სულხან-საბა ორბელიანი - სწავლა წმიდათა მოციქულთა დღესასწაულისა.
სულხან-საბა ორბელიანი - სწავლა წმიდათა მოციქულთა დღესასწაულისა.
"კუთხეულ არს ღმერთი და მამა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა მით სულიერითა, ცათა შინა ქრისტეს მიერ, ვითარცა იგი გამოგვირჩივნა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის დაბადებისა, რათა ვიყვნეთ ჩუენ წმინდა და უბიწო წინაშე მისსა" პავლე მოციქული მიუწერს ეფესელთა ა, დ. (1 ეფესელთა 1, 3-4)

იხილეთ, საყვარელნო, ვითარ უწინარეს სოფლის დაბადებისა გამოირჩივნა წმიდანი მოციქულნი ღმერთმან, სიბრძნით განმგებელმან ყოველთამან, რამეთუ საიდუმლონი დაფარულნი შემოქმედისანი ჟამთა უკანასკნელთა საცნაურ იქმნეს.

რამეთუ დასაბამსა შექმნა ღმერთმან სამყარო, და ორნი სფერონი სხვანი, და ერთი ცა ვარსკვლავთა და შვიდნი სარტყელნი ცათანი შვიდთა მათ ცთომილთანი, რომელი არიან, ვარსკვლავნი მოძრავნი: კრონოსი, დია, არია, მზე, აფროდიტი, ერმი და მთოვარე, და დასასრულსა მათსა ეთერი, რომელ ამათ მიერ განათლდების ქვეყანა და ის ავსებს ნაყოფითა და ივლტიან მჴეცნი ღამისანი.

ხოლო არს რიცხვი ცათა ამათ ვიდრე ათორმეტ მოსასწავებელად ათორმეტთა მათ მოციქულთასა, რამეთუ შვიდნი იგი ვარსკვლავნი შვიდთა საიდუმლოთა მომასწავებელ არიან, რომელი მოგვეცემის მოციქულთა მიერ.

კვალად შექმნნა ათორმეტნი ზოდნი: ვერძი, კურო, ტყუბი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიანკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, წყლის საქანელი, თევზი, რომელთა შინა – ვალს მზე და მათ [მიერ] მოეცემის ქვეყანასა წვიმა, თოვლი, ქარი, დარი და ნაყოფიერება.

ეგრეთვე სახენი ათორმეტთა მათ მოციქულთანი დასხნა, რამეთუ: ვერძი, პირველი ზოდიაქო, ემსგავსების მშვიდსა თავსა მოწაფეთასა, პეტრეს, ხოლო კურო — ლუკას, მუშაკსა სახარებისასა, ტყუბი — თომა მარჩვიბსა, კირჩხიბი — სვიმეონ განხერხილსა, ლომი — მარკოზს, ქალწული — იოანეს, სასწორი — მათეს, სიმართლისა მწერალსა, [ღრიანკალი] — იაკობს, რომელმან უწერტა ყოველთა ფარისეველთა და მოაკვდინა გესლოვანება მათი, მშვილდოსანი — ბართლომეოს, რომელმან მოინადირნა წარმართნი, თხის რქა - ფილიპეს, რომელი ჰკურნებს მოწყლულთა, წყლის საქანელი - პავლეს, რომელმან მორწყო ქვეყანა მდინარითა სიტყვითა, თევზი — ანდრიას, რომელმან შეიპყრნა კაცთა მჭამელნი თევზნი. რომელთა ზედა ვალს ქრისტე და ამათ მიერ მოეცემის ქვეყანასა წყალობა, მშვიდობა, სიმრთელე და ნაყოფიერება, რომელთათვის მგალობელნიცა იტყვიან: "ამჴედრდი ეტლთა მოციქულთა შენთა, საუკუნო" და შემდგომი ამისი.

კვალად დასხნა წელიწადად თვენი ათორმეტნი და დღეთა ჟამნი ათორმეტნი, რათა ყოველნივე ჟამთა მოქცევანი სახელსა მათსა ქადაგებდენ. შემდგომად გამოირჩივნა ათორმეტნი ძენი ისრაელისნი ტომად-ტომადნი, განამრავლნა, რომელთა თესლთა ეწოდა მონანი ღმრთისანი, ხოლო სხვათა ნათესავთა უცხო თესლნი, რომელნი არიან მოციქულთა მომასწავებელნი, რამეთუ რომელთა ისმინეს სიტყვანი ამათნი, შვილ ღმრთისა იქმნნეს, რომელთა - არა, და აწცავე უცხო თესლ არიან.

ამის სახისათვის აჰრონს გამოსლვათას იბ თავსა შინა: თვალთა დასხმა სამოსელთა თვისთა, რათა მოციქულთა მიერ შეიმკობოდეს სახლი ღმრთისა, ეკლესია ახალი კარავი საწამებელი, სამირდელო წესი სჯულიერებისა.

გამოსვლათა იბ. თავსა შინა: ამისთვის მოისწრაფა მოსე სმად უდაბნოდ ელმინს ათორმეტთა წყაროთა მიმართ და სამეოცდაათთა ხეთა დანაკის კუდოვანთა, რათა ათორმეტნი წყარონი – ათორმეტნი მოციქულნი არიან და მომრწყველნი ყოვლისა სოფლისანი და სამეოცდა ათნი ხენი დანაკის კუდისანი — სამეოცდა ათნი მოწაფენი

გამოსვლათა კდ: ეგრეთვე მთასა სინასა აღასხნა სამეოცდა ათნი მოხუცებულნი სმენად სიტყვისა ღმრთისა და აღუშენა საკუთხეველი ქვითა.

ეგრეთვე ისო ნავეს ზე წასლვასა კიდობნისასა დაეყენა იორდანე და დამტკნარდა და განჴდეს ჴმელად. და უბრძანა ღმერთმან აღება მუნით ქვათა ათორმეტთა და დამარხვად მოსაჴსენებლად დღისა მისთვის.

ესრეთ იწყო უფალმან წინასწარ მოსწავება, რაჟამს ეგულებოდა გამოცხადება საიდუმლოისა მის დაფარულისა ძისა თვისისა განჴორციელებისათვის, რომელნი მისცნა მას ათორმეტნი მოციქულნი, რომელნი გამოირჩივნა ქრისტემან სოფლისა ამისგან და სამეოცდა ათნი მოწაფენი მას თანა მყოფნი; და წარავლინნა ყოველთა სოფელთა ქადაგებად და თესვად თესლისა მის კეთილისა საყანურთა გულისა ჩვენისთა, რომელთაგან ნატყორცნი - იფქლნი შთავარდნილ არს ჩვენ ყოველთა საცნობელთა შინა.

ვითარცა იტყვის დავით: "ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი" (ფსალმ.18,5), თქვენდა მომართცა მოუწევიან, ძმანო, ქადაგებასა მათსა.

აწ ვინაითგან იფქლი მათი დათესილ არს თქვენ შორის, ნუ ეკალთაგან შეაშთობთ და ნუცა ფრინველთა აღაკრებინებთ, რათა არა სიტყვა მიგეჴადოსთ მათგან, რომელთა ქრისტემან პირველ მოსწავებულთა აწ თვით მიანიჭა, რომელთა მიუტევნეთ, მიეტევნენ და, რომელნი შეიპყრნეთ, შეპყრობილ იქმნენ. ძალ-უც ჩვენდა წმიდათა მათ მოციქულთა მეოხებად ჩვენდა და შესმენად, ვინაითგან რჩეულნი ღმრთისანი არიან და პირველად ცათა დაბადებადმდე გამოირჩინნა მამამან ზეცათამან და მოგვივლინნა ჩვენი ქვეყნისა ცოდვილთა მოსაქცეველად.

აწ რომელთა გაქვსთ დათესილი სიტყვათა მათგან და მიგიცემიესთ ნაყოფი ასეული, განსრულებული ხართ და ნურღარა დააკლებთ წლითი-წლად. რომელთა გაქვსთ ნაყოფი სამოცეული და ოცდაათეული, თქვენცა აღგივსიეს სასწაული. არამედ რომელთა აღმოაცენეთ და შეაშთვეს ეკალთა, განმარგლენით გონებანი თქვენნი ვეცხლის მოყვარებისაგან, და სოფლისა ამის დიდებისაგან და დღეის წაღმართ კეთილ ნაყოფიერ იქმნენით. რომელთა არა გაქვსთ სიღრმე მიწისა, და მზისა სიმხურვალემან განახმო. შესძინე სასოება და გულსმოდგინება და მოეცეს გონებასა შენსა სურვილი სასუფეველისი და არღარა განახმოს სიცხემან ამის სოფლისამან ნაყოფი შენი. ეგრეთვე, მზად გონებისა მქონებლო, ნუ აჭმევ იფქლსა მოციქულთა თესულსა ფრინველსა უხილავსა და განაძიენ შენგან, რათა სიტყვის მიცემად მიგხდიან დღესა მას საშინელსა, რომელთა ეტყვის თვით ქრისტე მოციქულთა სახარებასა შინა: "თქუენცა დასხდეთ ათორმეტთა საყდართა განსჯად ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა" (მათე 19, 28; ლუკა 22,30). მას ჟამსა რაიმე ვყოთ, ოდეს გვიკითხევდეს ჩვენ მაშინ მოციქულნი: ქადაგებულისა ჩვენთა რომელნი დაიმარხენითა და ნათესავთა ჩვენთა ნაყოფნი რა მომიძღვენით, შრომათა ჩვენთა სარეწავი რა მოიღევით, რათა მიგიძღვეთ წინა და მიუძღვნათ ქრისტესა? რაიმე მიუგოთ? ვაი, ვითარ საზარელ იქმნების დღე იგი?!

საყვარელნო, სეფეწული ვინმე იყოს მწყალობელი თქვენდა და მარადის გასწავებდეს მსახურებასა და მორჩილებასა მეფეთასა და შორითაცა წიგნითა გწვრთიდეს, რათა არა უგულებელს-ჰყო, და მეხვაიშნედ შენდა მდგომარე იყოს კართა უფლისა თვისისათა; შემდგომად შენ არა ჰყო თქმულთაებრ მისთა და ყოველივე სიბოროტე აღასრულო, ოდეს მოვიდეს ჟამი მოსლვისა მეფისა და მიგიყვანონ წინაშე მისსა და შეგემთხვიოს მწვრთელი შენი მეფესა თანა მეხვაიშნე, რაიმცა უნდა მიუგო მას სიტყვა?

აქა განიხილე: ოდეს მოგიყვანებდენ წინაშე მოციქულთა, რომელნი არიან მეხვაიშნენი ჩვენნი და ფრიად დამაშვრალნი, უკეთუ არა გვაქვს რა ნაყოფთაგან მისთა მისაღებელად, ფრიადი ვაება იქმნების ჩვენ ზედა.

ნუ, ძმანო, მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვევედრნეთ წმიდათა მათ მნათობთა სოფლისათა, რომლისა მიერ ცოდვილნი განიწმიდებიან მოციქულთა უფლისათა და ვეტყოდეთ: "ჰოი, სანატრელნო და რჩეულო უფლისანო, მწყემსნო კეთილნო და დევნულებასა ჩვენსა და ხადილსა შინა დამაშვრალნო, მოქცეულ ვართ წარსაწყმედელნი ესე და მოვივლტით თქვენდა! ნუ უგულებელს გვყოფთ, რომელი არა მიაქცევთ მრავალ მცოდველსა სირცხვილეულსა, ჩვენცა გვყავით ერთი მათთაგანი და გვიოხეთ წინაშე თქვენგან ქადაგებულია ქრისტეს ღმრთისა თქვენისა".


უკეთუ მრავლითა გულითა და შეუორგულებელითა სასოებითა ვევედრენით, დაღაცათუ იყოს ცოდვანი ჩვენნი უდიდეს მთათა და უმრავლეს ქვიშათა, ჭეშმარიტად ძალ-უც მეოხებად ჩვენი და მოტევებად უფლისა მიერ, რამეთუ მათ ჰრქვა უფალმან უკუნისამდე: "თუ ჰრქუათ მთასა ამას: აღიფხუარ, აღიფხუარს"(მათე 17,20), და სხვაგან ჰრქვა: "მიმიცემიეს თქუენდა [ჴელმწიფება] დათრგუნვად გუელთა, და ღრიანკალთა და ყოველთა ძალთა მტრისათა"(ლუკა 10,19).

ამისთვის ძმანო, ნათესნი მათნი ნაყოფიერ ვყვნეთ და ვრწყვიდეთ სწავლათა მდინარითა კითხვითა წერილთა მათთა, და ჯეჯილთა მათთა, მარადის განვმარგლიდეთ ეკალთა და შამბნაროვანთაგან აღსარებითა წინაშე მოძღვართაჲთა, რათა არა შეაშთო ყანა იგი იფქლ-წმიდა, რომლისათვის წარავლინნა იგინი სამკალად ქრისტემან.

მოვრწყოთ კალონი იგი, სადა განილეწებიან გვამნი ჩვენნი - ცრემლითა, რათა ხვავი იგი ხვარბალთა არა შეიმწიკვლოს, და განვანიავნეთ ბზენი იგი ქარითა სულთქმისაჲთა, რათა დასაწველი რაიმე არა მიჰყვეს თანა, ოდეს მივიხმევდეთ იფქლთა ჩვენთა საუნჯეთა შინა ქრისტესთა, რათა არა სირცხვილეულნი გვიხილნეს ზედა მდგომართა მათ ჩვენთა, რომლისაგან დაგვეთესა იფქლნი იგი წმიდათა ქადაგებათა მისთანი, რათა სიხარულითა აღვსებულნი მიგვიყვანნეს სამსჯავროსა მას საშინელსა და ჩვენ მადლითა მისითა სავსენი უშიშრად მოველოდეთ სასუფეველსა ღმრთისასა და დაუსრულებელსა ნეტარებასა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

იხილეთ სულხან-საბას სხვა ქადაგებები

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ცნობილია სამი წყვილი უანგარო მკურნალებისა, რომელთა სახელებიც არის კოზმა და დამიანე. ერთი წყვილი რომში ცხოვრობდა და შურით აღვსილი მათივე მასწავლებლის ხელით აღესრულნენ. მათი ხსენება 1 ივლისსა. მეორე წყვილი არაბეთის სამეფოში დაიბადა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat