შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი
შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი
მოციქულთა თავნი...
12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა თავთა წმინდა პეტრესა და წმინდა პავლეს მოიხსენებს. ამავე დღეს მთავრდება მოციქულთა მარხვა, რომელიც სულთმოფენობიდან ერთი კვირის მერე დაიწყო. გავიხსენოთ მათი წმინდა ცხოვრება და მივბაძვიდეთ მათ, ვითარცა ისინი ბაძავდნენ ქრისტეს.

წმინდა მოციქული პეტრე, უფროსი ძმა ანდრია მოციქულისა, უფლის ხმობამდე გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო და სვიმონი ერქვა. "შენ ხარ სვიმონ, ძე იონაისი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების: კლდე", - ასე უთხრა მას იესო ქრისტემ (იოანე 1.42), როდესაც მიხედა. რამდენიმე ხნის შემდეგ, ვლიდა რა ქრისტე გალილეის ტბის ნაპირთან, კვლავ იხილა პეტრე და ანდრია, რომელნიც ბადეს აგდებდნენ ტბაში. "მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა" (მათე 4.19; კონდაკი 2) - ამ სიტყვებმა გადაწყვიტა ძმების ბედი. მგზნებარე პეტრე, მხურვალედ მოყვარული უფლისა იესოსი, მაშინვე შეუდგა მას. მალე თვით უფალმა მოინახულა პეტრეს სახლი და მხურვალებისაგან განკურნა მისი სიდედრი (მარკოზი 1.29-31).

ჰქონდა რა უდიდესი რწმენა და ერთგულება, პეტრე, ერთი მხოლოდ ქრისტეს მოწაფეთაგან, გაკადნიერდება სთხოვოს უფალს: "უფალო... მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა". უფლის სიტყვისაებრ იგი ნავიდან წყალზე გადმოვიდა და როგორც ხმელეთზე, ისე გაეშურა მისკენ. მაგრამ შეეჭვდა რა ღვთიურ შეწევნაში, დანთქმა იწყო. "უფალო, მიხსენ მე!" - შესძახა პეტრემ. და ღვთიურმა მოძღვარმაც არ დაახანა, მეყვსეულად განართხო ხელი და კვლავ უკან, ნავში, აიყვანა (მათე 14.28-32; იკოსი 3). მაგრამ არა მარტო ქარბორბალასა და ქარისაგან იხსნა უფალმა, არამედ მცირედმორწმუნეობისგანაც, ეტყოდა რა: "მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთვის, რათა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაი შენი" (ლუკა 22, 32; კონდაკი 4).

თაბორის მთაზე პეტრე იაკობსა და იოანესთან ერთად გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა. დაინახა რა უფალი იესო ქრისტე ფერისცვალებით და ესმა ხმა მამა ღმერთისა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ", პეტრემ განიხარა და წამოიძახა: "კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა?" (მარკოზი 9.2-7; იკოსი 5). ამაზე მოგონება მის ერთ-ერთ ეპისტოლეშია შემორჩენილი (2 პეტრე 1.17-19).

მოახლოვდა ჟამი მაცხოვრის მხსნელი ვნებებისა. იერუსალიმისაკენ მიმავალი დაეკითხა იგი თავის მოწაფეებს: "თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად?" პეტრემ, მოციქულთა შორის პირველმა, თქვა: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაი", რისთვისაც უფლისაგან უდიდესი შექება დაიმსახურა: "ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა" ("იონა" ქართულად მტრედს ნიშნავს, "ბარ" კი "ძეს", ხოლო მტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)... "შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16.15-18; იკოსი 1.7). პეტრესეულმა აღმსარებლობამ თავისი გამოძახილი პოვა მოციქულთა სადღესასწაულო საკითხავებში: "ქრისტემან შენ პირველი გამოგაჩინა, პეტრე, და საფუძველად სარწმუნოებასა გვირგვინოსან-გყო შენ". საიდუმლო სერობის უწინარეს სიონის ქორედზე მაცხოვარმა "მოიღო არდაგი და მოირტყა იგი... და იწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა". "უფალო, შენ დამბანა ფერხთა ჩემთა?" - შეეწინააღმდეგა პეტრე. "უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს შენ ნაწილი ჩემ თანა" - განუმარტა მას უფალმა. და მაშინ პეტრემ, შიშითა და სიყვარულით მოცულმა, შეჰღაღადა: "უფალო, ნუ ხოლო ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი" (იოანე 13.3-9; იკოსი 9).

მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის ბაღში. აღმოიხადა მახვილი და ერთ იქ მოსულთაგანს მოჰკვეთა ყური, მაგრამ მაცხოვარმა თვით თავისი სიკვდილის წინაც კი იზრუნა და განკურნა ყურმოჭრილი. პეტრე გაჰყვა უფალს კაიაფა მღვდელთმთავრის სახლამდის, მასთან ერთად შევიდა ეზოში და იდგა იქ ცეცხლთან და თბებოდა. მაგრამ სამგზის უარყო თავისი ღვთიური მოძღვარი, როცა მასაც ხელს ადებდნენ, როგორც ქრისტეს მოწაფეს: "არა ვიცი კაცი ესე" (მარკოზი 14.71) და როდესაც მესამედ უარყოფდა, დაინახა, რომ უფალი უმზერდა მას და "განვიდა გარე და ტიროდა მწარედ" (ლუკა 22.62; კონდაკი 10). ერთ-ერთი წმინდა გადმოცემით, მას მერე ყოველთვის, როცა კი მოესმოდა მამლის ყივილი, პეტრე თურმე მწარედ ატირდებოდა ხოლმე, მომგონებელი თავისი ამ შეცოდებისა, ისე რომ ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა.

მაგრამ არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც გულმოწყალე უფალი არ პატიობდეს. პეტრეს სინანული იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი პირველს მოწაფეთა შორის პეტრეს ეჩვენა. სამჯერ დაეკითხა პეტრეს: გიყუარ მეა? და სამგზის მიიღო პასუხად: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ (იოანე 21.15-16). იესო ქრისტემ აღადგინა იგი მოციქულის ღირსებაში, ანდო მას დასამწყსველად თავისი სიტყვიერნი ცხოვარნი (იკოსი 11).

უფლის ამაღლების შემდგომ პეტრეს რჩევისაებრ ათორმეტ მოციქულთა შორის შეირაცხა მატათა (საქმე 1.15-26). ამას შემდეგ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი შეიქმნა. მკვდრეთით აღმდგარი უფლის მგზნებარე სიყვარულით შთაგონებული მისი ქადაგება იმდენად ცხოველსმყოფელი ზემოქმედების იყო, რომ ათასობით ადამიანს მოაქცევდა ქრისტეს სარწმუნოებაში (საქმე 2.41; 4.4). საოცარი ნიშები ახლდა პეტრესეული აღმსარებლობის ქრისტესმიერ რწმენას. მკვდრები აღსდგებოდნენ (საქმე 9.40), მკელობელნი და განრღვეულნი განიკურნებოდნენ (საქმე 3.1-8; 9.32-34), დანაშაულში მხილებულნი სულს განუტევებდნენ (საქმე 5.5-10).

ცნობილია წმინდა პეტრე მოციქულის ორი კათოლიკე ეპისტოლე (დაახლ. 63 და 67 წწ.). მეორე ეპისტოლეში წერს: "უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაი საყოფელისა ამის ჩემისაი, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან მაუწყა მე" (2 პეტრე 1.14), ანუ უფლის სიტყვისაებრ წინასწარმეტყველებს თავის მოახლოებულ აღსასრულს. იმპერატორ ნერონის ბრძანებით, პეტრე მოციქული შეიპყრეს და განაჩენად ჯვარცმა გამოუტანეს. ის თავს უღირსად თვლიდა, მიეღო ისეთივე მოწამებრივი სიკვდილი, როგორიც მის მასწავლებელს, ჯალათებს სთხოვდა თავქვე ეცვათ ჯვარს, სურდა რა სიკვდილის დროსაც დაეხარა თავი უფლისთვის.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენის ტომიდან იყო და თავის მოციქულებრივ მსახურებამდის სახელად სავლე ერქვა. კილიკიის ქ. ტარსუში დაბადებული "განსწავლულ ზედმიწევნით მამულითა სჯულითა; მოშურნე იყო ღმრთისათვის", როგორც თვითონვე ამბობდა საკუთარ თავზე, - "ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილამდე, შევჰკრებ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა" (საქმე 22.3-4). იგი იწონებდა მთავარდიაკონ სტეფანეს წამებას და მის ქვით ჩამქოლავთა სამოსელსაც კი სდარაჯობდა (საქმე 7.58). 34 წელს მღვდელთმთავართა დავალებით იგი ქ. დამასკოში გაემგზავრა რათა იქ თავშეფარებული ქრისტიანები საწამებლად გადაეცა. გზაში ერთი მოვლენა შეემთხვა, რამაც ძირეულად შეცვალა სავლეს ბედი.

როდესაც იგი დამასკოს მიუახლოვდა, იგი ღვთიურმა ნათელმა მოიცვა. ყველა მისი მხლებელი მხედარი ცხენებიდან ქვე ჩამოვარდა, ხოლო სავლეს ესმა ხმა, რომელიც იტყოდა: "საულ, საულ, რაისა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაი დეზისაი". სავლე დაეკითხა: შენ ვინ ხარ, უფალო? ხმამ უპასუხა: მე ვარ იესო, რომელსა შენ მდევნი. არამედ აღდეგ და დადეგ ფერხთა შენთა ზედა, რამეთუ ამისთვის გეჩვენე შენ, რათა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ, რომელი იხილე და რომელი გიჩუენო შენ (საქმე 26.13-16).

KARIBCHEსავლეს მხლებლებს ხმა ესმოდათ, მაგრამ სიტყვებს ვერ არჩევდნენ. ღვთიური ნათებისაგან სავლე დაბრმავდა და უფლის მითითებით გაეშურა დამასკოსაკენ, სადაც ერთი სამოცდაათ მოციქულთაგანი ანანია ცხოვრობდა. ამ უკანასკნელს კი გამოცხადებით ემცნო: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქვიან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდასთა სავლე სახელით, ტარსელი (საქმე 9.11). ანანიას მისთვის ხელი უნდა დაესხა და თვალი აეხილებოდა. აღასრულა რა ბრძანებული, სავლეს მყის აეხილა თვალი, ნათელს-იღო და ეწოდა სახელად პავლე (იკოსი 2).

მოიღო რა პავლემ უფლისაგან ბრძანება, ეხარებინა სასუფეველი, იწყო მქადაგებლობა იუდეველებსა და წარმართებში, მონებს შორის და თავისუფლებში, რისთვისაც თავს იდო ხანგრძლივი მოგზაურობები და წარგზავნიდა ეპისტოლეებს. პალესტინასა და მცირე აზიაში, საბერძნეთსა და იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე გაისმოდა მოციქულის მგზნებარე სიტყვა (კონდაკი 3, იკოსი 4, კონდაკი 5). კუნძულ კვიპროსზე მოგზაურობისას აღივსება რა წმინდა პავლე სულითა წმიდითა, დაუშლის მოგვ ელვიმას ანთვიპატ სერგი პავლეს "გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა". პავლე მოციქულის სიტყვისაებრ მოგვი დაბრმავდა და "მიმოვიდოდა და ეძებდა მძღუარსა" (საქმე 13.8-11; იკოსი 6). დაახლოებით 51 წელს პავლე მონაწილეობდა მოციქულთა კრებაში იერუსალიმს. შეკრებილთ პავლემ ამცნო: "რავდენი ქმნა ღმერთმან ნიშები და სასწაულები წარმართთა შორის მათ მიერ" (საქმე 15.12). კრებამ გადაწყვეტილება მიიღო, წარმართებისათვის არ დაეძალებინათ მოსეს სჯულის აღსრულება, ხოლო "კეთილსა იქმოდეთო" (საქმე 15.29).

თავის განუწყვეტელ ღვაწლში მრავალი ჭირთათმენა უწევდა წმინდა პავლეს. "ჰურიათაგან ხუთ გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემა მოვიღე. სამგზის კუერთხითა ვიეც, ერთ გზის ქვითა განვიტვინე, სამგზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ" (2 კორინთელთა 11.24-25; იკოსი 10). ფილიპესა და მაკედონიაში ქადაგებისას შეპყრობილ იქნა და საპყრობილეში ჩაგდებულ. მაგრამ ბორკილდადებულიც განაგრძობდა ლოცვასა და ღვთის დიდებას და შუაღამისას დიდი ძრვა იყო, კარნი განეხვნეს და ბორკილები დასცვივდა (საქმე 16.22-26; იკოსი 8).

ათენში ქრისტეს ახარებდა: "მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ" (საქმე 17.28). ამ ქადაგებამ არეოპაგში ახალმოქცეულები შესძინა საქრისტიანოს, მათ შორის მომავალი დიდი ღვთისმეტყველი დიონისე არეოპაგელი. როდესაც მესამე მისიონერული მოგზაურობიდან ბრუნდებოდა პავლე მოციქული კესარიაში შეხვდა აგაბო წინასწარმეტყველს, რომელმაც აიღო პავლეს სარტყელი, "შეიკრა ხელნი და ფერხნი და სთქვა: ამას იტყვის სული წმიდა: კაცი, რომლისა არს სარტყელი ესე, ესრეთ შეკრან იერუსალემს" (საქმე 21.11; კონდაკი 11). ამით აგაბომ ბორკილები უწინასწარმეტყველა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეტარებინა. იერუსალიმში დაბრუნებისას პავლე მოციქული შეიპყრეს და როგორც რომის მოქალაქე კეისრის სამსჯავროზე გაგზავნეს.

აქ, რომში წმინდა პავლე პეტრე მოციქულს შეეწეოდა მოქალაქეთა ქრისტიანულ განათლებაში. ერთ-ერთი გადმოცემით, მან მოაქცია იმპერატორის მეღვინეთუხუცესი, რისთვისაც სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

ზოგიერთი მოწმობით პეტრე და პავლე მოციქულები ერთ დღეს აღესრულნენ მოწამებრივად, სხვა გადმოცემით - პავლეს სრული ერთი წლის შემდეგ მოჰკვეთეს მახვილით თავი პეტრეს ჯვარცმის შემდგომ. მათი ხსენების დღესასწაული იმთავითვე დაწესდა, ხოლო დაკრძალვის ადგილი წმინდა იყო პირველქრისტიანთათვის.

წმინდა პეტრეს ტაძარი ვატიკანში აშენებულია პეტრე მოციქულის სავარაუდო საფლავზე. ქრისტიანული გადმოცემით, კონსტანტინეს უძველესი რომაული ბაზილიკა იდგა პეტრე მოციქულის სამარხზე. პეტრე მოციქულის სამარხი მდებარეობს წმინდა პეტრეს სახელობის ტაძრის ცენტრალურ გუმბათქვეშ, იატაკის ქვემოთ. ქვის კედელში დატანებული სარკმლის საშუალებით შეიძლება დავინახოთ იესო ქრისტეს დიდებული მოწაფის წმინდა ნაწილები.

სულ ახლახან ვატიკანის არქეოლოგებმა რომის სიდიდით მეორე ტაძრის წმინდა პავლე მოციქულის ბაზილიკის გათხრების შედეგად ქვის აკლდამასთან მისასვლელი აღმოაჩინეს, რომელშიც შესაძლებელია (დღეს უკვე არავის ეეჭვება) ლეგენდარული მოციქული იყოს დაკრძალული. თვითონ სარკოფაგს ათარიღებენ ახ.წ. 390 წლით. უძველესი დროიდან ივარაუდებოდა, რომ სადღაც ამ ადგილებში განისვენებენ წმინდა პავლე მოციქულის წმინდა ნაწილები, რომელსაც ეფარა ტაძრის საკურთხევლის ტრაპეზი. მრავალი რეკონსტრუქცია-აშენების შედეგად მოციქულის საფლავი თანამედროვე იატაკის დონიდან 130 სმ-ით ქვევით აღმოჩნდა. გათხრები 2002 წელს დაიწყო და 2008 წლის დასაწყისში დამთავრდა. ბოლო სამი წლის მანძილზე არქეოლოგებისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა ტაძრის ტრაპეზის ქვეშ ორი უზარმაზარი მარმარილოს ფილა. როგორც იქნა, მათი მოშორება შეძლეს. პირველად 1700 წლის შემდეგ სარკოფაგმა დღის სინათლე იხილა, რომლის სახურავის წარწერა გვამცნობს: "პავლე მოციქული მოწამე". თვითონ სარკოფაგზე მოჩანს ხვრელები, რომელშიც ძველ მომლოცველებს შეეძლოთ ქსოვილის ნაჭრები შეეყოთ, რათა სიწმინდეს შეხებოდნენ.

"აჰა დიდი მაგალითი შენთვის, ძმაო! - ბრძანებს წმინდა გაბრიელი (ქიქოძე), - ეცადე და შეიძინე ესოდენი სარწმუნოება და სიყვარული, რათა ყოველი შენი ნუგეში მდგომარეობდეს აღსრულებასა შინა ქრისტეს მცნებათა... მოციქულთა, პეტრემ და პავლემ, საუნჯე თვისი დასდვეს ღმერთსა შინა; ამისთვის გულიცა მათი ჰპოვებდა განსვენებასა საქმეთა შინა ღვთისათა. ნუ გგონია, ძმაო ჩემო, რომ იგინი იყვნენ მოკლებულნი რომლითამე ნუგეშითა და კმაყოფილებითა, ვგონებ, რომ თვით ის კაცი, რომელიც ეძიებს და კიდეც შეიძინებს ამ სოფლის ბედნიერებასა და ნუგეშსა, ვერ იქმნება თვით ამ სოფელში ისრეთ ნეტარ და ბედნიერ, როგორც იყვნენ მოციქულნი პეტრე და პავლე. მართალია, იგინი იყვნენ, ვითარცა ვსთქვით, დევნულნი და დამძიმებულნი ყოვლითა ამ სოფლის უბედურებითა; გარნა სულიწმიდა, რომელი ჰსუფევს გულსა შინა მართალთასა, ყოველთვის მისცემს მათ ისრეთსა ნეტარებასა, სიხარულსა და ბედნიერებასა, რომლისა მსგავსსა ვერაოდეს ვერ იგრძნობს ცოდვილის კაცის გული. იმავე სამოციქულოსა შინა, დღეს წარკითხულსა, პავლე მოციქული მოგვითხრობს ჩვენ, ვითარ იგი იყო აღტაცებული სულითა მესამე ცად და მუნ ესმა სიტყვანი, რომელთა ვერ გამოსთქვამს ენა კაცისა. ესრეთსა ნუგეშსა აძლევს ყოველთვის სულიწმიდა მართალსა და ღვთის-სათნოსა კაცსა. რომელი სიხარული ანუ რომელი სოფლის ნუგეში დაემსგავსება იმ სიხარულსა და მოსვენებასა, რომელსა ჰგრძნობს კაცი ღვთის მოშიში? ყოველი ამ სოფლის სიხარული და ნუგეში არის მოკლე და აქვს ყოველთვის მწარე ბოლო, გარნა სიხარული სულისა წმიდისა გააცხოველებს კაცსა. ამას ვეძიებდეთ, ძმანო ჩემნო, და ამას მოვითხოვდეთ მარადის ღვთისაგან მადლითა და შეწევნითა წმიდათა უმთავრესთა მოციქულთა, პეტრესითა და პავლესითა. ამინ".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat