მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი (მიქაძე) - ქადაგება და სწავლა, აგვისტოს, ვ. ფერისცვალებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა.
მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი (მიქაძე) - ქადაგება და სწავლა, აგვისტოს, ვ. ფერისცვალებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა.
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს, ამვროსის.

"რამეთუ მოიღო ღუთისაგან მამისა, პატივი და დიდება, ჴმა რომელი მოიწია მისა, ესე ვითარისაგან დიდად შვენიერებისა დიდებისა: "ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ"-დასწერს წმიდაჲ მოციქული პეტრე, მეორესა შინა ეპისტოლესა, თავსა, ა, ა რიცხვსა, იზ.

სახელითა მამისათა, დ ძისათა, და სულისა, წმიდისათა, ამინ:

თუმცა სხვანიცა მრავალნი დიდებულნი ძალნი, და სასწაულნი ქმნნა სოფელსა შინა უფალმან ჩუჱნმან იესო ქრისტემან, ჩუჱნისა სიყვარულისა და მოწყალებისათვის, მაგრამ დღეს მთასა ზედა აღსლვა, და თავის მოციქულებთან ამისთანას საკვირველის დიდებით განბრწყინვებაც, ნათლის-ღების მსგავსად, ესეც თავისის ღუთაების დარწმუნებისათვისცა ქმნა, რომ ღმერთი იყო და არის, მამისა სულისა თანა არსი, და თანა დაუსაბამო და ამისთვის საუკუნო მამა და დაუსაბამო ღმერთი ზეგარდამო ქუხდა: "ეგე არსო ძე ჩემი საყვარელი",ვითარცა დასწერს მატთე მახარებელი. და თჳთ ძე ღმერთი, კაცობრივის ჴორცით მდგომარე იყო სხვა ფერ გაბრწყინვებული. და სულისა წმიდისა ბრწყინვალებისა მოფენაც გამოაცხადა, ასეთის დიდებით გაბრწყინდა, ამ სამ წმიდის სამების გამოცხადებით, და ერთ ბუნებისა და ერთობის დანიშნვითა, რომ იმისმა ჭეშმარიტმა ღმერთობამ, რავდენის წლის გარდაცვალებულნი მოსე და ელია, ერთი ქვეყანით, და მეორე ზეცით ცოცხალნი წარმოადგინნა თავის წინაშე, და განკვირვებული პეტრე გაოცებული ეტყოდა: უფალო, თჳთო ქოხის ტალავარი გაგვაკეთებინეო, რომ ერთში შენ დასდგეო. და ერთში მოსე, და ერთში ელიაო. ამისთანას ჭეშმარიტის განცხადებულის სახით დაინახეს ამ ქრისტეს მოწაფეებმა. მაგრამ იმისთანა საკვირველის ნათლით განბრწყინვება ამასაც გამოაცხადებდა, რომ როგორც თჳთან გაბრწყინდა, ეგე ვითარის ნათლით განბრწყინდებიან, და იმისთანა საუკუნო ნათელი შეემოსებათ, რომელნიც ღუთის სათნონი, და კეთილნი გარდაიცვალებიან, ვითარცა დასწერს მახარებელი, თავსა იგ, და რიცხვსა მგ, ვითარმედ "მაშინ მართალნი გამობრწყინდენო ვითარცა მზე სასუფეველსა შინა ცათასა".

და კვალად ეს გაბრწყინვება ამისი გამოცხადებაც იყო, რომ მორწმუნეთა და ჭეშმარიტთა თვისთა აღმსარებელთა, შვილება და ძეობა თვისი მოგვცა, ვითარცა დასწერს წმიდაჲ იოანე მახარებელი, ვითარმედ: "მოსცა მათ ჴელმწიფება შვილ ღუთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი". მაგრამ აქ ორი საკითხავი კიდევ ესე გუაქვს, რომ, რაღა ეს ორი წინასწარმეტყველი აღადგინა, და იქ მოციქულებთან წარმოადგინნა. და ან ეს მარტო სამი მოციქული რად გამოირჩია: პეტრე, იაკობ და იოანე, და სხუანიც არ წაიყვანა? პირველად ამისთვის წარმოადგინნა ეს ორნი წინასწარმეტყველნი რომ, ძველში პირველნი, და თავნი ესენი იყვნენ, მოსე - პირველი სჯულისმდებელი, და ზღვის ორად განმყოფელი, და ისრაილთ წინამძღომელი, და ღუთის მხილველი, და რამდენის სასწაულის მოქმედი იყო. და ამ საკვირველის საქმისათვის ასე სწამდათ ისრაილთა, რომ თუ ანგელოსს ღუთის ბრძანებით იმისი საფლავი არ დაეფარა, ისრაილთ რომ ეპოვნათ ღმერთად თაყვანისცემდენ. და ეგრეთვე ელიაც, დიაღ მრავლის სასწაულისა, და საკვირველის საქმეების მოქმედი იყო, და ვინაჲდგან ერთი მკვდარიც აღადგინა, ამაზედაც კიდევ უმეტესად სასოება დადებული ჰქონდათ. და ამისთვის ეს ორნი დიდებულნი კაცნი წარმოადგინნა, რომ ყოველთავე დაინახონ და ირწმუნონ რომ, ისინი ამისნი დაბადებულნი მონანი არიან, და ეს იმათი დამბადებელი და მბრძანებელი ღმერთი არს, და თავისს მონებასა, და სამსახურში წარმოადგინნა რავდენის წლის გარდაცვალებულნი, და თუ ვითარის შიშით, და მოწიწებით მდგომარენი ერთმანერთს ეზრახებოდენ. ეს რა საკვირველება ვნახეთო, სად ვიყავითო, და ახლა სადა ვართო და ვინ მოგვიყვანაო. მაგრამ არაო. მოსე ეტყოდა: "ელიაო ,მე რომ სინის მთაზე აღველო, ის მცნება და ბრძანება ფიცარზე დაწერილი ამან მამცაო, ეს ის ღმერთი არისო". და ეგრეთვე ილია ეტყოდა: "მე ქორებს მთაზე რომ აღველო, ღრუბლით გამო ნიავ - წვლილსა შინა, ეს მეზრახებოდაო, და მერმე ზეცას ცეცხლის ეტლითაც ამისის ბძანებით აღვიტაცეო, ეს ის ღმერთი არისო. და ამისთანას ნიშნებით ამ სამთ მოციქულთ იცნეს, რომ ის ერთი მოსე იყო, და მეორე ილია იყო. და სხუანიც ითქმიან საღმრთოდ და წერილის ძალით განსამარტებულნი სიტყვანი, მაგრამ ჟამი არ მომცემს, და ესე კმა იყავნ ამისთვის, და აწ მთაზედ აღსლვისათვისცა მცირედ ვიტყოდეთ, ვითარმედ, მთად აღვიდა ლოცვად უფალი იესო ქრისტე რომ ჩვენც განკრძალვით და სასოებით ლოცვა გვასწაოს წინაშე ღუთისა სავედრებელად; მთად აღსლვა, სოფლიურის ზრუნვისა და შფოთისაგან განშორებას დანიშნავს, რომ ლოცვაზე წარდგომილებმა ჩუჱნი გული და გონება ღუთისა მიმართ აღვიყვანოთ და შევავედროთ.

მთად აღვიდა, და განბრწყინდა უბრწყინვალეს მზისა, რათა ჩუჱნ გვასწაოს ვითარმედ ლოცვითა და განკრძალულის მჴურვალის ვედრებითა, ჩუჱნის ცოდვისაგან დაბნელებული გონება ჩუჱნი განათლდება და იკურთხება, ვითარცა დავით ღაღადებს ვითარმედ: "მოსცის ლოცვა მლოცველსა, და აკურთხნეს წელიწადნი მართლისანი". აღვიდა მთად უფალი იესო, და რავდენის წლის გარდაცვალებულნი ორნი იგი დიდნი წინასწარმეტყველნი წარმოადგინნა მსახურებად და მონებად წინაშე მეუფებისა თვისისა, და ამით გვასწავა, რათა ჩუჱნცა ცოდვითა ჩუჱნითა დაცემულთა განვიღვიძოთ და აღვდგეთ, და სული და გონება ჩუჱნი, ვითარცა ერთი მოსე, და ერთი ელია, სიმართლით, სიწმიდით, მორჩილებით წარუდგინოთ უფალსა ჩუჱნსა იესო ქრისტესა.

აღვიდა მთად უფალი იესო საყვარელნო, და თანა აღიყვანნა სამნი მოწაფენი თვისნი და მოციქულნი, რათა ჩუჱნცა გვასწაოს, სახელსა ზედა წმიდისა სამებისასა თაყვანისცემა მამისა, და ძისა, დ სულისა წმიდისა. და მტკიცედ გვაქვნდეს ყოველთა სათნოებათა უმწვერვალესი სამი ესე კეთილნი საქმენი, პირველად სარწმუნოება, მეორედ სასოება, და მესამედ სიყვარული. ამისთვისა რომ ყოველნი კეთილნი საქმენი, სამთა ამათ შინა შემოკრებულნი არიან, უკეთუ ჭეშმარიტითა გულითა ვიცოდეთ და დავიმარხოთ, რა არის სარწმუნოება, რა არის სასოება, და რა არის სიყვარული. ამისთვის სამთა მოციქულთა მთაზე აღყვანება უმეტესად ამისი გამომაცხადებელი არის რომ, რადგან პეტრე მჴურვალე მოწაფე იყო იესოსი, დ ჭეშმარიტად ძედ ღუთისად აღმსარებელი მისი. ეგრეთვე იაკობ ჭეშმარიტისა გულითა სასოების დამდები, და მორწმუნე იესოსი. ხოლო იოანე მახარებელი დ ღუთისმეტყველი მარადის სიყვარულის მქადაგებელი, და მასწავლელი ვითარმედ "უკეთუ ძმა შენი გძულსო რომელიცა შენთანა არსო, ღმერთი ხომ არ გიხილავსო ვითარ ძალგიძსო შეყვარებად მისსა".

ამისთვის ეს ამისთანას განგებით სამთა ამათ მოციქულთათვის გავიგონოთ ქრისტიანენო, რომ თუ ღმერთი გვიყვარს, პეტრე მოციქულსავით უნდა გვიყვარდეს და გვრწამდეს იგი "ყოვლითა გულითა, ყოვლითა სულითა, და ყოვლითა ძალითა". ვითარცა დასწერს თვით ცხოველი პირი, ლუკას შინა სახარებასა, (თავსა ი. კზ.) ეგრეთვე სასოება თუ გვაქვნდეს, იაკობ მოციქულსავით, შენი სასოება ჭეშმარიტის გულით ღმერთს მიანდევ, და რასაც სათხოველს სთხოვ კიდეც აღგისრულებს, ეგრეთვე იოანე მახარებელისა კეთილსა და ტკბილს მოძღვრებას მიხედე რომ, თვით წმიდაჲ სახარებაც გიბძანებს: "შეიყვარე მოყვასი შენიო". მოყვასი შვილნო, ჩუჱნს ძმას ქრისტეანსა ჰქვიან. თქუჱნი ძმა და მეზობელი ასე უნდა გიყვარდესთ როგორც თქუჱნის თავისათვის კეთილი გინდოდესთ, და იმისი შემატება, და ქონება არ უნდა შეგშურდესთ, თუ ჭეშმარიტს გაიგონებ და დაიჯერებ ქრისტეანობის რიგი ეს არის.

უფალი იესო ქრისტე გიბრძანებს "უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხეთო". იმისი ბრძანება და მცნება როგორც პირველი ნათლის-ღება არის. ეგრეთვე წმიდას აღსარებას გვიბძანებს, და წმიდას ზიარებასა. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ეზიარნეთ, ჭეშმარიტი ქრისტეანობა ეს არის. და თუ არ დიდის მიზეზითა, სამისა დ ოთხის წლით თუ უზიარებელი დადგა ვინმე, და ან კიდევ რომ თავის დღეში არ ზიარებულიყოს, ოჰჰ ღმერთმან ნუ ქნას ამისთანა ქრისტეანე, ჭეშმარიტად ამისთანას თუ ან სიკვდილს დღეს აზიარებს ვინმე, და ან დამარხავს, და ან უწირავს ვინმე, ის მღუდელი ღუთისაგანაცა, და სჯულის კანონისაგანაც დაყენებული, და დასჯილი არის.

ეგრეთვე რომელიც მკითხავს აკითხვინებს, და ან ბეჭი და სიზმარი სწამს, და ან სხვა რამ ჯადეგი და საწამლავი იცის, მას ზიარება არ მიეცემა. ჭეშმარიტად არას დროს ღირსი არ არის, მანამ დიდად არ შეინანებს.

ესე და ამისთანა სწავლა ქადაგება თვით ჩემს სამწყსოს ეკლესიებში მიმცნია და წარმიგზავნია. რომელიც ქრისტეანობის წესი და რიგი არის, ჩუჱნი ვალი არის რომ გამცნოთ და მოგახსენოთ, და თქუჱნი ეს არის, რომ უნდა გაიგონოთ. და დაიჯეროთ.

ვალი გაქუსთ რომ კვირასა და უქმეს დღეს წირვა და ლოცვა მოისმინოთ, და სეფისკვერი აიღოთ და ის დღე არ გასტეხოთ

ვალი გაქუსთ რომ საღმრთო კაცი გიყვარდესთ, და ავი და ურიგო არა აკადროთ-რა, რადგან უკვდავის მსსხვერპლის შემწირველი არის.

ეგრეთვე რომელიც წმიდათა მამათაგან დაწერილი და განწესებული მარხვები არის, წმიდად უნდა შეინახოთ, და სახსნილო არა სჭამოთ.

თქუჱნს შვილებს იმავ სიყრმიდგან ქრისტეანობა უნდა ასწავლოთ, აი ეგრეთვე თქუჱნი შვილებიც თქუჱნი მორჩილნი უნდა იყვნენ. თორემ ორთავ ღმერთი მოგკითხავსთ, და შეგრისხავთ მშობელთაცა, და ურჩთა შვილთაცა.

ნუ გიყვარსთ შვილნო ღუთის ფიცი, ნურც სიცრუვით ქცევა, და ნურც მზაკვრობა რომ პირად სხვა იყოთ, და გულით სხვა იყოს, ეს ქრისტეანობის წესი არ არის. ეგრეთვე არცა ჩხუბი და შფოთი, არც ენის მიტანა, არც ძრახვა და განმკითხველობა, ესენი ქრისტეანობის რიგი არ არის.

ეგრეთვე: მტერობა, შური, უმძრახობა, პარვა, ტაცება, ვალის მიუცემლობა, მუშის ფასის დაკლება, თავსაცილი, ცილისწამება, ბილწი ლაპარაკი და უმოწყალეობა, ესეები ყოველივე ჩუჱნის საუკუნოს ცხოვრებისა და სასუფეველისაგან დამკარგავი წარმწყმედელი და კეთილისაგან გამომახვებელი არის. ამ ჩემგან მოხსენებულსა, თვით წმიდაჲ მოციქული დასწერს და დაამტკიცებს პირველსა კორინთელთას მიმართსა შინა ეპისტოლესა, (თავსა კ, და თ), ვითარმედ "არა უწყითა რამეთუ ცრუთა სასუფეველი ღუთისა ვერ დაიმკვიდრონო. ნუ სცთებითო, არცა მეძავთა, არცა მემრუშეთა, არცა ანგართა არცა მპარავთა, არცა მტაცებელთა, არცა მამისა და დედის მაგინებელთა და არცა მფუცავთა, და სხუათა ესე ვითარისა მოქმედთა, სასუფეველი ღუთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ". ესეები რაც მოგახსენე, და წმიდამ მოციქულმაც დაგვიწერა, ამაებზე ვინც ჴელს არ აიღებს, და არ შეინანებს ორსავ სოფელს დაისჯება და შეირისხება. და თუ ჴელს აიღებს, და შეინანებს, ვითარცა მრავალთა შეცოდებულთა ვხედავთ შენანებულთა, და მოწყალებითა ღუთისათა სასუფეველად აღსრულთა, და ჩუჱნდაცა მეოხად მოსალოდებელთა, იგინი ღუთისაგანაც იდიდებიან, და ამ სოფელსაც მადლითა ღუთისათა ისახელებიან. ამისთვის ყოველნი ვევედრნეთ ჩუჱნის მოწყალებისა და ცხონებისათვის ქვეყანაზე მოსრულს უფალსა იესო ქრისტესა, რომელსა დღეს წმიდა ეკკლესია იმის ღუთაებითა და დიდებით განბრწყინვებასა და ფერის ცვალების დღესასწაულს გვახარებს. ამას ვევედრნეთ რომ როგორც თავისის ეგოდენის ვნებითა და ჩუჱნის სიყვარულისთვის ჯუარცმითა და სისხლის დათხევით საუკუნოს ჯოჯოხეთიდამ გამოგვიჴსნა. ეგრეთვე ქუჱყანა ესე ჩუჱნი საქართველო, ქართლი და კახეთი ამდენს ხანს უსჯულოს მტერისაგან ტანჯული შეწუხებული გამოიხსნას, და ერთი მშვიდობის ჴმა გაგვაგონოს საქართველოში. შთაუთხრას გულსა და ძალი და შეწევნა მისცეს უდიდებულესს დიდსა რუსეთის ჴელმწიფეს იმპერატორს ალექსანდრე პავლეს ძეს, რათამცა შეწევნა, და მოწყალება. და საფარველი თვისი არა მოგვაკლოს. და ყოველნი მტერნი და ორგულნი მისნი დასცნეს და დაუმდაბლნეს მადლმან და ძალმან ღუთაებისა დიდებისა ქრისტეს ფერისცვალებისამან, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისამან, რომელსა თაყვანისცემა შვენის უკუნისამდე. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat