ქუთაისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი
ქუთაისის წმინდა პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარი
1881 წლის 10 მაისს წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევით ქუთაისში, რიონის სანაპიროზე, ე.წ. სილისუბნის მცხოვრებლებმა ერთხმად გადაწყვიტეს საკუთარი ტაძრის აგება. ეკლესიის ასაგებად შეიქმნა სპეციალური კომიტეტი, შემდეგი შემადგენლობით: კაპიტანი პ. ქორქაშვილი, კ. ცომაია, ე. მეტრეველი, დ. წულუკიძე, გ. ტყეშელაშვილი. სულ მალე გაბრიელ ეპისკოპოსის რჩევით მისიაში შეიყვანეს ქუთასის პოლოცმაისტერის ყოფილი თანაშემწე, მრჩეველი ივ. ბაიდუროვი.
შემოწირული ფულით სექტემბერში კომიტეტმა შეიძინა 1700 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომელშიც გადაიხადეს 2112 მანეთი და 1882 წელს კომიტეტი შეუდგა ეკლესიის მშენებლობას, ბერძენი ოსტატების მეშვეობით. ეკლესია შენდებოდა ეკლარის ნათალი ქვით.
აღსანიშნავია, რომ ტაძრის ასაშენებლად 200 მანეთი გაიღო დიდმა რუსმა წმიდა მამამ, იოანე კრონშტადტელმა.
1895 წლამდე ეკლესია ააშენეს ფანჯრებისა და კარების დონემდე დაახლოებით 4 მეტრ სიმაღლემდე, ამის შემდეგ უსახსრობის გამო, მშენებლობა გარკვეული დროით შეჩერდა, ასევე თავისებური გავლენა იქონია განსაკუთრებით მკაცრმა, ხანგრძლივმა ზამთარმა და იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის გარდაცვალებამ.
1897 წელს ახალი კომიტეტის მიერ დათხოვნილი იქნა ძველი ოსტატები და მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმეს ცნობილ ოსტატ ისიდორე ფილიპეს ძე ბერეკაშვილთან.
1897-1901 წლებში კომიტეტმა 9100 მანეთზე მეტი თანხის შეკრება შეძლო, აქედან სინოდმა ტაძრის მშენებლობას 2000 მანეთი გამოუყო, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეკლესიას 2000 მანეთი შესწირა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ. 1902 წელს იმერეთის ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) კურთხევით რუსეთში გაიგზავნა მღვდელი იოანე კერესელიძე, რომელმაც გარკვეული თანხა შეაგროვა, რაც ეკლესიის დამთავრებას ეყო.
1903 წლის 9 თებერვალს პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია აკურთხა იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ, რის შემდეგ იგი მოქმედებდა 1923 წლამდე. 1923 წელს ტაძარი დახურეს ბოლშევიკებმა და მასში განათავსეს ქუთაისის კომკავშირული კლუბი. საეკლესიო ნივთების ნაწილი კი 1924 წლის 2 ნოემბერს მუზეუმში გადაიტანეს. 1944 წელს დაანგრიეს ქუთაისის ცენტრში (დღევანდელი მერიის ადგილზე) მდებარე მთავარანგელოზის ეკლესია. მიტროპოლიტ ეფრემის ძალისხმევით, კანკელი და კანკელის ხატები გამოტანილ იქნა პეტრე-პავლეს ეკლესიაში. იმავე 1944 წელს პეტრე-პავლეს ეკლესია ეკურთხა საკათედრო ტაძრად.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ტაძარში ინახება 1945 წელს მიტროპოლიტ ეფრემის მიერ შეწირული ვერცხლის ბარძიმ-ფეშხუმი, ვერცხლის შანდლები, ხელბანა, ლანგარი და სხვა. აგრეთვე ტაძარში ინახება უწმინდესი და უნეტარესი კალისტრატეს (ცინცაძე) ნაქონი ოდიკი. ტაძრის კანკელში დაბრძანებულია მე-18 საუკუნის ვერცხლის მთავარანგელოზების ხატი, იქვეა ვერცხლით მოჭედილი საწინამძღვრე ჯვარი, რომელიც სათაფლიის მიდამოებში აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა და ტაძარს შესწირა.
პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში მოღვაწეობდნენ მიტროპოლიტები: ეფრემი (სიდამონიძე) 1944-1953 წწ.,გაბრიელი (ჩაჩანიძე) 1953-1956 წწ., ნაუმი (შავიანიძე) 1957-1963 წწ., რომანოზი (პეტრიაშვილი) 1971-1974წწ., შიო (ავალიშვილი) 1978-1981 წწ., ნიკოლოზი (მახარაძე) 1981-1982 წწ.
პეტრე-პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში დაკრძალულნი არიან მიტროპოლიტები: დავით კაჭახიძე და ნაუმი შავიანიძე.

2003 წლის 12 ივლისს აღინიშნა პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძრის საუკუნოვანი იუბილე.
წყარო: ჰტტპ://წწწ.კუტაის-გაენატი.გე/
ბეჭდვაელფოსტა
05.04. 2020
დიდება უფალს
დიდება უფალს, ამ ტაძრის მრევლი ვარ, არ ვიმყოფები ამჟამად საქართველოში, როგორ მენატრება წმ.პეტრე პავლეს ტაძარი და წირვა_ლოცვა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat