არქიმანდრიტ კლეოპა (ილიე) - ქადაგება აღდგომიდან მეშვიდე კვირას, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა ხსენების დღეს
არქიმანდრიტ კლეოპა (ილიე) - ქადაგება აღდგომიდან მეშვიდე კვირას, პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა ხსენების დღეს
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)

საყვარელო მორწმუნენო! დღეს, წმინდა აღდგომიდან მეშვიდე კვირას, მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ქრისტიანული სამყაროს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებას, რომელიც ჩატარდა 325 წელს ქალაქ ნიკეაში, რათა დაგმობილიყო ერესი, ანუ არიოზის მცდარი, ერეტიკული სწავლება. კრება ორგანიზებული იყო იმდროინდელი წმინდა მამების თხოვნით, მსოფლიოში პირველი ქრისტიანი მეფის, წმინდა მეფე კონსტანტინეს (306-337), და მისი დედის ელენეს მიერ.

რა არის მსოფლიო საეკლესიო კრება? ეს არის მთელი მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი მართლმადიდებელი იერარქის - ეპისკოპოსების, მიტროპოლიტებისა და პატრიარქების შეკრება, რომლის მიზანია განიხილონ ქრისტიანული რწმენის ზოგიერთი ჯერ კიდევ გაურკვეველი სწავლება და დააფიქსირონ ისინი მკაფიო, უცვლელ კანონებში, რომლებსაც დოგმატები ეწოდება. მსოფლიო საეკლესიო კრება ასევე განსჯის და გმობს რწმენისგან ყველა გადახვევას, რომლებიც უცხოა წმინდა სახარებისა და წმინდა მამების სწავლებისთვის, და განკვეთს ეკლესიიდან, ანუ ანათემას გადასცემს ყველა ერეტიკოსს, რომლებიც არღვევენ ეკლესიის რწმენის ერთიანობას, რომელსაც სიმბოლურად გამოხატავს უფლის სელის კვართი, ერთი ნაჭრისგან მოქსოვილი, როგორც ამბობს წმინდა სახარება: "ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად" (იოანე.19:23).

სიტყვა "კრების" ქვეშ ჩვენ ვგულისხმობთ შეკრებას, კონსილიუმს; სიტყვა "ერესის" ქვეშ ვგულისხმობთ ვინმეს კერძო აზრს ან სწავლებას ღმერთის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებას.

რატომ ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება? რა მიზეზმა აიძულა წმინდა მამები შეკრებილიყვნენ ერთად და დაეცვათ მართალი რწმენა? მიზეზი იყო დიდი ერეტიკოსის, კერძოდ არიოზის გამოჩენა, რომელიც ქრისტიანებს ასწავლიდა ახალ რწმენას: თითქოს ძე ღვთისა არ არის მამის თანაარსი და "იყო დრო, როცა ძე არ არსებობდა". ის იესო ქრისტეს უწოდებდა "უმაღლეს ქმნილებას", "ქმნილებათა შორის პირველს". ეს ერეტიკოსი იყო მღვდელი ეგვიპტის ალექსანდრიიდან, ძალიან ამპარტავანი და ურჩი, თუმცა კარგი მქადაგებელი, და ცხოვრობდა III-IV საუკუნეებში. მისი ერესი რამდენიმე წელიწადში იმდენად გავრცელდა, რომ დაიწყო ეკლესიის ორად გახლეჩა და საფრთხე შეიქმნა მთელს რომის იმპერიაში, აღმოსავლეთსა და დასავლეთში გავრცელებულიყო.

წმინდა მამებმა, რომლებსაც აღარ შეეძლოთ არიოზის მიერ მაცხოვრისა და წმინდა სამების წინააღმდეგ წამოყენებული მკრეხელობის ატანა, დახმარებისთვის მიმართეს კეთილმსახურ იმპერატორ კონსტანტინე დიდს, რათა მას თავისი სამეფო ძალაუფლებით დაემშვიდებინა ქრისტეს ეკლესია და დაეგმო არიოზისა და მისი მიმდევრების მკრეხელური სწავლებები. სულიწმინდის შთაგონებით, დიდმა ქრისტიანმა იმპერატორმა გადაწყვიტა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა ნიკეაში 325 წელს იმპერიის ხარჯზე, სადაც მოწვეულნი იყვნენ ქრისტიანული ეკლესიის ყველა მაღალ იერარქი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. ასე რომ, მასში მონაწილეობა მიიღო 318-მა წმინდა მამამ, რომლებსაც დაემატა რომის პაპის სილვესტრ I-ის დელეგაცია, რადგან 1054 წლამდე ქრისტიანული ეკლესია იყო ერთიანი, ჯერ არ იყო გაყოფილი ორად - მართლმადიდებლურ აღმოსავლურ და რომაულ-კათოლიკურ დასავლურ ეკლესიებად. ამიტომაც კრებებს, რომლებიც ეკლესიის გაყოფამდე ჩატარდა, ეწოდებათ მსოფლიო, ანუ საერთო კრებები, რადგან მათში მონაწილეობდნენ რომის ეკლესიის იერარქებიც.

ნიკეის კრება გახსნეს თავად იმპერატორებმა კონსტანტინემ და ელენემ და გაგრძელდა მთელი ზაფხული. კრების მსვლელობისას, რომელსაც ესწრებოდნენ ასევე ერეტიკოსი არიოზი და მისი მომხრეები, წმინდა მამები ბევრს შრომობდნენ, რათა ერეტიკოსები მართლმადიდებლობაზე მოექციათ, მაგრამ მათ არ სურდათ მათი მოსმენა. უფრო მეტიც, დისკუსიების დროს წმინდა ნიკოლოზმა არიოზს სილა გაარტყა, რადგან ვერ აიტანა მისი მკრეხელობა. მაშინ წმინდა კონსტანტინე დიდმა ბრძანა, რომ მისთვის ომოფორი და სახარება წაერთმიათ და საპყრობილეში ჩაეგდოთ იმის გამო, რომ მან გაბედა ხელის აღმართვა. თუმცა ღამით მას საპყრობილეში გამოეცხადა მაცხოვარი და კვლავ გადასცა სახარება, ხოლო ღვთისმშობელმა მკერდზე ომოფორი დაადო. დილით იმპერატორმა, როცა ამის შესახებ შეიტყო, წმინდა ნიკოლოზი კრებაზე მიიყვანა და ყველამ პატიება სთხოვა მას, როცა დაინახეს მისი რწმენისადმი ერთგულება და მოთმინება.

ასევე წმინდა სპირიდონმა, რომელსაც სურდა არიოზისთვის განემარტა წმინდა სამების საიდუმლო და ის, რომ სამივე პირი თანაარსია და თანასწორი პატივი აქვთ, აიღო გამომწვარი აგური და, ჯვრის სახის გამოსახვის შემდეგ, მოუჭირა მას, და მაშინ ცეცხლი, რომელიც მას წვავდა, მაღლა ავარდა, წყალი მიწაზე დაიღვარა, ხოლო თიხა მის ხელებში დარჩა. აგური იყო წმინდა სამების სიმბოლო: ცეცხლი განასახიერებდა მამას, თიხა - განკაცებულ ძეს, ხოლო წყალი - სულიწმინდას, ნუგეშინისმცემელს, რომელიც მოვლენილ იქნა ქვეყნად.

318 წმინდა მამის კრებამ ანათემას გადასცა ერეტიკოსი არიოზი და მისი მკრეხელური სწავლებები. მამებმა დაადგინეს დოგმატი იმის შესახებ, რომ წმინდა სამების სამი პირი - მამა, ძე და სულიწმინდა - არიან თანაარსნი და განუყოფელნი. ამავე კრებაზე შედგენილ იქნა მრწამსის პირველი ნაწილი, მისი პირველი შვიდი მუხლი, მამისა და ძის შესახებ. ბოლო ხუთი მუხლი, სულიწმინდის შესახებ, შედგენილ იქნა II მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 381 წელს. მრწამსი მოკლედ შეიცავს მართლმადიდებლური რწმენის დოგმატებს, და ის ყოველდღე იკითხება ტაძრებში და ქრისტიანთა სახლებში, როგორც სამოციქულო მართალი რწმენის აღსარება.

მიუხედავად იმისა, რომ არიოზი გადასახლებულ იქნა დუნაის სამხრეთით მდებარე ადგილებში, მას არ სურდა ეკლესიისთვის დამორჩილება, და უფრო მეტიც - ცდილობდა ქრისტიანებს შორის დაეთესა თავისი მკრეხელური სწავლება. ამიტომ მკაცრად დაისაჯა ღვთისგან, ისე რომ მისი შიგნეულობა გადმოიყარა, და იგი საშინელი სიკვდილით მოკვდა, თავისი მარადიული დასჯისთვის ჯოჯოხეთის გეენაში.

საყვარელო მორწმუნენო!

თუმცა ერეტიკოსი არიოზი, ეს უდიდესი ერეტიკოსი ქრისტიანულ სამყაროში, და მისი ერესი გაქრა, მაგრამ საუკუნეების მანძილზე ქრისტეს ეკლესიას მუდმივად უტევდნენ ახალი და ახალი სექტები და ერესები, ერთი მეორეზე საშიში. ქრისტიანული ეკლესიის ყველაზე მძიმე განხეთქილება მოხდა 1054 წელს, როდესაც მოხდა სქიზმა (განხეთქილება) აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, და ამგვარად წარმოიქმნა ორი ცალკეული ეკლესია: მართლმადიდებლური ცენტრით კონსტანტინოპოლში და რომაულ-კათოლიკური ცენტრით ვატიკანში (რომი).

კათოლიკურმა ეკლესიამ, თავის მხრივ, კიდევ ორი ერესი და სქიზმა განიცადა. საუბარია ლუთერის - მეორე არიოზის - და კალვინის ერესზე XVI საუკუნეში, რომლებსაც დაახლოებით საუკუნის შემდეგ მოჰყვა ანგლიკანური სქიზმა XVII საუკუნეში. პირველმა ერესმა მოიცვა თითქმის ყველა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყანა, ე.წ. პროტესტანტული ქვეყნები; ხოლო ანგლიკანური რელიგია გავრცელდა ინგლისში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში, შექმნა რა ანგლიკანური ეკლესია.

ხედავთ, როგორ მოახერხა სატანამ ქრისტეს სამოსის დაგლეჯა, ანუ მის მიერ დაარსებული ეკლესიის ერთიანობის დანაწევრება და დარღვევა? ჩვენ ყველა ვაღიარებთ "ერთ რწმენას, ერთ უფალს, ერთ ნათლისღებას", თუმცა ერესიარქთა ამპარტავნების გამო, რომლებმაც მართლმადიდებლური, სამოციქულო რწმენის სწავლება შეცვალეს ახალი დოგმატებით, შედგენილი მათი გაგებით, ასევე ჩვენი ყველას ცოდვების გამო, ბოლო საუკუნეებში არსებობს რამდენიმე ქრისტიანული ეკლესია: ორი სამოციქულო - მართლმადიდებლური და კათოლიკური - და სამი, რომელთაც არ გააჩნიათ სამოციქულო მემკვიდრეობა: პროტესტანტული, რეფორმატული და ანგლიკანური.

თუმცა რელიგიური უთანხმოებები ამით არ დასრულებულა. XVIII და განსაკუთრებით XIX საუკუნიდან, ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში დაიწყეს გამოჩენა ახალმა რელიგიურმა დაჯგუფებებმა, მოწყვეტილმა სამოციქულო ეკლესიის სხეულს და წოდებულმა სექტებად.

დღეს მსოფლიოში ითვლება ათასამდე ქრისტიანული სექტა და რელიგიური დაჯგუფება, ერთი მეორეზე ფანატიკური და საშიში, როგორებიცაა "იეჰოვას მოწმეები", "სატანის ტაძარი" ე.წ. "შავი მესა", რომელშიც ღმერთის ნაცვლად ეშმაკს სცემენ თაყვანს. ისინი ეძებენ ახალ წევრებს ცნობისმოყვარე მორწმუნეებს შორის, მათ შორის, ვინც ეკლესიისგან არის დასჯილი [ეპიტიმია აქვს დადებული], ღარიბებს შორის, რომელთაც მატერიალურ დახმარებას ჰპირდებიან, და განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის, რომელთა მოსყიდვაც ყველაზე ადვილია.

მაშ ვიყოთ ყურადღებით ჩვენი თავისა და ჩვენი მართლმადიდებლური ოჯახების მიმართ. სექტების გამრავლება აშკარა აპოკალიფსური ნიშანია, რომელიც საუკუნეთა დასასრულს მოასწავებს.

მართლმადიდებელი ეკლესიის შვილთა პირველი ვალია - რაც შეიძლება უკეთ იცოდნენ წმინდა წერილი, წმინდა გადმოცემა, კატეხიზმო და წმინდა მამათა ძირითადი ნაწერები. მეორე ვალი, თუ ისიც არ არის პირველი - იცხოვრონ ღვთის დიდი რწმენით და გულმოდგინებით და ღვთისმოსაობით აწარმოონ რელიგიური ცხოვრება ოჯახში, სრული ზნეობრიობით. სექტები ჩვენგან თეორიას მოითხოვენ, წმინდა წერილის ტექსტებით გვიტევენ. ჩვენ კი მათ უნდა ვუპასუხოთ არა სიტყვებით, არა იმდენად ბიბლიის ტექსტებით, რამდენადაც, განსაკუთრებით, ზნეობრივი ცხოვრებით - თავმდაბლით, სისუფთავით, სიწმინდით. სიტყვებს არ შეუძლიათ საქმეების ჩანაცვლება. პატიოსანი ქრისტიანების, მოწყალე და ღვთისმოსავთა ხილვისას, სექტანტებს რცხვენიათ და ჩუმდებიან.

ჩვენი მესამე დიდი ვალია - აღვზარდოთ ჩვენი შვილები ღვთის შიშით, დიდი ზრუნვითა და ყურადღებით. რადგან თუ ჩვენ მათ სათანადოდ არ ვზრდით ან საკუთარი ცხოვრებით ვაცდუნებთ, ჩვენ მათ სულებს ცოცხლად ვღუპავთ, ისინი ჩვენ აღარ გვეკუთვნიან, და მათ ადვილად შეუძლიათ აცდუნონ სექტებმა, ვნებებმა, ლოთობამ, სიძვამ და ურწმუნოებამ. ახალგაზრდა ადამიანის, რომელიც ერთხელ დაეცა, გადარჩენა, სექტიდან გამოყვანა უკვე ძნელია.

შვილებმა, ისევე როგორც მშობლებმა, პატარაობიდანვე უნდა იცოდნენ "მამაო ჩვენო", "მრწამსი" და 50-ე ფსალმუნი და ძირითადი ცოდნა რელიგიის შესახებ უნდა მიიღონ მართლმადიდებლური კატეხიზმოდან. ვინც ზეპირად არ იცის თუნდაც ეს სამი ლოცვა, ის ვერ ეზიარება წმინდა საიდუმლოებებს.

კიდევ ერთი დიდი ვალი მართლმადიდებელი ქრისტიანებისა - იყვნენ ლოცვის ადამიანები, რადგან მის გარეშე ვერაფერს ვაკეთებთ. დღესასწაულებზე ნურავინ გამოტოვებს წმინდა ლიტურგიასა და ქადაგებას, უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა. ლოცვა რწმენით, მარხვითა და ცრემლით - აი ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სულიერი პური, ჩვენი ხსნა. შემდეგ ყველა ადამიანთან სიყვარულში უნდა ვიცხოვროთ, განსაკუთრებით საკუთარ ოჯახის წევრებთან, და ძალისამებრ მოწყალება გავცეთ, რადგან ეს ფარავს მრავალ ცოდვას (შდრ. 1პეტრე.4:8; დანიელ.4:24).

კიდევ ერთი მთავარი ვალია - რომ ყველას ჰყავდეს კარგი, ბრძენი მოძღვარი, რომელთანაც აღიარებდეს თავის ცოდვებს ყველა ოთხ მარხვაში, ითხოვდეს რჩევას ყველაფერში და ემორჩილებოდეს მას, როგორც თვით ქრისტეს. ჩვენმა ქრისტიანებმა არც სექტანტურ შეკრებებზე უნდა იარონ, არც სახლში მიიღონ ისინი, არც კი იკამათონ მათთან, თუ არ სურთ მათ მახეში გაბმა. ვინც ასე მოიქცევა, ის არასოდეს იქნება შეცდენილი არც ეშმაკის, არც ვნებების, არც ბოროტ ადამიანთა მახეებით.

საყვარელო მორწმუნენო!

დღეს არის I მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა კვირა, რომლებმაც დაიცვეს მართალი რწმენა, ანათემას გადასცეს ერეტიკოსები და ჩამოაყალიბეს მართლმადიდებლური მრწამსი. მაშ დავრჩეთ ერთგულნი ქრისტეს სახარებისა და მართლმადიდებელი ეკლესიისა, რომლის შვილებიც ვართ. მან გვშვა ნათლისღების საბანელში, მან გაგვზარდა და გვასწავლა ხსნის გზა. მაშ პატივი ვცეთ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელმაც გვშვა. პატივი ვცეთ ყველა წმინდანს და მათ ხატებს, რადგან ისინი არიან უფლის მეგობრები და ლოცულობენ ჩვენთვის ზეცაში. აღვზარდოთ ბავშვები ღვთის სიყვარულში, რადგან მათზე ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ჩვენი ხსნა, და წმინდად დავიცვათ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რწმენა, რომლის გარეშეც ვერ გადავრჩებით, რაგინდ კეთილი საქმეები არ უნდა გვქონდეს.

დავასრულებ ერთი მოკლე ისტორიით. ერთი წმინდა ცხოვრების ბერი ღამით შევიდა ტაძარში სალოცავად და, ღვთიური სასწაულით, დაინახა საკურთხეველი გახსნილი, და იქ წმინდა ტრაპეზთან იჯდა ნათელი ყრმა დახეული პერანგით. და ჰკითხა მას ღირსმა:

- შვილო, ვინ ხარ შენ?

მან კი უპასუხა:

- მე ვარ ქრისტე, სოფლის მაცხოვარი!

- მაგრამ ვინ შემოგახია სამოსი? - ეკითხება მეუდაბნოე.

და უფალმა უპასუხა მას:

- მე შემომახია იგი არიოზმა, ერეტიკოსმა! - და უჩინარ იქმნა.

ყველა, ვინც სხვა სახარებას ქადაგებს, გარდა ქრისტეს, მოციქულთა და ეკლესიის მიერ ნაუწყებისა, გლეჯს უფლის სამოსს და აგროვებს თავისთვის მარადიულ განკითხვას, რომელსაც არა აქვს შენდობა.

მაშ დავეცეთ მუხლებზე და მოწიწებითა და მართალი რწმენით ვადიდოთ მამა, ძე და სულიწმინდა, სამება ერთარსი და განუყოფელი. ამინ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა გრიგოლ ნოსელი ბასილი დიდის ძმა გახლდათ. ისიც "ესეთივე კაცი ყოფილა, ვითა დიდი ბასილი, თავისა ძმაჲ".

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat