიდობნითა და ზეციური მანანით სავსე ტაკუკით. კარგად არის შემონახული გამოსახულება "ეზეკიელი დახშულ ბჭეთა წინაშე", მოჩანს "გედეონი საწმისითა და ფიალით", "მოსე და მაყვალი შეუწველი", "იაკობის კიბე", "აარონი განედლებული კვერთხით", "დანიელი მთის წინაშე", "სამი ყრმა ბაბილონის სახმილში".

ბეთანია XX საუკუნეში

საოცარია, რომ ბეთანია, რომელიც XIX საუკუნის დასასრულამდე ყველასაგან მივიწყებულ, საუკუნოვან ნანგრევებსღა წარმოადგენდა, სანამ მიტოვებული ტაძარი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. სწორედ ამ საზარელი ათეისტური ქარიშხლის წინ იწყებს აღორძინებას და ამიერიდან იგი მოქმედი მონასტერი ხდება.

მონასტრის პირველი აღმდგენელი იყო მღვდელ-მონა-ზონი სპირიდონი (კეთილაძე). იგი აქ სრულიად მარტო ამოვიდა და მთელი იმ ხნის მანძილზე, რაც ბეთანიაში დაყო, საიმედო თანამდგომთა გარეშე იღვაწა.

1894-96 წლებში მან დიდი გაჭირვებით მოახერხა, გაემართა სავანე იმისათვის, რომ მცირერიცხოვანი ძმობისათვის საცხოვრებლად გამოსადეგი ყოფილიყო. მას ეხმარებოდა პატარა გლეხის ბიჭი, ვასილ მაისურაძე, შემდგომში არქიმანდრიტი იოანე, რომელიც ათონის მთიდან გამოძევების შემდეგ, 1921 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრდა ბეთანიის მონასტერში და გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა იქ არქიმანდრიტ გიორგისთან (მხეიძესთან) ერთად.

ბერებს თავიდან საცხოვრებლად მომცრო ფარდული ჰქონდათ, შემდეგ შეძლეს ორსართულიანი სახლის აშენება, რომელშიც ოთხი სენაკი იყო. ოფიციალურად ბეთანიის მონასტერი მოქმედად არ ითვლებოდა, ძეგლთა დაცვის სამსახური მათ ხელფასსაც უხდიდა. სინამდვილეში კი აქ ყველაფერი ისე იყო, როგორც მოქმედ მონასტერში, ღვთისმსახურებაც აღესრულებოდა, ტაძარში ხატები ესვენა, მამებიც სამონაზვნო სამოსში იყვნენ შემოსილნი. აქ ნათლავდნენ და ჯვარსაც სწერდნენ.

და სწორედ მაშინ, როდესაც ღვთის სიტყვა აღარსად გაისმოდა საქართველოში, ბეთანიის მონასტერს განსაკუთრებული მისია ეკისრა - იგი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჯერ კიდევ ხმამაღლა იქადაგებოდა ქრისტიანობის მარად ცოცხალი ჭეშმარიტებანი, აღესრულებოდა ყველაზე ქმედითი აღიარება სარწმუნოებისა, არა მხოლოდ ამ ბერების სიტყვით, არამედ მათი მოსაგრე ცხოვრებითაც.

1954 წელს ბეთანიაში ერთი ახალგაზრდა კაცი, ვასიკო ფირცხალავა მივიდა. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა აქ და ბერადაც აღიკვეცა ბასილის სახელით, მერე კი მღვდელმონაზვნადაც აკურთხეს. იგი ფრიად კარგი ბერი და მოძღვარი, შესანიშნავი მქადაგებელი აღმოჩნდა.

ასე რომ, ბეთანიაში იმ დროისათვის სერიოზული სულიერი ძალა იყო თავმოყრილი. მაგრამ ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა: 1957 წელს გულის ავადმყოფობით გარდაიცვალა მამა იოანე, 1960 წელს კი ამა ქვეყანას განეშორა 37 წლის მამა ბასილიც, რომელიც ტუბერკულოზით დაავადდა. თუმცა მისი ნაადრევი აღსასრული მხოლოდ ავადმყოფობის შედეგი როდი იყო. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც მონასტერს ყაჩაღები დასცემიან და ფული და ოქრო მოუთხოვიათ, იყო ბერების ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევებიც.

ერთხელ ქალაქიდან მარტო მიმავალ მამა ბასილს ვიღაცები დახვდნენ და ისე სცემეს, რომ ძლივს მილასლასდა მონასტრამდე. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა და იგი მალე გარდაიცვალა. მამა ბასილი ნათესავებმა თეკლათის მონასტერში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს.

ასე დარჩა მამა გიორგი მონასტერში სრულიად მარტო. სამწუხაროდ, იმ ხანებში არ გამოუჩნდა მას ღირსეული მიმდევრები და მამა გიორგის გარდაცვალების შემდეგ მთელი 15 წლის მანძილზე მონასტერი დაცარიელდა!

მამა გიორგი და მამა იოანე ერთმანეთის გვერდით არიან დაკრძალულნი ბეთანიის მონასტრის ეზოში, ტაძრის აღმოსავლეთ მხარეს.

სავანის თანამედროვე აღორძინება

ბეთანიელი მამების ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ სავანე დროებით დაცარიელდა. დადუმდნენ საეკლესიო საგალობლები და ლოცვითი ღაღადი ტაძრის თაღებქვეშ; მტვრით დაიფარა კანკელი, ანალოღია, შანდლები; ბუჩქნარითა და ჭინჭარ-სარეველით დაიბურა საბოსტნეები და ბაღები; დაიჟანგა თუნუქის სახურავი და ძველ ფრესკებზე წვიმის წყალმა წვრილ ნაკადებად იწყო ჩამოღვრა.

მონასტრის ნაგებობებს სავანიდან ორიოდ კილომეტრში მცხოვრები მოხუცი გლეხი ივანე წიკლაური (ვანო პაპა) დარაჯობდა: მან ხატები და წიგნები სახლის ერთ-ერთ ოთახში შეიტანა, იქვე დააწყო საეკლესიო ნივთებიც და ბოქლომით ჩაკეტა.

უწინდებურად მოდიოდნენ ტურისტები, თუმცა ახლა - მხოლოდ იმისთვის, რომ დაეთვალიერებინათ მიგდებული, მაგრამ "საინტერესო არქიტექტურული ძეგლი". შემდეგ მონასტერში რესტავრატორები და არქიტექტორები მოვიდნენ და დაიწყო კვლევაძიებითი სამუშაოები ფრესკებზე, ჩაატარეს კედლების ქვით მოპირკეთების ნაწილობრივი რესტავრაცია, გადააკეთეს ტაძრის სახურავი, შეაკეთეს სახლი, სადაც ერთ დროს ბერები ცხოვრობდნენ, ახლა იქ მხატვრები და მუშები შესახლებულიყვნენ.

ეკლესიაში წმინდა ტრაპეზი კუთხეში მიეწიათ და ზედ სხვადასხვა ძველმანი მიეყარათ; კანკელი და ხატები ტაძრიდან გაეტანათ და შიგა ნაწილი გაურანდავი ფიჭვის მორებისგან აღმართული ხარაჩოებით აევსოთ. ტაძრის ინტერიერი ბნელ და ნესტიან მღვიმეს წააგავდა. იგი ძალზე მოეწონათ ტყის ფრინველებსა და ცხოველებს.

ტაძარში ჭოტებმა და ღამურებმა დაიდეს ბინა, და ღამღამობით ტაძრის კარებიდან და სარკმლებიდან ისმოდა აკუსტიკით გაძლიერებული მათი შემზარავი ყივილი.

ასე განვლო 15-მა წელმა... 1978 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მართლაც რომ სასწაულებრივად შეძლო ბეთანიაში ორი ბერის გაგზავნა. უწინდებურად ათეისტური ხელისუფლება ამას რაღაც სასწაულით დათანხმდა, თუმცა კი იმ ხანებში საქართველოში რომელიმე ახალი მონასტრის ამოქმედებაზე თითქოს ლაპარაკიც არ შეიძლებოდა. მაგრამ ბეთანია ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი აღმოჩნდა. იგი პირველი მამათა მონასტერი გახდა, რომელიც ხანგრძლივი სულიერი ზამთრის შემდეგ გაიხსნა. პირველი იგი დაუბრუნდა სიცოცხლეს და გაიკვირტა, როგორც მომავალი დათბობის მომასწავებელი.

მხოლოდ 80-იანი წლების დასასრულისათვის, ბეთანიის მონასტრის ამოქმედებიდან ათი წლის შემდეგ, დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფოებრივ წყობასა და საზოგადოებაში; შეიცვალა ხელისუფალთა დამოკიდებულება ეკლესიისადმი, დაიწყო ახალი ეკლესიებისა და მონასტრების ამოქმედება. მაგრამ ამ დრომდე საქართველოში ბეთანია რჩებოდა თავისებურად ერთადერთ და განსაკუთრებულ ადგილად, რომელიც სასიხარულო და მანუგეშებელი თავშესაფარი იყო ბევრი, ძალიან ბევრი მორწმუნისათვის.

პირველ წლებში სავანეში მხოლოდ წინამძღვარი და ორი მორჩილი ცხოვრობდა, დანარჩენი კი მხოლოდ სტუმრები იყვნენ, მომსვლელ-წამსვლელნი, თუმცა ზოგიერთი მათგანი მონასტერში დიდი ხნითაც რჩებოდა. შემდეგ კი უფრო სერიოზულად და თავდადებით განწყობილმა ქრისტიანებმა იწყეს მოსვლა, რომელთაც აღარ სურდათ უკან დაბრუნება.

ათეისტური იდეოლოგიის დამარცხების შემდეგ, სულ რამდენიმე წელიწადში მღვდლებისა და ბერმონაზვნების მთელი არმია აღიზარდა. და ძალზე ბევრნი, დღევანდელი საქართველოს ეკლესია-მონასტრების წინამძღვრები, არქიმანდრიტები და თვით ეპისკოპოსებიც ოდესღაც თავიანთ გზას აქ - ბეთანიაში იწყებდნენ. მათ კარგად ახსოვთ ღვთისმშობლის შობის ეს სავანე და მასზე ძალზე თბილადაც საუბრობენ.

ღმრთისმშობელმა აქედან საქართველოს ყველა მხარეში თითქოსდა რაღაც საოცარი კანდელიდან ანთებული სანთლები დაგზავნა, რათა სხვა ძველი ლამპრებიც ანთებულიყო. მთელ საქართველოში დაიწყო მიგდებული ეკლესია-მონასტრების ნანგრევებიდან აღდგენა, და მათკენ მძიმე ავადმყოფური ძილისაგან გამოფხიზლებულმა ქართველმა ხალხმა იწყო ლტოლვა.

გვწამს, რომ აქ, ბეთანიაში ჩვენზე ღვთის დაუშრეტელი წყალობა გადმოდინდება, რომელიც აქ ყოველთვის უხვად ცხადდებოდა, და ღმრთისმშობლის საფარველის ქვეშ, აქ განსვენებული ორი წმინდა ბერის ლოცვით, სულიწმიდის მადლით, კვლავ აღორძინდება საქართველოში ჭეშმარიტი მონაზვნური ცხოვრება.

გამოყენებული ლიტერატურა:

გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", № 38 (191), 2002 წ.

არქიმანდრიტი ლაზარე "ბეთანია - სახლი სიგლახაკისა", თბილისი, 2002 წ.237

სტატიის წყარო»»»

...........................
აქვე წაიკითხეთ:

ბეთანია


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
24.02.2023
წმინდა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში
წმინდა მიწა - იერუსალიმი და მისი შემოგარენი - თავისკენ გვიზიდავს ისე, როგორც არც ერთი სხვა ადგილი მთელ პლანეტაზე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat