მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი (მიქაძე) - ნათლის-ღებისა. მეორე.
მიტროპოლიტი ამბროსი ნეკრესელი (მიქაძე) - ნათლის-ღებისა. მეორე.
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული; ყოვლად ვითარის სიბრძნით, და საკვირველებით არა არსისაგან, არსად მოყვანება ყოველთა არსთა ქმნილებათა, ვითარ ინება, ბრძანა და განაგო ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან: ვითარის სიბრძნით დაბადება, და შექმნილება, პირველად ანგელოსთა და ზეციერთა მნათობთა, დ მერმე ზეცისა, და ქვეყანისა, და ზღვათა, და ჴმელთა: და მერმე ჩვენ კაცთა სიტყვიერად, და გონიერად, და ხატად თვისად დაბადებულება, და თვით მფლობელობა. ესეები გავსინჯოთ და გულის-ჴმა ვყოთ. და ახლა ესეც ვიხილოთ, რომ დღეს ღმერთი დიდებისა, წყალთა შინა შიშველი სიმდაბლით ჩადგება კაცთათვის მოწყალებით კაც-ქმნილი, და მონასა თვისსა თავს მოუდრეკს, და იმისგან ნათლის-ღებას ითხოვს.

რომელსაც ყოველთა წმიდათა, წინასწარმეტყველთა, და დიდებულთა პირნი წყაროსა ცხოვრებისასა, განათლებასა მოქენეობით შესტრფიან, და ითხოვენ. ვითარცა დღეს მეფეთა და წინასწარმეტყველთა შორის წარჩინებული დავით შესტრფის ფსალმუნსა შინა, ლე, თ: "ღმერთო შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი"; ვისმინოთ საღმრთო ესე წინასწარმეტყველება კეთილ-მორწმუნენო მსმენელნო, და დამყუდროებულის გულით, ან გულის-ჴმიერის გონებით, და სიმდაბლით მოუპყარით სასმენელი თქუჱნი: სახელითა მამისათა, და ძისათა და სულითა, წმიდისათა, ამინ.

უფალო! შენგან არს წყალი ცხოვრებისა.

ბრძენთაგანნი მეცნიერნი დასწერენ, და თვით ჩვენც ამისი მცნობელობა გვაქვს რომ, ის ქვეყნიერი მიწა, ორის მიზეზით არ მოსცემსო ნაყოფსა, და ერთი, რომ სიჴმელისაგან შეიქნება მიწა უნაყოფო, მეორედ ნამეტანის ყინვისა და სიცივისაგან.

და ჩვენ სოფლიერადაც მისი მცნობელობა გვაქვს, რომ, ყოველის მიწის მოსავლის ნაყოფიერება, სინოტიისა, და სიმჴურვალისაგან იქნება, არა სიჴმელისაგან. ვითარცა ბრძანებს წმიდა სახარება, ვითარმედ: "რომელიმე თესლი დავარდა ქვეყანასა ზედა კლდოვანსა, და ვინათგან ძირნი არა დაებნეს, განჴმა". ამას ასე ბრძანებს, რომ რადგან იმ კლდეს ასეთი სიჴმელე ჰქონდა, რომ ამ დათესილის თესლის ნივთებს იმ კლდემ მოკიდებულობა ვერ მისცა, ამისთვის ძირი ვერ გაიდგა, და განჴმა.

ვითარცა იგივე წინასწარმეტყველი დასწერს, რომ "სული ჩემი ვითარცა ქვეყანა ურწყული". ვითამ ასე ევედრება, რომ უფალო მოავლინე ჩემზედ ცვარი წყალობისა შენისა რომ, სული ჩემი განჴმელი და უნაყოფო, ცვარმან წყალობისა შენისამან ნაყოფიერ ჰყოს; მაგრამ რისაგან შეიქნება კაცის გონება გამჴმარი, და უნაყოფო. თუ არ ცოდვისაგან: როდესაც კაცი ცოდვაში შთავარდება, და აღარ მოიქცევა, და აღარ შეინანებს, მაშინ ის სულიც გამჴმარი, და უნაყოფო შეიქნება. იმას კეთილი ნაყოფი აღარა აქვს:, აღარც წყალი ცხოველი ნათლის-ღებისა, აღარც წყალი წმიდა ემბაზისა და აღარც წყარო მადლი სულისა წმიდისა. აბა რაღა მადლი ექნება იმ საწყალობელსა სანთელსა ჰგონია სხვას ვანათებო, და თავის თავს კი სწვავს, ისე ცოდვილი არს. ირწმუნეთ შვილნო, ის ამისთანა მოუქცეველი ცოდვილი, ქვეყანა ურწყული, უნაყოფო, და გამჴმარი კლდე არს. . . . ეს ერთი, რომ განჴმელი კლდე ნაყოფს ვერას აღმოაცენებს. ახლა მეორე ვსთქვათ, რომ თუმცა წყალი ნაყოფის აღმომცენებელი არის, მაგრამ ყოველი წყალი კი არ მოსცემს ნაყოფს, უფრო წააჴდენს მიწასაცა და მოსავალსაცა და ეს გავიგონოთ წერილისაგან. ვითარცა წერილარს მეოთხესა მეფეთასა შინა წიგნსა თავსა, ვითარმედ "და ჰრქვეს კაცთა იერიქოსა ქალაქისათა ელისეს: უფალო აჰა კეთილარს დამკვიდრება ქალაქსა ამას შინა. გარნა წყალი ესე ბოროტარს, და უნაყოფო. მაშინ უბრძანა ელისემ: ნუ მწუხარე ხართ შვილნო, ვევედრეთ ღმერთსა, და დატკბეს წყალი ესე, და იქმნეს ნაყოფიერ ქვეყანა ესე მადლითა ღვთისათა.

მაშინ მოაღებინა - სარწყული ერთი ახალი, განვიდა წყაროსა მას ზედა, შთაასხა წყალი იგი, მოიღო მარილი, შთაყარა, და ილოცა, და თქვა: ესრეთ იტყვის უფალი ღმერთი. განვკურნებ წყალსა ამას, და არღარა იყოს სიკვდილი, და უნაყოფოება ქვეყანასა ამას. ილოცა, და მადლითა ღვთისათა მყის და მსწრაფლ მასვე ჟამსა განიკურნა წყალი იგი, და დატკბა, და ნაყოფიერ იქმნა ქვეყანა იგი, და მიწა იერიქოსა მის ქალაქისა".

ახლა გავიგონოთ ქრისტიანენო, განმარტება წმიდისა ამის წერილისა, და გულის-ჴმიერებითა ვისმინოთ ესე რომ, თუმცა მივიღებთ ქრისტიანენი დღეს წმიდა ამას წყალსა, ჩვენის სულისა და ჴორცის განსაკურნებელად, განსანათლებელად, და განსაწმედელად და კიდევ სხვათაცა წმიდათა საიდუმლოთა რომელთამე ასეთის სარწმუნოებითა და სასოებით უნდა მივიღოთ, ვითარცა დედა-კაცმან მან წიდოვანმან კურნება მიიღო უფალი იესოს ფესვსა სამოსლისს შეხებითა, ვითარცა ქანანელმან, ვითარცა სამარიტელმან, ვითარცა მაგდანილელმან მარიამ, ვითარცა ასულმან ასისთავისამან და სხვათა ეგრეთვე. და ვითარცა იერიქონელთა მათ სასოებითა, და თხოვითა ელისესისათა თხოვა მათი აღუსრულდათ და დატკბა წყალი იგი, ამისთვის თუმცა მადლითა ღვთისათა განიკურნა წყალი იგი. და ლოცვითა მით ელისე წინასწარმეტყველისათა, არამედ უმეტესად ერისა მის სასოებითა და ვედრებით შეისმინა ღმერთმან ლოცვა და ვედრება მათი და ის უნაყოფო, და მყრალი წყალი, ნაყოფიერად, ტკბილად და კეთილად გარდააქცია.

და ახლა კიდევ სხვა განმარტებაც მოიხსენეთ წმიდისა ამის წერილისა. და გულის–ჴმიერებით გავიგონოთ თუ როგორ მიემსგავსება, და ვითარ დაისახება ან იერიქო იგი ქალაქი, და ან ელისე, და ან წყალი იგი მლაშე, და უნაყოფო, და ან მარილისა მის შთაგდება, ესეები როგორ განიმარტება, და დაისახება გულის-ჴმიერად ვისმინოთ: ქალაქი იგი იერიქო ამ წუთს სოფელს დანიშნავს. ამისთჳსა რომ ღმერთმან შემოქმედმან ეს წუთისოფელიცა, და ცა და ქვეყანა, ზღვაცა და ჴმელიცა, ყოველივე ჩვენთვის დაბადა, და კეთილად შექმნა. მაგრამ ის წყალი რომ მწარე, და მლაშე, და უნაყოფო გამოდგა, ის მყრალი წყალი ჩვენის სულისა და ჴორცის ცოდვასა, და სიმწვირეში ყოფნას გამოგვიცხადებს. აამდენს ყოველს ღვთისაგან დაბადებულებასა, შექმნილებას, პირველად ადამის ცთომაში შესლვა, და ჩვენი ცოდვა მლაშედ, მწარედ, და მყრალად აქცევს. ამაზედ ბძანებს უფალი იესო ქრისტე: "ვითარმედ არა ყოველთა მრქვან მე უფალო, უფალო, და შევიდენ სასუფეველსა ცათასა". ქრისტიანენო, გავიგონოთ, ერთის ლიტონის ჴმითა, ან სიტყვით რომ დავიძახოთ: უფალი შემეწიე, თუ არ ანთებულის გულით, ვითარცა წინასწარმეტყველი ღაღადებს: "ღრმითამო ვღაღადვყავ: უფალო, უფალო. შეისმინე ლოცვისა ჩემისა". თუ არ ამისთანას მწყურვალეს ლოცვითა, შენ ღმერთს ნუ ატყუებ, ამით ვერას გააგონებ. ვითარცა დასწერს წმიდაჲ მოციქული, ძმა უფლისა იაკობ: "შენ გრწამს, და იტყვი ვითარმედ ღმერთი არს, და ეშმათაცა სწამსო, და ძრწიან მისგან". და სხვა რა გავავრცელო გლახაკმან მწყემსმან და უღირსმან ეპისკოპოზმან ამვროსი. ამისთვის ელისე იგი საღმრთო წინასწარმეტყველიც, ღმერთად და მაცხოვრად დაისახება. ამით რომე, ვითარცა მან მწარე იგი, და უნაყოფო წყალი დაატკბო, და ის უნაყოფო ქვეყანა იმათის ლოცვითა და ვედრებითა, კეთილ ნაყოფიერად გარდაიქმნა. ეგრეთვე დღეს აჰა უფალი იესო ქრისტე მოვიდა მხსნელი, და მაცხოვარი ჩვენი. და ახალსა სარწყულსა შინა ესე იგი უმანკოსა, და ყოვლად უხრწნელსა და ყოვლად განწმედილსა საშოსა ქანწულისასა განჴორციელდა. მიიღო სული გონიერი და სიტყვიერი და ჴორცი და სისხლი, და ყოველივე კაცობრივი ბუნება თვინიერ ცოდვისა. და დაასხა საღმრთო მარილი, რომელარს სიბრძნე და ძალი ღუთისაჲ. და დღეს შთადგა თვით ფერჴითა საღმრთოთა წყალთა შინა იორდანისათა შიშველი, და ნათელს–იღო წინამორბედისაგან. თუმცა თვით ნათლის-ღება, რაში ეჭირებოდა დამბადებელსა ღმერთსა, მაგრამ ჩუჱნ გვასწავა, და სახედ დაგვიდვა რომ, წმიდის ნათლის-ღებითა, ძალი ეშმაკისა დაითრგუნება, და ბუნება კაცთა დაცემული შეცოდებისაგან ადამისა განწმდება: და თვინიერ ნათლისღებისა სასუფეველი არავის ეღირსება: და როდესაც წყლისაგან აღმოვიდა, მაშინ ჯოჯოხეთს შემწყვდეული ადამ, საუკუნოს პყრობილებისაგან გამოიხსნა, და აღმოიყვანა რომ, დღეს აქამომდე ჯოჯოხეთისა, და ეშმაკის ტყვედ მიცემულნი ვიყვენით.

გასინჯეთ წმიდის ნათლის-ღების ძალა და მადლი მორწმუნენო, და ამ სასოებით მივიღოთ წმიდაჲ ესე წყალი, რამეთუ რომელთა ესე ქრისტეს მიერ ნათელვიღეთ ქრისტე შევიმოსოთ, და სული და ჴორცი ჩუჱნი განწმიდოს მადლმან წმიდისა
ნათლისღებისამან ძალითა და მადლითა ყოვლად წმიდისა სამებისათა, რამეთუ მისა შვენის პატივი და დიდება და თაყვანისცემა, აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხატის ავტორი შოთა ცინცაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat