წმ. მოწამე გედეონ ათონელი (+ 1818) - ხსენება 30 დეკემბერს (12 იანვარს)
წმ. მოწამე გედეონ ათონელი (+ 1818) - ხსენება 30 დეკემბერს (12 იანვარს)
ხსენება 30 დეკემბერს (ბერძ.) და ათონელ ღირსთა და კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებულში (ბერძ.).

დაიბადა სოფელ კაპურნაში, დიმიტრიატის ეპარქიაში, წმინდა ნათლობისას ეწოდა ნიკონი. მამამისი ავგირინოსი და დედა კირაცა იყვნენ ღვთისმოსავი ქრისტიანები, ნიკონის გარდა მათ ჰყავდათ სამი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი. ნიკონის მშობლები იმდენად ღარიბები იყვნენ, რომ დიდი ოჯახის შენახვის უუნარობის გამო, შვილები აღსაზრდელად გადასცეს თავიანთ ბიძაშვილს, რომელიც ვაჭრობით იყო დაკავებული ველესტინში, სადაც იმ დროს უკვე ისინიც ცხოვრობდნენ. მოხერხებულობითა და გონიერებით გამორჩეულმა ნიკონი მოეწონა ერთ მდიდარ თურქს, სახელად ალის, რომელმაც მოიტაცა იგი და აიძულა ემსახურა მის სახლში, ხოლო შემდგომში ყმაწვილი ალერსით მოაქცია ისლამზე.

ორი თვის გასვლის შემდეგ ჭაბუკმა გააცნობიერა, რომ ბავშვური უგუნურებით უარყო ქრისტე. სინანულმა შეცვალა მისი ცხოვრების წესი, მხიარული და ზრდილობიანიდან იქცა მოწყენილად და უხალისოდ დაიწყო თავისი საქმის შესრულება; ამასთან, საიდუმლოდ მწარედ ტიროდა და გადაწყვიტა გაქცეულიყო მისთვის საძულველი სახლიდან.

შესაფერისი დროის შერჩევით, ნიკონი გაიქცა თავისი გამტაცებლისგან და მივიდა მამასთან, რომელსაც სამწუხაროდ თავისი სიღარიბის გამო არ შეეძლო მისი დამალვა; იცოდა რა, რომ მისი გამტაცებელი იმდენად ძლიერი და მდიდარი იყო, რომ მას არანაირად არ შეეძლო ებრძოლა არათანაბარ მოწინააღმდეგესთან, მან გაგზავნა ნიკონი სოფელ კერამიდში, იქიდან კი ურჩია დაუყოვნებლივ წასულიყო წმინდა ათონის მთაზე. თუმცა, ავგირინოსმა ვერ აიცილა უსიამოვნებები, რომლებიც მას დაატყდა თავს ნიკონის დამალვის გამო.

უბედური ნიკონი სამი წლის განმავლობაში დაეხეტებოდა ერთი ადგილიდან მეორეში, სანამ ბოლოს არ ჩავიდა ათონზე, სადაც ასევე დაეხეტებოდა ყველა მონასტერსა და სენაკში გამოცდილი სულიერი მოძღვრის პოვნის განზრახვით. ბოლოს მან იპოვა თავშესაფარი ყარაყალის მონასტერში და გაუმხილა სულიერ მოძღვარს თავისი დაცემა, რომელმაც იგი საეკლესიო ლოცვებით განწმინდა და შემდეგ კვლავ შეუერთა მართლმადიდებელ ეკლესიას.

გარკვეული დროის შემდეგ იგი ღირსი გახდა ბერად აღკვეცისა გედეონის სახელით.

ბერდიდები, ხედავდნენ რა მის სათნო ცხოვრებას და უსიტყვო მორჩილებას ყველაფერში, აირჩიეს იგი ეკკლესიარხად. ახალი მორჩილების აღსრულებისას, გედეონმა დაიწყო ღვაწლის ღვაწლზე მიმატება, გააორმაგა მარხვა, მღვიძარება, ლოცვა და მუხლმოდრეკა, და 35 წლის განმავლობაში მისი გული გაიწმინდა და გათბა იესო ქრისტეს სიყვარულით, ისე რომ ერთხელ წმინდა მოწამეების ტანჯვის შესახებ წიგნის კითხვისას, რომლებმაც თავიანთი ღვაწლისთვის ღვთისგან მიიღეს მოწამეობრივი გვირგვინები და ზეციური სასუფეველი, მასშიც გაჩნდა მგზნებარე სურვილი თავად ეტანჯა იესო ქრისტეს სიყვარულისთვის, განებანა თავი საკუთარი სისხლით ქრისტიანული რწმენის უარყოფისთვის. მის გულში ჩავარდნილმა წამების აზრმა დაიწყო მისი დევნა და დღითი დღე უფრო და უფრო აღაგზნებდა მას, ისე რომ გადაწყვიტა მიჰყოლოდა თავისი გულის მოწოდებას. მაგრამ წინასწარ მან გაუმხილა თავისი განზრახვა წმინდა მონასტრის ბერდიდებს, ითხოვდა მათ კურთხევასა და ლოცვებს. ბერდიდები, ხედავდნენ რა გედეონს სრულყოფილ და სათნოებაში აყვავებულ კაცად, მისცეს მას თავიანთი მამობრივი კურთხევა.

გედეონი გაემგზავრა ველესტინაში, სადაც თავის დროზე უარყო ქრისტე, და მაშინვე წავიდა სასამართლოში და აღიარა მოსამართლეების წინაშე ქრისტიანული რწმენა, ხოლო მაჰმადი, მათი ცრუ წინასწარმეტყველი, დაწყევლა; მაგრამ მოსამართლეებმა, შემოიფარგლნენ რა ცემით, გააგდეს წმინდა გედეონი სასამართლოდან. ეს არაერთხელ განმეორდა. მაშინ გედეონი წავიდა სხვა ადგილებში მოწამეობრივი ღვაწლის აღსასრულებლად, მაგრამ აქაც იგივე მოხდა, რაც ველესტინაში, ანუ სცემდნენ და აგდებდნენ მას სასამართლოდან, როგორც სულელს. ამაში ღვთის ნების არარსებობის დანახვისას, იგი დაბრუნდა ათონზე, მაგრამ ერთი წლის ცხოვრების შემდეგ, მისი გული არ დამშვიდდა და ის, ბერდიდებისგან კურთხევის აღების შემდეგ, კვლავ გაემგზავრა ველესტინაში, სადაც წარსდგა სასამართლოში და კვლავ აღიარა იესო ქრისტე, ხოლო მუსლიმური რწმენა დაწყევლა, მაგრამ ახლაც, როგორც ადრე, ცემის შემდეგ, იგი გააგდეს სასამართლოდან.

მაშინ წმინდანი წავიდა სხვა ადგილას და, მმართველის წინაშე წარდგომისას, აღიარა თავი ქრისტიანად, ხოლო მუსლიმური რწმენა დაწყევლა. მმართველმა, გაიგონა რა გმობა თავისი რწმენის მიმართ, შეეშინდა და მაშინვე მისწერა იმ ადგილის მთავარ უფროსს ველი-ფაშას, რომელიც ცხოვრობდა თესალიაში, სოფელ ტურნოვეში (ბერძნ. ტირნავოსი). მაშინ ფაშამ გაგზავნა ორი მეომარი და უბრძანა მოეყვანათ მასთან თავხედი მგმობელი. ველი-ფაშამ ბრძანა შეეკრიბათ მახლობელი სოფლებიდან წარჩინებული მოქალაქეები და წარუდგინა მათ სასამართლოზე წმინდა გედეონი. მოსამართლეებმა, დაინახეს რა, რომ ყველა მათი ალერსი, დაპირება და პატივი წმინდანმა უარყო ზიზღით, თავდაპირველად მოისურვეს მისი შერცხვენა მთელი მოსახლეობის წინაშე. ამისთვის გადაპარსეს მას თავი და დაადეს მასზე მოკლული ცხვრის შიგნეულობა და, დასვეს რა ვირზე უკუღმა, ხელში მისცეს დასაჭერად ცხოველის კუდი და ამგვარად ატარებდნენ მას სოფლის ყველა ქუჩაში. მაგრამ გედეონი, უღირსობას ქრისტე ღმერთისთვის დიდებად მიიჩნევდა რა, კეთილსულოვნად იტანდა შერცხვენას, ხოლო წმინდა ბაგეები კიდევ უფრო ამხელდნენ მათ რწმენას და გმობდნენ მათ ცრუ წინასწარმეტყველს.

ამ შერცხვენის შემდეგ წმინდა მოწამეს წამება დაიწყეს ყველაზე სასტიკი გზით. მას, როგორც იაკობ სპარსს, თანდათანობით მოკვეთეს ცულით სხეულის ყველა ასო, თავის გარდა. მაგრამ წმინდანს, გონება ჰქონდა რა მიმართული მის გამაძლიერებელ იესო ქრისტესკენ, მოთმინებით იტანდა მძიმე ტანჯვას. შემდეგ იგი, ჯერ კიდევ ცოცხალი, ჩააგდეს უწმინდურ ადგილას, სადაც გარდაიცვალა 1818 წლის 30 დეკემბერს.

ღირსი მოწამის წმინდა ნაწილები, როგორც სხეული თავით, ასევე ყველა მოკვეთილი ასო, ღვთისმოსავმა ქრისტიანებმა გამოისყიდეს მუსლიმებისგან შემოწირულობების შეგროვების წყალობით და პატივით დაკრძალეს თორმეტი მოციქულის ეკლესიაში ტურნოვეში. წმინდანმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში იწინასწარმეტყველა თავისი მწამებლის ველი-ფაშას დაცემა, რაც მალევე აღსრულდა მისი მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ.

გარკვეული დროის შემდეგ მოწამის წმინდა ნაწილების ნაწილი მოიტანეს ყარაყალის მონასტერში, სადაც იგი განდიდდა უხვი სასწაულებით ყველასთვის ვინც მასთან რწმენით მოდიოდა, მის მაკურნებელ საფლავს და მის წმინდა ნაწილებს ეხებოდა. ამჟამად ღირსი მოწამე გედეონის პატიოსანი თავი ინახება ტურნოვის მიტროპოლიტის ტაძრის საკურთხეველში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადების პატივსაცემად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
21.09.2024
ხსენება 1 მაისს (მოწამეებთან ექვთიმესთან და აკაკისთან ერთად), 8 ოქტომბერს (აღსასრულის დღეს), 20 ოქტომბერს (ნაწილების ათონზე გადასვენება), ათონის ღირსთა და ბულგარელ წმინდანთა კრებულში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
"მე სხვანაირი ცხოვრება არ შემეძლო"
2012 წლის 20 დეკემბერი უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ერის ცხოვრებაში

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat