მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლო?
მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლო?
"მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა", - გვეუბნება წმინდა მოციქული პავლე. მაგალითი და საქმე უფრო მოქმედებს ადამიანებზე, ვიდრე შეგონება და დარიგება. ამიტომაც დააწესა ეკლესიამ მოხსენიება წმინდათა და ხშირად გვახსენებს მათ ცხოვრებასა და საქმეებს. პეტრეს თვითონ ქრისტემ უწოდა კლდე. მართლაც, მას ჰქონდა სარწმუნოება მტკიცე და შეურყეველი, ვითარცა კლდე. პავლე იყო ზღვა სიყვარულისა, რაზეც მეტყველებს მისი წერილები. სწორედ ამ ორ სათნოებაზეა დამყარებული ქრისტეს სჯული და ეკლესია. ჭეშმარიტ ქრისტიანს შეურყეველი სარწმუნოება და სრული სიყვარული უნდა ჰქონდეს. მათი ცხოვრება გაუთავებელი შრომა, ჭირი და განსაცდელი იყო. ისინი იყვნენ ვითარცა კრავნი მგელთა შორის, მაგრამ ჭირსა და განსაცდელს არად მიიჩნევდნენ. პეტრე სარწმუნოებით ყოველ წამს მოაქცევდა და აცოცხლებდა ცოდვისგან მკვდარ ადამიანებს, ხოლო პავლე თავისი სიყვარულით მათ განანათლებდა და ანუგეშებდა. ამქვეყნად დევნილნი და შევიწროებულნი ნუგეშს სარწმუნოებასა და სიყვარულში პოვებდნენ.

მაინც ვინ იყვნენ ისინი, ვინც მთელი ქვეყნის დამორჩილება შეძლო? უბრალო, საწყალი, ღარიბი ებრაელები, რომელთაც განუქარვებელი სახსოვარი დატოვეს. იოანე ოქროპირი ამბობს, წარმოიდგინეთ ღარიბი კაცი, რომელიც ქალაქიდან გამოვიდა და გზას დაადგა. მას ცალ ხელში ჯოხი უჭირავს, მეორეში პარკი 2-3 წიგნით; რომ მივიდეთ და ვკითხოთ - ვინ არის და სად მიდის, გვიპასუხებს: მე მქვია პეტრე და რომის ასაღებად და დასამორჩილებლად მივდივარო. როდესაც ამ პასუხს მოისმენ, იფიქრებ, სიზმარშია ან ჭკუაზე აღარ არისო, რადგან როგორ შეუძლია ულაშქროსა და უიარაღო კაცს მსოფლიოს მბრძანებელი ქალაქის აღება. მაგრამ მისი ლაშქარი და იარაღი იესო ქრისტეს სახელი და სახარებაა. მართლაც, გაივლის მცირე დრო და პეტრე და პავლე, უბრალო მეთევზენი, მრისხანე რომს სიტყვით დაიმორჩილებენ და ისიც მუხლმოდრეკილი თაყვანს სცემს მათგან ქადაგებულ ჯვარცმულ იესოს. აი, რა ძალა აქვს ქრისტეს სახელსა და მის ზეცით მოვლინებულ ჭეშმარიტ სჯულს. პავლე მოციქულივით არც ერთ საღვთო მწერალს არ აღუწერია და განუმარტავს ქრისტიანული სიყვარული: ყოველი ხალხის ენა რომ ვიცოდეთ და თვით ანგელოზების ლაპარაკიც გვესმოდეს, თუ სიყვარული არა გვაქვს, არარას გვარგებს; წინასწარმეტყველნი რომ ვიყოთ და ყოველი საიდუმლო და მეცნიერება ვიცოდეთ, სარწმუნოებაც ისეთი გვქონდეს, რომ მთას ვუბრძანოთ და იგი თავისი ადგილიდან გადადგეს, თუ სიყვარული არა გვაქვს, არარაი ვართ; დაბოლოს, ყოველი ჩვენი მონაგები რომ გლახაკებს დავურიგოთ და სხეული დასაწვავად მივცეთ, მაგრამ სიყვარული არ გვქონდეს, არარაი სარგებელ არსო. უეჭველია, თვით პავლეს ჰქონდა ამგვარი სიყვარული, თორემ ამ სახით მას ვერ აღწერდა.

მას შემდეგ, რაც მოციქულებმა ელეონის მთაზე იესო ქრისტეს ამაღლება იხილეს, შეპირებული ნუგეშისმცემლის - სულიწმინდის მოსვლას სასოებით მოელოდნენ. ისინი ხშირად იკრიბებოდნენ სიონის მთაზე და განუწყვეტლივ ლოცულობდნენ ოთახში, რომელსაც ზოგიერთი სწორედ იმ ოთახად მიიჩნევს, რომელშიც მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრის წინ საიდუმლო სერობა გამართა. აქ იყვნენ პეტრე და იაკობი, იოვანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზილოტი და იაკობის ძმა იუდა. აქვე იყო და იმ ქალებთან ერთად, რომელნიც უფალს ემსახურებოდნენ, მუდმივად ლოცულობდა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელიც. სულ დაახლოებით 120 ადამიანი. ასე მცირერიცხოვანი იყო მაშინ ქრისტეს ეკლესია, რომელიც შემდგომში მთელ დედამიწაზე უნდა გავრცელებულიყო.

მოციქულებმა, პირველ რიგში, იუდა ისკარიოტელის ნაცვლად, ვინც მოძღვარი ოცდაათ ვერცხლად გაყიდა, ახალი მოციქულის არჩევა გადაწყვიტეს, რათა თავდაპირველი რიცხვი მოწაფეთა - თორმეტი, რომელიც თავად იესო ქრისტემ დაადგინა, შესრულებულიყო. პეტრემ ორი მოწაფე, ზუსტად ანუ მართლად წოდებული იოსები და მატათა, რომელნიც ნათლისღებიდან ვიდრე ამაღლებამდე უფალთან იყვნენ, შუაში დააყენა. როცა წილი ყარეს, მეთორმეტე მოციქულად დადგენის პატივი, ღვთის განგებით, მატათას ერგო.

დღის სამ, ჩვენებურად დილის სამ, საათზე (იუდეველები საათებს მზის ამოსვლიდან ითვლიდნენ) ქრისტეს მიმდევრები ერთად ლოცულობდნენ. უცბად ძლიერი ქარი ამოვარდა და მოციქულებს სულიწმინდა ცეცხლის ენებად თავს დაადგა. სულიწმინდის მადლით აღვსილი მოწაფენი მყისვე სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ და იერუსალიმში ჩამოსულ სხვადასხვა ერის შვილებს თავიანთ ენაზე მიმართეს. ზოგიერთებს, რომელთაც უცხო ენებზე წარმოთქმული სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდათ, ეგონათ, რომ მოციქულები მთვრალნი იყვნენ და იცინოდნენ.

მაშინ წარმოდგა პეტრე და სახალხოდ პირველად დაამოწმა, რომ იესო ნაზარეველი, რომელიც მათ ჯვარზე გააკრეს და მოკლეს, აღდგა, ამაღლდა და მარჯვენით მამისა დაჯდა. მოციქულის სიტყვებმა ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მსმენელებს გული მოულბათ. შეიცნეს საკუთარი შეცოდება წინაშე ღმრთისა და შეშფოთებულებმა იკითხეს, როგორ გამოესყიდათ იგი. პეტრემ მათ სინანულისა და იესო ქრისტეს სახელით ნათლისღებისაკენ მოუწოდა.

როგორც ვხედავთ, უფალმა მოწაფეებს, ენების ცოდნასთან ერთად, სიბრძნე, ძალა და სულის სიმტკიცე მიანიჭა, აღსრულდა მისი დაპირება იმის თაობაზე, რომ მიეცემოდათ, რაც უნდა ეთქვათ, რადგან სინამდვილეში არა ისინი, არამედ სული მამისა ილაპარაკებდა. იმ დღეს სამი ათასმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და მისი სახელით მოინათლა.

ასე დაიწყეს მოციქულებმა უფლის სიტყვის ქადაგება იერუსალიმში.

მორწმუნეთა რიცხვის გაზრდას და პირველი ეკლესიის გაფართოებას დიდად შეუწყო ხელი სასწაულებმა, რომელთაც ღმრთეებრივი მოძღვრის სახელით მისი მოწაფენი აღასრულებდნენ. ერთხელ ლოცვაზე მიმავალ პეტრეს და იოვანეს ტაძრის კარებთან დაბადებით კოჭლი დახვდათ, რომელმაც მათ მოწყალება სთხოვა. პეტრემ, დარწმუნებულმა, რომ უფალი მოუსმენდა, უთხრა: "ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, მოგცემ: იესო ქრისტეს, ნაზარეველის სახელით, აღდეგ და წადი" (საქმ. 3,6).

მართლაც, კოჭლი წამოდგა და მოციქულებს ტაძარში შეჰყვა. გაოცებულ ხალხს პეტრემ განუმარტა, რომ სასწაული აღასრულა არა თავისი ძალით, არამედ იესო ქრისტეს სახელით, რომელიც მათ მოკლეს და რომლის მკვდრეთით აღდგომის მომსწრეც თავად იყო. სულიწმინდის მადლით გაბრწყინვებულმა მისმა ქადაგებამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ იმ დღეს ხუთი ათასი კაცი მოინათლა. როცა მღვდელმთავრებმა და სადუკეველებმა მოისმინეს, რომ მოციქული ხალხს მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეზე უქადაგებდა, მისი დაჭერა და საპყრობილეში ჩაგდება ბრძანეს.

დილით მოციქულები მთავრებსა და მღვდელმთავრებს წარუდგინეს. მათ ჰკითხეს, - ვისი სახელით ჩაიდინეთ სასწაულიო. განა დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც პეტრემ სიკვდილის შიშით თავისი ღმრთეებრივი მასწავლებელი უარყო, მაგრამ ახლა მას სიმტკიცე და სიმამაცე სულიწმინდამ შთააგონა და მთავართ უშიშრად უპასუხა: "რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი, დე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და ისრაელის მთელმა ხალხმა, რომ იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, მის მიერ დგას იგი მრთელი თქვენ წინაშე" (საქმ. 4,9-10).

მართალია, მღვდელმთავარნი მოციქულთა პასუხმა აღაშფოთა, მაგრამ მათ სასწაულის არც დაფარვა და არც უარყოფა შეეძლოთ, რადგან იგი მთელი ხალხის წინაშე მოხდა. მთავარნი იძულებულნი გახდნენ, ისინი გაეშვათ, რადგან შეეშინდათ ხალხის მღელვარებისა, რომელიც კოჭლის სასწაულებრივი განკურნების გამო ღმერთს ადიდებდა.

მოგვიანებით სადუკეველებმა მოციქულები ისევ დაიჭირეს და საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ ღამით საპყრობილის კარი ანგელოზმა გააღო და მოციქულებს უთხრა, რომ ცხოველი სიტყვა ხალხისთვის ტაძარში ექადაგათ.

დილით სინედრიონი (უმაღლესი საბჭო ან მთავარი სამსჯავრო) შეიკრიბა, რომელშიც მღვდლებიდან და იერუსალიმის სახელოვანი ადამიანებიდან ამორჩეული 70 კაცი შედიოდა. მათ ტყვეების მოყვანა ბრძანეს, მაგრამ გაგზავნილები ხელცარიელნი დაბრუნდნენ და სინედრიონს მოახსენეს, რომ თუმცა საპყრობილის კარს ჩვეულებრივ ბოქლომი ედო და მცველებიც იქვე იდგნენ, ტყვეები ტაძარში იყვნენ და ხალხს ასწავლიდნენ.

მღვდელმთავრებმა მოციქულები ტაძრიდან მოაყვანინეს და შეახსენეს, რომ იესოს შესახებ ქადაგება აკრძალული ჰქონდათ. მათ უშიშრად უპასუხეს, რომ ღმრთის მორჩილება უფრო ჰმართებდათ, ვიდრე კაცისა. განრისხებულმა მღვდელმთავრებმა მოციქულთა დახოცვა ბრძანეს, მაგრამ მათ მოულოდნელად გამოუჩნდა დამცველი - რჯულის ბრძენი და განსწავლული მასწავლებლის, გამალიელის სახით, რომელიც ფარისეველთა სექტის წარმომადგენელი იყო. მან ჯერ მოციქულები გააყვანინა, ხოლო შემდეგ სინედრიონის წევრებს მიმართა, რომ არ იყო საჭირო მოციქულთა წინააღმდეგ ზომების მიღება, რადგან თუ ეს საქმე ადამიანებისგან იყო, იგი დაემხობოდა, ხოლო თუ ღვთისაგან, მაშინ ღმერთს ხელს ვერ შეუშლიდნენ და ვაითუ უფლის მოწინააღმდეგეებად ქცეულიყვნენ.

სინედრიონის წევრებმა გამალიელს დაუჯერეს, თუმცა მოციქულებს სასტიკად სცემეს, ქრისტეზე საუბარი კიდევ ერთხელ აუკრძალეს და გაუშვეს. მათი სული სიყვარულით იყო აღსავსე, რადგან საყვარელი მასწავლებლის სახელისთვის ტანჯვისა და წამების ღირსნი შეიქნენ.

ამასობაში იერუსალიმში ქრისტეს მორწმუნეთა დევნა უფრო და უფრო ძლიერდებოდა. განსაკუთრებით აქტიურობდა სავლე (ფარისეველთა სექტის წარმომადგენელი, იუდეველთა რაბინი), რომელიც სახლებში შედიოდა, ძალით გამოჰყავდა ხალხი და საპყრობილეში ყრიდა. დევნის ჟინით შეპყრობილმა, მღვდელმთავარს სთხოვა, წერილები მიეწერა დამასკოს სინაგოგებისთვის, რათა იქაც ჰქონოდათ უფლება იესოს მიმდევართა შეპყრობისა და იერუსალიმში მოყვანისა. სავლე მართლაც დაადგა დამასკოს მიმავალ გზას, მაგრამ ქალაქამდე ვერ მიაღწია, რადგან, ღვთის წყალობით, მასში სასწაულებრივი გარდატეხა მოხდა. ზეციდან გარდამომავალი ნათელი იხილა, რომლის ბრწყინვალებას ვერ გაუძლო და მიწაზე დაეცა. ამ დროს უფლის ხმაც მოესმა: "საულ, საულ, რად მდევნი მე?" (საქმ. 9,4).

ღმრთეებრივი ნათლით დაბრმავებული სავლე მხლებლებმა ხელით შეიყვანეს ტაძარში, სადაც იგი სამი დღე-ღამე, ისე, რომ საჭმელიც კი არ გახსენებია, განუწყვეტლივ ლოცულობდა. უფლის ბრძანებით, მასთან იქაური მორწმუნე ანანია მივიდა, თვალებზე ხელი შეახო და ქრისტეს სახელით მხედველობა დაუბრუნა. სავლე მოინათლა. იგი სინაგოგებში შედიოდა და გაბედულად ქადაგებდა, რომ იესო ქრისტე ძე ღმრთისა იყო. გაცოფებულმა ებრაელებმა მისი მოკვლა გადაწყვიტეს, მაგრამ მოწაფეებმა სავლე ღამით კალათით ჩამოუშვეს სახლიდან და ქალაქიდან გააპარეს. რამდენიმე ხანი მან არაბეთში დაყო, ხოლო სამი წლის შემდეგ იერუსალიმში დაბრუნდა და ქრისტეს მოწაფეებთან შეერთება მოინდომა, მაგრამ მათ ახსოვდათ, როგორ დევნიდა იგი მორწმუნეებს. ბოლოს ერთ-ერთმა მოწაფემ, ბარნაბამ, რომელიც დიდი ხანია იცნობდა სავლეს (ფიქრობენ, რომ ისინი გამალიელის მოწაფენი ერთდროულად იყვნენ), ყველას უამბო მისი სასწაულებრივი მოქცევის ამბავი. იერუსალიმელი იუდეველები ვერ ურიგდებოდნენ იმას, რომ ქრისტეს მორწმუნეთა ყველაზე მეტად მოძულე თვითონ იყო ჯვარცმული ღმერთის მიმდევარი და ამიტომაც განსაკუთრებით შეიძულეს. მაშინ სავლეს თვით უფალმა უბრძანა, იერუსალიმს გაშორებოდა და ღმრთის სიტყვა წარმართთა შორის ექადაგა.

მაცხოვრის მიმართ მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობამ, რომლითაც სავსე იყო პავლედ წოდებული სავლეს გული, მასში მოღვაწეობის ისეთი მძაფრი სურვილი აღძრა, როგორსაც ვერანაირი მიწიერი მიზნები ვერ აღძრავენ, რადგან ყოველივე მიწიერი წარმავალია. ვინც ღმერთს გულწრფელად ემსახურება, მისთვის დიდი და მცირე საქმე არ არსებობს. იგი მოვალეა, უფლისაგან მოცემული ძალით ემსახუროს ღმერთსა და მოყვასს. სახიერი და კაცთმოყვარე უფალი კი ჩვენს ყოველ ძალისხმევას აკურთხებს და ჩვენს თუნდაც მცირეოდენ გარჯას მოწყალედ მიიღებს.

პეტრე მოციქულის მოღვაწეობის დასაწყისი
პეტრემ იესოს მოძღვრების ქადაგებით მრავალი ქალაქი მოიარა და მაცხოვრის სახელით სასწაულებიც ჩაიდინა. ქალაქ ლოოდში განკურნა 8 წელიწადს სარეცელს მიჯაჭვული კაცი, ხოლო იონიის ზღვისპირა ქალაქში მკვდრეთით აღადგინა ქალი, სახელად ტაბითა.

როცა იგი ჯერ კიდევ იონიაში ცხოვრობდა მეტყავე სიმონთან და ასწავლიდა გზას, რომლითაც ცხონდებოდა, ზემო სართულში ექვსი საათის ლოცვისას უეცრად ძლიერი შიმშილი იგრძნო. ამ დროს დაინახა, ზეციდან ჩამოეშვა ჭურჭელი კუთხეებში გაკვანძული ხელსახოცის სახით, რომელიც უწმინდურად მიჩნეული, საჭმელად უვარგისი სხვადასხვა ცხოველით, ქვემძრომითა და ფრინველით იყო სავსე. ამავე დროს ჩაესმა: "ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!" პეტრემ იუარა, რადგან მას უწმინდური რამ არასოდეს ეჭამა. პასუხად მიიღო: "რაც უფალმა წმინდად აღიარა, იმას უწმინდურად ნუ ჩათვლი". ეს სამგზის განმეორდა. ამასობაში პეტრემ გაიგონა, რომ ქვემოთ ვიღაც კითხულობდა - კესარიაში მცხოვრები რომაელი ასისთავის კორნილეოსის წარმოგზავნილი ორი მსახური და ერთი მეომარი მოსულიყვნენ. ეს კორნილეოსი წარმართთაგან იმით გამოირჩეოდა, რომ ერთ ღმერთს ეთაყვანებოდა და გულმოწყალებითა და ქველმოქმედებით იყო ცნობილი. ამიტომაც გადმოვიდა მასზე უფლის წყალობა: ანგელოზმა ამცნო, რომ სულის მაცხოვნებელ გზას პეტრე ასწავლიდა. როდესაც მისულებმა მოციქულს მისი ჩვენების შესახებ უამბეს, იგი მიხვდა, რასაც ნიშნავდა სასწაული, რომელიც იხილა: სულის გადამრჩენელი მოძღვრება იესო ქრისტესი წარმართებისთვისაც უნდა ექადაგა, რადგან ისინიც ისეთივე შვილები იყვნენ უფლისა, როგორიც იუდეველები.

პეტრე კორნილეოსის სახლში შევიდა. მასპინძელი მას ფეხებში ჩაუვარდა. "ადექი, - უთხრა პეტრემ, - მეც ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც შენ". ასისთავთან მისი ნათესავები და მეგობრები შეკრებილიყვნენ. მოციქულმა მათ მიმართა: "თქვენ იცით, რომ იუდეველებს უცხო ტომის შვილებთან ურთიერთობა ეკრძალებათ, მაგრამ ღმერთმა განმიცხადა, რომ უწმინდურად აღარავინ ჩავთვალო. მითხარით, რა საქმეზე მიხმეთ?" როდესაც კორნილეოსმა დაწვრილებით უამბო, რაც იხილა, პეტრემ წამოიძახა: "ღმერთს ყველა ესათნოება, ვისაც კი მისი შიში აქვს და სამართლიანად იქცევა". ამის შემდეგ მან დაიწყო ქადაგება იესო ქრისტეზე, რომელმაც სიკვდილი იგემა, რათა ადამის მოდგმა მისი ტყვეობისაგან ეხსნა. ამ დროს მსმენელზე სულიწმინდა გადმოვიდა, მათ მყისვე ენების ცოდნა შეიძინეს და სიხარულით აღვსილნი ღმერთს ადიდებდნენ. ამის მხილველი იქ მყოფი ებრაელები გაოცებულნი დარჩნენ სულიწმინდის წარმართებზე გადმოსვლით. პეტრემ ყველა მონათლა და ახალმოქცეულთა დასამოძღვრად რამდენიმე დღე დარჩა.

წარმართებმა ღვთის სიტყვა სხვაგანაც მოისმინეს, კერძოდ, ზოგიერთმა კვიპროსელმა და კვირინელმა მორწმუნემ სახარება ანტიოქიაში მცხოვრებ ელინებსაც უქადაგა. იერუსალიმის ეკლესიამ იქ ბარნაბა წარგზავნა, რომელიც ფრიად გახარებული დარჩა, როცა დარწმუნდა, როგორი კეთილისმყოფელი გავლენა მოეხდინა იესოს მოძღვრებას ანტიოქიელებზე. შემდეგ ტარსიდან პავლეც ჩამოვიდა და მოციქულებმა ანტიოქიაში მთელი წელი დაყვეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ქრისტიანები ანტიოქიელებს ეწოდათ, რითაც ისინი, როგორც ეს წმინდა წერილიდან ვიცით, ფრიად ამაყობდნენ და ამ სახელისათვის შესაფერისი ღირსებით ცხოვრებას გულმოდგინედ ცდილობდნენ.

იუდეველები მრისხანებას ვერ ფარავდნენ, როცა ხედავდნენ, რა სწრაფად ვრცელდებოდა იესოს მოძღვრება. ამიტომ იუდეის მეფემ, ჰეროდე აგრიპამ, ბეთლემელი ჩვილების ამომწყვეტი ჰეროდეს შვილიშვილმა, ხალხის გულის მოსაგებად ერთ-ერთი მოციქულთაგანის, იოვანე ღმრთისმეტყველის ძმის, იაკობ ზებედეს ძის შეპყრობა ბრძანა. ცრუ მოწმეც მალე მოძებნა და იაკობს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მოციქულმა განაჩენი აუღელვებლად მოისმინა და კვლავ მშვიდად დაამოწმა, რომ ჯვარცმული ღმერთის მიმდევარი იყო. მისმა სიმშვიდემ და სიმამაცემ თვით ცრუ მოწმეც კი ისე აღაფრთოვანა, რომ ქრისტეს სჯულზე მოიქცა. როდესაც იაკობი დასასჯელად წაიყვანეს, იგი მას მუხლებში ჩაუვარდა და პატიება სთხოვა. წმინდა მოციქულმაც შეუნდო. მაშინ ცრუ მოწმემ საჯაროდ აღიარა იესო ქრისტე და იაკობთან ერთად სიკვდილით დაისაჯა ისე, რომ წმინდა ნათლობის მიღება ვერ მოასწრო. მაგრამ ეკლესიამ ქრისტეს სახელისთვის წამება ნათლისღების ტოლფასად ჩათვალა და წამებას სისხლით ნათლობა უწოდა.

ებრაელებმა იაკობის დასჯას მხარი რომ დაუჭირეს, ჰეროდემ პეტრეც დაიჭირა და საპყრობილეში შეაგდოს, მაგრამ რადგან პასექი ახლოვდებოდა, დასჯა გადადო. სიკვდილით დასჯის წინა ღამეს ერთ-ერთი მოწაფის, იოვანე მარკოზის დედის, მარიამის სახლში შეკრებილი მორწმუნენი მხურვალედ ლოცულობდნენ; თვითონ პეტრეს კი, ბორკილებგაყრილს, მშვიდად ეძინა ორ მეომარს შორის, ორიც კარს დარაჯობდა. შუაღამისას საპყრობილე უეცრად უცხო ნათელმა გაანათა, უფლის ანგელოზმა პეტრე გააღვიძა და გაყოლა უბრძანა. ბორკილები თავისით დასცვივდა მოციქულს ხელებიდან, რკინის კარიც თავისით გაიღო და პეტრე საპყრობილიდან ისე გავიდა, რომ მცველებს არაფერი გაუგიათ. როცა იგი მარიამთან მივიდა, მლოცველმა მორწმუნეებმა თვალებს არ დაუჯერეს და ღმერთი ადიდეს.

პეტრემ იერუსალიმი დატოვა და სხვა ადგილებში დაიწყო ქადაგება, იგი ადამიანებს ცოდვათა მონანიებისა და ნათლობისაკენ მოუწოდებდა.

განრისხებულმა ჰეროდემ პეტრეს მცველები სიკვდილით დასაჯა. მალე იგი იმპერატორის პატივსაცემად გასამართი ზეიმის ჩასატარებლად კესარიას გაემგზავრა. აქ მან სიმდიდრით განთქმული ქალაქების - ტვიროსისა და სიდონის ელჩების თავისი შესაძლებლობით გაკვირვება გადაწყვიტა და ნადიმად მიწვეულებს მდიდრულ ტახტზე ვერცხლის ქსოვილისაგან შეკერილი სამოსით დახვდა, რომელიც ისე ბრწყინავდა, რომ მნახველებს თვალს სჭრიდა. როცა ჰეროდემ საუბარი დაიწო, კარისკაცები ლამის ყველა სიტყვას აწყვეტინებდნენ შეძახილებით: "ღმერთი ლაპარაკობს და არა ადამიანი". ამგვარი ამპარტავნებისათვის ჰეროდე მკაცრად დაისაჯა - ანგელოზმა ისე მძიმე სენი შეჰყარა, რომ მსახურებმა ხელით გაიყვანეს, ხოლო ხუთი დღის შემდეგ მატლებისგან შეჭმული საშინელი წამებით გარდაიცვალა.

საპყობილიდან სასწაულებრივი განთავისუფლებისა და იერუსალიმიდან წასვლის შემდეგ პეტრეს ღვაწლზე უკვე არა "საქმე მოციქულთა", არამედ საეკლესიო და ისტორიული გადმოცემანი მოგვითხრობენ.

დასასრული შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat