მოციქული იაკობი, ხორციელად ძმა უფლისა (+დაახლ. 63) - 23 ოქტომბერი (5 ნოემბერი)
მოციქული იაკობი, ხორციელად ძმა უფლისა (+დაახლ. 63) - 23 ოქტომბერი (5 ნოემბერი)
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის, უფალი იესო ქრისტეს ხორციელი ძმის ხსენების დღეს. იაკობი მართალი იოსების, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამწინდველის ძე იყო. მან სიჭაბუკიდანვე შეიყვარა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრება: არასდროს ჭამდა ხორცს, კარაქს, არ სვამდა ღვინოსა და თაფლუჭს; მისი ძირითადი საზრდო პური იყო, სასმელი კი წყალი. გარდა ამისა, არც აბანოში დადიოდა და არც თმა-წვერს იკვეცდა. ტანთ ყოველთვის ძველმანი ძაძები ემოსა და მთელ დროს ლოცვა-ვედრებასა და ღვთის სათნო საქმეების აღსრულებას ანდომებდა. ღამითაც სულ მცირე ხნით თუ მიიძინებდა, მთელ დანარჩენ დროს მხურვალედ ილოცვიდა ღვთის წინაშე. თავისი წმინდა ცხოვრებისათვის იგი მართლმორწმუნედ იწოდა და მღვდელმსახურთაგან იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველში შესვლის უფლებაც კი ჰქონდა მიღებული! ხშირი მუხლმოყრისაგან და თაყვანისცემისაგან მუხლისთავები ერთიანად გაუხეშებოდა. გარდა ამისა, იგი უქორწინებელიც იყო, თავი მთლიანად ღმერთის მსახურებისათვის მიეძღვნა და ქალწულება ამქვეყნიური ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნა. შობიდანვე იგი ნაზორეველი, ანუ ღმერთისადმი მიძღვნილი იყო თავის მშობელთაგან.

მასზედ, თუ რატომ იწოდა იგი ძმად უფლისა, არსებობს შემდეგი გადმოცემა: როცა იაკობის მამამ - მართალმა იოსებმა, პირველი ცოლისაგან შეძენილი შვილებისთვის მამულის დანაწილება გადაწყვიტა, უნდოდა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან უბიწოდ შობილი ყრმა იესოსათვისაც მიეცა წილი; იოსების ყველა სხვა შვილი წინ აღუდგა ამ განზრახვას და მხოლოდ იაკობმა ჩაიზიარა იესო, იმხანად ჯერაც სრულიად ყრმა, თავისი წილხვედრი მიწის მფლობელობაში და ამის გამო იწოდა კიდეც შემდგომში ხორციელად უფლის ძმად. ეს სახელწოდება წმინდა იაკობს შემდეგი შემთხვევის გამოც მიეცა: როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ხორციელ-იქმნა და უბიწოდ იშვა ქალწულ მარიამისგან და ჰეროდე მეფის მზაკვრობის გამო მისი ოჯახი იძულებული გახდა, ეგვიპტეში გაქცეულიყო ყრმა იესოთურთ, მაშინ ღვთისმშობელსა და მართალ იოსებს, თავის მშობელ მამას, იაკობიც ახლდა თან...

როცა მაცხოვარმა ცათა სასუფევლის შესახებ ქადაგება დაიწყო, წმინდა იაკობმა ირწმუნა განკაცებული ძე ღვთისა და მის სამოცდაათ რჩეულ მოწაფეთა შორის შეირაცხა. ამის შემდეგ იაკობი წმინდა ცხოვრებას მეტის სიმკაცრითა და კეთილმსახურებით განაგრძობდა. ამის გამო უფალმაც განსაკუთრებით შეიყვარა. ამას ისიც ადასტურებს, რომ თავისი ნებაყოფლობითი ვნებისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო სხვათაგან გამორჩეულად და საგანგებოდ სწორედ ხორციელ თავის ძმას - იაკობს გამოეცხადა, როგორც ამას წმინდა პავლე მოციქული გვიმოწმებს: "და მერმე ეჩვენა უმრავლესს ხუთასისა ძმათა ერთ-გზის, რომელთა¬განი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისვენეს; მერმე ეჩვენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა" (1 კორ. 15, 6-7). საეკლესიო გადმოცემით, წმინდა იაკობი ქრისტეს ვნებისა და დაფლვის განმავლობაში იოსაფატის ღელის ერთ მღვიმეში იყო განმარტოებული და აღთქმაც ჰქონდა დადებული, მანამდე არ მიეღო საზრდო, სანამ უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით არ აღდგებოდა და ღირს-არ-ჰყოფდა მას თავისი გამოცხადებისა. ამიტომაც შემდგომში, ქრისტიანობის გავრცელების პირველ საუკუნეებში, ეს მღვიმე ტაძრად აქციეს, და მას ახლაც უჩვენებენ კეთილმსახურ მომლოცველებს.

ძველი საეკლესიო მწერლების - კლიმენტი ალექსანდრიელის, ევსები კესარიელისა და სხვათა მოწმობით, მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდგომ თორმეტი მოციქულის ერთობლივი გადაწყვეტილებით, იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად სწორედ იაკობი, ხორციელად უფლის ძმა აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ უფრო მეტად იყვნენ გამორჩეულნი თვით უფლისაგან და სხვებზე აღმატებულადაც დადგინებულნი. ამ დროს იაკობი 37 წლისა იყო.

სულიწმიდის კარნახითა და ხელმძღვანელობით წმინდა იაკობმა პირველმა შეადგინა და დაწერა საღმრთო ლიტურგიის აღსრულების წესი - ჟამისწირვა, რომელიც შემდგომში, კაცობრივი უძლურების გათვალისწინებით, შეამცირეს - ჯერ ბასილი დიდმა, შემდეგ კი იოანე ოქროპირმა. იაკობის წირვა კი დღეს მხოლოდ იერუსალიმის ეკლესიაში აღესრულება და ისიც წელიწადში ერთხელ თვით იაკობის, ხორციელად უფლის ძმის, ხსენების დღეს, 23 ოქტომბერს.

იაკობი ხელმძღვანელობდა 50 წელს მოციქულთა პირველ კრებას იერუსალიმში, სადაც მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა. კრებას უნდა გადაეწყვიტა ორი მნიშნველოვანი საკითხი: უნდა ეიძულებინათ თუ არა ქრისტიანობაზე მოქცეული წარმართები წინადაეცვი-თათ, და აუცილებელი იყო თუ არა მათთვის ძველი აღთქმის სჯულის სხვა საწესჩვეულებო დადგინებათა ზედმიწევნით აღსრულება. ამ კრებაზე თავმჯდომარეობდა სწორედ იაკობ მოციქული. პეტრეს, პავლესა და ბარნაბას გამოსვლების შემდეგ სწორედ წმინდა იაკობმა დაასრულა კრების მსჯელობა თავისი ღვთივსულიერი გამოსვლით და თქვა: "კაცნო ძმანო, ისმენეთ ჩემი! სვიმეონ (პეტრე) მიგითხრა, ვითარ-იგი ღმერთმან მოხედნა პირველად მიყვანებად წარმართთაგან ერი სახელისათვის მისისა. და მას შეეტყუებიან (ანუ შეესიტყვისება) სიტყვანი იგი წინასწარმეტყველთაგანი, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ამისა შემდგომად მოვაქციო და აღვაშენო კარავი იგი დავითისი, დაცემული, და დამხობილი იგი მისი აღვჰმართო და აღვაშენო, რაითა გამოიძიონ ნეშტთა კაცთა უფალი, და ყოველთა წარმართთა, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მათ ზედა, თქვა უფალმან, რომელმან ქმნა ესე ყოველი საცნაური საუკუნითგან. ამისათვის მე ესრეთ ვსჯი და ჯერ-მიჩნს, რომელი წარმართთაგანი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაუარვებდეთ მათ, არამედ მიწერად მათდა, რაითა განეყენენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, დამშთვარისა და სისხლისა, და რაჲთა რავდენი მათ არა უნებს, რაიმცა ეყო, იგინი სხვასა ნუ უყოფენ" (საქმე მოციქულთა 15, 13-20). მისი ეს ნათქვამი მოციქულთა კრებამ სულიწმიდის ნების გამოხატულებად აღიარა და ერთხმად მიიღო. იმავე ხანებში პავლე მოციქულმა თავისი სწავლების სიწმინდის შესამოწმებლად წმინდა მოციქულებს პეტრეს, იოანესა და იაკობს, ხორციელად უფლის ძმას, მიმართა, რომელთაც ქრისტეს ეკლესიის ბურჯად თვლიდა, ხოლო მათ შორისაც პირველობას სწორედ იაკობს აკუთვნებდა (იხ. გალატ. 2,8-10). შემდეგშიც, როცა იერუსალიმს ჩავიდა თავის პირველ პყრობილებამდე, პავლემ უპირველეს მოვალეობად ჩათვალა იაკობთან მისულიყო, რათა ჯეროვანი პატივი მიეგო მისთვის და ეუწყებინა ის, რაც ღმერთმა აღარსულა მისი მსახურებით წარმართთა შორის (საქმე 21,18-19).

მოციქული თავს არ ზოგავდა ქრისტიანობის გასავრცელებლად. 59 წელს მან კათოლიკე ეპისტოლე მისწერა მიმოფანტულ ქრისტიან იუდეველებს, რომელშიც არწმუნებდა მათ, გამოეჩინათ მოთმინება და მორჩილება განსაცდელების დროს, მოუწოდებდა მშვიდობის, სიმშვიდისა და ურთიერთსიყვარულისკენ; ევედრებოდა, კეთილი საქმეებით დაედასტურებინათ თავიანთი რწმენა ქრისტეს მიმართ, რომელმაც გამოისყიდა ისინი, "რამეთუ სარწმუნოებაჲ თვინიერ საქმეთაჲსა მკუდარ არს" (იაკ. 2,20).

ევსები კესარიელი გვაუწყებს, რომ იაკობის ზეგავლენით ზოგიერთმა ხუცესმაც მიიღო ქრისტიანობა, რამაც მეტად შეაშფოთა მღვდელმთავრები, ფარისევლები და მწიგნობრები. "ასე ხომ მალე მთელი ერი აღიარებს, რომ იესო არის ქრისტე, რომელსაც ელიან, - ამას ბოლო უნდა მოეღოს!" - იმუქრებოდნენ ისინი. და რა მოიფიქრეს? - ეთხოვათ იაკობისთვის თანადგომა და თუ უარს იტყოდა, მოეკლათ.

დადგა პასექის დღესასწაული - ამ დროს იერუსალიმში ჩვეულებრივ დიდძალი ხალხი იყრიდა თავს. იაკობთან მივიდნენ მწიგნობრები, ფარისევლები და უთხრეს: "გთხოვთ, კაცო მართალო, დამოძღვრე ერი. ის ჯვარცმულ იესოს აღიარებს ქრისტედ, იხსენი ამ ცდომილებისგან. ხალხი შენ დაგიჯერებს, რადგან ყველასთვის ცნობილია შენი სიწმინდე და პირუთვნელობა. ტაძრის სახურავზე დადექი, რათა ყველას შეეძლოს შენი დანახვა და მოსმენა და იქიდან მიმართე ერს".

შემდგომ იაკობი აიყვანეს ტაძრის სახურავზე და შეკრებილთა გასაგონად მიმართეს: "კაცო მართალო! შენი ყველას სჯერა, უთხარი ამ გზააბნეულ ერს, რას უნდა ფიქრობდეს ჯვარცმულ იესოზე?"

იაკობმა ხმამაღლა მიუგო: "თქვენ მეკითხებით იესოზე, ძე კაცისაზე, ვინც კეთილნებობით იტანჯა, მოკვდა, დაეფლა და მესამე დღეს აღდგა?! იგი ახლა ღმერთის მარჯვნივ მჯდომარეა და კვლავ მომავალ არს ზეციურ ღრუ-ბელთა ზედა განსჯად ცოცხალთა და მკვდართა".

ამის გაგონებაზე ხალხში მყოფმა მორწმუნეებმა სიხარულით შესძახეს: "დიდება ღმერთს! ოსანა დავითის ძეს!". მაგრამ ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, განრისხებულებმა, რომ იაკობს ქრისტეს შესახებ ქადაგების შესაძლებლობა მისცეს, მორთეს ყვირილი: "მართალიც ცდება!" ზემოთ აცვივდნენ და მოციქული ტაძრის სახურავიდან გადმოაგდეს. ასეთი სიმაღლიდან დაცემული იაკობი სასიკვდილოდ დაშავდა, მაგრამ მოიკრიბა უკანასკნელი ძალები, მუხლი მოიყარა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ხმამაღლა იწყო ლოცვა: "უფალო ღმერთო, მიუტევე მათ, რამეთუ არ იციან, რას სჩადიან!"

სანამ ლოცულობდა, ფარისევლებმა ხალხი შეაგულიანეს და ზოგიერთმა ქვებიც კი დაუშინა მას. წმინდა მოწამის დასაცავად აღიმაღლა ხმა ერთმა ადამიანმა რექაბის ტომიდან: "შეჩერდით, რას სჩადით! თქვენთვის მლოცველ მართალს ქვებით ქოლავთ?!" ამ დროს ერთმა ხელოსანმა იაკობს ხის მძიმე ნაჭერი ჩაარტყა და თავი გაუხეთქა. ეს მოხდა 62 წელს.

მალევე შეაძრწუნა იაკობის მტრები თავიანთმა ბოროტმოქმედებამ. როცა ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდგომ ომი დაიწყო და იუდეველებს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს, ბევრი მათგანი ამ უბედურებას დამსახურებულ სასჯელად თვლიდა მართალი კაცის მკვლელობისთვის. იუდეველი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი, რომელმაც ომის საშინელებანი აღწერა, ასკვნის: "ეს ყოველივე მათ დაემართათ იაკობ მართლის, იესოს, ქრისტედ წოდებულის, ძმის სიკვდილის გამო. იუდეველებმა იგი მოკლეს, მიუხედავად იმისა, რომ წმინდა ადამიანი იყო".

იაკობის სიკვდილის შემდეგ იერუსალიმის ქრისტიანებმა ეპისკოპოსად აირჩიეს სვიმეონი, უფლის ნათესავის, კლეოპას ძე.

ტროპარ-კონდაკი:

ვითარცა უფლისა მოწაფემან მიიღე, მართალო, სახარება, და ვითარცა მოწამესა გაქუს აღსარებაჲ, და კადნიერება, ვითარცა ძმასა ღმრთისასა, და მეოხება, ვითარცა მღუდელსა. ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

მამისა მხოლოდ შობილმან ღმერთმან სიტყვამან, უკანასკნელთა დღეთა ჩუენდა მომართ მოსრულმან, იაკობ ღმრთისმეტყველო, პირველად მწყემსად და მოძღურად იერუსალიმელთა განგაჩინა შენ, და სარწმუნოდ განმგებელად საიდუმლოთა სულიერთა, ვინა ყოველნი პატივს გცემთ შენ იაკობ.
...................................
აქვე წაიკითხეთ:

წმინდა იაკობ მოციქული ხელმძღვანელობდა მოციქულთა პირველ კრებას იერუსალიმში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
10.10.2022
წმინდა მოციქული არისტარქოსი უფალი იესო ქრისტეს სამოცდაათი მოციქულიდან ერთ-ერთია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat