პეტრე და პავლე - სარწმუნოების ორი ბოძი
პეტრე და პავლე - სარწმუნოების ორი ბოძი
მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს პეტრე-პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. სულიწმიდის გარდამოსვლის მეორე შვიდეულიდან წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ხსენების დღესასწაულამდე დაწესებულია მარხვა, რათა ღირსეულად მივეგებოთ მტკიცე და შეურყეველი სარწმუნოების კლდის - პეტრესა და განუსაზღვრელი სიყვარულის დამტევი გულის მქონე - პავლეს ხსენების დღეს. ეკლესიაში ხშირად ზეიმად იქცევა ისეთი მოვლენა, რომელიც ერში უფრო ტრაგიკულია, ვიდრე სასიხარულო (მაგალითად, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა). პეტრეპავლობის დღესასწაულიც სწორედ ის დღეა, როდესაც, გადმოცემით, მთავარი ქრისტიანი მოციქულები, "მასწავლებელთა შორის მასწავლებლები", პეტრე და პავლე, რომში სიკვდილით დასაჯეს.

პეტრე და პავლე - სარწმუნოების ორი ბოძი - ორი დიამეტრალურად განსხვავებული ხასიათი - შთაგონებული, გულუბრყვილო კაცი და მგზნებარე ორატორი, ამქვეყნიური ცხოვრების გზის საერთო აღსასრულამდე მივიდნენ. მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოციქულთა შორის წმინდა პეტრესა და პავლეს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და თავმოციქულებად სახელდებს მათ. ისინი ჯერ კიდევ ამქვეყნად ყოფნისას აღემატნენ ანგელოზებს. "მოციქულებმა უმეცრებით გაყინული ადამიანთა გულები ღვთის სიტყვით გაათბეს და მათი დახშული გონება ღვთიური სიბრძნით განანათლეს და როგორც საგალობელშია ნათქვამი: "ყოველი სოფელი მოინადირეს" (მეუფე ზოსიმე). წმინდა პეტრე და პავლე ღვთის მადლის ჭეშმარიტ სადგურად იქცნენ. მათ უფალი იესო ქრისტე მთელი არსებით შეიყვარეს და ქრისტეს სარწმუნოებისათვის თავი დასდეს. გავიხსენოთ, თუ როგორ გამოირჩია ისინი უფალმა. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა ანდრია მოციქულის უფროსი ძმა გახლდათ, უფლის ხმობამდე გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზე იყო. ადრე სვიმონი ერქვა. "შენ ხარ სვიმონ, ძე იონასი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების კლდე", - ასე უთხრა მას იესო ქრისტემ. რამდენიმე ხნის შემდეგ, როცა ქრისტემ გალილეის ტბის ნაპირთან ჩაიარა, კვლავ იხილა პეტრე და ანდრია, რომელნიც ბადეს აგდებდნენ ტბაში. "მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა", - უბრალო მეთევზეებისადმი მიმართულმა ამ სიტყვებმა გადაწყვიტა მათი ბედი. უფალი იესო ქრისტეს მხურვალედ მოყვარული, მგზნებარე პეტრე მაშინვე გაჰყვა მას. მალე თვით უფალმა მოინახულა პეტრეს სახლი და სიცხისაგან განკურნა მისი სიდედრი. პეტრეს უდიდესი რწმენა და ერთგულება ჰქონდა, რამაც გააბედვინა მას, ეთხოვა ქრისტესთვის: "უფალო... მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა". უფლის სიტყვისამებრ იგი ნავიდან წყალზე გადმოვიდა და როგორც ხმელეთზე, ისე გაეშურა მისკენ. მაგრამ დაეჭვდა რა ღვთიურ შეწევნაში, დაიწყო ჩაძირვა. "უფალო, მიხსენ მე!" შესძახა პეტრემ. და ღვთიურმა მოძღვარმაც არ დააყოვნა, მეყსეულად გაუწოდა ხელი და კვლავ უკან, ნავში, აიყვანა. თაბორის მთაზე პეტრე იაკობსა და იოანესთან ერთად გახდა მოწმე უფლის ღვთიური დიდებისა. დაინახა რა ფერნაცვალი უფალი იესო ქრისტე და ესმა ხმა მამაღმერთისა - "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ", - პეტრემ განიხარა და წამოიძახა: "კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა". როცა მოახლოვდა ჯვარცმის ჟამი, იესო ქრისტე დაეკითხა თავის მოწაფეებს: "რას ფიქრობთ, ვინ ვარ მე?" პეტრემ დაასწრო ყველა მოციქულს და უპასუხა: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა", რისთვისაც უფლისგან უდიდესი შექება დაიმსახურა: "ნეტარ ხარ შენ, სვიმონ ბარ იონა" ("იონა" ქართულად მტრედს ნიშნავს, "ბარ" კი "ძეს", ხოლო მტრედი სულიწმიდის სახეა, ანუ პეტრეს მადლმოსილების გამო უფალმა სულიწმიდის ძე, შვილობილი უწოდა)... "შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". საიდუმლო სერობის წინ მაცხოვარმა ფეხები დაბანა თავის მოწაფეებს. პეტრე შეეწინააღმდეგა. მაშინ უფალმა უპასუხა: "უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერხნი, არა გაქუნდეს შენ ნაწილი ჩემ თანა". და მაშინ პეტრემ, შიშითა და სიყვარულით მოცულმა, წამოიძახა: "უფალო, არა მხოლოდ ფერხნი ჩემნი, არამედ ხელნიცა და თავიცა ჩემი". პეტრე მოციქულს იმდენად უყვარდა თავისი მოძღვარი, რომ განუშორებლად მასთან სურდა ყოფნა. მოწაფეთაგან მხოლოდ ერთი, პეტრე, გამოექომაგა უფალს გეთსიმანიის ბაღში. იგი გაჰყვა უფალს კაიაფა მღვდელთმთავრის სახლამდე, მასთან ერთად შევიდა ეზოში, იდგა იქ და ცეცხლთან თბებოდა. მაგრამ როცა მასაც დაადეს ხელი, როგორც ქრისტეს მოწაფეს, შეშინებულმა პეტრემ სამგზის უარყო თავისი ღვთიური მოძღვარი: "არა ვიცი კაცი ესე"; და როდესაც მესამედ უარყოფდა, დაინახა რომ უფალი უმზერდა მას. შეწუხებული და შერცხვენილი პეტრე გავიდა ეზოდან და მწარედ ატირდა. ერთ-ერთი წმინდა გადმოცემით, მას მერე ყოველთვის, როცა კი მოესმოდა მამლის ყივილი, თავისი შეცოდება აგონდებოდა თურმე მას და მწარედ ატირდებოდა ხოლმე. ხშირი ტირილისაგან თვალის უპესთან სისხლიანი ღარები გაუჩნდა. პეტრეს სინანული იმდენად ძლიერი და ღრმა იყო, რომ აღდგომის შემდეგ უფალი მოწაფეთა შორის პირველად მას ეჩვენა. სამჯერ დაეკითხა იგი პეტრეს: "გიყუარ მეა?" და სამგზის მიიღო პასუხად: "ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ". ამგვარად აღადგინა იესო ქრისტემ იგი კვლავ მოციქულის ღირსებაში. უფლის ამაღლების შემდეგ, სულთმოფენობისას, პეტრე პირველქრისტიანული თემის წინამძღოლი გახდა. მისი ქადაგებები იმდენად ცოცხალი და გულშიჩამწვდომი იყო, რომ ათასობით ადამიანი ხდებოდა ქრისტეს მიმდევარი. პეტრე მოციქულის ქადაგებებს უამრავი სასწაული ახლდა თან: მკვდრები აღსდგებოდნენ, კოჭლნი და დავრდომილნი იკურნებოდნენ, დანაშაულში მხილებულნი სულს განუტევებდნენ. წმიდა მოციქული მოწამებრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ქრისტიანებმა წინასწარ აუწყეს პეტრეს მოსალოდნელი საფრთხე და სთხოვეს, დაეტოვებინა რომი. ისიც დამორჩილდა მვედრებლებს, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიოდა, იხილა ქრისტე, "შემომავალი ჰრომედ". პეტრემ იკითხა: "აქ ვიდრე ხუალ, უფალო?" მაცხოვარმა მიუგო: "შევალ ჰრომედ ჯუარ-ცუმად". მოციქულს გაუკვირდა: "კუალად ჯუარს-ეცუმია, უფალო ჩემო?" როცა გაოცებისგან გამოერკვა, უფალი უკვე ზეცად მაღლდებოდა. პეტრემ ეს ჩვენება მიიღო ნიშნად იმისა, რომ "მოწევნულ იყო ჟამი მისი" და უკანვე გაბრუნდა.

მტარვალებმა წმინდანს ჯვარცმა გადაუწყვიტეს. პეტრემ ითხოვა: "ამას გლოცავ თქუენ ერისაგანთა მაგათ, ესრეთ ჯუარს-მაცუთ მე თავ-დამოქცევით და ნუ სხუად, რაითა არა მსგავს ვიყო მე უფლისა ჩემისა".

ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.

წმიდანის ცხედარი მისმა მოწაფემ, მარკოზმა გარდამოხსნა, რძითა და ღვინით განბანა, სურნელოვანი ნელსაცხებლებით შემურა, რჩეული თაფლით სავსე მარმარილოს ლუსკუმაში ჩაასვენა და საკუთარ საფლავში დაფლა.

პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.

***
წმინდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა; მოციქულად მოწოდებამდე მას სავლე ერქვა. საერო მეცნიერებებს იგი მშობლიურ ქალაქში დაეუფლა, შემდეგ კი სჯულის უკეთ შესასწავლად იერუსალიმში გაემგზავრა, მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. გულისხმიერი ჭაბუკი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელი გახდა.

სავლეს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ "ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ" (საქმე, 8,3).

იერუსალიმში აღძრული დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში გაიხიზნნენ. ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. გულისწყრომით აღსავსე სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი "მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ" (საქმე 9,2). დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული სავლე "დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ხმა, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რასა მდევნი მე?". კითხვაზე: "შენ ვინ ხარ, უფალო?" ნათლით გამო მოისმა: "მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!" (საქმე 9,3-5). იესომ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში შეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოციქულმა მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა და ამის მერე მას მხედველობაც დაუბრუნდა.

ამ დღიდან უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმინდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში. სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმინდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკასა და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმინდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა.

ტკივილებითა და განსაცდელებით დამძიმებული პავლე ღვთის ნებით ამ სოფელშივე გახდა ღირსი ენითაუწერელი ნეტარებისა: იგი მესამე ცაზე იქნა ატაცებული, სამოთხის სიტკბოება იგემა "და ესმნეს უთქმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად" (1 კორ. 12,2-4).

უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორ ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: "წარუპყრა ქედი თვისი წმიდამან პავლე მეხრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეხრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისათა სძე გამოხდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლესა". ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმიდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.

პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც "ახალი აღთქმის" წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და "საქმე მოციქულთას" ავტორი ლუკაც მისი მოწაფე იყო.

პავლე მოციქულს, ისევე როგორც პეტრეს, ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის და მასთან ერთად სამართლიანად იწოდება ქრისტიანული ეკლესიის "ბურჯად" და მოციქულთა თავად. ორივე მათგანი მოწამეა, ორივე რომში, იმპერატორ ნერონის ხანაში აღესრულა. მართალია, ისინი სხვადასხვა დღეს ეწამნენ, მაგრამ მათ შორის არის სულიერი სიახლოვე და მსგავსება, სულითა და მოწამეობრივი ღვაწლით ისინი იმდენად ერთნი არიან, რომ მათი ხსენება ერთ დღეს აღინიშნება. პეტრეპავლობის დღესასწაული - ეს არის მისიონერობისკენ მოწოდება. თუკი შენ ლოცვაში ნუგეში იპოვე, სასწაულის მოწმე გახდი, ან რწმენის ნიჭი მოგეცა, მარტო შენთვის ნუ შეინახავ, სხვებსაც გაუზიარე, შენ გვერდით მყოფს იმის დანახვაში დაეხმარე, რასაც ის ჯერ კიდევ ვერ ხედავს. რა თქმა უნდა, ჩვენს დროში მისიონერული სვლები იშვიათია და ბევრისთვის შეუძლებელიც, მაგრამ არსებობს ყველასთვის ხელმისაწვდომი მისიონერობა - ამბროსი ოპტელის სიტყვებით - "იცხოვრე სიხარულით, არავინ განიკითხო, არავის აწყენინო და ყველას პატივი ეცი." წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს უნდა გავიხსენოთ, რომ მოციქულობა ყოველი ქრისტიანის ვალია. თითოეული ჩვენგანი, რა წრეშიც უნდა ტრიალებდეს, მოციქულია, ანუ "წარგზავნილი". ქრისტიანული ეკლესია სამოციქულო ეკლესიად იწოდება, ესე იგი მის წევრებს პატივი ეძლევათ, იქადაგონ ქრისტეს შესახებ და ღვთაებრივი სიხარული სხვებს გაუზიარონ.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ბრძანებს: "რასაკვირველია, ყოველ კაცს არ შეუძლია წავიდეს სხვა ქვეყანაში და იქადაგოს ქრისტიანობა; მაგრამ რა საჭიროა შორს წასვლა! მახლობლად შენდა არიან მრავალნი, რომელთა არ მიუღიათ ჯერეთ ღვთის სიტყვა. იმოქმედე მათზედა, რომ მოიქცნენ და მოინათლონ. გარნა მათგანნიცა, რომელნიც მონათლულნი არიან და ქრისტიანედ უწოდებენ თავის თავს, მრავალნი არიან სახელით, და არა საქმით ქრისტიანენი.. ადვილად შეგიძლია იმოქმედო მათზედა და განამტკიცო იგინი. თუ სიტყვიერად არ შეგიძლია ამ საქმის აღსრულება, ნაყოფისაგან შენისა შესწირე რაიმე ამ საქმეს. მოეხმარე ფულით, ან რაიმე ნივთის შეწირვით მათ, რომელნი შრომობენ და ჰქადაგებენ ქრისტეს სახარებასა ურწმუნოთა შორის. ბოლოს, თუ არც ეს შეგიძლია, ერთი საქმე მაინც შეგიძლია, და იმაზე უარს ვეღარ იტყვი. შენს თავს მაინც კარგად მოუარე, შენს გულში და სულში გაავრცელე და გაამაგრე ქრისტეს სახარება, რომ შენ მაინც იყო ჭეშმარიტი, საქმიანი ქრისტიანე. ესეც დიდი რამე იქნება! ნეტაი ამას მაინც აღასრულებდნენ ყოველნი მონათლულნი ქრისტიანენი! მაშინ ქრისტიანობა ფრიად განმტკიცდებოდა და თავის თავად გავრცელდებოდა ქვეყანაზე." თავთა მოციქულთა ლოცვით ღმერთმა მოგვმადლოს სიმტკიცე სარწმუნოებისა და სიყვარული ღვთისა და ადამიანისა!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
13.10.2023
მეფე მირიანს ქართველი მეფის, ლევის მემკვიდრედ იხსენიებს; ხოლო "ქართლის ცხოვრებისა" და სხვა წყაროების მიხედვით,
12.07.2023
წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა;
12.07.2023
წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა
14.06.2023
ძველი სტილით 21 ივნისს (4 ივლისს) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს უფლის 70 მოციქულიდან ერთ-ერთის, იკონიელი ეპისკოპოსის, ტერენტის ხსენებას.
28.11.2022
წმინდა მოციქულები არქიფო და ფილიმონი და მოციქულთასწორი აპფია პავლე მოციქულის მოწაფეები და თანამოსაგრეები იყვნენ.
04.11.2022
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს (5 ნოემბერს) დღესასწაულობს წმინდა იაკობ მოციქულის,
23.10.2022
წმინდა მოციქული ფილიპე წარმოშობით პალესტინის კესარიიდან იყო. ქორწინების შემდეგ ოთხი ქალიშვილი შეეძინა,
21.10.2022
იაკობ ალფესი - კაპერნაუმელი მეზვერის, ალფეს ძე და წმინდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს ძმა იყო.
18.10.2022
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში, კანკელის მარჯვნივ, ნიშაში, განისვენებს ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - თომა მოციქულის თავის ქალა.
13.10.2022
მოციქული ანანია დამასკოში დაიბადა და ამ ქალაქისვე ეპისკოპოსად დაესხა ხელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat