მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი (მიქაძე) - ქრისტეს აღდგომისა.
მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი (მიქაძე) - ქრისტეს აღდგომისა.
მცირედი სწავლა ქადაგება, გლახაკ ბერისა წილკნელ-მანგლელ ყოფილის ნეკრესლის ამვროსისაგან მდაბიოთა სამწყოსოთათჳს, 1797 ქრისტეს აღდგომისათჳს. სულო წმიდაო. შემეწიე.

დასწერს და წინასწარმეტყველებს, საღმრთო წინასწარმეტყველი მეფეთა და წინასწარმეტყველთა თხემგვირგვინი დავით, (ფსალმუნსა შინა, რიზ, და რიცხვსა, კდ.) ესე არს დღე უფლისა რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ, დ ვიშვებდეთ ამას შინა. სახელითა მამისათა, და ძისათა, დ სულისა, წმიდისათა, ამინ.

ღუთის მოყვარებით შემოკრებულნო ერნო, და ქრისტეს მორწმუნენო შვილნო. როდესაც შემოქმედმან და დაუსაბამომან ღმერთმან, დასაბამსა ცა და ქვეყანა დააფუძნა და არა არსისაგან არსად მოიყვანნა და შექმნა, და დაბადა, განგებით მიუწდომელითა, და სიბრძნითა ძალ–განუზომელითა, და ზღვასა, დ ჴმელსა თჳსად მდგომარეობა განუწესა და ბნელი, და ნათელი განჰყო და განარჩია. ვითარცა დაგვიწერს მოსე წინასწარმეტყველი შესაქმეთას შინა, პირველსა თავსა, ვითარმედ "დასაბამად ქმნა ღმერთმან ცა და ქუეყანა". და ბნელი იყო ზედა უფსკრულთა. და სული ღუთისა იქცეოდა ზედა წყალთა. და შემდგომი: მაშინვე იქავ გამოაცხადა ბრწყინვალება დ მშვენიერება დღისა, თუ სიბნელე და სიღამე როგორ შემაღონებელი არის კაცის თვალისა და გულისა, ესე ყოველთავე კეთილად უწყით. მაგრამ სინათლე დღისა, და შემოსლვა მზისა ვითარ განმანათლებელი არის გონებისა, განმწმედილი არს ცნობისა. განმაღვიძებელი არს საგრძნობელთა. მომმატებელი არს თვალთა მხედველობისა. განმდევნელი არს მწუხარებისა, განმაღვიძებელი ცხოველ-სულიერ მგრძნობელთა, ცხოველობისა აღმაორძინებელი და უძლურთა და სნეულთა სიმრთელისა მაიმედებელი, და შეჭირვებულთა ნუგეშინის-მცემელი, და ყოველთა ქვეყნიერთა მოქმედებათა სულიერთა. დ ჴორციელთა საქმეთა წარმმართებელი, და განმაწესებელი. და ვითარმედ სხვაცა უმრავლესი კეთილოვნება ითქმის, აღმატებული, და განზრქელებული დღისათჳს ბრძანებითა ღუთისათა დაბადებულისა, რომ როგორც პირველად მოგახსენე, რომ ჩუჱნ თვალს წინ ამისთანა საკვირველი ღმერთს არა დაუბადებიარა ვითარ პირველად ზეციერნი უსხეულონი პირველნი ნათელნი ცხრა დასნი განწყობილნი ანგელოსნი. და მერმე დიდნი იგი მნათობნი კვალად მუნვე ზეციერნი, და ეგრეთვე დღეცა ესე ნათლიერი მათ მიერ განბრწყინვებული, და ღუთის საკვირველის ბრძანებით დაბადებული. ამაებს რომ კაცის თვალმა მიხედოს, სასუფეველს გარდა ამისთანა საკვირველი დაბადებულება, არცარა დაბადებულა და არცარა განგებულა. მაგრამ განკვირდით ქრისტეანენო, ამისთვის კი არ დასწერა დავით წინასწარმეტყველმა "ესე არს დღე უფლისა ვიხარებდეთ ამას შინა" და ქრისტეს აღდგომისთვის, წინასწარმეტყველებს და მოასწავებს გამოვიძიოთ რომ რა უნდა იყოს ეს ამისთანა საკვირველი და სასიხარულო დღე.

კვალად ძველთა მათ პირველთა დღეთა შინა ადამ რომ დაბადა ღმერთმან, და იმისნი შვილის შვილნი განმრავლდენ, თქუჱნც მოგხსენებიათ ვითარნი ძლიერნი კაცნი მჴნენი და გმირნი გამოვიდნენ, მაშინ ცოდვაც გარდაერიათ. და მეტის ამპარტავანებით აღარც ღუთის ცნობა ჰქონდათ. მანამდის შვილი, შვილს მისწვდებოდა, ერთი მეორეს ეტყოდა, ჩუჱნი პირველი მამა ადამ, ღმერთს ამ გვარად და ასე დაუბადებიაო, მაგრამ რადგან არც წერილი იცოდენ, და სიმრავლითაცა და ამპარტავნებითაცა განლაღებულნი იყვნენ, ეს უწყინათ ღმერთმან ვითარცა წერილ-არს "და თქუა ღმერთმან, შევინანეო, რამეთუ შევქმენ კაცი". მაშინ ნოე მართალი კაცი გამოირჩია, ღუთის მსახური და ღუთის სათნო, და იმას ღუთისაგან კიდობნის გაკეთება ებძანა, რომ მინდა წარვღვნაო ყოველი ქვეყანაო. მოჰყვა და ერთი დიაღ დიდი საშინელი კიდობანი რამ გააკეთა. და იმაში ღმერთმან შვიდ შვიდი წმიდა ცხოველი და ოროლი არა წმიდათაგანი ცხოველი შეკრიბეო უბძანა: - სხვათ ასეთი წარღვნა მოუვლინა, რომ რაც დიდროანის მთების სიმაღლე არის, იმაზედ ათხუთმეტი წყრთა უმეტესს სიმაღლეზედ ზე მიმოაქვნდა იმ საშინელს წყალსა ის კიდობანი, და ყოველნივე მოიშთვნენ, და იმ კიდობანში მყოფნი ღუთის ბძანებით ყოველნივე ორმოცს დღეს უკან უვნებელად განერნენ და გამოვიდნენ, და კუალად განმრავლდენ კაცნი, და ყოველნივე ცხოველნი მიერითგან. და აღორძინდა ყოველი ქვეყნიერი და მშვენიერება ყოველთა ორძილთა პირსა ზედა ქვეყანისასა, ასე რომ ახალსა ცასა, და ახალს დაბადებულს ქვეყანას მიემსგავსებოდა. მაგრამ არც იმ დღისათჳს დაწერა დავით წინასწარმეტყველმან ეს სიტყვა: და ახლა ქრისტეს აღდგომისათჳს კი წინასწარმეტყველებს "ესე არსო დღე უფლისა, ვიხარებდეთო ამას შინა". განვკვირდეთ ქრისტეანენო, და გამოვიძიოთ, რომ რა უნდა იყოს ეს ამისთანა სასიხარულო დღე ესე ქრისტეს აღდგომისა. მაგრამ ახლა კიდევ სხვა ამაზე უმეტესი, და უაღმატებულესი ესე ვსთქვათ რომ, როდესაც ღუთის მოწყალება კაცისა ცხოვნებისათჳს შესაწევნელად აღიძრა, და თაჳსი მხოლოდ შობილი ძე, უფალი იესო ქრისტე, ჩჩვილი ყრმა, ბაგასა შინა მწოლარე, ჴორციელად თვალით დაგვანახვა, და ანგელოსნი ზეგარდამო ღაღადებდეს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა გვახარეს". ამის უკეთესი სიხარულის დღე სადღა მოგვევლინებოდა ქრისტეანეთა. მაგრამ ამისთანა ცისა და ქვეყანის მშვიდობის მოფენისთჳს კი არ დაწერა დავით წინასწარმეტყველმან, და ახლა ამ დღისათჳს კი წინასწარმეტუველებს: "ესე არსო დღე უფლისა, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ, და ვიშვებდეთ ამას შინა". ჵი საკვირველი ჴმა ქრისტეანენო, ჵი ტკბილი, სა- სურველი მოსმენაჲ შვილნო საყვარელნო: "ესე არსო დღე უფლისა, ვიხარებდეთ ამას შინა. ვიშვებდეთ და გავბრწყინდეთ, განვსცხრეთ ამ ბრწყინვალესა დღესა". არამედ "ნუ სიმღერითა და მთვრალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შევიმოსოთ უფალი იესო ქრისტე აღდგომილი მკუდრეთით, და ჴორცთა ზრახვასა ნუ ვყოფთ გულის სათქმელ. ვიხარებდეთ ამ ბრწყინვალესა დღესა მორწმუნენო, ვმადლობდეთ და თაყუანისცემდეთ ამ ნათლით აღსავსესა დღესა საუვარელნო. და რასათჳს, და ვითარ. ამისთჳს, რომ ზეეეციდამ დიიდი საშინელი ღმეერთი, ჩუჱნის სიყვარულისათჳს რომ გარდმოვიდა. და იშვა ქალწულისა მარიამისგან უთესლოდ და უმამაკაცოდ, და აღიზარდა, ამ ოცდაათსამმეტი წელიწადი ქვეყანაზედ იქცეოდა. წმიდა სახარება და სჯული დაგვიდვა, გვიმოძღვრა, გვასწავლა, გვიქადაგა, ცოდვილნი მოგვაქცივნნა, და მრავალნი სასწაულნი ქმნა: ბრმათა თვალნი აღუხილნა, და წიდოვანნი და კეთროვანნი განსწმიდნა და დაღრეკილნი, და განრღვეულნი, და მკელობელნი ავლინნა, სულნი არა წმიდანი განსდევნნა, მკუდარნი აღადგინნა, და მრავალნი სნეულნი, და უძლურნი განკურნა. მაააგრამ გაიგონეთ შვილნო ქრისტეს საყვარელნო, და კეთილად მოისმინეთ რომ იმ ჩუჱნს პირველს მამას ადამს რომ ეშმაკისათჳს პირობა მიეცა. ჩემნი შვილნი და შვილის შვილნი შენს ჴელში მოვიდნენო, და იმ ადამის გაჩენიდამ რომ ამ ქრისტეს აღდგომამდისინ სულ ყოველნი სულნი ჯოჯოხეთში მივიდოდნენ, იმათს სულსა იმ ჯოჯოხეთიდამ ესეები რაც მოგახსენე, ვერც ერთი ვერ გამოიყვანდა ჯოჯოხეთიდამ, ვერც ერთი ვერ დაიხსნიდა ეშმაკის ხელიდამ. ამაებით იმათს სულს არა ეშველებოდა რა, თუ არ ქრისტეს სატანჯველებით, თუ არ ქრისტეს სისხლის დათხევით, თუ არ ჯვარცმით და სიკუდილით, და უმეტესად და უაღმატებულესად კვალად და კვალად თუ არ ქრისტეს აღდგომით. ამისთჳს .ესე არს დღე უფლისა, და ვიშვებთ და ვიხარებთ ამას შინა, რომ დღეს ქრისტეს აღდგომამ აღმოიყვანა ადამ შვილითა, და შვილის შვილით ჯოჯოხეთით მუნცა მორწმუნენი სიტყვათაებრ მამათასა, და ზეცისა სასუფეველად აღიყვანნა. დღეს ქრისტეს აღდგომამ დასცა და ქვე დააკვეთა ადამის მომაცთუნებული ეშმაკი, და შეკრა და შესჭრა სიკუდილისა ძარღვი, და საკვირველი შემყრობელი და წარმწყმედელი ჩუჱნი, და შებორკილა მძიმითა ჯაჭვითა ღუთის რისხჳსა ცეცხლისათა. და ყოველივე ძალი და ღონე მისი მოაუძლურა თუ ჩუჱნის ნებით იმის ნებას არ მივეცემით, თუ ჩუჱნის სიადვილით იმას ძალსა და ღონეს არ მივცემთ. და თუ ჩუჱნის თავის წარწყმედის მონდომებით იმას არ მივეცემით, იმას შეპყრობა ჩუჱნი აღარ ძალუძს, ამისთჳსა რომ ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე, და "დღესა ამას განვარდა მთავარი იგი ბნელის, და ამისთჳს ესე არს დღე უფლისა. გვიხაროდეს დღესა ამას, რომ, რომელნიც წმიდას ნათლის-ღების შვილნი ვართ. და წმიდას აღსარებასა და სინანულს აღვასრულებთ. და წმიდას ზიარებას ვეღირსებით ჭეშმარიტად ჩუჱნც ქრისტესაგან სასუფეველში აღუყვანებულს სულებთან აღსლვა გვეღირსება. ამისთჳს აღსდგა ქრისტე საყვარელნო ქრისტესნო, და ბნელსა ჯოჯოხეთსა, საძაგელს მღრჭენელს ეშმაკს ჩუჱნი სული გამოსტაცა თავისის უკუდავის სისხლის დათხევით, და დღესა ამას ჭეშმარიტის მკუდრეთით აღდგომით გამოიხსნა, და ზეცად სასუფეველსა შინა აღიყვანა, და საუკუნოდ დაამკვიდრა, და ამისთჳს ვიხარებდეთ რომ ჭეშმარიტად ესე არს ჭეშმარიტი დღე უფლისა ჩუჱნისა ცხოვნებისა და სასუფეველად აღყვანებისა. მაშ ჩუჱნს სულს იმ ეშმაკს ნუღარ დავანებებთ. წარსაწყმედათა შვილნო, ნურცაღა ვიქმთ იმის ნებასა შვილნო სულიერნო, თორემ ვითარცა ლომი მყვირალი მიმოვალს შთასანთქმელად ჩუჱნდა. და თუ ნებას მივცემთ, დიაღ მალე და მსწრაფლ კიდევ მოგკიდებს ჴელსა, და საუკუნოდ წარსაწმედელად ჯოჯოხეთისაკენ წაგვათრევს, და შთავეგზნებით ცოდვილნი, ცოდვისა და ეშმაკისა ნებისა მიმყოლნი ჯოჯოხეთისა უფსკრულისა სიბნელესა, ღრმასა ძნელსა გარესკნელსა, და აღსავსესა ღუთის რისხვისა ცეცხლითა, კუპრითა, ფისითა, წუმწუბითა და ნავთითა მფოფინარედ აღდუღებულსა, გულის შემბნედელისა, და შემაღონებელისა ორთქლისათა. ამაებში შთააგზნებენ ის ბილწნი ეშმაკნი თავის ნების მიმყოლთა ცოდვილთა და უნანელთა, რომელსა შინა ეკიდებათ ცეცხლი საუკუნო გაუქრობელი და დაუნელებელი. და მერმე მიეცემიან გველთა სასტიკად მკბენელთა, ღრიანკალთა შხამიანთა, მატლთა დაღვლარჭნილთა, და ვეშაპისა პირთა დაღრენილთა სიმყრალითა, და ცეცხლით სავსესა შთასანთქმელად, და მუცლითვე სიცოცხლით გამსვლელნი ესე ვითარად ახლად და ახლად უკუდავად და საუკუნოდ იტანჯებიან რომელ არ ძალგვიძს გამოთქმად ენისაგან. სიმწარე, სიმყრალე, სიძნელე, სიცეცხლე, და საუკუნო წვა და დაგვა ცოდვილთა რომელიც ჯოჯოხეთში მიმსვლელთ ცოდვილთა, და ეშმაკის ნების მიმყოლთ მიეცემა; ვაი და ვაი არს, და ათასჯერ ვაი ითქმის იქ მიმსვლელთათს ქრისტეანენო. და რასათჳს, და რა სარგებელისა და სიამოვნისათჳს შვილნო. ეეერთის წუთის ამ სოფლის ცოდვის სიმყრალისათჳს. და ახლა რომელი არის იმ ცოდვის სიმყრალე, და ან ეშმაკის ნების მიყოლა, და იმისი მოსაწონებელი საქმე რომელი არის, ესეებიც უნდა მოგახსენო, და გაგაფრთხილო, და მცირედ სასმენელი მომიპყარით.



ეშმაკის ნების მიდევნება ესე არს ქრისტეანენო. პირველად
რომელიც არ მოინათლება, და ნათლის-ღების შვილება არ ეღირსება; ჭეშმარიტებით ვიცით რომ იმას არც სასუფეველის შვილება ეღირსება, და ვერცა ცხონდება, ვითარცა ბძანებს წმიდა სახარება. კვალად ეშმაკის ნების მიყოლა, და ეშმაკის ნება ეს არის. ვინც აღსარებას არ იტყვის, წმიდას ზიარებას წელიწადში ერთხელ მაინც არ ეზიარება, ჭეშმარიტებით ვიცით რომ ის ვერც მართალი ქრისტეანე არის, და არც სამართალი არის რომ, ან თუ სიკუდილის დღეს ეღირსოს იმას ზიარება, რადგანც უზიარებელობის ხანი გაუგრძელდება, და იმ დაჭირებაში კი მაშინ მოძღვარს მიიყვანენ, იმასაც სხვანი ძალადა თორემ ეგების თჳთან მამაკუდავი არც მაშინ ნდომობდეს თავის ცხონებასა, და რაზე იქნება ის ღირსი ცხოვნებისა. კვალად ეშმაკის ნება არის საყვარელნო, რომელიცა მკითხავისა, და მექერეობისა, და სხვა გრძნეულობის მიმდევარი და მიმ- ყოლი არის, ჭეშმარიტად ძველისა და ახლისა წერილით მოგახსენებ, რომ ის არც ქრისტეანებში გასარევია, და იმისთანა, სიკუდილის დღეს უსჯულოსაგან უნდა დაიმარხოს, ქრისტეანისგან დამარხვის ღირსი არ არის. კვალად ეშმაკის ნება არის რომ ვინც წირვასა, და ლოცვას უმეტესად კვირას დღესა, და დღესასწაულს დღეს დააკლდება. და არ მოისმენს. და ან კვირას და უქმეს არ დაიმარხავს, და ან ნაყროვნებითა. და სიმთვრალის სიმყრალით დაითვრება და გაჭირვეულდება. და ან წმიდას მარხვებს წარევს, ჭამითა და სმითა და ან ცოდვის სიბილწესა და არა წმიდების საქმეს მიჰყვება, და ან წმიდის მოციქულისაგან კერპთ-მსახურად სახელდებულს მპარაობასა, სიხარბესა, ქრთამსა და ტაცებას მიჰყვება, და ან შურისა, მტერობისაგან და შფოთისგან აღარ დასცხრება და ზვაობითა, და ამპარტავანებით განლაღებული, და ძმათა, და მეზობელთ მოძულე და მოთაკილე არის, ჭეშმარიტად ქრისტეანენო, ამისთანა ვინმე და ესე ყოველნივე ეშმაკის სასიხარულო, და იმისი მოსაწონებელი ნება და საქმე ეს არის, და ჩუჱნი წარმწყმედელი, და ჯოჯოხეთში შთამაგზნებელი. და სასუფეველის სამკვიდრებელისა დამკარგველი, ვითარცა წმიდაჲ მოციქული პავლე კორინთელთ ერს მიუწერს (ვ. თავსა ეპისტოლესა, რიცხვს ი), ვითარმედ "ნუ სცდებით არცა მეძავთა, არცა კერპთ-მსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათმავალთა, არცა ანგართა, არცა მპარავთა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა, სასუფეველი ღუთისა ვერ დაიმკვიდრონ. ხომ მოისმინეთ საყვარელნო მოციქულის ბძანებაცა რომ ამისთანაების მოქმედი სასუფეველში ვერ შევა, და ვერ ცხონდება, მაშ ჯოჯოხეთში შთაეგზნება, მაშ წარწყმდება, მაშ ეშმაკებს მიეცემა, მაშ საუკუნოდ იტანჯება, მაშ ღუთისაგან დაიწყევლება საშინელს მეორედ მოსლვასა "წარვედო ჩემგან წყეულ ცეცხლსა მას საუკუნესა". ვაი, ვაი ამ ჴმის გამგონესა, და ამ ჴმის მსმენელსა. ხოლო რა ძნელი და საშინელი შერისხვა არის ცოდვილისათჳს ეს ამისთანა ღუთის წყრომის ჴმა საყვარელნო, და რასათჳსღა უნდა ჩავცვივდეთ მეორედ კიდევ ჯოჯოხეთში, ერთხელ ქრისტეს უკუდავის სისხლით დახსნილნი, და რასათჳსღა უნდა ეშმაკს მივეცნეთ, და ის ჩუჱნზედ მეორედ მოვირიოთ, ერთსულ ქრისტეს აღდგომის მადლით დაცემული და იმის ძალით დამდაბლებული. ჭეშმარიტად გავსინჯოთ, რომ დიაღ დიდი უგუნურება, და უმეცრება არის, ემ ერთის წუთის ცოდვის სიმყრალისათჳს, ქრისტეს ტკბილი მამა- შვილობა დავკარგოთ, ღვთის შვილებს, სასუფეველის შვილება, ანგელოსებთან მეგობრობა, დავკარგოთ, და აქ ხომ წმიდა ემბაზი დ ნათლის-ღება, და წმიდაჲ წირვა და ლოცვა, და წმიდაჲ ბარძიმი განვიშოროთ და დავავიწყოთ. ამ სოფლის წუთის სიამოვნისათჳს, რომელი დღეს არს, და ხვალე განქარდების, დაჭნების, მოაკლდების, განილევის, ამ სოფლის სიმდიდრე, სიდიდე, შვენიერება, სილამაზე, ახოვნება, სიმჴნე, ძალი, სიჭაბუკე და თვალთ-ტანადობა, ყოველივე მალე მსწრაფლ. და ადვილად განილევა, ვითარცა კვამლი, ორთქლი, აჩრდილი, სიზმარი, მტვერი და ავლი. მაგრამ ის საუკუნო დიდება. და ცხოვნება კი დაუსრულებელი არას. ვითარცა ტკბილი და სახიერი და მოწყალე პირი უბძანებს, თავის ნების მყოფელთა, და კეთილის აღმასრულებელთა, მლოცავთა, მოწყალეთა, სიწმიდის მოყვარეთა, წირვისა და ლოცვის მოყვარეთა, ძმათა და მეზობელთ მოყვარეთა, აღსარებისა და ზიარების მოყვარეთა, მდაბალთა და მშვიდთა, ვითარმედ "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ თქუჱნთჳს განმზადებული სასუფეველი ცათა". ამ ჴმას რა ღირსა საყვარელნო. და რომელი ბილწი ცოდვა უნდა გავსცვალოთ, და ეს ჴმა კი დავკარგოთ, და ნაცვლად ამისსა წყევა, და ქრისტესაგან ყვედრება მოვიღოთ. ნუ იყოფინ, და ნუ ვიქმთ ქრისტეს მორწმუნენო ქრისტეს აღდგომის მნახავნი, და თაყვანის-მცემელნი ამისს შეუფერებელსა, და ღუთის საწყენს საქმესა. გევედრები ღუთის საყვარელნო, ქრისტეს აღდგომისთვის სრულიადაც განვიხაროთ, რომ უფალმან ჩუჱნმან ეშმაკისა და ჯოჯოხეთისაგან გამოგვიხსნა, და ეგრეთვე ჴორციულადაც განვიხაროთ რომ, ნურც სიდიდისა, და სიმდიდრის მქონებელნი გავამპარტავანდებით, რომ, ეს ვიცოდეთ რომ ის სიდიდე და სიმდიდრე ჩუჱნის ძალისაგან ნუ გვგონია, ეს უნდა ვიცოდეთ რომ ის ღუთის მოწყალება არის, ღმერთს ვმადლობდეთ. და ღუთის სამსახურისა, ჩუჱნის და სულისათვისაც მოვიკმაროთ, და ვმსახუროთ. და თუ ღარიბნი და გლახაკნი ვართ, ამისთვისც ნუ უმადლო ვიქმნებით ღუთისა, და ნუცა შევსწუხდებით რომ თურმე ამისნი ღირსნი ვართ, და თუ მოვითმენთ, და ღუთის ნებაზედ დავსდგებით, რაც აქ დაგვაკლდა, სასუფეველში უკეთესს სიმდიდრესა დ დიდებას მოგვცემს და გვაღირსებს. ეგრეთვე თუ მართალნი და უცოდველნი ვართ, უფროსღა ვმადლობდეთ ქრისტეს აღდგომასა, რომ ამისმა ძალმა და მადლმა არ მოუშვა ეშმაკი ჩუჱნზედა. და გვაღირსა ამ წმიდას მარხვაში სინანულსა, აღსარებასა, და ზიარებასა. დიდება იმის მოწყალებას. და თუ ცოდვილნი ვართ, და დავაკლდით რომელიც ამ წმიდას მარხვის სინანულს ეკადრებოდა, ლოცვასა, აღსარებასა და წმიდას ზიარებასა, კაი ჩუჱნზედ გახარებულს ეშმაკსა საყვარელნო, ეს ყოველივე ხომ იმისი სასიხარულოა. და ღუთის საწყენი, და ჩუჱნის სულის სავნებელია. მაგრამ თუ კიდევ შევინანებთ, და ცოდვაზედ ჴელს ავიღებთ. და სხვას მარხვებში სინანულს აღვასრულებთ, აღსარებით, ლოცვით და მარხვით წმიდას ზიარებას ვეღირსებით. ჩუჱნ თქუჱნნი მამანი ღმერთთან თავსმდებნი და შუამდგომელნი გექნებით, რომ ქრისტეს აღდგომის მადლმა გაპატიოსთ, და შეგინდოსთ ვითარცა ბრძანებს, ვითარმედ "მოვედითო. ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთ მძიმენი, და მე განგისვენო თქუჱნ". ჵი სახიერება და კაცთ-მოყვარება ღუთისა, გულის-ჴმა ჰყავთ შვილნო, ქრისტეს აღდგომას; ეს ძალი აქვს, და ამისთანა აქვს რომ ცოდვილებს კიდევ ასე მალე შეგვიწყალებს. მაშ ესე არს დღე უფლისა ვიხარებდეთ ამას შინა. ადიდეთ ქრისტეს აღდგომა, მადლობა და თაყვანისცემა შევსწიროთ საყვარელნო. მივხედოთ, როგორ მალე შეგვიწყალებს ცოდვილებსა. და ჩვენს ცოდვას, შეგვინდობს და მოგვიტევებს, ჵი საკვირველი მოწყალება, ღუთისა ჭეშმარიტად. გუშინ დიდად შემცოდე და დღეს შენანებული, გუშინ შემწვირებული და დღეს განწმედილი. გუშინ განდგომილი და დღეს დაგებული, და სიტკბოებით, და მოწყალებით ცოდვილსა და ბიწიანს ქედზედ ჴელისა მომხვეველი, "არა დაგივიწყო, და არცა განგაგდო, არ განგიშორო, და არ გაყვედრო ვითარცა უსასყიდლოსა და უკვდავისა სისხლისა ჩემისა დათხევითა სყიდულო შვილო, აწ უკუჱ ჵი მეუფეო, ტკბილო და სახიერო ღმერთო. რაჲ მოგაგოთ უფალო, და რა ვყოთ ნაცვალი ეგოდენისა მოწყალებისა შენისა რომელ ჩუჱზედა ჰყავ. რათა მადლობა შევსწიროთ შენდა, რომელი შენ ესე დიდმან და მაღალმან მეუფემან, ესოდენსა შეწყალებასა, და ჩუჱნის ცოდვების მოტევებასა ღირსგვყავ. აღსდეგ დიდებულითა აღდგომითა შენითა, და თანა აღადგინე ბრძანება ჩუჱნი, დაცემული მტერისაგან. შემუსრე ძლიერება ეშმაკისა, და გამოგვიტაცე ჴელთაგან მისთა, და საპყრობილეთაგან ჯოჯოხეთისათა, და ზეცათა სასუფეველისა შენისა შვილებისა ღირსგვყავ. ამისთჳს გმადლობთო და თაყვანისგცემთ ცოდვილნი მონანი ესე შენნი აქა შემოკრებულნი ერნი სამღვდელონი და საერონი გევედრებით კაცთ მოყვარეო და მოწყალევ დიდებულო მეუფეო, ვითარ იგი დაეცი და შემუსრე ძალი ეშმაკისა და გამოგვიხსენ ჴელთაგან მისთა. ეგრეთვე დაეც და შემუსრენ მტერნი ჩეუჱნი უსჯულონი და უღვთონი, აღმაოჴრებელნი ქრისტეანობისანი, და სიქადული მათი დაამდაბლე დადებულითა აღდგომითა შენითა, რათა არა გვაყვედრებდენ და იტყოდენ ვითარმედ "სადა არს ღმერთი ქრისტეანეთა". ამისთჳს ჩუჱნ აღდგომისა შენის მოხარულთა, მადიდებელთა და თაყვანის-მცემელთა გარდამოგვივლინე ზეგარდამო კაცთ-მოყვარებითი შენი მოწყალება; და მოეც ხელმწიფესა ჩუჱნსა მშვიდობა და სიმრთელე და ძლევა მტერთა ზედა, და წმიდათა ეკკლესიათა შენთა მშვიდობა და ქრისტეანეთა განმტკიცება, და ქუჱყანასა ჩუჱნსა, კეთილი და მშვიდობიანი ზაფხული და ჰაერი კეთილი და უვნებელი და უგანსაცდელო, და ნაყოფიერება მოსავალთა, და საზრდოთა უვნებულობა, რათა ჩუჱნცა დიდთ-წინასწარმეტყველისათანა მოხარულნი ვღაღადებდეთ: ჭეშმარიტად ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშვებდეთ ამას შინა, რამეთუ მისა შვენის პატივი, დიდება, თაყვანის-ცემა, დაუსრულებელად და სამარადისოდ, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე ამინ.

ჩემს სამწყსოს ეკკლესიებში, თავისის წმიდისა თვითო ქადაგება მიღვწია. ერთი პირი ამისი მათიკაშვილის ეკკლესიაში დავსდევ; აღდგომის ეკლესია არის, წელსა, 1797.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
22.01.2025
" ქრისტე აღდგა მკუდრეთით და იქმნა იგი დასაბამ შესუენებულთა" (1კორ.15:20).
22.01.2025
"რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ ცათა შინა: მამაჲ, სიტყუაჲ და სული წმიდაჲ; ესე სამნი ერთ არიან!" (1იოანე.5:7)
07.01.2025
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე:
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მაქსიმე დაიბადა 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში. მისი მშობლები - იოანე და ანა, წარჩინებული და ღვთისმოშიში ადამიანები იყვნენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat