შიომღვიმის მონასტერი კომუნისტური რეჟიმის წლებში
შიომღვიმის მონასტერი კომუნისტური რეჟიმის წლებში
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა, იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) იტვირთა. მეუფე ლეონიდემ ჯერ კიდევ წინამძღვრად დანიშვნამდე, 1901 და 1903 წლებში მოახატვინა წმინდა იოანე ნათლისმცემელისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრები რუს მხატვარ ნ. ანდრეევს. მონასტერს იგი 1911 წლის 7 დეკემბრამდე განაგებდა. 1911-15 წლებში მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე). 1915 წლის თებერვლიდან გარდაცვალებამდე ისევ მეუფე ლეონიდე წინამძღვრობს. ამ პერიოდში მონასტერში მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები: ხაზინადარი მღვდელმონაზონი ისე (სუხიშვილი), მღვდელმონაზონი გაბრიელი (ქიტიაშვილი), მღვდელმონაზონი ხარლამპი (ხომასურიძე), სქემმღვდელმონაზონი გაბრიელი, ბერი მარკიანე, (ცინვაძე), ბერი ლუკიანე (გაბეჩაშვილი), ბერი მიხეილი (იმნაძე), ბერი ისიდორე, ბერი პანტელეიმონი (ჯოხაძე, შემდგომში დავითგარეჯის მონასტრის მღვდელმონაზონი).

მშვიდობიანი და დაწყნარებული ცხოვრება შიომღვიმის მონასტერში დიდხანს არ გაგრძელებულა. ჯერ იყო და 1919 წელს მენშევიკებმა ჩამოართვეს მონასტერს მიწები და ამით საარსებო საშუალება მოუსპეს ბერებს, 1921 წელს კომუნისტებმა საერთოდ აკრძალეს სარწმუნოება და ეკლესია.

1923 წლის 4 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მონასტრის წინამძღვრად ახალგაზრდა მღვდელმონაზონი ეფრემი (სიდამონიძე, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) დაადგინა. უმძიმეს პირობებში უხდებოდათ მამა ეფრემსა და სავანეში მყოფ ბერ-მონაზვნებს მოღვაწეობა. მონასტერი არაერთხელ გაძარცვეს და დაარბიეს. აქ მოღვაწე რამდენიმე ბერი მტარვალთა ხელით მოწამებრივად აღესრულა. ზოგიერთი თავის მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ღამეს მოსალოდნელი იყო თავდასხმა მონასტერზე, მამა ეფრემს არ მიუტოვებია იქაურობა. მღვდელმონაზონ ისესთან (სუხიშვილი) ერთად იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა მონასტრული ცხოვრება და წირვა-ლოცვა და ბერული ტრადიციისაებრ აღსრულებულიყო ყველაფერი. იმ პერიოდში მორჩილებად მივიდნენ იოანე აფციაური (შემდგომში არქიმანდრიტი პართენი) და დავით ჩიტიშვილი (შემდგომში იღუმენი დავითი). ისინი ეხმარებოდნენ მამებს საქონლის მწყემსვაში, სეფისკვერის გამოცხობასა და ფუტკრის მოვლაში. ამასთანვე, სწავლობდნენ ბერული ცხოვრების ანბანსაც.

მე-20 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოში დაიხურა რამდენიმე მონასტერი, იქ მოღვაწე მამების ნაწილიც ჯერ კიდევ მოქმედ შიომღვიმის მონასტერში დამკვიდრდა. ერთი მათგანი იყო ქვაბთახევის მონასტრის მღვდელმონაზონი სტეფანე (გიგოლაშვილი), რომელიც 1924 წლის 7 მაისით დათარიღებულ წერილში იღუმენ ეფრემს (სიდამონიძე) სთხოვს მონასტერში მიღებას: "გთხოვთ მიმიღოთ და ჩამწეროთ ძმათა შორის. ტაძრის დაკეტვა და წირვა-ლოცვის უქონლობა მაიძულებს, თავი დავანებო ჩემს მონასტერს, ქვაბთახევს. საბუთები არაფერი მაქვს, რადგან მონასტრის დაკეტვისა და ქონების ჩამორთმევის დროს წაღებულ იქნა ყველაფერი".

1925 წელს დაიხურა გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი და იქ მოღვაწე მღვდელმონაზონი კვიპრიანე (სუმბაძე, შემდგომში სქემმღვდელმონაზონი მოსე, მოწამებრივად აღსრულებული 1932 წლის 4 დეკემბერს) ამავე წლის 15 დეკემბერს თხოვნით მიმართავს შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარს იღუმენ ისეს (სუხიშვილი): "უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მაღალღირსებას, ნება დამრთოთ, მოვიტანო და დავდგა მონასტრის ეზოში, გარეშე მონასტრის ფუტკრისა, ჩემი საკუთარი ფუტკარი, რომელიც შედგება ორი დადანის სკისაგან. ამასთან, ვარწმუნებ თქვენს მაღალღირსებას, რომ ფუტკარი არის საღი და ჯანმრთელი და არავითარი სენით დაავადებული. ვსდებ პირობას, რომ არ მივითვისო მონასტრის ფუტკარი სკების ყრის დროს, არც არავითარი ხელსაწყო. უკეთუ ვინიცობა მოკლე ხანაში ე.ი. 10 წლის განმავლობაში მომიხდა რაიმე მიზეზით მონასტრიდან წასვლა, უფლება მაქვს, თუ წაღება არ მინდა და თუ ისურვებს მონასტერი, მივყიდო მას და თუ მონასტერი არ იყიდის, მაშინ გავყიდო კერძო პირზე და თუ ხანგრძლივად მომიხდა აქ ცხოვრება და მერე აქედან წასვლა, ჩემი საკუთარი ფუტკარი თუ გამრავლებული მეყოლება, იმ ჟამათ უნდა დავუტოვო მონასტერს მეხუთედი და თუ განგებითა ღვთისათა განველ ამიერ სოფლით, მაშინ რაიც ფუტკარი აღმოჩნდეს, იგი შემიწირია ხსენებული მონასტერზე. მონასტერი არაფერში მოვალე არ არის, დამეხმაროს ფუტკრის მოვლა-მოშენებაში, თვინიერ მეზობლური განწყობილ დახმარებისა და არც მე ვარ მოვალე, რომ ჩემი საკუთარი ფუტკრიდან რაიმე მივსცე მონასტერს ე.ი. თაფლი, სანთელი, თვინიერ პატივისცემისა, ვისთვისცა მე მსურს".

1933 წელს ოქტომბერში მოკლეს ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი რაფაელი (კურდოვი). სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ (ცინცაძე) ძეგვის მონასტრის მოვლა-პატრონობა და ეკლესიის ნივთების თვალ-ყურის დევნა არქიმანდრიტ ისეს დაავალა. მამა ისემ ითხოვა, იქ არსებული ნივთები დროებით შიომღვიმეში გადაეტანათ შესანახად. ნებართვის მიღების შემდეგ მან აღწერა საეკლესიო ინვენტარი და გადაიტანა. მოგვყავს სია ამ ნივთებისა: 1) კანკელის ტილოს ხატები, 2) ივერიის ღვთისმშობლის ხატი კარგ "კიოტში", 3) ღვთისმშობლის ხატი დიდი ზომის "მსწრაფლშემწე", 4) ოთხი დიდი ზომის ტილოზე დახატული სხვადასხვა ხატები, 5) სამეუფეო კარი მოოქროვილი გარეშე კანკელისა, 6) ხის ჯვარი მიცვალებულზე გასაძღოლი, 7) ყვითელი თითბერის ჯვარი, 8) თითბირის შვიდსანთელა, 9) 4 ცალი მოზრდილი შანდალი, 10) 2 შანდალი თეთრი თითბერისა დასადგამი, 11) ერთი წყვილი მაუდზე დახატული საეკლესიო დროშა, 12) პატარა ზომის სლავიანური სახარება უბრალოდ შეჭედილი ვერცხლის თხელი ფენით.

XX საუკუნის 30-იანი წლების შუა ხანებში მონასტერში მხოლოდ არქიმანდრიტი ისე, მღვდელმონაზონი პართენი (აფციაური) და ბერდიაკონი დავითი (ჩიტიშვილი) მოღვაწეობდნენ. 1940 წელს მამა პართენის დაპატიმრების შემდეგ და მამა დავითის თბილისში გადასვლის მერე მამა ისე მარტო დარჩა სავანეში. მიუხედავად გაჭირვებისა და აუტანელი მდგომარეობისა, სიკვდილამდე არ მიუტოვებია მონასტერი. იგი 1950 წელს გარდაიცვალა და 52-წლიანი მოსაგრეობის შემდეგ (მამა ისე შიომღვიმეში 1898 წლის 1-ელ იანვარს მივიდა) მონასტრის ეზოში პოვა სამუდამო განსასვენებელი.

ამის შემდეგ შიომღვიმის მონასტერში დროებით შეწყდა წირვა-ლოცვა და ბერული ცხოვრება. იქ დროგამოშვებით ადიოდა მღვდელმონაზონი დავითი (ჩიტიშვილი) და სავედრებელ პარაკლისებს იხდიდა ღირსი მამის საფლავზე.
1957 წლის 17 აპრილს მცხეთის რაიკულტურის განყოფილების მიერ ყოფილი არქიმანდრიტი გიორგი (დადიანი) დაინიშნა შიომღვიმის მონასტრის მომვლელად და მეთვალყურედ. იგი მუდმივად მონასტერში ცხოვრობდა და, შეძლებისდაგვარად, ყურადღებას არ აკლებდა მიტოვებულ სავანეს. აი, რას სწერს მას 1960 წლის აღდგომას კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი (სიდამონიძე): "ჯვებე (ყოფილ გიორგი) დადიანს, წმინდა შიოს სავანის მოქალაქეს. დიდად გმადლობთ ბრწყინვალე პასექის დღესასწაულის მოლოცვას, ჭეშმარიტად აღსდგა! ვითარცა შვილი ღირსი მამა შიოს სავანისა, მეც გილოცავ ბრწყინვალე ქრისტეს აღდგომას - ქრისტე აღსდგა! ვითარმცა აქამომდე არ მოკლებულნი, მისს მსასოებელნი, ღირსი მამის მოწყალებისა, ნურც შენ მოგაკლოს თვისი მფარველობა და გაჩვენოს შენი მერმინდელი დღე უფრო ბრწყინვალე და მშვენიერი - ღირსი მამა შიოს სავანის ბერ-მონაზონი კ.პ. ეფრემი". 1960 წელს კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემმა გიორგი დადიანი აღადგინა მღვდელმონაზვნის ხარისხში და შიომღვიმის ლავრა ჩააბარა. 1964 წელს მამა გიორგი სასტიკად ნაწამები და მოკლული იპოვეს თავის კელიაში. მისი ცხედარი სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს.

წყარო: "საპატრიარქოს უწყებანი", 2009 წ. #29

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
24.02.2023
წმინდა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში
წმინდა მიწა - იერუსალიმი და მისი შემოგარენი - თავისკენ გვიზიდავს ისე, როგორც არც ერთი სხვა ადგილი მთელ პლანეტაზე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat