წმინდა მოწამე ეგნატე ათონელი, კონსტანტინოპოლელი (+ 1814) - ხსენება 01 (14) მაისს, 08 (21) ოქტომბერს, 20 ოქტომბერს (02 ნოემბერს).
წმინდა მოწამე ეგნატე ათონელი, კონსტანტინოპოლელი (+ 1814) - ხსენება 01 (14) მაისს, 08 (21) ოქტომბერს, 20 ოქტომბერს (02 ნოემბერს).
ხსენება 1 მაისს (მოწამეებთან ექვთიმესთან და აკაკისთან ერთად), 8 ოქტომბერს (აღსასრულის დღეს), 20 ოქტომბერს (ნაწილების ათონზე გადასვენება), ათონის ღირსთა და ბულგარელ წმინდანთა კრებულში.

ერისკაცობაში ივანე ერქვა, დაიბადა ქ. სტარა-ზაგორაში და, სავარაუდოდ, წარმოშობით ბულგარელი იყო. XVIII საუკუნის ბოლოს მისი მშობლები, გიორგი და მარია, გადასახლდნენ პლოვდივში (ბერძნ. ფილიპოპოლი).

ივანე ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით და 6 წელი იცხოვრა რილის მონასტერში ჭირვეული ბერის მორჩილებაში. ბულგარული ცხოვრების ვერსიის თანახმად, ივანე მონასტერში ცხოვრობდა ბიძასთან (მამის ან დედის ძმასთან), მღვდელმონაზონ ეგნატე (კალპაკჩიევთან), ყოფილ ყაჩაღთან, რომელმაც მოინანია და ბერად აღიკვეცა.

ივანე დაბრუნდა პლოვდივში, როდესაც თურქები აგროვებდნენ ხალხს ჯარში სერბეთში აჯანყების ჩასახშობად. მისმა მამამ უარი თქვა რწმენისმიერი ძმების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რისთვისაც სასტიკად მოკლეს, ხოლო დედა და ორი და ძალით მოაქციეს ისლამზე. ამ მოვლენების შესახებ შეტყობისას, ივანე დაიმალა ღვთისმოსავ მოხუც ქალთან. დებმა ის თურქებს გასცეს, მაგრამ ივანემ შეძლო გაქცევა.

გარკვეული დრო ივანე ბუქარესტში დარჩა, შემდეგ კი ათონისკენ გაემართა და შუმენში შეხვდა ბუქარესტიდან ნაცნობ ელევთერს, რომელიც ისლამზე გადავიდა. მეგობრის განდგომამ ივანე დაამწუხრა. გზაში ის თურქებმა დააკავეს და შიშისგან ისიც დაპირდა მუსულმანობაზე გადასვლას. ათონზე მან სხვადასხვა მონასტერი მოინახულა, გარკვეული დრო იცხოვრა წმ. მართალი ანას სკიტში, შემდეგ კი გადავიდა ივერთა მონასტრის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის სკიტში, სადაც მისი მოძღვრები იყვნენ სულიერი მამა ნიკიფორე და ბერი აკაკი. შეიტყო რა თესალონიკში ღირსი მოწამე დავითის (+ 1813) და მეგობარ ელევთერის, რომელიც ბერად აღიკვეცა ექვთიმეს სახელით (+ 22 მარტი 1814), მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ, ივანემ გადაწყვიტა ქრისტესთვის ეწამა და ამით გამოესყიდა სულმოკლეობის ცოდვა. ბერმა აკაკიმ ის მონაზვნად აღკვეცა "ეგნატეს" სახელით (ბულგარულ ვერსიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ სახელი მიეცა ბიძის პატივსაცემად) და აკურთხა მოწამეობაზე.

1814 წლის 29 სექტემბერს ეგნატე ჩავიდა კონსტანტინოპოლში ბერ გრიგოლთან ერთად, რომელიც ადრე ექვთიმეს ახლდა. რამდენიმე დღის შემდეგ, სამშაბათს, ზიარების შემდეგ, ეგნატემ თურქული სამოსი ჩაიცვა და სასამართლოს სხდომაზე გაემართა. იქ მან თავიდან ჩალმა მოიხსნა, მიწაზე დააგდო და თქვა, რომ ახალგაზრდობაში იძულებით იცრუა, დაპირდა რა რწმენის უარყოფას, ახლა კი სურს უკან წაიღოს თავისი სიტყვები და აღიაროს ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი. მოსამართლე მოუწოდებდა მას შეეცვალა გადაწყვეტილება, მაგრამ ეგნატე თამამად ამხელდა მუსულმანთა რელიგიას. ის საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც დარწმუნებითა და წამებით 2 დღის განმავლობაში ცდილობდნენ აეძულებინათ უარეყო ქრისტე, მაგრამ მოწამე შეუდრეკელი იყო. მაშინ ის გაასამართლეს და 1814 წლის 8 ოქტომბერს ჩამოახრჩვეს.

3 დღის შემდეგ ბერმა გრიგოლმა გამოისყიდა მისი ნაწილები და 20 ოქტომბერს ჩაიტანა ათონზე, სადაც დაასვენა ღირსი მოწამე ექვთიმეს ნაწილებთან ერთად ახალ ტაძარში წმ. იოანე ნათლისმცემლის სკიტში. წმ. ეგნატეს პატიოსანი თავი ინახება ათონზე რუსულ დიდმოწამე პანტელეიმონის მონასტერში, მისი მცირე ნაწილები დაცულია წმ. იოანე ნათლისმცემლის სკიტსა და ივერთა მონასტერში.

ეგნატეს ცხოვრება და საგალობელი დაწერა ბერმა ონუფრი ივერიელმა და პირველად გამოიცა ათენში 1862 წელს აკაკის მიერ, ათონის წმ. იოანე ნათლისმცემლის სკიტის ბერის მიერ. ღირსი მოწამეების ეგნატეს, ექვთიმე ახლისა და აკაკი ახლის პატივსაცემად ასევე დაიწერა საერთო საგალობელი და შესხმა. ათონელმა ბერმა გერასიმე მიკრაიანნანიტმა (+ 1991) შეადგინა ხსენებული 3 წმინდანისა და ღირსი მოწამე ონუფრი გაბროველის (+ 4 იან. 1818) საპატივცემულოდ საერთო პარაკლისის კანონი (ინახება ხელნაწერის სახით წმ. იოანე ნათლისმცემლის სკიტში) და აკათისტო.

ეგნატე გამოსახულია ახალგაზრდა, უწვერო ბერად მუქ ანაფორაში, მარჯვენა ხელში წიგნით და მარცხენაში ჯვრით ცხოვრების ამსახველ ხატზე "წმინდანები აკაკი, ეგნატე და ექვთიმე" (1818, ოსტატი დოსითეოსი პეჩის საპატრიარქოდან), რომელიც ინახება წმ. იოანე ნათლისმცემლის სკიტში. რილის მონასტრის წმ. მთავარანგელოზთა სამლოცველოს ფრესკაზე ის გამოსახულია ახალგაზრდა ბერად პატარა წვერით, მუქ სამონაზვნო სამოსში, ხელში უჭირავს გრაგნილი წარწერით: "უკუეთუ მოხვიდე მსახურებად უფლისა ღმრთისა, განუმზადე სული შენი განსაცდელთათვის" (1845).

აქვე წაიკითხეთ:

ღირსმოწამე ეგნატე ახალი (+1814) - 08 (21) ოქტომბერი

ღირსმოწამე ეგნატე ახლის წმინდა ნაწილთა გადასვენება ათონზე (+1814) - 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat