მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი (მიქაძე) - სწავლა ქადაგება ნათლისღებისა.
მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი (მიქაძე) - სწავლა ქადაგება ნათლისღებისა.
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.

მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის-მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავე დასაბამითგან ღუთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული, ყოვლად ვითარის სიბრძნით, და საკვირველებით არა არსისგან არსად მოყვანება: ყოველთა არსთა ქმნილებათა ვითარ ინება, ბძანა, და განაგო ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან ვითარის სიბრძნით დაბადება, და შექმნილება. პირველად ანგელოსთა, და ზეციერთა მნათობთა, და მერმე ზეცისა, და ქვეყანისა, და ზღვათა, და ჴმელთა, და მერმე ჩვენ კაცთა სიტყვიერად, გონიერად, და ხატად თვისად, დაბადებულება, და თვით მფლობელობა. ესეები გავსინჯოთ, და გულის ხმა ვყოთ; და ახლა ესეც ვიხილოთ, რომ დღეს ღმერთი დიდებისა წყალთა შინა შიშველი სიმდაბლით ჩადგება კაცთათვის მოწყალებით კაცქმნილი, და მონასა თვისსა მოუდრეკს თავსა, და იმისგან ნათლის-ღებას ითხოვს.

რომელსაც ყოველთა წმიდათა, წინასწარმეტყველთა, და დიდებულთა პირნი წყაროსა ცხოვრებისასა, და განათლებასა მოქენელობით შესტრფიან, და ითხოვენ ვითარცა დღეს მეფეთა, და წინასწარმეტყველთა შორის წარჩინებული დავით შესტრფის ფსალმუნსა შინა, ლე:თ. "ღმერთო შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი", ვისმინოთ საღმრთო ესე წინასწარმეტყველება კეთილ-მორწმუნენო მსმენელნო, და დამყუდროებულის გულით, და გულის-ჴმიერის გონებით, და სიმდაბლით მოუპყარით სასმენელი თქუჱნი: სახელითა მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

ღმერთო შენგან არს წყალი ცხოვრებისა.

ბრძენთაგანნი მეცნიერნი დასწერენ, და თვით ჩვენც იმისი მცნობელობა გვაქვს რომ ქვეყნიერი მიწა ორის მიზეზით არ მოსცემსო ნაყოფსა. ერთი რომ სიხმელისაგან შეიქნება მიწა უნაყოფო,და მეორედ, ნამეტანის ყინვისა და სიცივისაგან.
და და ჩვენ სოფლიერადცა გვაქვს, რომ ყოველის მიწის მოსავლის ნაყოფიერება - სინოტიისა, და სიმჴურვალისაგან იქნება, და არა სიხმელისაგან, ვითარცა ბრძანებს წმიდაჲ სახარება ვითარმედ: "რომელიმე თესლი დავარდა ქვეყანასა ზედა კლდოვანსა, და ვინათგან ძირნი არ დაებნეს, განჴმა," ამას ასე ბძანებს, რომ რადგან იმ კლდეს ასეთი სიჴმელე ჰქონდა, რომ იმ თესლის ნივთებს იმ კლდემ მოკიდებულობა ვერ მისცა, ამისთვის ძირი ვერ გაიდგა, და განჴმა.

ვითარცა იგივე წინასწარმეტყველი დასაბამიდგან დასწერს, რომ "სული ჩემი ვითარცა ქვეყანა ურწყული," ვითამ ასე ევედრება, რომ ღმერთო მოავლინე ჩემზედ ცვარი წყალობისა შენისა, რომ სული ჩემი განჴმელი, და უნაყოფო ცვარმან წყალობისა შენისამან ნაყოფიერ ჰყოს: მაგრამ რისაგან შეიქნება კაცის გონება გამხმარი, და უნაყოფო, თუ არ ცოდვისაგან. როდესაც კაცი ცოდვაში შთავარდება, ან აღარ მოიქცევა, და აღარ შეინანებს მაშინ ის სულიც გამხმარი, და უნაყოფო შეიქნება. იმას კეთილი ნაყოფი აღარა აქვს, აღარც წყალი ცხოველი ნათლის-ღებისა, აღარც წყალი წმიდა ემბაზისა, და აღარც წყარო მადლი სულისა წმიდისა, აბა რაღა მადლი ექნება? იმ საწყალობელის სანთელს ჰგონია, სხვას ვანათებო, და თავის თავს კი სწვავს, ისე ცოდვილი არის. ირწმუნეთ შვილნო, ის ამისთანა მოუქცეველი ცოდვილი ქვეყანა ურწყული, უნაყოფო, და განხმარი კლდე არის: ესე ერთი რომ განხმელი კლდე ნაყოფს ვერას აღმოაცენებს.

ახლა მეორე ვსთქვათ, რომ თუმცა წყალი ნაყოფის აღმომაცენებელი არის, მაგრამ ყოველი წყალი კი არ მოსცემს ნაყოფსა, უფრო წაახდენს მიწასაცა, და მოსავალსაცა. და ეს გავიგონოთ წერილისაგან ვითარცა წერილ არს მეოთხესა მეფეთასა შინა წიგნსა თავსა, ვითარმედ: "და ჰრქვეს კაცთა იერიქოსა ქალაქისათა, ელისეს ღმერთო აჰა კეთილ არს, დამკვიდრება ქალაქსა ამას შინა, გარნა წყალი ესე ბოროტ არს, და უნაყოფო; მაშინ უბრძანა ელისემ: ნუ მწუხარე ხართ შვილნო, ვევედრნეთ ღმერთსა, და დატკბეს წყალი ესე, და იქმნეს ნაყოფიერ ქვეყანა ესე მადლითა ღუთისათა.
მაშინ მოაღებინა სარწყული ერთი ახალი, განვიდა წყაროსა მას ზედა, შთაასხა წყალი იგი, მოიღო. მარილი შთაყარა, და ილოცა, და თქვა: ესრეთ იტყვის უფალი ღმერთი, განვკურნებ წყალსა ამას, და არღარა იყოს სიკვდილი, და უნაყოფოება ქვეყანას ამას. ილოცა, და მადლითა ღვთისათა მყის, და მსწრაფლ მასვე ჟამსა განიკურნა წყალი იგი, და დატკბა, და ნაყოფიერ იქმნა ქვეყანა იგი, და მიწა იერიქოს ამის ქალაქისა".

ახლა გავიგონოთ ქრისტიანენო, განმარტება წმიდისა ამის წერილისა, და გულისჴმიერებით ვისმინოთ ესე, რომ: თუმცა მივიღებთ ქრისტიანენი დღეს წმიდასა ამას წყალსა ჩვენისა სულისა და ჴორცის განსაკურნებელად, განსანათლებელად, და განსაწმედელად, და კიდევ სხვათაცა წმიდათა საიდუმლოთა რომელთამე: ასეთის სარწმუნოებით, და სასოებით უნდა მივიღოთ, ვითარცა დედაკაცმან მან წიდოვანმან კურნება მიიღო. უფლის იესოს ფესვსა სამოსლისასა შეხებითა, ვითარცა ქანანელმან, ვითარცა სამარიტელმან, ვითარცა მაგდანელმან მარიამ, ვითარცა ასულმან ასის თავისამან და სხუათა ეგრეთვე, და ვითარცა იერიქელთა მათ სასოებითა და თხოვითა ელისესითა თხოვა მათი აღუსრულდათ, და დატკბა წყალი იგი, ამისათვის, თუმცა მადლითა ღვთისათა განიკურნა წყალი იგი, და ლოცვითა მით ელისე წინასწარმეტყველისათა, არამედ უმეტესად ერისა მის სასოებითა, დ ვედრებით შეისმინა ღმერთმან ლოცვა, და ვედრება მათი, და ის უნაყოფო, და მყრალი ნაყოფიერად ტკბილად, და კეთილად გარდაქცია.

და ახლა კიდევ სხვა განმარტებაც მოიხსენეთ წმიდისა ამის წერილისა, და გულის-ჴმიერებით გავიგონოთ, თუ როგორ მიემსგავსება, და ვითარ, დაისახება ან იერიქო იგი ქალაქი, და ან ელისე, და ან წყალი იგი მლაშე, და უნაყოფო. და ან მარილისა მის წმიდა შთაგდება, ესეები როგორ განიმარტება, და დაისახება გულის-ჴმიერად ვისმინოთ; ქალაქი იგი იერიქო ამ წუთს სოფელს, დანიშნავს, ამისთვისა რომ ღმერთმან შემოქმედმან ეს წუთი სოფელიცა, და ცა, ქვეყანა, ზღვაცა, და ჴმელიცა, ყოველივე ჩვენთვის დაბადა, დ კეთილად შექმნა; მაგრამ ის წყალი რომ მწარე, და მლაშე, და უნაყოფო გამოდგა, ის მყრალი ჩუჱნის სულისა და ჴორცის ცოდვასა, და სიმწვირეში ყოფნას გამოგვიცხადებს: ააამდენს ყოველს ღვთისაგან დაბადებულებასა, და შექმნილებასა, პირველად ადამის ცთომაში შესულა, და ჩუჱნი ცოდუა მლაშედ მწარედ, და მყრალად აქცევს, ამაზედ ბძანებს უფალი იესო ქრისტე, ვითარმედ: "არა ყოველთა მრქვან მე უფალო, უფალო, და შევიდენ სასუფეველსა ცათასა"; ქრისტიანენო გავიგონოთ ერთის ლიტონის ჴმითა, და სიტყჳთ რომ, დაჳძახოთ უფალო შემეწიე: თუ არ ანთებულის გულით, ვითარცა წინასწარმეტყველი ღაღადებს "ღრმითამო ვღაღად-ვყავ უფალო, უფალო შეისმინე ლოცჳსა ჩემისა"; თუ არ ამისთანას მხურვალის ლოცჳთა, შენ ღმერთს ნუ ატყუებ. ამით ვერას გააგონებ, ვითარცა დასწერს წმიდა მოციქულის ძმა უფლისა იაკობ: "შენ გრწამს, და იტყვი ვითარმედ ღმერთი არს, და ეშმაკთაცა სწამსო, და ძრწიან მისგან", და სხვა რა გავავრცელო გლახაკმან მწყემსმან, და უღირსმან ეპისკოპოზმან ამვროსი.

ამისთჳს ელისე იგი საღმრთო წინასწარმეტყველიც ღმერთად, და მაცხოვრად დაისახება: ამით რომე ვითარცა მან მწარე იგი, და უნაყოფო წყალი დაატკბო, და ის უნყოფო ქვეყანა იმათის ლოცჳთა, და ვედრებითა, კეთილ-ნაყოფიერად გარდაიქმნა; ეგრეთვე, დღეს აჰა უფალი იესო ქრისტე მოჳდა მხსნელი, და მაცხოვარი ჩუჱნი და ახალსა სარწყულსა შინა იგი უმანკოსა, და ყოვლად უხრწნელსა, და ყოვლად განწმედილსა საშოსა ქალწულისასა განჴორციელდა. მიიღო სული გონიერი, და ჴორცი სიტყჳერი, და სისხლი, დ ყოველივე კაცობრიჳ ბრძანება თჳნიერ ცოდჳსა, და დაასხა საღმრთო მარილი რომელ არს სიბრძნე, და ძალი ღვთისა, და დღეს შთადგა თჳთ ფერხითა საღმრთოთა წყალთა შინა იორდანისათა შიშველი,და ნათელს-იღო წინა მორბედისაგან. თუმცა თჳთ ნათლის-ღება რაში ეჭირებოდა, დამბადებელსა ღმერთსა, მაგრამ ჩუჱნ გვასწავა, და სახედ, დაგჳდუა, რომ წმიდის ნათლის-ღებითა, ძალი ეშმაკისა დაითრგუნება მისგან, ბრძანება კაცთა, დაცემული შეცოდებისაგან ადამისა განიწმიდება, თჳნიერ ნათლისღებისა სასუფეველი აღარაჳს ეღირსება. და როდესაც წყლისაგან აღმოჳდა; მაშინ ჯოჯოხეთს შემწყვდეული ადამ საუკუნოს პყრობილობისაგან გამოიხსნა, და აღმოიყუანა დღეს აქამომდე ჯოჯოხეთისა, და ეშმაკის ტყვედ მიცემულნი ვიყვენით; გასინჯეთ წმიდის ნათლის-ღების ძალი, და მადლი მორწმუნენო, და ამ სასოებით მიჳღოთ წმიდაჲ ესე წყალი, რამეთუ რომელთა ესე ქრისტეს მიერ ნათელ-ვიღეთ, ქრისტე შეჳმოსოთ და სული და ჴორცი ჩუჱნი განწმიდოს მადლმან წმიდისა ნათლის-ღებისამან, ძალითა მადლითა ყოვლად წმიდისა სამებისათა, რამეთუ მისა შვენის პატიჳ, და დიდება თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat