ერთად ავაშენოთ შუაქალაქის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია
ერთად ავაშენოთ შუაქალაქის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე. იგი აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოს (ნაესაკაოს, ნაისაკუს) შემადგენლობაში შედის და ჭყონდიდის ეპარქიას ეკუთვნის.

შუაქალაქი  ყოფილა   უძველესი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილი, ანტიკური ეპოქის კოლხეთის   ერთ–ერთი  ქალაქი. აქ გადიოდა  მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  სამდინარო და სახმელეთო სავაჭრო გზა, აბრეშუმის  გზა. ,,ამბობენ, ფოთსა და ქუთაისს  შორის  შუა  ადგილი არისო". შუაქალაქიდან ფოთამდე 52 კმ-ია, შუაქალაქიდან ქუთაისამდეც  52 კმ.

პროკოფი კესარიელს  დასახელებული  აქვს  ჭანეთის  ქალაქი „სქამალინხონი",  იგივე  „შქა–მალი–ნოღა".  „შქა" ნიშნავს  შუას, ,,მალი"   –  „მაულარს", ხოლო ნოღა –  საბაზრო  ადგილს, ქალაქს;  ანუ „შქაოულარი", „შქამაულარი", რაც  შუა ქალაქში  მიმავალს ნიშნავს,ხოლო „შქამალი ნოღა"  –  შუა ქალაქს, რაც მის მდებარეობასაც შეეფერება.

კოლხეთი ძვ.წ. V-ში ვრცელი  ქვეყანა იყო. კოლხეთის ყველაზე აყვავებული  და ცენტრალური ნაწილი მდებარეობდა რიონის  მარჯვენა სანაპიროზე , თანამედროვე ქუთაისის, სამტრედიის, აბაშის,მარტვილის, სენაკის და ფოთის ტერიტორიაზე. ეს ადგილი მოიხსენიებოდა  როგორც მუხერისი (მოხერისი,მუხური  - ნიშნავს მდინარის რკალში მოქცეულ ადგილს,ამ შემთხვევაში მდინარე რიონის რკალი) ან სამოქალაქო. აღათია მირინიელი, დიოდორე სიცილიელი, სტრაბონი აღნიშნავენ რომ ეს ადგილი     შედგებოდა მჭიდროდ  დასახლებული სოფლებისგან, თუმცა ამ ტერიტორიაზე ბევრი ადგილი ქალაქად მოიხსენიებოდა (აქედან, სამოქალაქო).  არქეოპოლისი /ნოქალაქევი, ქუტაია, შუაქალაქი,ნოღა ...  ახლაც არსებობს ამ სახელწოდების ადგილები.

მუხერისი იყო ყველაზე დაწინაურებული უბანი, თავისი პოლიტიკური, სტრატეგიული, ეკონომიური, კულტურული მნიშვნელობით. დუღდა საქალაქო ცხოვრებაც. აქ გადიოდა ,,ჯვეში შარები" - ძველი სახმელეთო გზები ფოთი- ქუთაისისა და  ციხისძირ-ჭყონდიდისაკენ. ეს გზაჯვარედინი ერთმანეთს კვეთდა შუაქალაქში, რომელიც ამ გზათა თავშესაყარს და მის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. შუაქალაქში იყო ნავთსაყუდელი. სახმელეთო  გზის გასწრივ მდებარეობდა ძველი სამდინარო გზა ფაზისზე-რიონზე,ე.წ. ინდოეთის სავაჭრო გზა,აბრეშუმის გზა,  რომელიც შემდეგ მტკვრის ხეობით ჩადიოდა  კასპიის ზღვაში და იქედან ინდოეთისაკენ მიემართებოდა.

აბაშის და მარტვილის რაიონები ისტორიული კოლხეთის ცენტრალური ნაწილია,თანამედროვე სამეგრელოს აღმოსავლეთი მხარე.კოლხები პრეისტორიული ხანიდან სახლობდნენ  ამ ადგილებში.

ეს მდიდარი მხარე ისტორიულ წარსულშიც მჭიდროდ იყო დასახლებული. გვიან შუა საუკუნეებში ამ ადგილებში არსებობდა ფეოდალურ-სამეურნეო ერთეულები - საჭილაო, სალიპარტიანო და საჭყონდიდლო.   ამ ფეოდალურ-სამეურნეო გაერთიანებებს შორის საჭყონდიდლო იყო საეკლესიო-სამეურნეო და პოლიტიკური ერთეული.ჭყონდიდის ეკლესია ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა მეთაურობით იყო მისი ფეოდალიც და გამგებელიც.

გადმოცემები  და  ლეგენდები  ადასტურებენ,  რომ  შუაქალაქი  ყოფილა  მჭიდროდ  დასახლებული,  მაღალი  და  ლამაზი  სასახლეებით დამშვენებული  ძველთაძველი ქალაქი.    შუაქალაქის ტერიტორიაზე ნაპოვნი არქეოლოგიური მასალა გვიდასტურებს ნაქალაქარის  არსებობას. 1958 წელს გეგეჭკორის (მარტვილის)  მხარეთმცოდნეობის მუზეუმის  ექსპედიციამ გივი ელიავას ხელმძღვანელობით  შეისწავლა ეს  ადგილი, ნაპოვნია:  ანტიკური ხანის  ჭურჭელთა  ფრაგმენტები,  ჩუქურთმიანი  ქვები, მეტალურგიული ნაშთები,  ანტიკური  საცრემლე. ერთ-ერთი მოსახლის ზ.გიგინეიშვილის ეზოში ჭის  გათხრის   დროს 4 მ–ის სიღრმეზე  ჩაუჭრიათ  გალავნის  ნაწილი,  რომელიც უკიროდ ქვებით ყოფილა  ნაგები.  იქიდან  ამოუტანიათ  მშრალი  წყობის   გახეხილი ქვები საინტერესო ორნამენტით; ამოუტანიათ ფულიც.  შუაქალაქის სასაფლაოზე საფლავების  გათხრისას  ხშირად უპოვიათ უძველესი მონეტები, სხვადასხვა  ნივთები: დოქი, საცეცხლური, ბორკილები...


არქანჯელო ლამბერტის  მიერ იტალიურ ენაზე შედგენილ კოლხეთის რუკაზე (1633-1649) აღნიშნულია  შცუაცჰალაცჰი - შუაქალაქი  ბაზილიკური ტაძრის სიმბოლოთი.  
შუაქალაქი აღნიშნულია 1654 წელს ლათინურ ენაზე შედგენილ რუკაზეც, რომელიც ინახება პარიზის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და აწერია : ,,კოლხეთი და დღევანდელი სამეგრელოს რუკა".

საარქივო მასალებიდან  ცნობილია, რომ   1840–იან წლებში   ამ  ადგილას  უკვე  არსებობდა  ქვითკირის  საფუძველზე   აგებული   ხის ეკლესია,  რომელიც 1870 წელს განუახლებია  მღვდელ  ნიკოლოზ  იოანეს ძე  ჩიქოვანს.

შემორჩენილია შუაქალაქის ეკლესიის მიერ 1890 წელს გაცემული დაბადებისა და ნათლობის საბუთები, რომელიც დამოწმებულია საეკლესიო ბეჭდის დასმით. ბეჭედზე წარწერაა: "შვაქალაქის ღვთის მშობლის ეკკლესია".
მე-19 ს-ის  90-იანი წლებიდან საბუთებში ტაძარი  მოიხსენიება, როგორც ,,ნაესაკოვოს წმ.გიორგის ეკლესიაზე ზედმიწერილი შვაქალაქის ღვთის მშობლის ეკლესია".

შუაქალაქი ყოველთვის შედიოდა ჭყონდიდის ეპარქიაში. შუაქალაქში პირველი ეკლესია როდის აშენდა და როგორი იყო იგი, უცნობია. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი იდგა შუაქალაქის უძველესი წრიული სასაფლაოს ცენტრში. გადმოცემით, აქ მარიამობას (მარაშინას) აღნიშნავდნენ, როგორც ტაძრის დღესასწაულს. ,,მარაშინა" მარიამის ხსოვნას,გახსენებას ნიშნავს.

ეკლესია ბოლშევიკებმა დაარღვიეს 1924 წელს და მხოლოდ  კირიანი ქვები იყო შემორჩენილი, რომელიც განახლებული ტაძრის საძირკველში იქნა გამოყენებული. ამბობენ, თუ ტაძრის ერთი ქვა მაინც არის დარჩენილი, მასზე უფლის ანგელოზი ზის და ელოდებაო ტაძრის აღმშენებელს, ლოცვის განახლებას.   

ჩვენი  წინაპრების სულის საცხოვნებელად, ჩვენი ღვთისაგან განშორების მოსანანიებლად, ჩვენი მომავალი ცხოვრების კეთილად წარმართვისათვის, უფალთან დაბრუნებისათვის ეკლესიის აღდგენა ჩვენს საერთო საქმედ  მიგვაჩნია. უფალი ამბობს: ,,ამინ გეტყვი თქვენ: უკუეთუ ორნი  თქვენგანნი  შეითქუნენ ქუეყანასა  ზედა  ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისა  ზეცათაისა, რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ  მე  შორის  მათსა"( მათე 18,19-20).

ღვთის მადლითა და წყალობით ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით და ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით და შემწეობით 2015 წელს დაიწყო შუაქალაქის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის აღდგენა. ტაძრის პროექტი წარმოდგენილია  სამნავიანი ბაზილიკის სახით. პროექტის ავტორია არქიტექტორი რევაზ ჯანაშია.

ტაძრის დანგრევიდან თითქმის საუკუნის შემდეგ პირველად, 13.08.2022 -ში და 28.08.2022-ში, შუაქალაქის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ღვთისმსახურება აღასრულა კვათანის მთავარანგელოსთა ტაძრის წინამძღვარმა მღვდელმა თომა კაჭარავამ ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით. 13.08.2022 - ში მობრძანდა ილორის წმინდა გიორგის ხატი (გაბელაიების საგვარეულოდან) და შესრულდა წმინდა გიორგის პარაკლისი, ხოლო მარიამობას, 28.08.2022 - ში, მობრძანდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი და აღესრულა ღვთისმშობლის პარაკლისი. მადლობა და დიდება უფალს!


ეკლესიის  მშენებლობაში  მონაწილეობა უდიდესი პატივი და  დიდი პასუხისმგებლობაა. ტაძარის აღდგენა მიმდინარეობს ქართველი ხალხის მონაწილეობით, საზოგადოების შემოწირულობით.

ადგილობრივი, ემიგრაციას გადარჩენილი მოსახლეობა თავდაუზოგავად, დიდი სიხარულით, საკუთარი ხელებით აშენებს ტაძარს.თითოეულ ქვას დიდი რუდუნებით აგროვებენ, მაგრამ არ არის საკმარისი ტაძრის დასასრულებლად.



ამ ეტაპზე შესასრულებელია შემდეგი სამუშაოები: ტაძრის შიდა თაღებისა და მცირე ნავების სახურავების მოწყობა, რაც ერთიან თანხას მოითხოვს.აგრეთვე საჭიროა სამშენებლო მასალები : აგური, ქვა, ქვიშა, ღორღი, არმატურა, პემზა,სახურავი.

ტაძარს არ ჰყავს დიდი და ბევრი შემომწირველი და თითო ლარი ძვირფასია სამუშაოების შესასრულებლად. შესაწირის გაღება შესაძლებელია მიცვალებულთა სახელზეც.



ნებისმიერი შემომწირველი ითვლება ტაძრის მაშენებლად. შემომწირველთა სახელები 2015 წლიდან იწერება შემოწირულობათა წიგნში და ეკლესიის მიერ მოიხსენიება საუკუნოდ.

შუაქალაქელებო,  ნაესაკოველებო,  აბაშელებო, ემიგრაციაში მყოფო ჩვენო თანამემამულენო და სრულიად მართლმადიდებელო ქრისტიანენო, მეცენატნო და ქველმოქმედნო,  გთხოვთ, თანადგომას, აქტიურ მონაწილეობას შეძლებისდაგვარად  ლოცვით, სიტყვით, საქმით, ფიზიკურად  და  მატერიალურად  შუაქალაქის  ღვთისმშობლის  მიძინების სახელობის  ეკლესიის   აღდგენისათვის.


ანგარიშის ნომერი:
საქართველოს ბანკი

GE64BG0000000046849300

( GEL /EUR /USD ).
დანიშნულება : შესაწირი აბაშაში, შუაქალაქის
ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისთვის,
მიმღები: ნათელა გაბელაია


უცხოეთიდან  თანხის გადმორიცხვის
მსურველთათვის შესაძლებელია გზავნილიც საქართველოს ბანკში.
მიმღები: ნათელა გაბელაია,
დანიშნულება: შესაწირი აბაშაში, შუაქალაქის
ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისთვის.

დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: +995 599330573,  555 578125, ან
გვიპოვეთ და მოგვწერეთ ფეისბუკ გვერდებზე:
შუაქალაქი, აბაშა შუაქალაქი  ან  Natela Gabelaia.
e.mail: fotine73@gmail.com

ქრისტესმიერი სიყვარულით, ნათელა გაბელაია


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
24.02.2023
წმინდა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში
წმინდა მიწა - იერუსალიმი და მისი შემოგარენი - თავისკენ გვიზიდავს ისე, როგორც არც ერთი სხვა ადგილი მთელ პლანეტაზე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat