მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი (მიქაძე) - ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა.
მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი (მიქაძე) - ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა.
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.

მაშინ მოვიდა იესო გალილიათ იორდანედ იოანესა ნათლისღებად მისგან; ხოლო იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: "მე მიჴმს შენმიერ ნათლის-ღება და შენ ჩემდა მოხვალა", დასწერს წმიდასა შინა სახარებასა ჴმამაღალი მახარებელი მათე. თავსა 3, და რიცხვსა 13.

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ამინ.

ღვთის მოყვარებით შემოკრებულნო, უფალნო, და ქრისტეს მორწმუნენო ერნო! მსხნელად და მაცხოვრად ჩვენდა, მოსრული უფალი ჩვენი იესო ბძანებს: "რომელმან ჰყოს და ასწაოს, ამას დიდ ეწოდოსო სასუფეველსა ცათასა" (მათე.5,19), ნამდვილი კეთილ არს სამართალ სიტყვა და ბძანება ესე ჭეშმარიტად: ამად რომელ სიბრძნით მეტყველება დიდად ადვილი და სუბუქ რაჲმე არს, არამედ საქმით ჩვენება დიდად კეთილ და დამძიმებული და სანატრელი რაჲმე არს, და არცა ყოველთაგან შესაძლებელ, ამისთვის როდესაც უფალი ჩუჱნი მოვიდა, არა მხოლოდ თავი თვისი გვაჩვენა და სიტყვით გვასმინა: ააარა, სახისა და საქმის მაგალითიც წინა დაგვიდგა და გვიჩვენა. რიიისა? სიმდაბლისა, სიყვარულისა, ლოცვისა, მარხვისა, და ყოვლისა სათნოებისა.

სიმდაბლით მოვიდა ქუჱყანაზედ და სიყვარულით იქცეოდა ოცდა ათსამეტსა წელსა; სიყვარულით შემოკრიბნა გლახაკნი და უსწავლელნი მოწაფენი და სიმდაბლესა და სიყვარულს ასწავებდა და მოძღვრიდა, ამისთჳს დღესაც სიმდაბლით მოვიდა და იოანეს ჴელსა თავი მოიდრიკა და შიშველი წყალთა შინა მდგომარე უბძანებს: "მოვედ იოანე ნათელ-მეც, მოვედ ამისთჳს იოანე, ამისთჳს მოვსრულვარ, რათა ჯეროვანი საქმე აღვასრულო და კაცთა ბუნება განგებულებითა ამით და სიმდაბლითა ჩემითა ვაცხოვნო. ჵოოოი საშინელსა და განსაკვირვებელსა განგებულებითსა დამდაბლებასა შენსა იესო ღმერთო ჩუჱნო: დიდება ეგზომსა სიყვარულსა და სიმდაბლესა შენსა, ჩუჱნის სიგლახაკისა მომართ მოსვლასა მეუფეო, რათა გამომიჴსნე სიგლახაკისა ამისგან მონებისაგან მტერისა და მიმგვარნე დაუსაბამოსა მამასა შენსა მდიდარქმნილნი განათლებულნი და განახლებულნი. ახლა ეს ვისმინოთ, ღუთის-მოყუარენო, რომ ღუთისა კაცთმოყუარისა ესე ამისთანა სიმდაბლე და ამისთანა სიყვარული ამას აცხადებს, რომ ჩვენც რაოდენ ძალგვედვას იმისის ბძანების აღმასრულებულნი და მიმსგავსებულნი უნდა ვიქმნნეთ. და როდესაც ეკკლესიაში მომსვლელნი, მსმენელნი, მასწავლელნი ანუ თუ მთქმელნი შემოვიდეთ, სიმდაბლითა და სიყუარულით უნდა ვიქცეოდეთ და არა ზაკვითა, ანუ გამომჩვენაობითა და ზვაობითა, არცა ურთიერთარს ჴდომითა და წინასწრობითა, რომელ ესე ვითარნი ქცევანი და თქმანი და სმენანი არა შეწირული არიან წინაშე ღუთისა, გრწმენინ ღუთის და გრწმუნინ ჩემი.

აწ ესე დაუტეოთ და პირველისა, სიტყვისა მიმართ აღვიდეთ და რაოდენ ძალგვედვას მცირედი რაჲმე სიტყვა ვსთქვათ დიდებულისა ამის დღისთვის, მადლითა ყოვლად წმიდისა სულისათა და ლოცვითა და სმენითა და ვედრებითა თქვენითა.

ითქვა პირველსა შინა სიტყვასა ვითარმედ, მაშინ მოვიდა იესო გალილიათ იორდანედ იოანესა ნათლისღებად მისგან, ამისთვის აქა სამი რაიმე გამოვიძიოთ: პირველად ესე რომ იოანესგან რასათვის ნათელ-იღო უფალმან ჩუჱნმან; 2) ჩუჱნც რომ ნათელ-ვიღებთ რა სასყიდელი მოგვეცემის ნათლისღებისაგან, და ან რა ძალუძს წმიდასა ნათლის-ღებასა, და 3) ვითარმედ ოდეს ჩუჱნცა მორწმუნენი ნათელვიღებთ, რაჲ არს აზრი და გულისხმისყოფა მას შინა და ანუ თუ ვითარისა განწესებითა და კეთილის - შემკობით ჯერარს ნათლისღება?

პირველად იოანესგან ნათლის-ღება იოანესი შვიდსა სახესა და მაგალითს გამოგვიცხადებს. ერთად ამასა რომელ, რადგან საშინელი უფალი, და მეუფე თვისისა მონისა ჴელსა ქვეშე დამდაბლებით, შიშველი წყალთა შინა მდგომარე თავსა მოიდრეკს, და მონა ეშიშვის და სძრწის დამბადებელისა თავსა ზედა ჴელის დადებასა, და მოახსენებს: უფალო ,,მე მიჴმსო შენმიერი ნათლის-ღება და შენ ჩემდა მოხვალა" (მათე 3,14), მაგრამ თჳთ უფალივე განამტკიცებს და უბრძანებს: "აცადეო რამეთუ ესრეთ შვენისო ჩუჱნდა აღსრულებად ყოველი სიმართლე", ესე იგი სიმდაბლეო, და ამისთვის იოანესგან ნათელიღო რომ ამით ჩუჱნცა სიმდაბლე და სიმართლე გვასწავოს, ვითარცა ბძანებს: "აღიღეთ უღელი ჩემი, და ისწავეთ ჩემგან რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა".

2) ამისთვის ნათელიღო იოანესგან, რომ რადგან იოანეც მისგან იყო მოვლინებული და ნათესავიც იყო და უფლისა იესოს მოსლვასაც ჰურიათ ერთ უქადაგებდა ეტყოდა: "აჰა,ტარიგი ღუთისა, და აჰა კრავი ღუთისა და კვალად მე ნათელგცემო თქუჱნ წყლითა, სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელვარ ჴამლთა მისთა ტვირთვად, მან ნათელგცეს თქუჱნ სულითა წმიდითა და ცეცხლითა"; ამისთვის სხვის ნათლისცემისაგან მისი უფრო ჯეროანი იყო რომ ამისაგან ნათელ-ეღო და პატივისცემაც გამოაცხადა იოანესი რომ ამისაგან ნათელ-იღო: რადგან ყოველთაგან პატივცემული იყო. ამისთვის თვითანცა პატივსცა და,

3) როდესაც ნათელ-იღო - წყალიც აკურთხა, რომ თავისი წმიდაჲ ჴორცი, და გვამი შიგ შთააყენა, და ნათლისღების სახეც დაგვიდვა რომ, უნათლავს კათაკმეველსაც ჩუჱნც იმავე სახით წყალში შთავაყენებდეთ და ეგრეთ - ნათელვსცემდეთ და არა ლათინთაებრ საძაგთა, რომელნი სხურებით ნათელსცემენ.

4) განურჩეველობის სახეც მოგვცა რომ, თუ უნდა მცირისაგან ნათელ-ვიღოთ, და ანუ თუ დიდებულისა ვისგანმე, არა ის რაჲ დაბრკოლება არს, რადგან იგივე ყოვლად წმიდაჲ საღმრთო მადლი ყოველთა ზედა თანასწორებით გარდამოეფინების.

5) წესი და მაგალითიც მოგვცა ნათლისღებისა, რომ უკეთუ მოძღვარმან ცხოვრებისამან, და უფალმან ნათელიღო მაშა ჩვენდაცა ჯერ არს ნათლისღება და არა დაბრკოლება, ვითარცა ბრძანებს უფალი ვითარმედ: "რომელი არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ შევიდეს სასუფეველსა ცათასა";

6) რადგან ჰურიანი სივერაგითა და უმეცრებითა მათითა, იოანეს დიდად ჰგონებდენ უფროს იესო ქრისტესა, ამისთვის იოანესაგან ნათელიღო, რომ ზეგარდამო სასწაულმაც გამოაცხადოს, რომ იესო უდიდებულესარს იოანესა: - ამისთვის განეხვნეს ცანი, მამა ზეცით წამებდა. სული წმიდაჲ ტრედის სახედ დაადგრა და ძე მხოლოდ შობილი წყალთა შინა იორდანისათა მდგომარე იყო დ ზეგარდამო საშინელი გრგვინვა ისმოდა: "ეგე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ". ეჰა განგებულება შენი სიბრძნეო: ამით საცნაური არის რომელ უფალსა ჩუჱნსა იესოს არარად ესაჴმარებოდა ნათლის-ღება, არამედ უფროსღა იოანეს და იყო საჴმარ, და ჩვენდა განმწმედელ და სახე და მაგალით და კვალად

7) ამისთვის ნათელ-იღო იოანესაგან რომელ, რადგან ნათლისღება სულიერი შობა არის, რაგვარადაც თავისა თვისისა შობა არავის ძალუძს, ეგრეთვე თვინიერ სხვისა ნათლისღება არავის ძალუძს, ამისთვის სხვა უჴმს განმწმედელად და ნათლისა მიმცემელად და სხვა განწმედილად და ნათელღებულად.

ამისთვის ამ სახითა დ მაგალითით იოანესგან ნათლის-ღება ინება იორდანესა შინა უფალმან ჩუჱნმან, და ესე კმა იყავნ პირველისა სიტყვისათვის.

ახლა მეორისა სიტყვისათვის ვიტყოდეთ ვითარმედ, ჩვენც რომ ნათელსვიღებთ, რა სასყიდელი მოგვეცემის, და რა ძალუძს ნათლისღებასა მას:

ცხოველ მოქმედებს განმაცხოველებელი პირი წმიდისა სახარებისა ვითარმედ: "რომელი არა იშვეს წყლისაგან და სულისა ვერ შევიდესო სასუფეველსა ცათასა". ესე არს წმიდაჲ ნათლისღება, საყვარელნო, რომე ვინათგან პირველისა მამისა ჩუჱნისა ადამის შეცოდებითა დაჴშულიყო სასუფეველი ცათა, და გზა ცხოვრებისა საუკუნოსა, ამისთვის ესე წმიდაჲ ნათლისღება განმწმედელი და აღმჴოცელიც არის იმ შეცოდებისა. და შემყვანებელიც არის სასუფევლსა ცათასა, და ესე მცირედ ძველის წერილებიდამ ვსთქვათ და არა განვრცომით, თუ ადამის შეცოდების განწმედას როგორ მოასწავებდა ეს წმინდაჲ ნათლისღება და ან საუკუნოს ცხოვრებასა და სასუფეველსა შინა აღყვანებას, რა სახე და იგავი მოაქვნდა?

პირველად ადამის შეცოდების განწმედა და განკურნება ნათლისღების მადლით ძველთა შინა დიდმან ელისე წინასწარმეტყველმან მოასწავა, როდესაც მდინარესა შინა იორდანისასა შვიდგზის განბანითა მით ნემან ასური იგი განკურნა და განსწმიდა კეთროვნებისა მისგან. ეს მოსწავება ნათლისღებისა იყო, რომ, როდესაც მღუდელი კათაკმეველსა მას ახალ მოსანათლავსა წმიდასა მას ემბაზსა შინა შთაიყვანს, მყისვე და მასვე ჟამსა, შეცოდება იგი პირველისა მამისა ადამისი, რომელიცა მსგავსად კეთროვნებისა მის გარდმოედვა და გადმოეფინა ყოველსა ბუნებასა კაცთასა, და ნათესავსა ადამისსა. წმიდასა მას ემბაზსა შინა დაინთქმის და აღიჴოცების და ნათელღებული იგი ყოვლითურთ განწმედილი, განსპეტაკებული და განკურნებული აღმოიშობვის და აღმოვალს ემბაზისა მისგან და განთავისუფლებული და განკურნებული პირველთა მათგან შეცოდებათა ადამისთა იქმნების, მადლით ძე ღუთისა, და საყვარელ ქრისტესა და შვილ და მკვიდრ სასუფეველისა ცათასა ჭეშმარიტად, უკეთუ არღარა შევცოდებდეთ. აჰა ესე ვითარი სასყიდელი მოგვეცემის, საყვარელნო, და ესოდენი ძალუძს წმიდასა ამას ნათლის-ღებასა.

ახლა მეორედ და უძველესად ბოროტისა მის ეშმაკისა ვეშაპისა საუკუნოდ წარწყმედა და დანთქმა და ბრძანებისა კაცთასა ზენა სასუფეველსა შინა აღყვანება დიდმან მოსე წინასწარმეტყველმან ღუთისაგან გამორჩეულმან პირველითგანვე მოასწავა, როდესაც ისრაელთ ერი ეგვიპტელთ შეჭირვებისაგან გამოიხსნა და მეწამული ზღვა კვერთხითა განაპო და განიყვან. და ფარაომ დევნა უყო, და ყოველი ძალი და მჴედარნი ზღვასა მას შინა დაინთქნენ და ისრაილნი განერნენ და ღირს იქმნენ შესლვად ქვეყანასა მას აღთქმისასა. ჭეშმარიტად მეწამული იგი ზღვა წმიდისა ამის ემბაზისა, და წმიდისა ნათლისღებისა მომასწავებელი იყო, რომ, როდესაც მღუდელი ემბაზსა მას შინა შთაიყვანს მოსანათლავსა მას მყის და მასვე ჟამსა ფარაოს მსგავსად, ყოველი ძალი საცთური ეშმაკისა მას შინა დაინთქმის, და განქარდების, და ნათელღებული იგი მსგავსად ისრაილთა მათ შევალს ქვეყანასა მას აღთქმისასა, ესე იგი, განეხმის და განეღების მისთვის სასუფეველი ცათა, და იქმნების მადლით ძე ღუთისა, და საყვარელ ქრისტესა, და შვილ და მკვიდრ სასუფევლისა ცათასა ჭეშმარიტად, უკეთუ არღარა შევსცოდებდეთ. და აჰა ესე ვითარი სასყიდელი მოგვეცემის საყვარელნო, და ესოდენი ძალუძს წმიდა ნათლისღებასა, და აწ მესამისთვისცა სიტყვისა ვიტყოდეთ მადლითა ქვეყანისითა, ვითარმედ ნათლისღებასა შინა ჩუჱნსა ვითარის განკრძალულის აზრით და გულისჴმის ყოფით, და ვითარის განწესებით და შემკობით ჯერარს ნათლისღება კათაკმეველისა მის, ამისთვის ვითარისა რაჲთამე სახითა წარმოსთქვათ მადლითა ღუთისათა:

პირველად ვითარცა ბრძანა უფალმან ვითარმედ: "ნათელსცემდითო სახელითა მამისთა, და ძისათა, და სულისა, წმიდისათა." ეს ბრძანება, როგორც პირველად თვითანვე აღასრულა, და თვით ნათელიღო, და მასვე ჟამსა წმიდაჲ სამება გამოცხადნა, ეგრეთვე ჩუჱნც იმავ წმიდის სამების სახელზედ ნათლისღებას გვიბრძანებს, რომ ესრეთ კეთილგანწესებით უნდა ნათელვიღოთ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა ამინ: და უკეთუ რომელიმე ერთისა გვამისა სახელი წმიდისა სამებისა დააკლდა იმ თქმასა შინა ჭეშმარიტად ის ნათლისღება ჭეშმარიტი არ იქნება, და არც ის ნათლად მოსრული ნათელღებულარს: და მოქმედიცა ამისი მღუდული იგი დიდად შესცოდებს და დაისჯების: ესე არს პირველი აზრი და კეთილი განწესება წმიდისა ნათლისღებისა:

მეორე აზრი, და საღმრთო განწესება. ეს არის წმიდისა ნათლისღებისა რომ, ნათლისა მიმცემელმან მან მღუდელმან პირველად გონებით უნდა განიზრახოს, და სარწმუნოებით დამტკიცოს, ვითარმედ ნათელვსცემ აამას, ვითარცა განაწესა და ბრძანა ქრისტემან, და არა განუკრძალველითა ქცევითა სიცილითა, და ანუ ჟამსა სიმთვრალისასა, ნუ იყოფინ ესე მორწმუნენო; მოქმედნი ესე ვითართანი დიდად შესცოდებენ და დაისჯებიან, არა უწყინ რაბამი, და ვითარი საშინელი საიდუმლო აღესრულების ჟამსა მას, როდესაც მღუდელი კადნიერად უბძანებს სულსა მას ბნელსა ეშმაკსა ვითარმედ: განვედო ბილწო სულო დაბადებულისა ამისგან ღუთისა, და ნურღარა შეხვალ ამისა, და მოეც ამას ადგილი ცხოველისა ღუთისაჲ. ჵი იხილეთ მორწმუნენო რაბამი ძალი, და საკვირველება მდებარე არს საიდუმლოსა ამას შინა, და ესე მეორე აზრი, და კეთილი განწესება წმიდისა ნათლის-ღებისა.

მესამე კვალად საიდუმლოებითი საღმრთო აზრი, და კეთილი განწესება არის წმიდის ნათლისღებისა რომელ: სამგზის შთაიყვანს მღუდელი წმიდასა მას ემბაზსა შინა მოსანათლავსა მას, და სამგზის ჴელითა წყალს დაასხამს ემბაზისა მისგან აღმომღებელი, სახელსა ზედათა წმიდისა სამებისასა: და ესე სახე, და ჭეშმარიტი მაგალითი და მოსწავება უფლისა ჩუნისა იესო ქრისტეს დაფლვას შემასწავებს, ვითარცა წმიდაჲ მოციქული დასწერს ვითარმედ "სიკუდილისა მისისათანა ნათელვიღეთო, და თანა დავეფლენით ნათლისღებითა მით სიკუდილისა მისისათა:

მეოთხე კეთილი განწესება, და გულის-ჴმიერი საიდუმლოებითი აზრი არის ღუთის მოყვარენო, წმიდასა მას ემბაზსა ყოველისავე გვამისა უნათლავისა მის დალტობა და ყოვლითურთ განბანა, მსგავსად წმიდისა მის მამისა სილივისტრო რომთა პაპისა, რომელმანცა ესე ვითარისა სრულისა განბანითა ნათელსცა დიდსა მას კოსტანტინეს განკეთროვნებულსა, და მასვე ჟამსა განწმდა, და განთავისუფლდა კეთროვნებისა მისგან, და განათლებული, და განახლებული, და განწმედილი აღმოვიდა ემბაზისა მისგან, რომელიცა ემბაზი იგი მარმარისა, დღესცა მდებარე არს თვით დიდსა მას ქალაქსა შინა რომს, და არცხვენს მათ რომ ემბაზით არ იციან მონათლვა.

ეგრეთვე არცა დღესის ამის უდიდებულესისა საიდუმლოსაგან ეკდიმებისთ, რომელ თვით განმაცხოველებელი უფალი ჩუჱნი იესო. სიმდაბლით ჴელმოჭდობილი და შიშველი წყალთა შინა მდგომარე არს, რომ ჩუჱნც ესრეთ სახედ წყალთა შინა დავადგენდეთ მოსანათლავსა მას: ხოლო იგინი ესრეთ არ ყოფენ, და სხურებით ნათელსცემენ: და გვიცევინ უფალმან ღმერთმან შედგომილებათა მათგან: და ვითარცა გვისწავიეს ეგრეთ დაგვამტკიცნეს მოწყალებითა თვისითა ამინ: ესე არს ესე კეთილი განწესება საყვარელნო; და კვალად ამასთანა ესეცა სჯულიერი ბძანება არს და კეთილი განწესება, და ესეც უნდა ვსთქვათ რომ, ემბაზისა მის წყალი, არა იყოს რომლითამე ჴელოვნებით შემზადებული, ანუ ღვინითა, ანუ ვარდის წყალითა, და ანუ სხვითა რომლითამე სუნნელებითა მოქმედებული, დიდებულთა შვილობისათვის, და პატივისცემისათვის: ესე ვითარი ნუ იყოფინ, არამედ წყალი მართალი და კეთილი, მდინარისაგან, ანუ წყაროსაგან, ანუ ტბისაგან, ანუ ჯურღმულისაგან, ანუ წვიმისა, გინა თოვლისაგან, ესე ვითარითა მართალითა წყალითა ჯერარს ნათლისღება. ესე არს კეთილი განწესება და კეთილი გულისჴმიყოფითი აზრი.

ხოლო მეხუთე კეთილ გულისჴმიყოფითი აზრი არს წმიდასა მას ნათლისღებასა შინა ცხება წმიდისა მირონისა, და არა ცხება ნერწყვისა უღუთოთა ლათიანთაებრ, რომელნიცა ყრმასა მას ჟამსა ნათლვისასა ნერწყვითა სცხებენ უბადრუკნი იგი ნაცვლად მირონისა. ეგრეთვე ნაცვლად ზიარებისა მარილს მოსცხებენ პირსა შინა მოსანათლავსა მას; რომლისათვისცა დიდი დიონოსი მტკიცედ და ჯეროვნად დასწერს და განგვიწესებს, რომ უკუდავი წმიდაჲ ჴორცი დ სისხლი უნდა მივცეთ ახალ ნათელღებულსა მას, მასვე ჟამსა. ანუ მეორესა და მესამესა დღესა ახლითა სიწმიდითა. და ეგრეთვე კეთილად განმტკიცებით განგვიწესებს ახლისა მის ნათელღებულის აღკვეცასა, და ახლისა სამოსლისა შემოსასა კეთილად განმარტებს სახედ და მაგალითად ძველისა მის კაცისა განძრცვასა და განშორებასა, და ახლისა ამის ადამის ქრისტეს შემოსასა, ვითარცა დასწერს წმიდა მოციქული პავლე, ვითარმედ: "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელვიღეთო, ქრისტე შევიმოსეთ". და ესე არს კეთილი გულისჴმიყოფითი აზრი და მოქმედება წმიდისა ნათლისღებისა ქრისტეს მორწმუნენო.

აჰა ქრისტე შეგვიმოსიეს საყვარელნო, და ძველი იგი სამოსელი ცოდვისა უნდა განვიძარცოთ. ქრისტე შეგვიმოსიეს მორწმუნენო, ნათელი და ბრწყინვალე სამოსელი სინანულისა შევიმოსოთ, თორემ იოანე დიდებული ნათლისმცემელი შესაძრწუნებელად გვაშინებს. "აჰა ესერა ცული ძირთათანა ხეთასა ძევსო, ყოველმან ხემან რომელმან არა ჰყოს ნაყოფი კეთილი, მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას." ქრისტე შეგვიმოსიეს, მორწმუნენო, და სასუფეველში შესლვის ღირსება მოგვცემია. და ჩუჱნს თავს იქიდამ ნუღარ გამოვაძებთ საყვარულნო, ვითარცა თვით იგივე დიდი იოანე გვიქადაგებს: ,, შეინანეთო, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა".

ქრისტე შეგვიმოსის, ქრისტე სიყვარულისათვის ჩუჱნისა წყალთა შინა შიშველი მდგომარე არს, და ჩვენ პირსა და სასმენელსა ნუ მოვარიდებთ, და ნურც მოვიმდურებთ. ბძანებს: "უკეთუ გიყვარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენითო;" და ვიკითხოთ, რა არის იმისი მცნება და ბძანება საყვარელნო, ყოვლად წმიდაჲ ნათლისღება, ყოვლად წმიდაჲ აღსარება, და ზიარება, წელიწადში ოთხგზის, და ერთგზის მაინცა; ამასთანა შვილნო, წირვისა და ლოცვის სიყვარული შვილნო და განკრძალვით და ცრემლით მდგომარეობა, მერმე ძმათა ქრისტიანეთ სიყვარული, და უშფოთველობა: მებატონეთა ჩუჱნთა მონება, მორჩილება, და ერთგულება, და მსახურებისა თანამდებობისა აღსრულება: ეპისკოპოსისა და მწყემსისა და მოძღვრისა ჩუჱნისა სიტყვის მოსმენა, გაგონება და დაჯერება: სიმდაბლე, სიმშვიდე, მოწყალება, სიწმიდე, და სიმართლე გულისა, პირისა და ჴელისა, უკეთუ გვენებოს სულიერსა მას მთასა სასუფეველსა შინა აღსლვა, ვითარცა დასწერს დავით წინასწარმეტეველი: "ვინ აღვიდესო მთასა უფლისა, ანუ ვინ დადგესო ადგილსა წმიდასა მისსა, ესე იგი უბრალო ჴელითა, და წმიდა გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი, და არცა ეფუცა ზაკვით მოყვასსა თვისსა, ამან მოიღოს კურთხევა უფლისაგან, და წყალობა ღუთისაგან მაცსოვრისა მისისა.

ეგრეთვე არა მემშურნე თვალი და გული ძმისა და მეზობლისა ჩვენისა, არცა ძვირის ზრახვა, და ცილისწამება, და ორგულებით, და შფოთის ჩამოგდებით ენის მიტანა ძმათა და მეგობართა ჩუჱნთა. ეგრეთვე მარადის სინანული, ჩვენის შეცოდებისათვის და ვედრება ცოდვათა ჩვენთა მოტევებისათვის: ხსენება ქრისტეს ჩვენთვის ვნებულისა ეგოდენის წყლულებისა და სატანჯველებისათვის: ხსენება სიკვდილისა ჩუჱნისა, საშინელად და საწყალობელად მდებარეობისათვის, რამეთუ გუშინ ჩვენთანა მზრახველი იყო და აწ თვალნი დაწუხვილ, გულხელდაკრებული, ენა დადუმებულ და ბაგენი დაჴშულ, კვალად მოხსენება დიდისა მის და საშინელისა დღისა ქრისტეს მოსლვისა საშინელებით და საკდემელად ცოდვილთა უნანელთა საუკუნოდ სატანჯველად დამსჯელთა. ხოლო მონანულთა და მართალთა ზეცისა დიდებასა, და სასუფეველსა შინა აღმყვანებელად, რომლისა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად კეთილთა მათ და დაუსრულებელთა დიდებათა, რამეთუ მისა შვენის დიდება და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მათს უმაღლესობას ბატონებს, და უწმიდესს პატრიარქს შილდიდამ თელავს ვებძანებინე დღესასწაულებში აქ ხლებისათვის და იმ ჟამად რომელიც ქრისტეს შობისათვის აქ წმიდას ეკლესიასა შინა მიცვალებისასა სიტყვა ითქვა, ესრეთვე აღწერილი შილდას გავგზავნე სამწყსოთა ჩემთა შინა და ეგრეთვე აღწერილიცა ესე დღესასწაულისა ამისთვის აქავ თქმულ იქმნა, და მოქმედებულ ჩემ გლახაკისაგან: ესე ვითარად აღწერილი რიცხვით ათექვსმეტი: და დაიდვას სამწყსოთა შინა ჩემთა როდეს ენებოსთ თვისსა დღესასწაულსა შინა განიცადეს ჟამსა პატიოსანნი მღვდელნი ერსა და სამწყსოსა ჩვენსა წარუკითხევდენ მოსახსენებელად გლახაკისა სულისა ჩემისათვის, აღიწერა იანვარს ე, ქკს უპდ, წელსა, 1795.
ამვროსის.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat