კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე) - სიტყვა წმინდა მთავარ მოწამის რაჟდენის დღეს
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე) - სიტყვა წმინდა მთავარ მოწამის რაჟდენის დღეს
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.

რაჟდენი მეტად მიღებული და გავრცელებული სახელია ჩვენში. ამ სახელს შეხვდებით როგორც თავადობაში, ისე გლეხობაში, როგორც მოვაჭრეებში, ისე ხელოსანთა და ყოველგვარ მუშაკთა შორის.

ეს გარემოება კი თავმდებია მისა, რომ ის წმინდანი, რომელმაც პირველად შემოიტანა ერში აღებული სახელი, მიმზიდველი და მოსაწონი ყოფილა ხალხისთვის თავისი ცხოვრება-მოქალაქეობით და ერთხელ განცდილი თანაგრძნობა წმინდანისადმი, ხალხს გამოუხატავს მისი სახელის ფართო გავრცელებით ჩამომავლობაში, შვილების მონათვლით მათ სახელზე.

ეს უსათუოდ ასეც უნდა ყოფილიყო, რადგანაც ცნობილია, რომ მშობლები ყოველთვის განსაკუთრებული სათუთი და ნაზი გრძნობით ეკიდებიან თავიანთი პირმშო ან სიყრმის შვილებს და წმინდა რაჟდენიც ხომ საქართველოს ეკლესიის პირმშო შვილია, ისიც ხომ ქართველთა პირველმოწამეა, რაჟდენმაც ხომ პირველი მაგალითი მისცა ქართველებს ქრისტეს აღსარებისა კაცთა წინაშე, ქრისტესთვის თავდადებისა, ქრისტესთვის სისხლის დათხევისა და წამებათა დათმენისა!

სპარსი გვარტომობით, ცეცხლისა და მზის თაყვანისმცემელი სარწმუნოებით, რაჟდენი გახადა საქართველოს ეკლესიის შვილად იმ ბედნიერმა გარემოებამ, რომ იგი თან მოჰყვა სპარსეთიდან ქართლში, "ვითარცა მამამძუძე", ე.ი. ლალა, გამზრდელი, მასწავლებელი, სპარსეთის მეფის ორმიზდის ქალს ბალენდუხტს, რომელიც ცოლად შეირთო V საუკუნის საქართველოს სახელგანთქმულმა გმირმა მეფემ ვახტანგ გორგასლანმა.

მორწმუნე მეფემ, სამღვდელოებამ და ქრისტეანეთა ყოფა-ქცევამ ღრმა და მძლავრი გავლენა იქონიეს რაჟდენის მგრძნობიარე გულზე. მას სულ მოკლე დროში აღეძრა თანადგომა ქრისტეს მოძღვრებისდმი; იგი გულსმოდგინედ შეუდგა საღმრთო წერილის გაცნობას, მთელ დღეებს ატარებდა სამღვდელო პირებთან ბაასში სარწმუნოებრივი კითხვების შესახებ.

იშვიათი შემთხვევა იქნებოდა, რომ არ დასწრებოდა წირვას და არ მოესმინა ეკლესიური მოძღვრება, ასე რომ, ლოცვა-ვედრება და ქრისტეზე ფიქრი შეიქმნენ მისი სულის თვალსაჩინო მოთხოვნილებად, პირვანდელი ნაპერწკალი ქრისტესადმი თანაგრძნობისა ძლიერ ალად გაღვივდა რაჟდენის გულში და იგი იძულებული გახდა შეერთებოდა ქრის¬ტეს ნათლისღების საიდუმლოთი.

ნათლისღების შემდეგ რაჟდენმა გააორკეცა სახარების კითხვა-შესწავლა, უფრო მტკიცედ დაუწყო ქრისტეს მოძღვრებას განხორციელება ცხოვრებაში და მალე ლოცვითა და მარხულობით, თავმდაბლობითა და მოწყალებით მან წინ გაუსწრო ძირითად ქრისტეან ქართველებს.

იგი მუდამდღე საოცარი კრძალულებით ისმენდა წმინდა მოწამეების ცხოვრებას და ცრემლთა ფრქვევით ევედრებოდა უფალს, რომ თვითონაც ღირსი შექმნილიყო ქრისტეს სახელისათვის მოწამეობისა.

"ხმობდეს მართალი და უფალმა ისმინა მათიო" (ფს. 33,18), დასწერს მეფე დავითი. ჩქარა რაჟდენს მიეცა შემთხვევა თავისი საღმრთო სურვილის სავსებით შესრულება-განხორციელებისა.

სპარსელებმა, რომლებიც დაუძინებელი მტრები იყვნენ ბერძნებისა, სასტიკი ომი გამოუცხადეს ამ უკანასკნელებს და ქართველებს მოსთხოვეს მეგობრული დახმარება. ქართველებმა არ უღალატეს თავიანთ თანამორწმუნე ბერძნებს და არ აუსრულეს სპარსელებს დავალება.

ქართველების ურჩობამ გაარისხა სპარსელები და კალაპოტიდან გადმოვარდნილი ნიაღვარივით მოაწყდნენ იგინი ჯარებით საქართველოს და მოკლე ხანში დაიბანაკეს ავჭალაში, დიღომში, ნაქულბაქევში და შიდა ქართლში. ვახტანგ გორგასლანი თავისი ჯარით და სარდლებით გამოემწყვდია მტრებს შუა მცხეთის სიმაგრეებში.

დროდადრო ქართველები გამოდიოდნენ ციხეებიდან და ლომებივით ებრძოდნენ ხოლმე სპარსელებს. ყოფილა შემთხვევები ამ შეტაკებების დროს, რომ გამარჯვება რგებიათ ქართველებს და უჟლეტიათ სპარსები, მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ ქართველები უმუსრავთ სპარსელებს.

ერთს ამისთანა შეტაკების დროს სპარსელებმა ცოცხლად შეიპყრეს რაჟდენი, რომელიც ქართველებზე უმხურვალესად ებრძოდა სპარსელებს ქრისტეს სიყვარულის გამო და დაუყოვნებლად გაუგზავნეს შაჰსა სპარსეთში. შაჰი ფეხზე აღარ იდგა სიხარულით რაჟდენის დატყვევების გამო; მან ისე ჩათვალა ეს გარემოება, ვითომც სპარსელების ომი სრული გამარჯვებით გათავებულიყო. შაჰი შუბლგახსნილი მიესალმა რაჟდენს, მოიკითხა მეგობრულად და ალერსიანად შეეკითხა:

- სად იყავი, რომ არ სჩანდი აქამდინ? ზღაპარი და ჭორია ხომ ის, რასაც შენზე ლაპარაკობენ, ვითომც ხელი აგეღოს მამეულ სჯულზედ და ნაცვლად მზისა და ცეცხლისა, ღვთად გეცნოს ებრაელებისაგან ჯვარცმული ბრალო კაცი ქრისტეო?

- მე ნამდვილი ქრისტეანი ვარ და საბოლოოდ დავგმე მამეული უღვთოობაო, მიუგო გადაჭრით რაჟდენმა შაჰს, არავითარ თაყვანს არა ვსცემ დამწველ ცეცლხს და კაცის სამსახურებლად გაჩენილ მზეს, მე ვესავ ცხოველ ღმერთს, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა, ხილული და უხილავი, რომელიც უკანასკნელთა ამათ ჟამთა მოვიდა ხსნისათვის კაცთა ნათესავისა, ხორციელ იქმნა, დაემკვიდრა ჩვენ შორის, და იქმნა მსგავს კაცთა, თვინიერ ცოდვისა, ყოველივე განგებულება ცხოვრებისა ჩუენისა აღასრულა, უკანასკნელ ჯვარს ეცვა, მოკვდა ბუნებითა ჩვენითა და ჩვენ უკვდავება მოგვანიჭა, აღდგა მესამესა დღესა, ამაღლდა ზეცად, მჯდომარე არს მამისათანა და კვალად მოველით დიდებითა ღვთივმეცნიერითა მაცხოვრად მორწმუნეთა მისთა და დასჯად მათდა, რომელთა არა სწამთ ღვთაება მისი.

- ეჰ, ჩემო რაჟდენ, გირჩევ დაეთხოვო მაგ შემცდარ მსჯელობას, დაუბრუნდი ისევ შენი მამა-პაპის სჯულს და აგაყვავებ" გაგამდიდრებ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენი ხვედრი იქნება ტანჯვა და უღმრთო სიკვდილიო, კიდევ თავდაჭერილად ურჩია რაჟდენს შაჰმა.

- რა ფასი აქვს შენ რომ მპირდები მაგისთანა პატივსა და დიდებასო,- ღიმილით მიუგო რაჟდენმა შაჰს; ყველაფერი ეგ ამაოა, წარმავალი, მტვერი და კვამლია, ქრისტეს სახელისთვის სიკვდილი კი მომანიჭებს მე უკვდავებასა და დაუსრულებელ სუფევას მასთან. ეს ჩემი რწმენა უცვლელია, ტყუილად ნუ სწუხდები, ვერავითარ თხოვნას ვერ შეგისრულებ და რაც გეწადოს ის მიქენიო, - მოუჭრა რაჟდენმა.

ახლა კი სავსებით დაეკარგა შაჰს მოთმინება; მან უბრძანა მსახურებს უწყალოდ და გაუკითხავად ცემა რაჟდენისა. მოწამეს შემოალეწეს ყბები, ჩაუმტვრიეს კბილები, დაგლიჯეს და დაუსერეს სხეული ლურსმნებივით წვეტიან და დანებივით მჭრელ ქვებზე თრევით, ძვლები დაუნაყეს კეტების ცემით და ბოლოს, მძიმე ბორკილებით შეჭედილი, შეაგდეს ბნელ, ნესტიანსა და ვიწრო საპყრობილეში უსასმელოდ და უსაჭმელოდ.

წმინდა რაჟდენი უმაღლეს ნეტარებას განიცდიდა საპყრობილეში, იგი მხურვალედ მადლობდა უფალს, რომ ღირსი შეიქნა ქრისტეს სახელისთვის ტანჯვათა დათმენისა და მომავლისთვისაც მხნეობისა და მოთმინების გაძლიერებას სთხოვდა მას. რაჟდენი დღე-დღეზე მოელოდა საპყრობილეში მოწამებრივ აღსრულებას და უკვე მზად იყო ამის¬თვის, რომ ერთს სრულებით მოულოდნელ გარემოებას არ ეჩინა თავი.

სპარსეთში იმყოფებოდნენ რაჟდენის ნაცნობი ქართველი თავადისშვილები, რომლებსაც, მათდა სასირცხვოდ, ქრისტეანობისთვის ეღალატნათ. ეს თავადიშვილები დარწმუნდნენ, რომ საპყრობილე და ტანჯვა რაჟდენს უარს ვერ ათქმევინებდნენ ქრისტეზე და ამის გამო შაჰი იძულებული გახდება მისი მოკვლისა, საამისოდ კი ხსენებულ თავადიშვილებს არ ემეტებოდათ კეთილი რაჟდენი.

ამიტომ მიმართეს შაჰს: მოდი, ჩვენი თავდებობით, რაჟდენი მოკლე ვადით გაუშვი ცოლ-შვილთან მცხეთაში, იქ ვერ შეძლებს, რომ არ დაემორჩილოს ცოლის, შვილების, ნათესავების, მეგობრებისა და ნაცნობების ცრემლებსა და ხვეწნა-მუდარებასა, უსათუოდ მოლბება, მოიშლის სიკერპეს, გონს მოვა და მახლობელთა სიბრალულის გამო ისევ დაუბრუნდება ცეცხლის თაყვანისცემას.

ჭკუაში დაუჯდა შაჰს თავადიშვილების მოსაზრება, ჯალათებმა გამოუცხადეს რაჟდენს, რომ მას შეუძლიან ერთი თვით წასვლა ცოლ-შვილის სანახავად მცხეთაში და ფიქრობდნენ, რომ რაჟდენი სიხარულით მიეგებებოდა ამ ამბავს, მაგრამ სინამდვილემ დაანახვა, რომ იგინი ვერ მისწვდომიან რაჟდენის გულისთქმას და აზროვნებას;

რაჟდენი დიდად შეწუხდა თავისუფლების მიღებით, მან ესეთი განკარგულება შაჰისა ეშმაკის საცთურად მიიღო და უარს ამბობდა საპყრობილიდან გამოსვლაზე, მაგრამ იძულებით შეასრულებინეს მას მეფის ბრძანება.

ცნობილია, რომ ოქრო ცეცხლში უფრო სუფთავდება და იწმინდება.

მცხეთაში მოსვლამ უფრო გაუღრმავა და მეტად გაუღვივა რაჟდენს ქრისტეს სიყვარული; ცოლმა, შვილებმა და მეგობარ-ნაცნობებმა კი ვერ დააშორეს იგი ქრისტეანობას, პირიქით, - თავისი აღგრძნებული ქადაგებით თვითონ იქონია მათზე მძლავრი გავლენა, თვითონ შეაყვარა მათ ქრისტეს მოძღვრება.

თანახმად ქრისტეს ბრძანებისა, გაყიდა ქონება, აღებული ფულები დაურიგა გლახაკებს და დადებულ ვადაზე თავისთავად გამოეცხადა შაჰს სპარსეთში გადაწყვეტილებით: მე მსურს მოვკვდე ქრისტესთვის და ამ გადაწყვეტილებას, ვერც სიმდიდრე, ვერც სიგლახაკე, ვერც მწუხარება და ვერც სიკვდილი ვერ შემაცვლევინებსო.

რასაკვირველია, უაღრესად ჰგვემეს, უფრო სასტიკად აწამეს და ტანჯეს გაბედული მოწამე და ხელახლა ჩააგდეს წინანდელ საპყრობილეში.

მაგრამ საპყრობილე უფრო ამხნევებდა და ამაღლებდა სულით წმინდა რაჟდენს. ბრაზმორეულმა შაჰმა რამდენიმე ხნის შემდეგ გაუტეხელი რაჟდენი გაუგზავნა ქართლის სოფელ წრომში მდგომ სპარსელი ჯარების უფროსს ბრძანებით:

- თუ გააწარმართე ეს კერპი რაჟდენი, ხომ კარგი და პატიოსანი, თუ არადა, როგორც გსურდეს ისე ამოხადე სულიო.

ხსენებული უფროსი ზედ გადელია რაჟდენს, არაფერი არ დაუზოგავს შაჰის დავალების შესასრულებლად, მაგრამ ამოად ჩაუარა მას ყოველმა შრომამ.

რაჟდენი შეურყევლად იდგა თავისაზე და ახლოს არ იკარებდა უფროსის თხოვნა-მუდარას. ამიტომ, მეტი რომ აღარა დარჩენოდა-რა, უფროსმა დაადგინა - რაჟდენს ბრმად ჰყვარებია ებრაელებისაგან ჯვარცმული კაცი ქრისტე და დაე ეგეც მის მსგავსად ჯვარს ეცვასო. ამართეს ჯვარი და გააკრეს წმინდა რაჟდენი, მერე მის ორივე მხრივ ამართეს ხუთი სხვა ჯვარი და მათზედაც ჯვარს აცვეს ავაზაკები.

რათა ტანჯვა უფრო მწვავე და აუტანელი გამხდარიყო წმინდა რაჟდენისთვის, მტარვალმა უბრზანა თავის ხელქვეითებს, რაც ძალი და ღონე აქვთ, დაუზოგავად ეტყორცნათ მოწამისთვის ისრები. დაიცალა სისხლიდან ისრებით დაცხრილულ-დაჩხვლეტილი გვამი რაჟდენისა და ბოლოს განუტევა სული სიტყვებით: "ხელთა შენთა, უფალო შევავედრებ სულსა ჩემსა".

ასეთი იყო, ძვირფასნო მსმენელნო, წმინდა რაჟდენის მოქალაქობა და იმ მოქალაქობას წმინდა ეკლესია გვიყენებს თვალწინ იმ მოსაზრებით, რომ ჩვენც ამგვარად ვიმოქმედოთ, მითი ვიხელმძღვანელოთ და მისი ხასიათით გავიმსჭვალოთ დიდი და პატარა, რადგანაც, როგორც ბრძენი სოლომონი დასწერს, "მოყვარენი სჯულისანი გარემოივლებენ თავისა თვისისა ზღუდესა" (იგავ. სოლ., 28,5).

დღეს რომ გაშარავებული და შემოუღობავი ყანასავით შინაც და გარეთაც, სასწავლებელშიაც და სამსახურშიაც, სოფელშიაც და ქალაქშიაც ყველასაგან უშიშრად და მოურიდებლად ვითვლებით, ვიქელებით, ვნადგურდებით და ვვერანდებით სულიან-ხორციანად, იცოდეთ, ეს გვემართება იმის გამო, რომ ჩვენი ერი აღარ წარმოადგენს სარწმუნოებრივი მხურვალებით გამსჭვალულ ორგანიულ ერთეულს, აღარა ვართ ერთი-მეორესთან გადაბმულნი სარწმუნოებრივი ცხოვრების ისეთი მთლიანობით, რომ ერთის დაჩაგვრა ყველას გულისტკივილს იწვევდეს, ერთის დამცირება დანარჩენების გულისწყრომას ჰბადებდეს, ერთის გათელვა მთელ ერს აფეთქებდეს და უკმაყოფილებით ავსებდეს, ჩვენი არსებობის სიმტკიცე.

ჩვენი ცხოვრების ზღუდე, ჩვენი მოქალაქეობის თავდები სარწმუნოებაა და თუ ამ ზღუდეს დავარღვევთ, წინდაწინ უნდა ვიცოდეთ, რომ დაუნდობელ-გაუკითხავი ქვეყნის ქარტეხილი ბუმბულსავით შეგვატრიალებს ჰაერში და გადაგვრტყორცნის უფსკრულში.

წმინდაო მთავარმოწამეო რაჟდენ მუხლმოდრეკით გევედრებით: აგვინთე დიდსა და პატარას შენებრი ალი ქრისტეს სიყვარულისა მისდა სადიდებლად და თაყვანის-საცემლად ქართველთაგან ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა! ამინ!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat