დიდმოწამე ფანურიოს ახალგამოჩენილი, როდოსელი ( II-IV საუკუნე) – 27 აგვისტო (09 სექტემბერი)
დიდმოწამე ფანურიოს ახალგამოჩენილი, როდოსელი ( II-IV საუკუნე) – 27 აგვისტო (09 სექტემბერი)
წმინდა დიდმოწამე ფანურიოსს ეკლესია იხსენიებს 27 აგვისტოს  ძველი სტილით (ბერძნული, რუსული საზღვარგარეთის მართლმადიდებელი ეკლესები). ასევე დოდეკანესის (ბერძნული) და როდოსის (ბერძნული) წმინდანთა კრებებში.

მისი წარმომავლობისა და ცხოვრების დროის შესახებ საიმედო ინფორმაცია არ არსებობს. მის შესახებ ცნობები XIV საუკუნეში გამოვლენილი ხატიდან მომდინარეობს. ქალაქის კედლების აღდგენის სამუშაოების დროს აღმოჩნდა პატარა, ოდესღაც ძალიან ლამაზი ძველი ტაძრის ნანგრევები. იქ ნაპოვნი მთელი სამონასტრო სამკაულები და ხატები ცუდ მდგომარეობაში იყო, გარდა ერთი ხატისა, რომელიც თითქმის ახალივით გამოიყურებოდა. მასზე გამოხატული იყო ახალგაზრდა, ტანსაცმლით თუ ვიმსჯელებთ რომაელი მაღალჩინოსანი ჯარისკაცი, რომელმაც II-IV საუკუნეებში ქრისტეში რწმენისთვის მოწამებრივი გვირგვინი მიიღო. მარჯვენა ხელში ჯვარი ეპყრა, რომლის ზემოთაც ანთებული სანთელი იყო. ხატის გარშემო 12 სცენა იყო გამოხატული მისი წამებისა.

მათგან ცნობილია, რომ წმინდა ფანურიოსი ქრისტიანული რწმენისთვის სამსჯავროზე დაიბარეს, სადაც მან ჭეშმარიტ ღმერთი არ უარჰყო. ამის გამო იგი სასტიკი წამებისთვის ჯალათებს გადასცეს. ჯარისკაცები მას სახესა და თავში ქვებს ესროდნენ, შეუბრალებლად სცემდნენ შოლტებით, შემდეგ რკინის კავებით სხეულს უსერავდნენ. ამ ყველაფერს შემსწრე წარმართებმა, წმინდანის გაუტეხელობით გაბრაზებულმა, ჯარისკაცების მსგავსად მას ცემა დაუწყეს. როცა ჯალათები დაიღალნენ, ფანურიოსი ციხეში წაიყვანეს. როდესაც ის კვლავ მოსამართლის წინაშე წარსდგა, ჭრილობებისგან განკურნებული და ძალების აღსავსე, ამ უკანასკნელმა ბრძანა მისი მბრუნავ ბორბალზე მიბმა და ანთებული სანთლებით დაწვა. როდესაც აღარც ამან შეარყია წმინდანის გადაწყვეტილება, იგი გადაიყვანეს დაემშეული ველურ მხეცებით სავსე გალიაში, მაგრამ ისინიც კი არ შეხებიან მას. ფანურიოსი უფლის ქებას არ წყვეტდა. მაშინ ის მიწაზე დააგდეს და პირში დიდი ქვა ჩაუყარეს, რათა ვერ ელაპარაკა. კვლავაც იმედი ჰქონდათ, რომ მოწამის ნებას გატეხავდნენ, დაიმორჩილებდნენ, ამიტომ იგი წარმართულ ტაძარში მიიყვანეს და კერპებისადმი მსხვერპლშეწირვა უბრძანეს. ამაზე პასუხად, ფანურიოსმა ორივე ხელით აიღო სამსხვერპლოდან გავარვარებული ნაკვერჩხალი და ისე იდგა, თითქოს ცეცხლს არ გრძნობდა. ბოლოს, მარტვილს ცეცხლზე დაწვა მიუსაჯეს. გახურებულ ღუმელში მდგარმა მარტვილმა ხელები ცისკენ აღაპყრო და ასე მდუმარე ლოცვაში სული ღმერთს ჩააბარა.

ხატი როდოსის მიტროპოლიტ ნილოსთან მიიტანეს და სთხოვეს დახმარება უცნობი წმინდანის ვინაობის დადგენაში. ხატის წინაშე ლოცვის შემდეგ, მიტროპოლიტმა შეძლო ძლივს გასარჩევი წარწერის წაკითხვა: "წმინდა ფანო..." ("ὁ ἅγιος Φανῶ..."). ეს სახელი არც ძველ მარტირლოგებსა და არც სვინაქსარებში არ იყო ნახსენები.

თუმცა ზოგიერთის აზრით აღმოჩენილ ხატზე გამოხატული იყო წმინდა დიდმოწამე გიორგი, თუმცა ამ მოსაზრებას სხვები არ დაეთახმნენ.

მიტროპოლიტ ნილოსს სურდა დანგრეული ტაძრის აღდგენა, მაგრამ კუნძულის მუსლიმანმა გამგებელმა ამის ნება არ დართო. მაშინ მღვდელმთავარი დედაქალაქში გაემგზავრა და იქიდან წამოიღო ბრძანება, რომელიც ტაძრის აღდგენის საშუალებას აძლევდა. წმინდა მოწამე ფანურიოსისთვის შედგენილი იქნა ცალკე მსახურება (როგორც ჩანს, თავად მიტროპოლიტ ნილოსის მიერ) და დაწესდა 27 აგვისტოს დღესასწაული, რაც მისი ხატის პოვნის დღედ ითვლება. ახალი წმინდანის შესახებ ამბავი თანდათანობით გავრცელდა როდოსიდან კრიტზე, კვიპროსზე და სხვა ახლომდებარე კუნძულებზე, შემდეგ კი მატერიკულ საბერძნეთში. წმინდა დიდმოწამე ფანურიოსის წინაშე ლოცვებით მრავალი სასწაული აღსრულდა.

იმ დროს, როდესაც კრეტა ვენეციის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდა, მაშინ იქ მართლმადიდებლებთან ერთად ლათინური ეპისკოპოსიც იყო. ბერძენი ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ, ვენეციელებმა მის შემცვლელის კურთხევაზე უარი განაცხადეს, იმედი ჰქონდათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მალე კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადავიდოდა. ვინც სამღვდელო ხარისხის მიღებას ინატრებდა, სხვაგან უნდა წასულიყო კურთხევისთვის. ერთხელ კრეტიდან ოთხი ახალგაზრდა დიაკვანი პელოპონესის კორონში გაემგზავრა, სამღვდელო კურთხევის მისაღებად. უკან გზაზე ისინი აგარიანელებმა დაიჭირეს, ერთი მოკლეს, დანარჩენი სამი კი როდოსზე მიიყვანეს მონად გასაყიდად. სამ დღე-ღამეს მღვდლები მწუხარებდნენ თავიანთ ბედზე, ვიდრე წმინდა ფანურიოსის სასწაულების შესახებ არ გაიგეს. ისინი დიდმოწამეს შეევედრნენ და მუსლიმთა ტყვეობიდან გათავისუფლებას სთხოვდნენ. მალე ყველა სხვადასხვა ბატონს მიჰყიდეს, მაგრამ ღვთის წყალობით მათ ენება მიეცათ წმინდა ფანურიოსის აღდგენილ ტაძარში ელოცათ. ასე მოხდა, რომ ერთ დღეს სამივენი ერთდროულად მივიდნენ ტაძარში და წმინდანის ხატის წინაშე ლოცულობდნენ, შემდეგ კი თითოეული თავის პატრონთან დაბრუნდა. იმავე ღამეს წმინდა ფანურიოსი სამივე პატრონს გამოეცხადა სიზმარში და უბრძანა მღვდლების გათავისუფლება, რათა ღმერთს ემსახურონო. წინააღმდეგ შემთხვევაში წმინდანმა დასჯას შეჰპირა. სამივე მუსლიმმა ყურადღება არ მიაქცია თავიანთ სიზმრებს, ეგონათ რაღაც ჯადოქრობააო. მათ მონა-მღვდლები ჯაჭვებით შეკრეს და კიდევ უფრო ცუდად მოექცნენ, ვიდრე წინათ. შემდეგ ღამით ფანურიოსი ისევ გამოეცხადათ სიზმარში სამივე პატრონს და გააფრთხილა, რომ თუ ამჯერადაც არ დაემორჩილებოდნენ, ღვთის ძალას იხილავდნენ. დილით იმ სახლების ყველა მცხოვრებს, სადაც მღვდლები იყვნენ, ბრმებს და პარალიზებულებს გამოეღვიძათ და ძლიერ ტკივილსაც განიცდიდნენ. ისინი მიხვდნენ რა უნდა გაეკეთებინათ და მღვდლები მოაყვანინეს. მათ ჰკითხეს შეძლებდნენ თუ არა ყველას განკურნებას. მღვდლებმა უპასუხეს, რომ შეევედრებოდნენ ღმერთს. ამის შემდეგ ფანურიოსი კიდევ ერთხელ გამოეცხადა სამ მუსლიმ პატრონს და ბრძანა, ეკლესიაში გაეგზავნათ მღვდლებისთვის გათავისუფლების საბუთები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი არ განიკურნებოდნენ. შეშინებულმა პატრონებმა წერილები გააგზავნეს ტაძარში, სადაც ისინი წმინდა ფანურიოსის ხატის წინ დაიდო. მაშინვე ყველა ბრმა და პარალიზებული განიკურნა, ხოლო მღვდლები კრეტაზე გაემგზავრნენ და თან დიდმოწამის ხატის ასლი წაიღეს.

კრეტაზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად, წმინდა ფანურიუსის დედა დიდი ცოდვილი იყო. ფანურიუსი ცდილობდა მასში სინანულის გაღვიძებას, მაგრამ ამაოდ. მიუხედავად ამისა, ის განაგრძობდა მხურვალედ ლოცვას მისი გადარჩენისთვის. ქრისტესთვის ტანჯვისას მან ერთხელ წამოიძახა: "ამ ტანჯვისთვის, უფალო, დაეხმარე ყველას, ვინც ილოცებს ფანურიუსის დედის გადარჩენისთვის!" ბერძნულად, სახელი ფანურიუსი თანხმოვანია "ფანერონოსთან" ("φανερώνω") - ჩვენება, გამოხატვა, გამოვლენა. ამ თანხმოვნების გამო, ითვლება, რომ წმინდანი ეხმარება მივიწყებული ან დაკარგული ნივთების პოვნაში. ასევე შესაძლებელია, რომ სახელწოდება ფანურია აზრობრივად მსგავსია სიტყვის "ნეო-ფანისის" ("Νεοφανής") მეორე ნაწილის ძირისა- ახლად გამოვლენილისა, რომელიც წმინდანის ერთ-ერთი სახელია ბერძნულ თვენში.

ამის შემდეგ, კრეტაზე გაჩნდა ჩვეულება: როცა მორწმუნეები რაღაცას კარგავდნენ, აცხობდნენ "ფანუროპიტას" ("წმინდა ფანურიუსის პიტას") - ღვეზელებს, რომლებიც სამარხვო უნდა ყოფილიყო და უსასყიდლოდ ურიგებდნენ ღარიბებს წმინდა ფანურიოსის დედის პატიებისთვის. ასეთ ნამცხვრებს ამზადებენ დიდი მოწამის ხსენების დღესაც.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat